სამშაბათი, ნოემბერი 10, 2026

ჰერკულესის დიეტა – წონაში დაკლების საუკეთესო საშუალება

ჰერკულესის დიეტა, სინამდვილეში ყველასთვის კარგად ნაცნობი შვრიის ფაფის დიეტაა, რომელიც  საკმაოდ ადვილად დასაცავია და დიდი ხნით ინარჩუნებს ეფექტს. ჰერკულესის დიეტა დაგეხმარებათ დაიკლოთ წონაში შიმშილის გარეშე, რადგან შვრიის ფანტელი – ის “ნელი ნახშირწყლებია”, რომლებიც დიდი ხნით დაგანაყრებთ და ორგანიზმსაც საკმარისი ენერგიით მოამარაგებს. გარდა ამისა, ჰერკულესის დიეტა არ დაგტოვებთ სასარგებლო ნივთიერებების გარეშე, რადგან შვრია ფტორს, იოდს, რკინას და მაგნიუმს, ასევე სხვადასხვა ვიტამინებს შეიცავს. რა თქმა უნდა, საუბარია არა სწრაფი მომზადების ფანტელზე, არამედ ფაფაზე, რომელიც 10-15 წუთი იხარშება. არავითარ შემთხვევაში არ სცადოთ პაკეტის ტკბილი ფაფით წონაში დაკლება, რადგან მასში ძალიან ბევრი ზედმეტი შაქარია. მოხარშეთ ტრადიციული შვრია, დაუმატეთ ერთი კოვზი ზეითუნის ზეთი და თქვენი საკვები არა მარტო გემრიელი, არამედ სასარგებლოც იქნება. არსებობს ჰერკულესის დიეტის რამდენიმე ვარიანტი, მაგალითისთვის გთავაზობთ ერთი კვირის რაციონს.

შვრიის ფაფა – დღეში 5-ჯერ, ხანგრძლიობა – 7 დღე

წყალზე მომზადებული შვრიის ფაფის რეცეპტი

მოხარშეთ შვრიის ფაფა შაქრისა და მარილის გარეშე,  დაუმატეთ ცოტა ზეითუნის ზეთი. შეგიძლიათ თქვენი ფაფა ცოტა კენკრით ან მწვანე ვაშლის ნაჭრებით გაამრავალფეროვნოთ. ერთი პორცია არ უნდა აღემატებოდეს 250 გრამს. დალიეთ მწვანე ან ბალახის ჩაი და დღეში სულ მცირე 2 ლიტრი წყალი (განსაკუთრებით საკვების მიღების წინ). შეგიძლიათ წაიხემსოთ ხილით ან ბოსტნეულით (დღეში ორი მწვანე ვაშლი ან ორი კიტრი).

კიდევ ერთი ვარიანტი – მენიუ კეფირით

შვრიის ფაფა – დღეში 4-5-ჯერ, ხანგრძლივობა – 5 დღე

დღეში 1,5 ლიტრი კეფირი და 2 ლიტრი წყალი. შვრიის ფანტელი 10-15 წუთით შეგიძლიათ დაალბოთ კეფირში.

ჰერკულესის დიეტის შედეგი

ჰერკულესის დიეტა ხელს უწყობს ორგანიზმის ბუნებრივ გაწმენდას და აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის მუშაობას. გარდა ამისა, შვრია თქვენს გარეგნობაზეც ზრუნავს – დეტოქსიკაციის წყალობით წმინდავს კანს გამონაყარისგან და მსხვილი მუწუკებისგან. ერთკვირიანი დიეტის შემდეგ, თავშეკავებით გააგრძელეთ საკვების მიღება, პროფილაქტიკის მიზნით კი, ყოველ დილას ჰერკულესით ისაუზმეთ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

5 წლის ნიცა ტყეშელაშვილი ჭადრაკში საქართველოს ჩემპიონი გახდა

თბილისში, სასტუმრო „ბილტმორში“, წარმატებით დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი 5, 6 და 7 წლამდე ასაკის ნორჩ მოჭადრაკეთა შორის.5 წლის ნიცა ტყეშელაშვილი კი ჭადრაკში საქართველოს ჩემპიონი გახდა.აღსანიშნავია, რომ საქართველოს ჩემპიონატი 5 და 6 წლამდე ასაკობრივ კატეგორიებში საქართველოში პირველად ჩატარდა. ეს მნიშვნელოვანი სიახლეა ქართული ჭადრაკისთვის, კიდევ ერთი ნაბიჯი ბავშვთა ჭადრაკის განვითარებისკენ და შესაძლებლობაა, მომავალმა თაობამ ადრეული ასაკიდანვე შეიძინოს სატურნირო გამოცდილება. 

ომბუდსმენმა ირაკლი ღარიბაშვილზე სავარაუდო ზეწოლის, შანტაჟისა და იძულების ფაქტების შესწავლა დაიწყო

სახალხო დამცველი მიმართავს შესაბამის საგამოძიებო უწყებებს, რათა მიიღოს ინფორმაცია ყოფილი პრემიერის, პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში აღწერილი “სავარაუდო ზეწოლის, შანტაჟისა და იძულების ფაქტებზე გამოძიების დაწყებისა და განხორციელებული რეაგირების შესახებ”.როგორც დღეს, 10 ნოემბერს, სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ომბუდსმენი “ასევე შეისწავლის საჯარო განცხადებაში მითითებულ სხვა სავარაუდო უფლებადარღვევის ფაქტებს”, მათ შორისსასამართლო სხდომის დახურვის სამართლებრივ საფუძვლებს; დაცვის მხარის მიერ მტკიცებულების წარდგენასა და საქმის მასალებზე წვდომასთან დაკავშირებულ საკითხებს.

ირაკლი კობახიძე ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს, აბებე ადუგნას შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს კეთილდღეობის საკითხებში, აბებე ადუგნას შეხვდა.მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საუბარი შეეხო საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის მრავალწლიან ნაყოფიერ პარტნიორობას, რომელმაც ხელი შეუწყო ქვეყანაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმების განხორციელებას.„ხაზი გაესვა მსოფლიო ბანკის ანალიტიკური კვლევების მნიშვნელობას მდგრადი ეკონომიკური ზრდისა და შრომის ბაზრის განვითარების მიმართულებით. ყურადღება დაეთმო ბანკის ჩართულობას საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის, მათ შორის, საგზაო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის, განათლების, ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სფეროების განვითარებაში. მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, ამ ეტაპზე საქართველოში დაახლოებით 1.3 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების 10 პროექტი ხორციელდება.მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მედია – ბულგარეთში ერთმანეთს 70-ზე მეტი ავტომანქანა შეეჯახა – დაიღუპა 11 და დაშავდა 48 ადამიანი

ბულგარეთში მასშტაბური ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგად, 11 ადამიანი დაიღუპა და 48 დაშავდა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.მედიის ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევა ქალაქ იამბოლთან ახლოს, ავტომაგისტრალ თრაკიაზე მოხდა.ბულგარეთის ჯანდაცვის მინისტრის კატია ივკოვას განცხადებით, დაშავებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს.წინასწარი ინფორმაციით, ერთმანეთს 70-ზე მეტი სატრანსპორტო საშუალება შეეჯახა.როგორც ადგილობრივი მედია წერს, ავტომობილების შეჯახება ძლიერმა ნისლმა, სველმა გზის საფარმა და მაღალმა სიჩქარემ გამოიწვია.ბულგარეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ავტომობილებში ხალხია ჩარჩენილი, რომელთა გამოსაყვანად სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.

ვარლამ ლიპარტელიანი – ჩინეთის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარესთან შეხვედრამ ძალიან კარგად ჩაიარა, ეს კარგი ნაბიჯია, რომ ჩვენმა ახალგაზრდებმა შეძლონ ჩინეთში განათლების მიღება

ჩინეთის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარესთან შეხვედრამ ძალიან კარგად ჩაიარა, ჩვენ შევთანხმდით, რომ მომავალ წელს, ზაფხულში ახალგაზრდები ფორუმში მიიღებენ მონაწილეობას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ვარლამ ლიპარტელიანმა განაცხადა.მისივე თქმით, შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს სამომავლო გეგმებზეც.„აღსანიშნავია, რომ აქამდე არასოდეს ყოფილა ურთიერთობა ჩინეთისა და „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულ გუნდებს შორის. ვფიქრობ, ეს ძალიან ღირსეული და კარგი ნაბიჯია ჩვენი მხრიდან, რომ მომავალში უფრო გაღრმავდეს ურთიერთობები, გაღრმავდეს ეკონომიკური მიმართულებით, ასევე ჩვენმა ახალგაზრდებმა შეძლონ თავისუფლად ჩამოსვლა ჩინეთში, მიიღონ განათლება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კულტურული მიმართულებითაც იქნება ბევრი მუშაობა, რადგან ბევრი ტრადიცია და კულტურა აკავშირებს ქართულსა და ჩინურ მხარეს. მინდა ვთქვა, რომ წარმატებით ჩაიარა ამ შეხვედრამ და ძალიან დადებითად ვართ განწყობილი სამომავლო გეგმების მიმართულებით“, – აღნიშნა ვარლამ ლიპარტელიანმა.

ბოლო სიახლეები