პარასკევი, ივლისი 17, 2026

ჰაქან ფიდანი – სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატის მნიშვნელობა არ შემოიფარგლება მხოლოდ საერთო ინტერესებით, ამ მექანიზმს ჩვენ მივიჩნევთ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ერთ-ერთ გარანტად

თურქეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეხვედრის დროს ვისაუბრეთ სტაბილურობისა და მშვიდობის შესახებ მთელ სამხრეთ კავკასიაში და აღვნიშნეთ, რომ ეს თანამშრომლობა არის სტაბილური და კონსტრუქციული, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაქან ფიდანმა სტამბოლში, საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების რიგით მეათე სამმხრივი შეხვედრის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატის მნიშვნელობა არ შემოიფარგლება მხოლოდ საერთო ინტერესებით და აღნიშნა, რომ ამ მექანიზმს მიიჩნევენ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ერთ-ერთ გარანტად.

„თითქმის 14 წელია, ეს მექანიზმი უწყვეტად ფუნქციონირებს. ამ წლების განმავლობაში მან ჩვენს ქვეყნებს მრავალი სარგებელი მოუტანა. პოლიტიკური დიალოგის გაძლიერებიდან დაწყებული, დასრულებული ეკონომიკური ინტეგრაციით, ტრანსპორტით, ენერგეტიკული უსაფრთხოებით, ვაჭრობითა და ადამიანებს შორის კავშირების განმტკიცებით. ამ პლატფორმამ საფუძველი მოგვცა ფართო სპექტრის სტრატეგიული ნაბიჯების გადასადგმელად. ამ თანამშრომლობის მნიშვნელობა მხოლოდ სამი ქვეყნის საერთო ინტერესებით არ შემოიფარგლება. ჩვენ ამ მექანიზმს ასევე სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის, სტაბილურობისა და მდგრადი კეთილდღეობის ერთ-ერთ გარანტად მივიჩნევთ. დღესაც დეტალურად განვიხილავთ ჩვენი ქვეყნების დღის წესრიგში არსებულ საკითხებს და ვმართავთ კონსულტაციებს რეგიონულ და გლობალურ მოვლენებთან დაკავშირებით.

ამჟამად ჩვენ ვცხოვრობთ ერთ-ერთ იმ იშვიათ დროს, როდესაც მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში ერთდროულად მიმდინარეობს გეოპოლიტიკური რყევები და გარდატეხები, გაიზარდა ეკონომიკური გაურკვევლობა. ამ კონტექსტში ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია. ფაქტობრივად, ენერგომიწოდება, რომელიც გახდა საკმაოდ ეფექტური და რაც მთვარია, იაფი, გახლავთ მნიშვნელოვანი მიღწევა. ჩვენ არა მხოლოდ ენერგორესურსების ტრანსპორტირებაზე ვსაუბრობთ, არამედ უფრო მეტად ვსაუბრობთ იმ ენერგორუსაფრთხოებაზე, რომელიც მოაქვს ჩვენს ძალისხმევას, განსაკუთრებით დაკავშირებადობის თემაზე ევროპასა და აზიას შორის. ვსაუბრობ შუა დერეფნის საკითხზე, რომელიც არის მთელი ჩვენი სტრატეგიული თანამშრომლობის ხერხემალი. უმნიშვნელოვანესი საკითხია განსაკუთრებით რკინიგზა, რომელმაც მიაღწია განსაკუთრებულ ოპერაბელურობას. ახლახან ვიზეიმეთ ამ სრულიად შესანიშნავი, სტრატეგიული მარშრუტის გახსნა. შეხვედრის დროს ვისაუბრეთ სტაბილურობისა და მშვიდობის შესახებ მთელ სამხრეთ კავკასიაში და აღვნიშნეთ, რომ ეს თანამშრომლობა არის სტაბილური, კონსტრუქციული. ამჟამად ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს ყველაფერი აუცილებელია იმ პროექტების განვითარებისთვის, იმ რთული თემებისთვის, რომელსაც ამჟამად საერთო ძალისხმევით ვავითარებთ“, – განაცხადა​ ჰაქან ფიდანმა.

მისივე თქმით, თურქეთი მიესალმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესის განვითარებას.

„ეს თანამშრომლობა ხსნის საკმაოდ საინტერესო ფანჯარას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობისთვისაც და ასეთი სამშვიდობო შეთანხმება ალბათ უახლოეს მომავალში იქნება ჩვენს ორს შორის ხელმოწერილი. სომხეთში განვითარებული მოვლენები, ფაქტობრივად, საკმაოდ ახლოს არის თანამშრომლობაში თურქეთის ინტერესებთან, მშვიდობის განმტკიცება ხდება ამ ურთიერთობის შედეგად. მშვიდობის განმტკიცების კუთხით კონკრეტული შედეგებიც უკვე სახეზეა და ეს ყოველივე, თავის მხრივ, ეკონომიკაზეც უდიდეს ზეგავლენას ახდენს. ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ ეს მიმართულება შემდგომშიც განვავითაროთ. ამ ჩარჩოს ირგვლივ ჩვენ ვისაუბრეთ აგრეთვე სამშვიდობო მოლაპარაკებაზე, რომელშიც ჩართულია შეერთებული შტატები. ჩვენ ყველანი ვისურვებთ, რომ ამ რეგიონში მშვიდობა მალე იქნას მიღწეული.

რასაკვირველია, გვინდა, ირანმაც მიაღწიოს მუდმივ და ხანგრძლივ მშვიდობას. ამგვარ პრინციპულ პერიოდში თურქეთი, მოწოდებულია, გააგრძელოს დიპლომატიური ძალისხმევა. ეს ყველაფერი, მეორე მხრივ, ჩვენს რეგიონში მშვიდობის დამყარებას უწყობს ხელს. ეს გახლავთ ის აუცილებლობა, რისიც ჩვენ გვჯერა, რათა რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობა დამყარდეს და ამისთვის ჩვენ არ ვიშურებთ ძალისხმევას. ამასთან, აუცილებელია, კარგად გვესმოდეს თვითონ კონფლიქტის არსიც, როდესაც წარვმართავთ დიპლომატიურ პროცესს. მხარეებმა უნდა გაითვალისწინონ საერთო ვითარება და ის ვითარება, რომელიც თითოეული ქვეყნის ინტერესში შედის. ამასთან, აზოვის ზღვის მაგალითი არის საკმაოდ ნიშანდობლივი ამ კუთხით“, – განაცხადა განაცხადა​ ჰაქან ფიდანმა.

მასალა მომზადებულია სინქრონული თარგმანის მიხედვით.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დიდ ბრიტანეთში ლეიბორისტული პარტიის ლიდერად ენდი ბარნემი აირჩიეს, ის ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრი გახდება

დიდ ბრიტანეთში ლეიბორისტული პარტიის ლიდერად ენდი ბარნემი აირჩიეს, ის ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრი გახდება. ინფორმაციას ამის შესახებ „გარდიანი“ ავრცელებს.დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, შაბანა მაჰმუდმა განაცხადა, რომ  ბარნემს პრაქტიკულად კონკურენტი არ ჰყოლია. მისი განმარტებით, ლიდერობის კანდიდატს ჯერ პარლამენტის დეპუტატების მხარდაჭერა სჭირდებოდა, სულ მცირე, 20%. ბარნემმა 379 დეპუტატის ხმა მიიღო, რაც ამ ზღვარს აღემატებოდა. მეორე კანდიდატს კი მხოლოდ ერთმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.მედიის ცნობით, ამის შემდეგ ბარნემს პარტიასთან დაკავშირებული პროფესიული კავშირებისა და სოციალისტური ორგანიზაციების მხარდაჭერაც სჭირდებოდა. ბარნემს მხარი 11-ვე პროფესიულმა კავშირმა დაუჭირა.სიტყვით გამოსვლისას ბარნემმა აღნიშნა, რომ მისი წინამორბედის, კირ სტარმერის ხელმძღვანელობით ლეიბორისტებმა „ყველაზე მძიმე მარცხიდან ისტორიის ერთ-ერთ საუკეთესო გამარჯვებამდე გაიარეს გზა“.ბარნემის განცხადებით, მისი პირველი ნაბიჯი ლეიბორისტული პარტიის კულტურის შეცვლა იქნება. მისივე თქმით, ის „ახალი პოლიტიკისკენ“ ისწრაფვის, რომელიც პრობლემების გადაჭრას დაეფუძნება.„მე ავაშენებ ახალ პოლიტიკას –  ქვეყანას ეს სჭირდება. ჩვენ ხშირად ვცდილობთ ერთმანეთზე უპირატესობის დამტკიცებას, მაგრამ ხალხს ეს არ სჭირდება. მათ სურთ, გავუმკლავდეთ რეალურ პრობლემებს. ეს არის ბოლო შანსი შესაცვლელად და ეს ერთად უნდა გამოვიყენოთ“, – განაცხადა ბარნემმა.

მარიამ ქვრივიშვილი შანხაიში ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო კონფერენციაში მონაწილეობს, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა სი ძინპინმა გახსნა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი შანხაიში, ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო კონფერენციასა და ხელოვნური ინტელექტის გლობალური მმართველობის საკითხებზე მაღალი დონის შეხვედრაში მონაწილეობს.ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, ღონისძიება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა გახსნა და მონაწილეებს სიტყვით მიმართა.ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო კონფერენციის მთავარი თემაა „პარტნიორობა ხელოვნური ინტელექტის სფეროში უკეთესი მომავლისთვის“.კონფერენციის ფარგლებში, ხელოვნური ინტელექტის გლობალური მმართველობის მაღალი დონის შეხვედრაზე დაგეგმილია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის სიტყვით გამოსვლა. მონაწილეები სამუშაო სესიაზე მთავარი თემის ირგვლივ საკუთარ ხედვებსა და მოსაზრებებს გაცვლიან.შანხაიში მიმდინარე მსოფლიო ხელოვნური ინტელექტის კონფერენციაში 100-ზე მეტი სახელმწიფოს, საერთაშორისო ორგანიზაციისა და კერძო სექტორის მაღალი რანგის წარმომადგენელი მონაწილეობს.

44-დან 32 წლამდე: როგორია შრომითი სტაჟი ევროკავშირის ქვეყნებში?

ევროსტატის მონაცემებით, 2025 წელს ევროკავშირში საშუალო შრომითი სტაჟის ხანგრძლივობამ 37,5 წელს მიაღწია, რაც წინა, 2024 წლის მაჩვენებელს (37,2 წელი) ცოტათი აღემატება. სამაგიეროდ, 2,3 წლით არის გაზრდილი ევროკავშირში შრომითი საქმიანობის საშუალო ხანგრძლიობა 2016 წლის შემდეგ. თუმცა, ცალკეულ წევრ ქვეყნებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავებებია.ყველაზე ხანგრძლივი და მოკლე შრომითი სტაჟიევროკავშირის შვიდ ქვეყანაში საშუალო შრომითი სტაჟი 40 წელი ან უფრო მეტია. ყველაზე მაღალი მაჩვენებლებით გამოირჩევიან:• ნიდერლანდები — 44,0 წელი; • შვედეთი — 43,4 წელი; • დანია — 42,6 წელი; • ესტონეთი — 41,5 წელი; • ირლანდია — 40,7 წელი; • გერმანია — 40,2 წელი; • ფინეთი — 40,1 წელი.შრომითი საქმიანობის ყველაზე მოკლე ხანგრძლივობა კი შემდეგ ქვეყნებში ფიქსირდება:• რუმინეთი — 32,7 წელი; • იტალია — 33,0 წელი; • ბულგარეთი — 34,6 წელი.მონაცემები სქესის მიხედვითმამაკაცებიმამაკაცების შრომითი საქმიანობის საშუალო ხანგრძლიობა ევროკავშირში 39,5 წელია. • ყველაზე ხანგრძლივი შრომითი სტაჟი: ნიდერლანდები (45,9 წელი), შვედეთი და დანია (თითოეულში 44,5 წელი) და ირლანდია (43,4 წელი). • ყველაზე მოკლე სამუშაო სტაჟი: ბულგარეთი (35,9 წელი), რუმინეთი (36,0 წელი) და ხორვატია (36,3 წელი).ქალებიქალების შრომითი საქმიანობის საშუალო ხანგრძლიობა ევროკავშირში 35,4 წელია.• ყველაზე ხანგრძლივი შრომითი სტაჟი: შვედეთი (42,3 წელი), ნიდერლანდები (41,9 წელი) და ესტონეთი (41,8 წელი). • ყველაზე მოკლე შრომითი სტაჟი: იტალია (28,4 წელი), რუმინეთი (29,1 წელი) და საბერძნეთი (31,8 წელი).

„როიტერი“ – საბერძნეთის მთავრობა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დამტკიცებას არ ეთანხმება

საბერძნეთის მთავრობა არ ეთანხმება რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დამტკიცებას.როგორც „როიტერი“ წერს, საბერძნეთის მთავრობის პოზიციის მიზეზი ისაა, რომ თუ რუსული გაზის მესამე ქვეყნებში გაყიდვა აიკრძალება, ბაზარს ევროკავშირის გარეთ მყოფი კონკურენტები დაიკავებენ, საბერძნეთის ნაცვლად.გამოცემა „როიტერსს“ წყაროებმა განუცხადეს, რომ სანქციები კარგად უნდა იყოს გათვლილი – მოსკოვზე ზეწოლა უნდა გაძლიერდეს, მაგრამ ევროპულ ბიზნესს ზიანი არ უნდა მიადგეს.„ევროპამ არ უნდა დაკარგოს ეკონომიკური სექტორები ან ბაზრის წილი საკუთარი სასანქციო  პოლიტიკის შედეგად – ეს ბაზარი ევროკავშირის გარეთ მყოფ მოთამაშეებს არ უნდა ერგოთ. სანქციებმა რუსეთის ეკონომიკური პოტენციალი უნდა შეასუსტოს და  სხვებმა ევროპის ხარჯზე არ უნდა მოიპოვონ  სტრატეგიული უპირატესობა“, – აღნიშნავს ერთ-ერთი წყარო გამოცემასთან საუბრისას.ცნობისთვის, ევროკავშირის ელჩების კომიტეტმა 15 ივლისს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტზე გადაწყვეტილება ვერ მიიღო.სანქციების აღნიშნულ პაკეტს, საბერძნეთის გარდა ავსტრიაც ეწინააღმდეგება

ემანუელ მაკრონი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ტყის ხანძრების გამო ზაფხული მძიმე იქნება

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ტყის ხანძრების გამო მიმდინარე ზაფხული მძიმე იქნება.ფონტენბლოს ტყეში ხანძრის ჩაქრობაში მონაწილე მეხანძრეების მონახულებისას მაკრონმა აღნიშნა, რომ ეს ზაფხული მძიმე იქნება, რადგან ტყის ხანძრების სეზონის პიკის დაწყებამდეც კი უკვე მოხსნილია არსებული რეკორდები.პროკურატურამ გამოძიება დაიწყო ერთი კომპანიისა და მისი ორი თანამშრომლის წინააღმდეგ, რომლებიც მეზობელ ავტომაგისტრალზე სარემონტო სამუშაოების დროს ელექტრო ხერხს იყენებდნენ. გამომძიებლების ვარაუდით, სწორედ ხერხიდან წარმოქმნილმა ნაპერწკლებმა გამოიწვია მცენარეულობის აალება.ასევე დააკავეს მოხალისე მეხანძრე, რომელმაც აღიარა, რომ ხანძარი სანთებელისა და ბენზინის გამოყენებით თავად გააჩინა.გარდა ამისა, გავრცელებული ინფორმაციით, კიდევ ერთმა მამაკაცმა გაუფრთხილებლობით შეუწყო ხელი ხანძრის გაჩენას, როდესაც სიგარეტის ნამწვი გადააგდო.

ბოლო სიახლეები