თბილისის გარდა, სხვა მუნიციპალიტეტებშიც წესდება სანქციები – მეორადი საბურავების, შავი და ფერადი ლითონის ჯართის, ექსპლუატაციიდან გასული სატრანსპორტო საშუალებების და მათი ნაწილების, მარტივად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი ნივთის/ნივთიერების განთავსებისა და რეალიზაციის წესის დარღვევაზე.
შესაბამისი ცვლილებები “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” შედის, რომელიც ბიუროს დღევანდელ სხდომას წარედგინა.
კანონპროექტის მიხედვით, ჯარიმა 1000-დან 30 000 ლარამდე იქნება განსაზღვრული. კერძოდ, პროექტში აღნიშნულია, რომ მეორადი საბურავების, შავი და ფერადი ლითონის ჯართის, ექსპლუატაციიდან
გასული სატრანსპორტო საშუალებების და მათი ნაწილების, მარტივად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალების განთავსება ან რეალიზაცია იმ ადგილებში, რომლებიც საამისოდ არ არის განსაზღვრული მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას – 2500ლარით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას – 5000 ლარით. დარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, ფიზიკური პირი დაჯარიმდება 5000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი – 15000 ლარით. თუ აღნიშნული დარღვევა ჩადენილი „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ კანონით დადგენილი კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში, ეს გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას – 5000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – 10000 ლარით. განმეორების შემთხვევაში კი, ფიზიკური პირი დაჯარიმდება – 10000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი – 30000 ლარით.
კანონპროექტში აღნიშნულია, რომ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საკრებულოს მიერ დადგენილი წესის დარღვევით მეორადი საბურავების, შავი და ფერადი ლითონის ჯართის, ექსპლუატაციიდან გასული სატრანსპორტო საშუალებების და მათი ნაწილების, მარტივად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი ნივთის/ნივთიერების განთავსება ან რეალიზაცია იმ ადგილებში, რომლებიც საამისოდაა განსაზღვრული მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გამოიწვევს სამართალდამრღვევი პირის დაჯარიმებას ფიზიკური პირის შემთხვევაში – 1000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – 2500 ლარით. დარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, ფიზიკური პირი დაჯარიმდება – 2 500 ლარით, ხოლო იურიდიული პირი – 5000 ლარით. თუ აღნიშნული დარღვევა ჩადენილი „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ კანონით დადგენილი კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში, ეს გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას – 2500 ლარით, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – 5000 ლარით. განმეორების შემთხვევაში კი, ფიზიკური პირი დაჯარიმდება – 5000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი – 15000 ლარით.

