„ჰარუ ბაშოს“ ტურნირის მე-8 დღეს ტოჩინოშინმა მეექვსე გამარჯვება მოიპოვა. ლევან გორგაძე სეკივაკე მიტაკეუმს დაუპირსიპირდა, რომელთანაც დადებითი ბალანსი (3:2) ჰქონდა. ქართველმა ფალავანმა მექტოქე მიტაკეუმი კატასუკაშის ილეთით დაამარცხა.
ქართველ სეკივატორს კუნთი აქვს გაწყვეტილი და გამაყუჩებლით ასპარეზობს. მორიგ შეხვედრას ტოჩინოშინი მეოთხე მაგეაშირა შოჰოზანთან გამართავს, რომელთანაც დადებითი ბალანსი 11:5-ზე აქვს.
რანგით მე-2 ლიგაში წარმატებულ ასპარეზობას აგრძელებს გაგამარუ, რომელმაც დღეს ამინიშიკი ვატაშიკომით დაამარცხა.
თეიმურაზ ჯუღელს 6 მოგება და 2 მარცხი აქვს, რითიც მეორე ადგილს იყოფს ხუთ სუმოისტთან ერთად.