ირანისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
„სატელეფონო საუბრისას მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა მკაცრად დაგმო ირანის ისლამური რესპუბლიკის მიერ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე განხორციელებული დრონებით თავდასხმები და აღნიშნულთან დაკავშირებით მკაფიო პროტესტი გამოხატა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ეს თავდასხმები ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს და რეგიონში დაძაბულობის გაზრდას ემსახურება“, – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.
მათივე ცნობით, აბას არაღჩიმ შეშფოთება გამოთქვა ნახიჩევანის ტერიტორიაზე განხორციელებული დრონებით თავდასხმის გამო და განაცხადა, რომ ირანულმა მხარემ და სამხედროებმა ინციდენტის გამოძიება დაიწყეს.

