ევროპა არ დაუშვებს, რომ შანტაჟის გზით ახლო აღმოსავლეთში აშშ-ისა და ისრაელის სამხედრო ოპერაციაში ჩართვა აიძულონ, – ამის შესახებ ავსტრიის კანცლერმა, კრისტიან შტოკერმა განაცხადა.
„ევროპა, მათ შორის ავსტრიაც, არ დაუშვებს, რომ შანტაჟის მსხვერპლი გახდეს. ჰორმუზის სრუტეში ინტერვენცია ავსტრიისთვის არც განიხილება“, – განაცხადა კრისტიან შტოკერმა.
კრისტიან შტოკერის თქმით, ჰორმუზის სრუტის ბლოკირების შემდეგ ენერგომომარაგებისა და ფასების სტაბილიზაცია აუცილებელია.

