ხუთშაბათი, თებერვალი 6, 2025

აზერბაიჯანმა აშშ-ის ქვეყანაში USAID-ის საქმიანობის შეწყვეტის შესახებ შეტყობინება გაუგზავნა

აზერბაიჯანმა აშშ-ს ქვეყანაში USAID-ის საქმიანობის შეწყვეტის შესახებ შეტყობინება გაუგზავნა.

ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით იტყობინება.

„ქვეყანაში USAID-ის საქმიანობისთვის იურიდიული საფუძველი არ არსებობს, მისი საქმიანობის შესახებ შეტყობინება ოფიციალურად ამერიკულ მხარეს გაეგზავნა“, – განაცხადა უწყების პრესსამსახურის უფროსმა, აიხან გაჯიზადემ.

მანამდე აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვნა განაცხადა, რომ USAID-ს 2024 წლის 1-ელი ივნისიდან იურიდიულად არ ჰქონდა აზერბაიჯანში საქმიანობის საფუძველი.

„დადგა მათი საქმიანობის შეწყვეტის დრო. აზერბაიჯანში USAID-ის წარმომადგენლობისა და ყოფნის გაგრძელების აუცილებლობა აღარ არის და მათი საქმიანობის სრულად შეწყვეტის მომენტი უკვე დადგა“, – განაცხადა მინისტრმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ცნობილია-ახალგაზრდა ცოლ-ქმარი, რომელიც პოლიციამ მძიმე დანაშაულის ბრალდებით დააკავა – შშმ პირს აიძულებდნენ მეძავობას, ფიზიკურად უსწორდებოდნენ, სძალავდნენ ფულს და არ აძლევდნენ საკვების მიღების საშუალებასაც“

სექსუალური ექსპლუატაციის ბრალდებით თბილისში ახალგაზრდა ცოლ-ქმარი დააკავეს, რომლებიც 40 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალს სხვადასხვა მამაკაცებისთვის სექსუალური მომსახურების გაწევას აიძულებდნენ, მიღებულ თანხას კი თავად ეუფლებოდნენ. ფიზიკური ანგარიშსწორების შიშით, მსხვერპლი იძულებული იყო მთელი დღის განმავლობაში სექსუალური მომსახურება არაერთი კლიენტისთვის გაეწია. საქმეში დევს ფარული ვიდეო და აუდიო ჩანაწერებიც. ირკვევა, რომ საკმარისი თანხის არქონის გამო შშმ ქალი ბრალდებულმა ლევან აბულაძემ სასაფლაოზე აიყვანა და სასტიკად სცემა. საქმის მთავარი ფიგურანტია მისი მეუღლე, 48 წლის ხათუნა აბულაძე, რომელსაც ქმარი ძალადობის შემდეგ ანგარიშს ტელეფონით აბარებდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ აუდიო ჩანაწერებში ისმის, თუ როგორ აიძულებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდა ქალს სხვადასხვა პირთან სქესობრივი კავშირის დამყარებას. ამ გზით გამომუშავებულ თანხას კი ცოლ-ქმარი სრულად ეუფლებოდა. მეტი სარგებლის მიღების მიზნით, ქალს დღის განმავლობაში საკვების მიღებასაც კი უკრძალავდნენ. სექსუალური ექსპლუატაციის ადგილი მტკვრის მარცხენა სანაპიროა. 40 წლის მსხვერპლი აქ თითქმის ყოველდღიურად გამოდიოდა და სხვადასხვა მამაკაცთან სექსუალური მომსახურებით გამომუშავებულ თანხას, ტრეფიკიორებს სრულად ურიცხავდა. ამავე ტერიტორიაზე მდებარე კომერციულ დაწესებულებებში მსხვერპლს კარგად იცნობენ, თუმცა ძალადობის შესახებ ინფორმაცია, მხოლოდ დღეს შეიტყვეს. "კურიერი" გლდანში, აბულაძეების საცხოვრებელ მისამართზეც იმყოფებოდა. მეზობლები ადასტურებენ, რომ პოლიციამ ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა, რის შემდეგაც ცოლი სახლიდან, ქმარი კი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან აიყვანეს. დაზარალებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალი ტრეფიკინგის მსხვერპლთა თავშესაფარში გადაიყვანეს. ბრალდებულ ცოლ-ქმარს კი სასამართლომ წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა. მათ 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.  

უკრაინაში ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში უკრაინაში მებრძოლი ქართველები ავრცელებენ. „სამწუხაროდ, ორი ქართველი, ორი მაგარი მეომარი დავკარგეთ გუშინ, დავით დვალიშვილი და მამუკა ბერია. ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ წინა ხაზიდან გამოეყვანათ წუხელ ღამე. დიდება ბრძოლაში დაცემულ გმირებს“, - წერს ვანო ნადირაძე სოციალურ ქსელში.

პარლამენტმა „სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა „სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო. კანონპროექტით, სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე (ტელერადიომაუწყებლობის ან კავშირგაბმულობის დაწესებულების ან/და სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება) და 330-ე (სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება ტერორისტული მიზნით) მუხლებს ემატება შენიშვნა, რომლის თანახმადაც, ზემოხსენებული მუხლების მიზნებისათვის, სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

დიმიტრი ხუნდაძე: როდესაც საკომიტეტო მოსმენაზე გამოვიტანეთ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, საშუალება არ მოგვცეს, რომ საზოგადოებას პირდაპირ ეთერში მოესმინა და დასმულ კითხვებზე პასუხი გაგვეცა – ესეც...

რასაც ჩვენ ვამბობდით, ის ახლა უფრო ღია და ნათელი გახდა, მტკიცებულების ხარისხი გაიზარდა, რამეთუ ამ მტკიცებულებაში, თავად ის ქვეყანა ჩაერთო, საიდანაც ჩვენ ვსაუბრობდით, რომ ამდაგვარი საფრთხეები მოდიოდა ჩვენი, პატარა ქვეყნის საზიანოდ, - აღნიშნა „დღის ქრონიკაში“ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ ხელმძღვანელმა, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ USAID-ის თემაზე საუბრისას. „როდესაც ჩვენ, საკომიტეტო მოსმენაზე გამოვიტანეთ „გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი, საშუალება არ მოგვცეს, რომ ის საზოგადოებას პირდაპირ ეთერში მოესმინა და დასმულ კითხვებზე პასუხი გაგვეცა. ესეც იყო გამიზნული და შემდეგ ხმამაღლა გაჟღერდა მესიჯი, რომ ეს იყო დავალება დესტრუქციული ოპოზიციის და მათი მხარდამჭერი „ენჯეობის“ მისამართით, რომ „არ წაიკითხო და გააპროტესტე“ . არწაკითხვა იყო სწორედ ის, რომ არ სცოდნოდა საზოგადოებას რაზე იყო საუბარი. სწორედ ამ წაუკითხავად მოხდა კანონის გაპროტესტება. ჩვენ მაშინ ვთქვით, რომ კანონმა, მიღებამდე უკვე თავის ფუნქცია შეასრულა - გამოააშკარავა ის დესტრუქციული აქტორები, რომელიც იყვნენ მხოლოდ და მხოლოდ ფულად დაკვეთაზე დამოკიდებული და არად უღირდათ ქვეყნის ინტერესები - ის რაც დასავლური იყო, რუსული დაარქვეს. დღეს რეალობა იძლევა იმის აუცილებლობას, რომ საზოგადოებამ იცოდეს მეტი. მართალია აშშ-ს დღევანდელმა ელჩმა, შენიშვნა მისცა უმრავლესობის ლიდერს, რომ თქვენ მეტი უნდა იცოდეთო, მაგრამ თურმე მეტი უნდა სცოდნოდათ აშშ-შიც და ჩვენ ამას ვამბობდით, კითხვებს ვსვამდით, მაგრამ პასუხი არ იყო. თურმე აშშ-შიც ამერიკელების გადამხდელთა 10 მილიონი თანხა და USAID-ის 50-მილიარდიანი დაფინანსება არა სხვა ქვეყნების, არამედ აშშ-ს საზიანოდაც იხარჯება. სწორედ ამაზე საუბრობს ახალი ადმინისტრაცია, სწორედ ამიტომ გააუქმა ახალმა ადმინისტრაციამ USAID-ის მმართველი რგოლი და სახლში გაუშვა ლიდერები და მმართველი წარმომადგენლები“, - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

ტრამპი: ჩვენ უნდა დავაბრუნოთ რელიგია

ვაშინგტონში, ეროვნული ლოცვის საუზმეზე სიტყვით გამოსვლისას, დონალდ ტრამპმა ხაზი გაუსვა რელიგიის მნიშვნელობას ამერიკის ცხოვრებაში და განაცხადა, რომ „ჩვენ უნდა დავაბრუნოთ რელიგია“. ტრამპმა ასევე გაიხსენა მასზე თავდასხმა, რომელიც 2024 წლის ივლისში პენსილვანიაში მოხდა. „არავინ ვიცით, როდის დასრულდება ჩვენი დრო დედამიწაზე. ეს ჭეშმარიტებაა, რომელსაც რამდენიმე თვის წინ პირადად შევეჯახე, როდესაც მოხდა ერთი ინციდენტი, რომელიც სასიამოვნო არ იყო. ეს არ იყო კარგი რამე, მაგრამ ღმერთი მიცავდა“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ბოლო სიახლეები