ოთხშაბათი, ოქტომბერი 29, 2025

ადამიანებთან მაქსიმალურად ჰუმანური და ადამიანური დამოკიდებულების ჭრილში წყვეტს შსს ძალიან ბევრ საკითხს – დავით მათიკაშვილი

ადამიანებთან მაქსიმალურად ჰუმანური და ადამიანური დამოკიდებულების ჭრილში წყვეტს შსს ძალიან ბევრ საკითხს, – აცხადებს იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დავით მათიკაშვილი.

„როდესაც შსს-ს აქვს მის არსენალში კანონმდებლობით მინიჭებული სხვადასხვა საშუალებები ასეთ სიტუაციებში (აქციების) შეუძლიათ, რომ გამოიყენონ უფრო მძიმე საშუალებები იმისთვის, რომ აღადგინონ წესრიგი.

საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს, რომ ისინი ამას არ აკეთებენ და ცდილობენ მაქსიმალურად რბილად, მაქსიმალურად ბევრი გაფრთხილებით, ადამიანების არა დაშლით, არამედ განრიდებით იმ კონკრეტული ეპიცენტრიდან მოახდინონ სიტუაციის დამშვიდება“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დაკავებულია 28 წლის კაცი, რომელიც 16 წლის გოგოს თბილისის საროსკიპოში მეძავად ამუშავებდა

თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე მდებარე მასაჟის სალონი პოლიციამ უკვე დალუქა. ადგილობრივებმა იციან, რომ აქ ქალები, მასაჟის ნაცვლად, მომხმარებლებს სქესობრივ მომსახურებას უწევდნენ. მათ შორის იყო მოზარდი გოგონა, რომელიც გამომუშავებული თანხის ნახევარს ე.წ. დამსაქმებელს აძლევდა.„კურიერის“ ინფორმაციით, არასრულწლოვანის სექსუალური ექსპლუატაციისა და პროსტიტუციის ხელშეწყობის ბრალდებით, სამართალდამცველებმა 28 წლის ლევან ხათაშვილი დააკავეს. მას აღმაშენებლის 108 ნომერში ე.წ. მასაჟის სალონი კიბის უჯრედთან მოწყობილ ფართში და სამსართულიანი შენობის სარდაფშიც ჰქონდა გახსნილი. ორივე დაწესებულება ახლა დაკეტილია. ადგილობრივები აქვე მდებარე სხვა საეჭვო დაწესებულებების დახურვასაც ითხოვენ.ტრეფიკინგსა და პროსტიტუციის ხელშეწყობაში ბრალდებული ახალგაზრდა მამაკაცი ბრალს ნაწილობრივ აღიარებს. ადვოკატი ამბობს, რომ საბოლოო პოზიცია ჯერ შეთანხმებული არ აქვს.პროკურატურაში ადასტურებენ, რომ ბრალდებულმა, სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით, გადაიბირა და სამუშაოდ დაიქირავა 16 წლის გოგონა. გამოძიების ინფორმაციით, ლევან ხათაშვილის მითითებით, არასრულწლოვანი სექსუალურ მომსახურებას უწევდა მსურველებს, გამომუშავებულ თანხას კი ბრალდებული ისაკუთრებდა. 

მსგავსი საქციელი, რასაც გერმანიის ელჩი ახორციელებს, პირდაპირ ეწინააღმდეგება ვენის კონვენციის 41-ე მუხლს, სადაც შავით თეთრზე არის გაწერილი, რა ევალება ელჩს სხვა ქვეყანაში მოქმედებისას –...

მსგავსი საქციელი, რასაც გერმანიის ელჩი ახორციელებს, პირდაპირ ეწინააღმდეგება ვენის კონვენციის 41-ე მუხლს, სადაც შავით თეთრზე არის გაწერილი, რა ევალება ელჩს სხვა ქვეყანაში მოქმედებისას, და ეს ადამიანი ყველაფერს ამის საპირისპიროდ აკეთებს,  - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.

დევიდ ო’სალივანი საქართველოს მთავრობას – მადლობა უმაღლეს დონეზე გამოხატული ერთგულებისა და ნაბიჯებისთვის, რათა არ მოხდეს ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლა

მადლობას გიხდით უმაღლეს დონეზე გამოხატული ერთგულებისა და უკვე გადადგმული ნაბიჯებისთვის, რათა არ მოხდეს ევროკავშირის მიერ რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების გვერდის ავლა, – ამის შესახებ აღნიშნულია ოფიციალურ წერილში, რომელიც საქართველოს მთავრობამ სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლისგან, დევიდ ო’სალივანისგან მიიღო.წერილს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.საგარეო უწყების ცნობით, ევროკავშირის სანქციების შესახებ ევროკომისიის ფინანსური სტაბილურობის, ფინანსური სერვისებისა და კაპიტალის ბაზრების კავშირის გენერალური დირექტორატის წერილში, რომელსაც ხელს აწერს დევიდ ო’სალივანი, ასევე ხაზგასმულია საქართველოს ხელისუფლების მუდმივი ხელმისაწვდომობა სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად.„მადლობას გიხდით უმაღლეს დონეზე გამოხატული ერთგულებისა და უკვე გადადგმული ნაბიჯებისთვის, რათა არ მოხდეს ევროკავშირის მიერ რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების გვერდის ავლა. მადლობას გიხდით ასევე თქვენი ხელისუფლების მუდმივი ხელმისაწვდომობისთვის, რათა განხილულ იქნეს სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი. მე ადრეც გაგიზიარეთ მაღალი პრიორიტეტულობის მქონე პუნქტების სია, რომელიც ევროკომისიამ შეადგინა პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად. აღნიშნული ჩამონათვალი მოიცავს ორმაგი დანიშნულების საქონლისა და მოწინავე ტექნოლოგიების სიას ექსპორტის შეზღუდვების რეჟიმში მყოფ ნივთებზე, რომლებიც გამოვლენილია რუსეთის სამხედრო სისტემებში, ნაპოვნია ბრძოლის ველზე უკრაინაში ან კრიტიკული მნიშვნელობისაა რუსული სამხედრო სისტემების განვითარების, წარმოების ან გამოყენებისთვის. მადლობას გიხდით ამ ნივთების რეექსპორტის შეჩერებაზე გაწეული ძალისხმევისთვის. ევროკომისიამ შეადგინა ეკონომიკურ კონტექსტში კრიტიკული მნიშვნელობის მქონე საქონლის სია, რომლის შეძენასაც რუსეთი სასოწარკვეთილად ცდილობს თავისი საომარი მოქმედებების უზრუნველსაყოფად. ეს სანქცირებული ნივთებია, რასაც რუსეთის სამრეწველო ბაზის მხარდაჭერა შეუძლია. მიუხედავად იმისა, რომ ამ საქონლის უმეტესობა არ არის ტრადიციული გაგებით ორმაგი დანიშნულების ნივთები, მათი რეექსპორტი აძლიერებს რუსეთის ეკონომიკის ძირითად სექტორებს. მაგალითად, მილსადენებისთვის განკუთვნილი მოწყობილობები ან სპეციალიზებული ფოლადის კონსტრუქციები საჭიროა რუსეთის მინერალური რესურსების ინდუსტრიისთვის. ეს სექტორი რუსეთის ბიუჯეტის ერთ-ერთი მთავარი დარგის საარსებო წყაროა. ამიტომ, თქვენდამი პატივისცემით, მოგმართავთ თხოვნით, რომ აკრძალოთ ევროკავშირის წარმოშობის ყველა ამ სიაში მითითებული ნივთისა და ამ კოდების მქონე პროდუქციის რეექსპორტი რუსეთში. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არ არის ამ საქონლის ძირითადი რეექსპორტიორი, რეგიონის ქვეყნებმა უკვე იპოვეს გზა ამ საკითხის მოსაგვარებლად და არსებობს რისკი, რომ საქართველო ამ ნივთებით ალტერნატიულ უკანონო ვაჭრობის გზად იქცეს. ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფორმაცია სასარგებლო იქნება თქვენი შესაბამისი ორგანოებისთვის, რათა გაგრძელდეს შესაბამისი ზომების მიღება და სანქცირებული საქონლის რეექსპორტი აღარ მოხდეს რუსეთში, სადაც მისი გადამისამართება ხდება სამხედრო ინდუსტრიის მხარდასაჭერად. გმადლობთ ამ საკითხისადმი თქვენი მყისიერი ყურადღებისთვის“, – აღნიშნულია დევიდ ო’სალივანის წერილში.ოფიციალური წერილის ადრესატები არიან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი.ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა დღეს განაცხადა, რომ ცოტა ხნის წინ მიიღეს მადლობის წერილი ევროკავშირის მხრიდან, რამდენად კარგად ასრულებს საქართველო თანამშრომლობით აღებულ ვალდებულებებს და რამდენად კეთილსინდისიერად ახორციელებს ყველა საქმიანობას, რათა საქართველო არ იყოს გამოყენებული სანქციების გვერდის ასავლელად.

PACE – საქართველოს საკითხზე მომხსენებლები შეშფოთებული არიან სამი ძირითადი ოპოზიციური პარტიის ასაკრძალად მმართველი უმრავლესობის საკონსტიტუციო სარჩელის გამო

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) საქართველოს საკითხზე მომხსენებლები ღრმად შეშფოთებული არიან სამი ძირითადი ოპოზიციური პარტიის ასაკრძალად მმართველი უმრავლესობის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის გამო, – ამის შესახებ ნათქვამია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.განცხადების თანახმად, საქართველოს საკითხებში PACE-ს მონიტორინგის თანამომხსენებლებმა, ედიტე ესტრელამ (პორტუგალია, სოციალისტური პარტია) და საბინა კუდიჩმა (ბოსნია და ჰერცეგოვინა, ALDE), ღრმა შეშფოთება გამოთქვეს მმართველი უმრავლესობის გადაწყვეტილების გამო, მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს ოთხი დემოკრატიული ოპოზიციური პარტიიდან სამის აკრძალვასთან დაკავშირებით.„როგორც ასამბლეამ ხაზგასმით აღნიშნა თავის ბოლო რეზოლუციაში საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვის შესახებ, დემოკრატიული ოპოზიციის აკრძალვა, ფაქტობრივად, ერთპარტიულ დიქტატურას დაამყარებს და შეუთავსებელი იქნება ევროპის საბჭოს წევრობასთან“, – განაცხადეს თანამომხსენებლებმა.მათ მოუწოდეს მმართველ უმრავლესობას, „გადახედოს თავის სარჩელს და შეაჩერონ ქვეყნის სწრაფი დემოკრატიული უკუსვლა“.საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა წარადგინა კონსტიტუციური სარჩელი, რომელშიც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველო – ლელოს“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა.

გია ვოლსკი – ვფიქრობ, გედევან ფოფხაძე ძალიან უყურადღებოდ დარჩა, ვერავის მიეწება და ცდილობს, თავი შეგვახსენოს

პარლამენტის პირველი-ვიცე სპიკერის, გია ვოლსკის შეფასებით, გედევან ფოფხაძის მიერ შიმშილობის გამოცხადების მიზანია ყურადღების მიპყრობა.ვოლსკის თქმით, ფოფხაძის განცხადებებმა შეჭრასა თუ საკუთარი სიცოცხლის შეწირვაზე, მისი პოლიტიკური ფიგურის მიმართ ყურადღება ვერ გამოიწვია.„მაინც ჩემი ძველი კოლეგაა და არ მინდა, სარკაზმით მოვიხსენიო, მაგრამ ვფიქრობ, ძალიან უყურადღებოდ დარჩა მთელ ამ არეულობაში, რომელმაც ვერ მიიღო განვითარება იმ სცენარით, რომელსაც გედევან ფოფხაძე აქტიურად უჭერდა მხარს. ის შეჭრაზე, გეგმებზე, სისხლის ღვრასა და საკუთარი სიცოცხლის შეწირვაზე ლაპარაკობდა, მაგრამ არ გამოიწვია გედი ფოფხაძის, როგორც პოლიტიკური ფიგურის, მოქალაქის დამატებითი ხსენებაც კი, გარდა იმისა, როდესაც ჯერ შიმშილობა გადაწყვიტა და შემდეგ შეწყვიტა. მის მიმართ გაღიზიანებული არ ვარ, უფრო მეტად მეცოდება. „ნაცმოძრაობაში“ როცა გაითქვიფები, გარკვეულწილად, ის სისხლიც გადაგედება, რომლის წინააღმდეგაც თვითონ გამოდიოდა და არაერთი განცხადებაც გაუკეთებია. ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ვერავის მიეწება და ცდილობს, თავი შეგვახსენოს. არ ვიცი, მის თავში რა ხდება, რა ფსიქოლოგიური მდგომარეობა აქვს, მაგრამ მახსოვს გედი ფოფხაძე აქტიურად გამოსული „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის წინააღმდეგ, ძალიან მძიმე შეფასებებით. ის გედი ფოფხაძეც მახსოვს, „ნაცმოძრაობასთან“ ერთად აქ, პარლამენტში შემოსვლას რომ გეგმავდა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა წევრმა, გედევან ფოფხაძემ გუშინ პარლამენტთან შიმშილობა დაიწყო.

ბოლო სიახლეები