პორტუგალიის მატერიკული ნაწილის ჩრდილოეთ რეგიონებში სიცხის წითელი საფრთხის დონეა გამოცხადებული, ტემპერატურამ შესაძლოა 41 გრადუსამდე მოიმატოს. დასავლური მედიის თანახმად, აგვისტო, შესაძლოა, ბოლო 15-20 წლის განმავლობაში ყველაზე ცხელი თვეც კი იყოს.
წითელი საფრთხის დონე მატერიკული პორტუგალიის ჩრდილოეთ რეგიონებში – ვიანა დო კასტელოში, ბრაგაში, პორტოში, ვილა რეალში და ბრაგანსაში გამოცხადდა.
პორტუგალიის მეტეოროლოგიური ინსტიტუტის ცნობით, სამქულიანი შკალით ყველაზე მაღალი, წითელი განგაშის დონე გამოწვეულია უკიდურესად მაღალი მაქსიმალური ტემპერატურის შენარჩუნებით, სანაპირო ზოლის გარდა.