თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა.
ამ წუთებში, ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
არიან თუ არა შემთხვევის შედეგად დაშავებულები, ამ ეტაპზე უცნობია.