აზერბაიჯანი სომხეთს სასაზღვრო ზონაში ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 13 მაისს 20:45 საათიდან – 21:30 საათამდე, სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა გორისისა და ჭამბარაკის მიმართულებით განლაგებული პოზიციებიდან აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს ცეცხლსასროლი იარაღიდან პერიოდულად ცეცხლი გაუხსნეს.
აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფებმა მითითებულ მიმართულებებზე ადეკვატური კონტრზომები მიიღეს.
ბაქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ერევანში უარყოფენ.
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადების თანახმად, აზერბაიჯანის მტკიცება ცეცხლის გახსნასთან დაკავშირებით, სიმართლეს არ შეესაბამება.