აზერბაიჯანმა ირანიდან დიპლომატიური პერსონალის გამოყვანის გადაწყვეტილება მიიღო. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯეიჰუნ ბაირამოვის განცხადებით, დიპლომატიური პერსონალის გამოყვანის პროცესი უკვე დაწყებულია.
„აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა მიიღო გადაწყვეტილება ირანიდან ქვეყნის დიპლომატიური პერსონალის სრული გამოყვანის შესახებ. ეს ეხება როგორც თეირანში მდებარე საელჩოს, ისე თავრიზში არსებულ გენერალურ საკონსულოს. ამ მიმართულებით შესაბამისი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს“, – განაცხადა ბაირამოვმა
ცნობისთვის, 5 მარტს, აზერბაიჯანში, ნახიჩევანის აეროპორტზე დრონით თავდასხმა განხორციელდა. ბაქომ მომხდარზე პასუხისმგებლობა თეირანს დააკისრა, ხოლო ილჰამ ალიევმა თავდასხმას „ტერორისტული აქტი“ უწოდა. ირანმა ნახიჩევანზე დრონით თავდასხმა უარყო და განაცხადა, რომ დარტყმა ისრაელმა განახორციელა.

