ოთხშაბათი, ივნისი 10, 2026

„ჰარუ ბაშოზე“ ტოჩინოშინმა მეექვსედ გაიმარჯვა

„ჰარუ ბაშოს“ ტურნირის მე-8 დღეს ტოჩინოშინმა მეექვსე გამარჯვება მოიპოვა. ლევან გორგაძე სეკივაკე მიტაკეუმს დაუპირსიპირდა, რომელთანაც დადებითი ბალანსი (3:2) ჰქონდა. ქართველმა ფალავანმა მექტოქე მიტაკეუმი კატასუკაშის ილეთით დაამარცხა.

ქართველ სეკივატორს კუნთი აქვს გაწყვეტილი და გამაყუჩებლით ასპარეზობს. მორიგ შეხვედრას ტოჩინოშინი მეოთხე მაგეაშირა შოჰოზანთან გამართავს, რომელთანაც დადებითი ბალანსი 11:5-ზე აქვს.

რანგით მე-2 ლიგაში წარმატებულ ასპარეზობას აგრძელებს გაგამარუ, რომელმაც დღეს ამინიშიკი ვატაშიკომით დაამარცხა.

თეიმურაზ ჯუღელს 6 მოგება და 2 მარცხი აქვს, რითიც მეორე ადგილს იყოფს ხუთ სუმოისტთან ერთად.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

სააკაშვილის ფიგურის წინააღმდეგ ძალიან ბევრია, ოპოზიციაშიც საკმაოდ რთულად აქვს საქმე – გია ვოლსკი

ოპოზიციურ დაპირისპირებას მმართველი გუნდი ეხმაურება. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" პოლიტიკური რესურსი საბოლოოდ ამოწურა. ოპოზიციურ დაპირისპირებას მმართველი გუნდი ეხმაურება. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" პოლიტიკური რესურსი საბოლოოდ ამოწურა.საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გია ვოლსკის განცხადებით, სააკაშვილი ბევრისთვის მიუღებელი ფიგურაა, მათ შორის ოპოზიციის დიდი ნაწილისთვის."სააკაშვილის ფიგურის წინააღმდეგ ძალიან ბევრია. ოპოზიციაშიც საკმაოდ რთულად აქვს საქმე. ამათ რისი იმედიც აქვთ, რომ რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა მოიზიდონ, არ გამოუვათ. მათთვის სააკაშვილი მიუღებელია იმიტომ, რომ იციან, ის ხალხი, ვინც ქუჩაში დახვრიტა სააკაშვილის რეჟიმმა, უმრავლესობა, ახალგაზრდები არიან.ჩერგოლეიშვილს უნდა, რომ გარკვეული საკუთარი ნიშა ჰქონდეს. სულ უნდოდა, მაგრამ წარმატება ნაკლებად ჰქონდა", - განაცხადა გია ვოლსკიმ. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გია ვოლსკის განცხადებით, სააკაშვილი ბევრისთვის მიუღებელი ფიგურაა, მათ შორის ოპოზიციის დიდი ნაწილისთვის."სააკაშვილის ფიგურის წინააღმდეგ ძალიან ბევრია. ოპოზიციაშიც საკმაოდ რთულად აქვს საქმე. ამათ რისი იმედიც აქვთ, რომ რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა მოიზიდონ, არ გამოუვათ. მათთვის სააკაშვილი მიუღებელია იმიტომ, რომ იციან, ის ხალხი, ვინც ქუჩაში დახვრიტა სააკაშვილის რეჟიმმა, უმრავლესობა, ახალგაზრდები არიან.ჩერგოლეიშვილს უნდა, რომ გარკვეული საკუთარი ნიშა ჰქონდეს. სულ უნდოდა, მაგრამ წარმატება ნაკლებად ჰქონდა", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

შალვა პაპუაშვილი – უცხო ძალების რაობასა და წარმომავლობას მნიშვნელობა არ აქვს, ერები იმიტომ შეიკრნენ სახელმწიფოებად, რომ საკუთარი ინტერესები სხვათა ინტერესებისგან განესხვავებინათ

ბოლო პერიოდში, მნიშვნელოვნად და მიზანმიმართულად გახშირდა რადიკალური, ანტიქართული პოლიტიკური ძალების მხრიდან განცხადებები, რომლებიც ეროვნული მნიშვნელობის საკითხებს ეხება და სხვა სახელმწიფოების სასარგებლოდ, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისთვის ძირის გამოთხრას ემსახურება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საკანონმდებლო ორგანოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.მისი თქმით, საზოგადოებამ მორიგი ასეთი განცხადება გუშინ, რადიკალური ოპოზიციური ალიანსისგან მოისმინა.პაპუაშვილის განცხადებით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოს ხელისუფლება და ქართველი ხალხი აბსოლუტურად მართალია, როდესაც რადიკალურ ოპოზიციას სახელმწიფო ინტერესების ღალატში ადანაშაულებს და უცხოური გავლენის აგენტებად მოიხსენიებს.„ჩვენ ვნახეთ, როგორ საუბრობდნენ გიგი წერეთელი, გიგა ბოკერია და ზურაბ ჯაფარიძე ამერიკის შეერთებული შტატების გაზრდილ ინტერესზე ჩვენს რეგიონში და როგორ ცდილობდნენ მოსახლეობის დარწმუნებას იმაში, თითქოს საქართველოს ამოცანა უნდა იყოს არა საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვა, არამედ სხვა ქვეყნის, ამ შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესების მომსახურება.ამით მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ საქართველოს ხელისუფლება და ქართველი ხალხი აბსოლუტურად მართალია, როდესაც მათ სახელმწიფო ინტერესების ღალატში ადანაშაულებს და უცხოური გავლენის აგენტებად მოიხსენიებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.მისი თქმით, ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ საქართველო დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოა, რომლის მომავლის განსაზღვრის უფლება მხოლოდ ქართველ ხალხს ეკუთვნის.„ჩვენი ქვეყნის განვითარების გზა, ხელისუფლების არჩევანი და სტრატეგიული გადაწყვეტილებები დემოკრატიული პროცესების შედეგად ყალიბდება. ეს არის ფუნდამენტური პრინციპი, რომელსაც ვერავინ ჩაანაცვლებს ვერც პოლიტიკური სპეკულაციით და ვერც გარე ზეწოლით.სამწუხაროდ, სულ უფრო ხშირად ვხედავთ მცდელობას, რომ ქვეყნის შიგნით მიმდინარე პოლიტიკური კონკურენცია გასცდეს დემოკრატიული ბრძოლის ჩარჩოებს და გადაიქცეს საქართველოს საერთაშორისო იმიჯისა და სახელმწიფოებრივი ინტერესების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიად. სწორედ ამაზე მეტყველებს ის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ იდეოლოგიაზე დაფუძნებული რადიკალური პოლიტიკური ჯგუფები საკუთარი პარტიული მიზნების მისაღწევად ავრცელებენ გზავნილებს, რომლებიც არა ჩვენი ხალხის და ქვეყნის, არამედ გარე პოლიტიკურ დღის წესრიგს ემსახურება“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.პაპუაშვილის თქმით, განსაკუთრებით შემაშფოთებელია ტენდენცია, რომ საქართველო წარმოაჩინონ როგორც რუსეთისა და ირანის მოკავშირე თუ დასაყრდენი სახელმწიფო რეგიონში, რაც მისივე განცხადებით, ყოველგვარ რეალობას არის აცდენილი.„რუსეთს საქართველოს ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული, საქართველოს რუსეთთან გაწყვეტილი აქვს დიპლომატიური ურთიერთობები, რაც უკვე თავისთავად მეტყველებს იმაზე, თუ რა სახის ურთიერთობა არსებობს საქართველოსა და რუსეთს შორის. რაც შეეხება ირანს, რომელიც ჩვენი რეგიონის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვეყანაა, საქართველოს და ირანს შორის ურთიერთობა ვერც პოლიტიკურად და ვერც ეკონომიკურად ახლოსაც ვერ მივა იმ ურთიერთობების დონესთან, რომელიც რეგიონის სხვა სახელმწიფოებს მასთან გააჩნიათ. შესაბამისად, ამგვარი ნარატივების გავრცელება მხოლოდ საქართველოზე ცრუ წარმოდგენების შექმნასა და მისი საერთაშორისო რეპუტაციის დაზიანებას ისახავს მიზნად. ასეთივე კონტექსტში მიმდინარეობს საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული დინამიკური და შედეგიანი სტრატეგიული თანამშრომლობის დისკრედიტაციის მცდელობა, მაშინ როდესაც, სახელმწიფოს ნებისმიერი პარტნიორობა უნდა შეფასდეს მხოლოდ ერთი კრიტერიუმით, თუ რამდენად ემსახურება ის საქართველოს ეროვნულ ინტერესებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.მისივე თქმით, კატეგორიულად მიუღებელია, როდესაც ადგილობრივი პოლიტიკური ჯგუფები საქართველოში უცხო ძალების ინტერესების გამტარებლად გვევლინებიან.„ამ ძალების რაობასა და წარმომავლობას მნიშვნელობა არ აქვს. ერები იმიტომ შეიკრნენ სახელმწიფოებად, რომ საკუთარი ინტერესები სხვათა ინტერესებისგან განესხვავებინათ. დაუშვებელია, რომ ვინმემ, თუნდაც მეგობარი ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესების სახელით, საქართველოს ინტერესების დაზიანება სცადოს.სამწუხაროდ, სწორედ ამგვარ ქმედებებს ვხედავთ რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, რომელთა განცხადებებიდან ხშირად იკვეთება, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესები მეორეხარისხოვანია იმ გარე ძალების პოლიტიკური პრიორიტეტების მიმართ, რომელთა დაცვასაც ისინი ცდილობენ.ეს აქტორები უკვე დაუფარავად მიანიშნებენ, თითქოს საქართველო არსებობს მხოლოდ იმისთვის, რომ სხვა სახელმწიფოების გეგმებს მოერგოს, თუნდაც საქართველოს და ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ.ცხადია, ამ პოლიტიკურ ძალებს კარგად მოეხსენებათ, რომ საქართველოსა და რუსეთის, საქართველოსა და ირანის კავშირებზე საუბარი არასერიოზულია. ამიტომ, გასაგები ხდება, რომ მათი მთავარი ამოცანა საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის დაზიანებაა იმ ძალების სასარგებლოდ, რომელთა პოლიტიკური დღის წესრიგის დაცვასაც მათი აქტივობები ემსახურება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მოუწოდებს საზოგადოებას, კრიტიკულად შეაფასოს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო განწყობების შექმნას ემსახურება.„ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, მოვუწოდებ საზოგადოებას, კრიტიკულად შეაფასოს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო განწყობების შექმნას ემსახურება. ქვეყნებს შორის ჯანსაღი პარტნიორობა ეფუძნება არა ერთი ქვეყნის მხრიდან მეორის ინტერესების მომსახურებას, არამედ ქვეყნებს შორის ეროვნული ინტერესების თანხვედრის ძიებას. სწორედ ეს არის სუვერენიტეტის არსი.ისტორია გვასწავლის, რომ ქვეყნისთვის ყველაზე მძიმე შედეგები დგება მაშინ, როდესაც შიდა პოლიტიკური დაპირისპირება სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა დგება. გასული საუკუნის გამოცდილება სწორედ იმის შეხსენებაა, თუ რამდენად სახიფათოა ეროვნული ერთიანობის შესუსტება და უცხო ძალების დღის წესრიგისთვის ქვეყნის შიდა პროცესებზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობის მიცემა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

AXIOS: აშშ-მა და ირანმა ერთმანეთი დაბომბეს

აშშ-მა სამშაბათს საღამოს ირანის წინააღმდეგ რამდენიმე სამხედრო დარტყმა განახორციელა, რაც, ვაშინგტონის განცხადებით, ირანის მიერ ამერიკული ვერტმფრენის ჩამოგდებას მოჰყვა. ინფორმაციას AXIOS-ი ავრცელებს.საპასუხოდ, ირანის სამხედრო ძალებმა რეგიონში მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზებზე იერიშების შესახებ განაცხადა.ბოლო სამხედრო მოქმედებებმა რეგიონში ვითარების კიდევ უფრო გამწვავების საფრთხე გააჩინა, მაშინ როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ომის დასრულების მიზნით შეთანხმების მიღწევას ცდილობს, წერს გამოცემა.როგორც AXIOS-ი იუწყება, ამერიკულმა ძალებმა სამშაბათს საღამოს სამ ეტაპად განახორციელეს იერიშები, რომელთა სამიზნეც ჰორმუზის სრუტის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული ირანის საჰაერო თავდაცვისა და რადარული სისტემები იყო.ირანის სამხედროების ინფორმაციით, საპასუხო დარტყმები განხორციელდა იორდანიასა და ქუვეითში მდებარე ამერიკულ ბაზებზე. ამასთან, ბაჰრეინის მეფის წარმომადგენლის განცხადებით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ირანის მხრიდან განხორციელებული თავდასხმების მოგერიება შეძლეს.აშშ-ის ოფიციალური პირის ცნობით, ირანმა თავდაპირველი საპასუხო მოქმედებების ფარგლებში სულ მცირე ოთხი ბალისტიკური რაკეტა და რამდენიმე უპილოტო საფრენი აპარატი გამოიყენა.

ცოტნე კობერიძე – „ოპოზიციის ალიანსში“ არის ორი მთავარი ფიგურა, სააკაშვილი და მელია, რომელთაც ელექტორალური წონა აქვთ, ამიტომ მათ შორის მიდის ახლა რაღაცის გარკვევა

ზოგადად, რამე ტიპის გაერთიანება სულ ამართლებს სტატუსკვოს ცვლილების არგუმენტით, რომ ახლა ყველაფერზე თვალი უნდა დახუჭოთ, რომ სტატუსკვო შეიცვალოს და ეს სტატუსკვო როცა არ იცვლება, მერე არანაირი არგუმენტი არ არსებობს, რატომ ვართ ერთად, – ამის შესახებ პოლიტიკოსმა ცოტნე კობერიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დისკუსია აქტუალურ თემაზე“ სტუმრობისას განაცხადა.„იდეოლოგიური გაყოფებით „გირჩი“ იყო რაღაც ასეთი პროექტი, რომელსაც მკაფიო იდეოლოგიური ხაზი ჰქონდა, ისე კი ძალიან იშვიათია და ყველა იცვლის ამ იდეოლოგიას, განსაკუთრებით ოპოზიცია. მათ შორის, ხელისუფლებაც, რომელიც ბევრად მემარცხენე იდეით იყო, როცა მოვიდა, დღეს კი ბევრად უფრო კონსერვატიულია, ვიდრე აქამდე ყოფილა. ოპოზიციაში თუ რამე გაერთიანება კეთდება, მოქალაქეს სულ ჰპირდები, რომ სხვადასხვა ხედვა კი გვაქვს, მაგრამ ახლა ვერთიანდებით მხოლოდ იმიტომ, რომ შევცვალოთ სტატუსკვო. მეც, მათ შორის, როცა გაერთიანებაში ვიყავი, ჩემთვისაც არგუმენტი ყო, რომ სტატუსკვოს ცვლილება მინდა და შევეშვი იმ პოლიტიკას, რასაც ვაკეთებდი. ყველაფერში შედიხარ, ეს არის გემბლერული დამოკიდებულება, ძალიან დიდი რისკია მაქსიმუმი რომ მოიგო და დიდ რისკს ახლავს დაბალი ალბათობა, რომ მოიგებ. მერე როცა ვერ იგებ, დგება კრიზისი და ამ კრიზისის დროს  დამოუკიდებლად გადარჩე, უფრო მეტად მოქნილი ხარ, ვიდრე რაღაც მთლიანი, რაც დამარცხებულია და მერე დაშლა ხდება ხოლმე. განცდა თუ არის, რომ არჩევნები იქნება, რაღაცები იკვრება და განცდა თუ არის, რომ არჩევნები არ იქნება, რაღაცები იშლება. თუ იყო განცდა, რომ შეიძლება, ვადამდელი არჩევნები ჩაინიშნოს, მაგის გამო კეთდება ყველანაირი ტიპის კოალიცია, თუ რაც არ უნდა იყოს“, – განაცხადა კობერიძემ.შეკითხვაზე, რამდენად ხდება შეცდომების გააზრება იმის გათვალისწინებით, რომ, მაგალითად, ბოლო პერიოდში უკვე აღიარეს, რომ თავის დროზე მანდატებზე უარის თქმა იყო შეცდომა, ცოტნე კობერიძემ განაცხადა, რომ არ იცის, ვინ აღიარა.„არ ვიცი, ვინ აღიარა. მე ასეთს ბევრს არ ვიცნობ, ვინც ასეთი რამ აღიარა. აღიარებები ხდება ხოლმე კამერების უკან, არასაჯაროდ, საჯაროდ ამის აღიარებები იშვიათად ხდება ხოლმე“, – აღნიშნა კობერიძემ.მისი თქმით, როდესაც ურთიერთბრალდებებია, მერე ვისზე რას ვიტყვი, მთავარი არ არის.„შეიძლება, ერთხელ, ორჯერ, მაგრამ მოქალაქე აღარ გისმენს, მაგრამ ზურგის ტვინით მაინც ხვდებიან, ხომ რაღაც გულწრფელი მოტივაცია არ არის. ერთ-ერთი მოტივაცია, რაც შეიძლება იყოს გაერთიანებისთვის, კიდევ ვამბობ, ეს არის მოსალოდნელი არჩევნები, ჩემი აზრით კი, ახლა, უახლოეს პერიოდში ეს არ იგრძნობა, ვადამდელი არჩევნები არ იქნება“, – განაცხადა კობერიძემ.როგორც კობერიძემ აღნიშნა, პოლიტიკური ფიგურა, რომელმაც მეტად ყველაზე იგრძნო, რომ, რაც არ უნდა მოხდეს, მაინც პოტენციალი აქვს, რაღაც ხმები აიღოს, არის მიხეილ სააკაშვილი და ამიტომ დაიწყო თავისი „ჩემი ოქრო ჩემთან“ პრინციპით მუშაობა.„მეორე, ვინც ასევე პოტენციალს გრძნობს, ჩემი აზრით, ეს არის ნიკა მელია, გრძნობს, რომ მას აქვს დამოუკიდებელი ძალა, რომ ბარიერის პრობლემა არ ჰქონდეს და ისიც ცდილობს. ამ ალიანსში ეს არის ორი მთავარი ფიგურა, რომელთაც აქვთ ელექტორალური წონა ან პოტენციალში ექნებათ, ამიტომ მათ შორის მიდის ახლა ამ რაღაცის გარკვევა, რისთვისაც ყველაზე კარგ დროს საუბრობენ ამაზე“, – განაცხადა კობერიძემ.

საფრანგეთში 11 წლის გოგონას მკვლელობასთან დაკავშირებით გამართულ საპროტესტო აქციებზე 60 000-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა

საფრანგეთში 11 წლის გოგონას მკვლელობასთან დაკავშირებით ქვეყნის მასშტაბით გამართულ საპროტესტო აქციებში 60 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.დემონსტრანტების ნაწილი იუსტიციის მინისტრის, ჟერალდ დარმანენის გადადგომას ითხოვს.11 წლის ლიჰანა 29 მაისს ქალაქ ფლერანსის მახლობლად გაუჩინარდა. მისი ცხედარი გასულ კვირას იპოვეს. გამოძიების ინფორმაციით, გოგონა ბოლოს მაშინ ნახეს, როდესაც მამაკაცის ავტომობილში ჯდებოდა. 41 წლის ჟერომ ბარელა, რომელიც ლიჰანას მეგობრის მამაა, გოგონას გაუჩინარებიდან სამი დღის შემდეგ დააკავეს. ის მკვლელობაში მონაწილეობას უარყოფს, თუმცა, აღიარებს, რომ გოგონა საკუთარი ავტომობილით ადგილობრივ საცურაო აუზამდე მიიყვანა.საზოგადოების განსაკუთრებული აღშფოთება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ეჭვმიტანილი სექსუალური ძალადობის საქმეში ჯერ კიდევ გასული წლის აგვისტოში იყო დასახელებული.  სამედიცინო ექსპერტიზამ 10 წლის გოგონაზე ძალადობის ნიშნები დაადასტურა, თუმცა საჩივრის შეტანიდან ცხრა თვის განმავლობაში სამართალდამცავ ორგანოებს ეჭვმიტანილი არც კი დაუკითხავთ. საზოგადოების ნაწილის თქმით, სამართალდამცველებს დროულად რომ ემოქმედათ და ეჭვმიტანილი დაეკითხათ, შესაძლოა, ლიჰანას ტრაგიკული სიკვდილი თავიდან აეცილებინათ.გამოძიების პროცესში გაირკვა, რომ ბარელა ბოლო წლებში სექსუალური ძალადობის კიდევ რამდენიმე საქმეშიც ფიგურირებდა.საფრანგეთის იუსტიციის მინისტრის, ჟერალდ დარმანენის განცხადებით, ლიჰანას საქმე სახელმწიფოსა და მართლმსაჯულების სისტემის „საშინელ მარცხს“ წარმოადგენს, თუმცა თანამდებობის დატოვებას არ აპირებს. ამასთან, როგორც დარმანენმა სენატის კომიტეტში გამოსვლისას აღნიშნა, ამ კონკრეტულ საქმეში პრობლემა რესურსების ნაკლებობა არ ყოფილა. მისი თქმით, ყველა საფუძველი იყო, რომ ბარელა დროებით დაეკავებინათ და ბრალდებები საფუძვლიანად შეემოწმებინათ, თუმცა ცხრა თვის განმავლობაში ეს არ მომხდარა.იუსტიციის სამინისტრომ სახელმწიფო პროკურორებს დაავალა, ხელახლა განიხილონ არასრულწლოვნებზე სექსუალური ძალადობის დაახლოებით 70 000 დაუმუშავებელი საჩივარი.ამასთან, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, სებასტიან ლეკორნუმ განაცხადა, რომ ბავშვთა დაცვის კანონში ცვლილებების შეტანას გეგმავს, რათა მოძალადეები უფრო მკაცრად დაისაჯონ და მათთვის უვადო პატიმრობაც გახდეს შესაძლებელი.

ბოლო სიახლეები