კვირა, მარტი 30, 2025

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი – საქართველომ ევროპულ გზას გადაუხვია და უკან დაიხია, ეს როგორც ავსტრიის, ისე ევროკავშირისთვის სამწუხაროა

საქართველომ ევროპულ გზას გადაუხვია და უკან დაიხია, ეს როგორც ავსტრიის, ისე ევროკავშირისთვის სამწუხაროა, – ამის შესახებ ავსტრიის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრმა, ბეათე მაინლ-რაიზინგერმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ყოველთვის კარგია გულწრფელი, მაგრამ კონსტრუქციული საუბარი. ორმხრივი ურთიერთობების თვალსაზრისით, საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორია, ისევე როგორც მნიშვნელოვანი პარტნიორია განვითარების სფეროში თანამშრომლობის კუთხით. საქართველო ფოკუს ქვეყანაა ჩვენი განვითარების სფეროში თანამშრომლობის თვალსაზრისით. გვაქვს კარგი ეკონომიკური ურთიერთობა, რომლის შემდგომი გაღრმავება ორივესთვის მომგებიანი იქნება.

მისივე თქმით, კარგ პარტნიორებს შორის ყოველთვის შესაძლებელია გულახდილი საუბარი და დღეს, სამწუხაროდ, ბევრი რთული საკითხიც იყო დღის წესრიგში.

„უკრაინაში რუსეთის განგრძობადი, აგრესიული ომის კონტექსტში, ჩვენ გვჭირდება ჩვენი მედეგობის გაძლიერება. რუსეთი აგრძელებს ჩვენი ინსტიტუციებისა და საზოგადოების დესტაბილიზაციის მცდელობას. ჩვენ უნდა გავაერთიანოთ ძალები რუსული მცდარი ნარატივებისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ. საერთაშორისო წესრიგი თუ დამყარებული იქნება არა კანონზე, არამედ ძალის იდეაზე, შედეგები ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც არიან ავსტრია და საქართველო, შესაძლოა, ფართო იყოს. ამიტომაც, ავსტრია სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ერთ-ერთი მთავარი საკითხი ჩვენი დისკუსიისა სწორედ საქართველოს ორი ოკუპირებული რეგიონი იყო. კარგ პარტნიორებს შორის ყოველთვის შესაძლებელია გულახდილი საუბარი და დღეს, სამწუხაროდ, ბევრი რთული საკითხიც გვქონდა დღის წესრიგში. რაც შეეხება საქართველოს ევროპულ გზას, საქართველომ ამ გზას გადაუხვია და უკან დაიხია, ეს როგორც ავსტრიის, ისე ევროკავშირისთვის სამწუხაროა.

ჩვენ ვხედავთ რეფორმების საჭიროებას, სამართლიანობისა და კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების მიმართულებით. ვხედავთ უკუსვლას კანონმდებლობასთან მიმართებით, რაც უკავშირდება სამოქალაქო საზოგადოებას და იმ ხარვეზებს, რომელიც იდენტიფიცირებული იყო ეუთო/ოდირის მიერ 2024 წლის ოქტომბრის არჩევნებზე. როგორც შედეგი – საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია. მე მკაფიოდ ვუთხარი ჩემს კოლეგას, რომ ვგმობთ ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისა და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ. საქართველოს მთავრობამ პატივი უნდა სცეს გამოხატვის თავისუფლებას და თავი შეიკავოს ძალის გამოყენებისგან. ძალადობის ყველა აქტი უნდა იყოს გამოძიებული და შესაბამისმა პირებმა უნდა აგონ პასუხი.

ძალადობაზე პასუხად, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოს ხელისუფლებისთვის პირდაპირი დახმარება, რაც ჯამში 220 მილიონ ევროს შეადგენს. ასევე შეაჩერა 30 მილიონი, რომელიც გათვალისწინებული იყო ევროკავშირის მშვიდობის მექანიზმის ფარგლებში და არ გვაქვს გეგმაში რაიმე სახის დახმარება 2025 წლისთვის. ავსტრია და ევროკავშირი გააგრძელებენ ქართველი ხალხისა და სამოქალაქო სექტორის მხარდაჭერას. მოვუწოდებთ პასუხისმგებელ პოლიტიკურ პირებს, დაძლიონ პოლარიზაცია“, – განაცხადა ბეათე მაინლ-რაიზინგერმა.

მისივე თქმით, აქტიურ დიალოგს არ აქვს ალტერნატივა.

„საქართველომ დიალოგი უნდა გააგრძელოს როგორც ევროკავშირთან, ისე ორმხრივ ფორმატებში, ამიტომ კარგია, რომ დღეს ჩვენი შეხვედრა შედგა. ასევე მნიშვნელოვანია დიალოგი ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან. როგორც აღვნიშნე, სამწუხაროა, რომ საქართველოს მთავრობამ შეაჩერა გაწევრიანების პროცესი 2028 წლამდე. შემდგომი ნაბიჯები, როგორ შეიძლება, გაგრძელდეს გზა ევროკავშირისკენ, მთლიანად თქვენი გადასაწყვეტია და ეს სუვერენული გადაწყვეტილებაა, თუმცა მივესალმებით თქვენს ყველა ძალისხმევას ევროკავშირის გზაზე. მე წინააღმდეგი ვარ კარის მთლიანად დახურვის. ვფიქრობ, დღეს ამ შეხვედრით ეს ნათლად გამოჩნდა. არსებითად მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ კომუნიკაციის ღია არხები. ვენა დიდი ხანია, არის დიალოგისა და დიპლომატიის კერა და ჩვენი დღევანდელი შეხვედრები, ქართველი კოლეგების ვიზიტი ეუთო-ში, ვენაში ხაზს უსვამს ამ როლს“, – განაცხადა ბეათე მაინლ-რაიზინგერმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

📽️„თავად მოიპოვა და თავად გაიტანა“ – კვარას შთამბეჭდავი გოლი

ხვიჩა კვარაცხელიას მორიგი გოლი და ქართველმა პსჟ სენტ ეტიენთან დააწინაურა.ნახეთ კვარას შთამბეჭდავი გოლი ⇓ 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოგზაურობის მოყვარულთათვის – რა ცვლილება ამოქმედდება აპრილიდან

Wizz Air-ი მხოლოდ უნაღდო გადახდის სისტემას ნერგავს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, 2025 წლის 1-ელი აპრილიდან ბორტზე შესყიდვა შესრულდება მხოლოდ ციფრული გადახდის სისტემით, მათ შორის კონტაქტური გადახდის მეთოდებით, როგორებიცაა Apple Pay, Samsung Pay, Android Pay და Google Pay.აღსანიშნავია ისიც, რომ ბორტზე შესყიდვებისთვის განკუთვნილი მაქსიმალური თანხა თითოეული მგზავრისთვის იქნება 150 ევრო. ამასთანავე, თუ ტრანზაქციით გათვალისწინებული თანხა 50 ევრო ან მეტია, საჭირო იქნება ბილეთის წარდგენა.„მგზავრები ასევე შეძლებენ წინასწარი ვაუჩერების შეძენას Wizz Air-ის მობილური აპლიკაციით, რაც უზრუნველყოფს მაქსიმალურ უსაფრთხოებას ტრანზაქციების განხორციელებისას და გამორიცხავს გაუთვალისწინებელ ფინანსურ პრობლემებს“, - აცხადებენ კომპანიაში.

დედის ლოცვა – ლოცვა, რომლითაც თქვენს შვილებს დაიცავთ

დედის ლოცვა - ლოცვა, რომლითაც თქვენს შვილებს დაიცავთ.„ღმერთო ერთო, დაუსაბამოო და დაუსრულებელო, შემოქმედო ცათა და ქვეყანისაო, დამბადებელო ყოველთა კაცთაო, დიდება და მადლობა შენდა! უფალო უფლებათაო და წყაროო წყალობათაო, მოჰმადლე წყალობა შენი და დალოცე შვილი ესე ჩვენი (სახელი), მოანიჭე მას დღეთა სიმრავლე, სიმრთელე სულისა და ხორცისა, გული გონიერი და წმინდა, სული მიმტევებლობისა და გულმოწყალებისა; მიჰფინე მშვიდობა და კეთილდღეობა, შრომისმოყვარეობა და ნაყოფის სიუხვე, ბედნიერი ოჯახი და შვილთა სიმრავლე, რათა იხაროს ორსავ სოფელსა შინა.განამტკიცე იგი მართლმადიდებელ სარწმუნოებაში, ღვთისა და მოყვასის სიყვარულში, აღავსე სიბრძნითა და შორსმჭვრეტელობით; მიეც მას მტკიცე ნებისყოფა, უნარი განსაცდელის დაძლევისა და სამშობლოს სიყვარულისა; აშორე ბოროტი სული, მფარველად მოუვლინე ანგელოზი შენი რათა ყოველთა დღეთა შინა დაცულ იყოს ცხოვრების გზასა ზედა და ისმინოს წინასწარმეტყველის სიტყვები, რომელიც ამბობს:"მამის დარიგება ლამაზი გვირგვინია შენს თავზე და დედის რჯული შენი ყელის სამკაული" (იგ.1;8,9). თუ არ "დაკარგავ განსჯის უნარს, უსაფრთხოდ ივლი შენს გზაზე და შენი ფეხი არ დაბრკოლდება, დაწვები არ შეგეშინდება და ტკბილი ძილი გექნება, რადგან უფალი გიდგას მხარში, მახეს აგარიდებს და არ წაიბორძიკებ" (იგ.3; 21,26).ყოვლად წმიდაო სამებაო, ერთარსებაო, მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, დალოცე შვილი ესე ჩვენი (სახელი) სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, ამინ!

სახალხო დამცველი – სახალხო დამცველის აპარატი საკუთარი ინიციატივით შეისწავლის ელენე ხოშტარიას საქმეს და შემდგომი რეაგირებისთვის ყველა შესაბამის უწყებას მიმართავს

სახალხო დამცველი პარტია „დროას“ლიდერის, ელენე ხოშტარიას დაკავებისა და მის მიმართ პოლიციის განყოფილებაში, ასევე დროებითი მოთავსების იზოლატორში , სავარაუდო, არასათანადო მოპყრობის შესახებ საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება.სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ სამართალდამცველების მხრიდან სრული შემოწმების დროს, პირს არ უნდა მოეთხოვებოდეს სხეულის სხვადასხვა ნაწილის ერთდროულად გაშიშვლება – ამგვარი პრაქტიკა, პირის მიმართ დამამცირებელი და ღირსების შემლახავი მოპყრობაა.„ასევე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების შინაგანაწესის მე-5 მუხლით განსაზღვრულია, რომ პირადი დათვალიერების დროს, დაუშვებელია შესამოწმებელი პირის სრული გაშიშვლება. განსაკუთრებით საყურადღებოა მსგავსი მოპყრობა ქალების მიმართ.აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 29 მარტს, წინასწარი დაკავების იზოლატორში, ელენე ხოშტარიამ უარი განაცხადა აპარატის წარმომადგენელთან შეხვედრაზე. სახალხო დამცველის წარმომადგენელი იზოლატორიდან გათავისუფლების შემდეგაც დაუკავშირდა ელენე ხოშტარიას და მან კვლავ უარი განაცხადა აპარატთან თანამშრომლობაზე.სახალხო დამცველის აპარატი საკუთარი ინიციატივით შეისწავლის საქმეს და შემდგომი რეაგირებისთვის ყველა შესაბამის უწყებას მიმართავს“, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

ელენე ხოშტარია დიღმის წინანაწარი დაკავების იზოლატორიდან გათავისუფლდა

პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია დიღმის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გათავისუფლდა.ელენე ხოშტარია 28 მარტს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად დააკავეს.დიღმის იზოლატორიდან „დროას“ ლიდერმა დღეს წერილი გაავრცელა, რომელშიც აცხადებს, რომ იზოლატორში მის მიმართ ღირსების შემლახავი და ფიზიკური ძალადობის უღირსი, რუსული მეთოდი გამოიყენეს.შსს-ს განცხადებით, ელენე ხოშტარიას „კანონმდებლობის სრული დაცვით, დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლებამდე აუცილებელი პროცედურები ჩაუტარდა. შემოწმებისას დაკავებულს თან აღმოაჩნდა, სავარაუდოდ, კანონსაწინააღმდეგო ნივთიერება, რომელზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა“.

ბოლო სიახლეები