პარასკევი, მარტი 28, 2025

„ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ღაზაში დაღუპულთა რიცხვმა 50 000-ს გადააჭარბა

„ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ღაზაში დაღუპულთა რიცხვმა 50 000-ს გადააჭარბა. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ეს რიცხვი 50,021 შეადგენს, ტერიტორიის 2.3-მილიონიანი მოსახლეობის დაახლოებით 2.1%-ს, ანუ დაახლოებით ყოველ 50-ე ადამიანს.

„ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, 7 ოქტომბრის შემდეგ სულ 113 274 ადამიანი დაშავდა. მათივე განცხადებით, დაღუპულთა უმრავლესობა ბავშვები, ქალები ან ხანდაზმული ადამიანები არიან.

„ბიბისის” ცნობით, ეს არის მხოლოდ საავადმყოფოებში რეგისტრირებული გარდაცვლილების მონაცემები.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

გია ვოლსკი – გამოკითხულთა ჩვენებებმა დაგვანახა, რომ საქართველოს მიმართ ბოროტება იქნა ჩადენილი, დღეს კი პოლიტიკოსებად წოდებული ადამიანები ცდილობენ, დესტაბილიზაციის პროცესი შეუქცევადი გახადონ

გამოკითხულთა ჩვენებებმა დაგვანახა, რომ საქართველოს მიმართ დიდი ბოროტება იქნა ჩადენილი, დღეს კი პოლიტიკოსებად წოდებული ადამიანები ცდილობენ, დესტაბილიზაციის პროცესი შეუქცევადი გახადონ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.მისივე თქმით, საქართველო, ოკუპირებული ტერიტორიების კუთხით, ამ დრომდე მძიმე მემკვიდრეობით მოვიდა.„ქვეყნის 20% ოკუპირებულია და კვლავ დგას გამოწვევა, რომ მსოფლიოში დატრიალებული ცეცხლი, შეიძლება, საქართველოში შემოვიდეს. ამასთან დაკავშირებით მობილიზებულია ადამიანების რაზმი, რომლებიც თავს პოლიტიკურ სუბიექტებს უწოდებენ, ცდილობენ, ეს გასაჭირი საქართველოს თავს დააწიონ. ასეთ ვითარებაში საგამოძიებო კომისიის მუშაობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.არცერთი სიტყვა მოშორებული ფაქტებიდან არ უნდა ითქვას, გამოკითხულთა ჩვენებებმა დაგვანახა, რომ დიდი ბოროტება იქნა საქართველოს მიმართ ჩადენილი, ძალიან მძიმე მემკვიდრეობით მოვედით, ოკუპირებული ტერიტორიები მაქვს მხედველობაში. დღეს კიდე ყველა ცდილობს, პოლიტიკოსებად წოდებული ადამიანები ცდილობენ, რომ როგორმე დესტაბილიზაციის პროცესი გახადონ შეუქცევადი. წარმოუდგენელი სურათი გამოიკვეთა, მაშინ ბერკეტები ჰქონდათ ამისი და დღეს ეს ბერკეტები არ გააჩნიათ, მაგრამ სამაგიეროდ ათეულობით მილიონი დოლარით არიან დაფინანსებულნი, რათა საქართველო კვლავ ვიღაცის სტრატეგიულ გეგმას, ამოცანას დაუქვემდებარონ. ეს არის სამწუხარო ფაქტი და ამ სამწუხარო ფაქტს უნდა უპასუხო პროფესიონალური, მაღალი დონის შეფასებით. დარწმუნებული ვარ, ეს შეფასებები იქნება დადებული ამ კომისიის მიერ“, – განაცხადა ვოლსკიმ.ცნობისთვის, დღეს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ კითხვებს პასუხობდა.

ნიკოლოზ სამხარაძე – სენატში „მეგობარი აქტი“ სხვა კანონპროექტებთან ერთად განიხილეს და ცალკე არ უყარეს კენჭი, კომიტეტზე გააძვრინეს, რადგან, ცალკე განხილვის შემთხვევაში, მიღების ალბათობა არ...

სენატში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში „მეგობარი აქტი“ სხვა კანონპროექტებთან ერთად პაკეტურად განიხილეს და მას კენჭი ცალკე არ უყარეს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ეს აქტი კომიტეტზე გააძვრინეს, რადგან ცალკე განხილვის შემთხვევაში მისი მიღების ალბათობა არ იყო, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.სამხარაძის თქმით, „მეგობარი აქტი“ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს, გაუმჯობესების თვალსაზრისით, არ დაეხმარება.„ეს ჯერ კანონპროექტია. მსგავსი უამრავი კანონპროექტი გვინახავს. ვიდრე ის კანონის სახეს არ მიიღებს, მანამდე ამაზე საუბარს აზრი არ აქვს. რაც შეეხება ინიციატივას, ეს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს არ დაეხმარება, არ იმუშავებს და არ იქნება კარგი იმისთვის, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები გადაიტვირთოს“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.ნიკოლოზ სამხარაძე „მეგობარი აქტის“ თაობაზე ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებსაც გამოეხმაურა, სადაც მათ აღნიშნეს, რომ კომიტეტის მიერ აქტის მხარდაჭერით „ქართული ოცნება“ საერთაშორისო არენაზე პოლიტიკურად უკვე აიკრძალა.„რაც პოლიტიკაში მოვედი, ოპოზიცია საუბრობს, რომ „ქართული ოცნება“ საერთაშორისო არენაზე გაუქმებულია. ამას უკვე რვა წელია, ვისმენთ. არ მგონია, ოპოზიციის განცხადებებს ვინმე სერიოზულად მოეკიდოს. ხელისუფლებას საგარეო პოლიტიკაზე სერიოზული გეგმები აქვს და ქვეყნის ინტერესების დაცვას გავაგრძელებთ, მიუხედავად იმისა, რას იტყვის ოპოზიცია“, – განაცხადა სამხარაძემ.

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ელენე ხოშტარია დააკავეს

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია დააკავეს. სამართალდამცავებმა პოლიტიკოსი ავტომანქანაში ჩასვეს და ტერიტორიიდან გაიყვანეს.პარლამენტთან აქციის მონაწილეები, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობის გასაპროტესტებელად შეკრიბნენ.ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

გოგა ხაინდრავა – მშვიდობისკენ სვლა გაცხადებული იყო, თუმცა სააკაშვილის, მერაბიშვილის, ადეიშვილის, ოქრუაშვილის, ბოკერიას, ბარამიძის „ღამის მთავრობა“ ცდილობდა სამშვიდობო პროცესის ჩაშლას

მიუხედავად იმისა, რომ გაცხადებული იყო მშვიდობისკენ სვლა, სააკაშვილის, მერაბიშვილის, ადეიშვილის, ოქრუაშვილის, ბოკერიას, ბარამიძის „ღამის მთავრობა“ ცდილობდა სამშვიდობო პროცესის ჩაშლას, – ამის შესახებ 2004-2006 წლებში სახელმწიფო მინისტრმა, გოგა ხაინდრავამ განაცხადა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე, სადაც განიხილავენ იმ სამშვიდობო პროცესს, რომელიც ომამდე პერიოდში მიმდინარეობდა.„ჩემ მერე, როცა მე მომხსნეს თანამდებობიდან, სამი მინისტრი იყო – ანთაძე, ბაქრაძე და იაკობაშვილი. ისინი 2006 წლიდან 2008 წლამდე ერთად იყვნენ ნახევარჯერ ცხინვალში. იაკობაშვილი ცხინვალში არ შესულა, ის იყო ერგნეთთან მისული. რომ არ მოგატყუოთ და არ შემეშალოს, სულ მცირე, 100-ჯერ ვიყავი ცხინვალში. ორი კვირა ისე არ გადიოდა, ცხინვალში რომ არ ჩავსულიყავი. რეგულარულად დავდიოდი, ღამით ვრჩებოდი იქ, სადაც ჯარისკაცებს ეძინათ. არცერთხელ არ ყოფილა შემთხვევა, რომ მე იქ დაცვით ჩავსულიყავი, მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილმა რამდენჯერმე მითხრა, დაცვა რატომ არ გყავსო? ასეთი ვითარება იყო და დამოკიდებულება, როცა ჩვენ შევუდექით ამ საქმეს.ერთი საინტერესო დეტალია, რომ სადღაც ორი კვირის თავზე, მას შემდეგ, რაც სახელმწიფო მინისტრად დავინიშნე, ზურაბ ჟვანიასთან ერთად ორჯერ მომიწია წასვლა კრწანისში, სამთავრობო რეზიდენციაში, სადაც ცხოვრობდა მიხეილ სააკაშვილი. ავედით და იქ დამხვდა ე.წ. ღამის მთავრობა – სააკაშვილი, მერაბიშვილი, ადეიშვილი, ოქრუაშვილი, ბოკერია, ერთ-ერთ შეხვედრაზე ბარამიძეც იყო. დავსხედით და, პრინციპში, სამთავრობო სხდომა ჩატარდა. პირველ მისვლაზე არაფერი ვუთხარი და მეორედ რომ მივედით, ვუთხარი, რომ, ზურა, მე აქ აღარ მოვალ. მე დამნიშნეს დღის მინისტრად და არა ღამის მინისტრად. ამიტომ იქ, ამ წრეში, „ღამის მთავრობაში“ რა გადაწყვეტილებებს იღებენ, ჩემთვის საინტერესო არ არის-მეთქი. დღისით რომ ვიკრიბებით ხოლმე, პრეზიდენტიც რომ ესწრება ხშირად მთავრობის სხდომებს, იქ რა გადაწყვეტილებებიც მიიღება, მე მაგაში ვიღებ მონაწილეობას-მეთქი.ზურა იყო ამ გაცხადებული სამშვიდობო პოლიტიკის მომხრე და ბურჯი, ყველა იმ გადაწყვეტილებებსა და მოქმედებებში, რასაც ჩვენ ვახორციელებდით – გია ვოლსკი, მე და სამინისტრო. პატარა სამინისტრო იყო, მაგრამ ძალიან კარგი ჯგუფი შეიქმნა. აქტიურად ვმუშაობდით ორივე მიმართულებით, უამრავი საერთაშორისო შეხვედრები გვქონდა,  ჟენევაში, ვენაში, ნიუ იორკში, ვაშინგტონში და სხვაგან“, – განაცხადა ხაინდრავამ.მისივე თქმით, იმ დროს საერთაშორისო თანამეგობრობის განწყობა იყო ცალსახად სამშვიდობო პოლიტიკის მხარდამჭერი.„ამიტომ, ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც ჩვენგან მოდიოდა, ნებისმიერ შეხვედრაში, რომელიც ითვალისწინებდა საშვიდობო ინიციატივებს, ასეთი ბევრი იყო. არა მარტო რეზოლუციები და პროტოკოლები, რომელსაც ხელს ვაწერდით, და ეგეთი 49 პროტოკოლია, თუ არ ვცდები, ამ შერეული საკონტროლო კომისიის, არამედ ეუთო-ს და, განსაკუთრებით, ევროკავშირის მისიების მხრიდან მერე გამოიყო ფული. ყველას კარგად ესმოდა, რომ ძირითადი, რაც სამშვიდობო პროცესს საფუძვლად შეიძლება, ედოს, ეს არის ადამიანების საერთო ინტერესი. ამას ეუთო არ სჭირდება, ადამიანების ბუნებიდან გამოდის, როცა ჩვენ ერთი და იგივე ინტერესი გვაქვს, ვშრომობთ ერთად და ეს დოვლათს ქმნის ჩემთვისაც, შენთვისაც და საზოგადოებისთვისაც, ეს არის ძირითადი წინაპირობა, რომ ჩვენ არ ვიჩხუბოთ ერთმანეთში, მით უმეტეს, რომ განსაკუთრებით გასაყოფი არაფერი გვაქვს.პარალელურად, მიუხედავად იმისა, რომ გაცხადებული იყო, რომ მშვიდობისკენ მივდივართ, მიდიოდა ამ „ღამის მთავრობის“ მიერ სამშვიდობო პროცესის ჩაშლის მცდელობა. პირველი ამის ყველაზე მძიმე გადაწყვეტილება, აქ ზურაბ ნოღაიდელს ვუსმინე, ფინანსთა მინისტრი იყო და, შეიძლება, მისი გადმოსახედიდან რაღაც ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით ეს გადაწყვეტილება, ასე თუ ისე, შეიძლება გამართლებული ყოფილიყო, მაგრამ, სამშვიდობო პროცესის თვალსაზრისით, ერგნეთის ბაზრობის ისე დახურვა, როგორც იმათ დახურეს, იყო პირდაპირი დარტყმა სამშვიდობო პროცესისთვის. ერგნეთის ბაზრობისთვის, სულ მცირე, 3-4 ათასი კაცი ფუნქციონირებდა. თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ ადამიანების უკან დგანან ოჯახები, მიხვდებით, რომ ეს არის პრაქტიკულად მთელი ცხინვალის მოსახლეობა.ამიტომ, ინტერესი და ეს ლაპარაკი – მაშინ თითქმის ყველაფერი არალეგალური იყო საქართველოში – ეს გადატრიალება რომ მოხდა, შევარდნაძის მთავრობის ბოლო წლებში, ინსპექტორიდან დაწყებული მინისტრით დამთავრებული, ყველა ქრთამს იღებდა და ყველამ კარგად ვიცოდით. ერგნეთის ბაზრობაზე რომ არ იქნებოდა იქ იდეალური წესრიგი და რაღაც არალეგალური ურთიერთობები იქნებოდა, ეგ ბუნებრივია. ერგნეთის ბაზრობის დახურვამ ეს არ მოსპო, პირიქით, უფრო ჩრდილში წავიდა. 50, 100 ტონა მანდარინი გადიოდა დიდი მანქანებით, გადაღებულიც მაქვს, როგორ გადის ცხინვალის მიმართულებით როკის გვირაბით რუსეთში, არალეგალური, აღარ ვლაპარაკობ სპირტზე, სიგარეტზე, პროდუქტებზე, რომლებიც მიმოიფანტა, ერთად კი არ იყო, როგორც მაშინ“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

გოგა ხაინდრავა – მერაბიშვილის ბრძანებით, გორის პოლიციაში 40 ოსს მხოლოდ იმიტომ სცემეს, რომ ოსი ეროვნების იყვნენ, ვითარების ესკალაცია, დაძაბვა მიდიოდა, რაც არანაირად გამართლებული არ...

ცხინვალსა და გორს შორის საავტობუსო რეგულარული მიმოსვლა იყო. ერთ დღეს, მერაბიშვილის ბრძანებით, გააჩერეს ავტობუსი, ჩაიყვანეს გორის პოლიციაში და 40 ოსს სცემეს მხოლოდ იმიტომ, რომ ოსი ეროვნების იყვნენ, – ამის შესახებ 2004-2006 წლებში სახელმწიფო მინისტრმა, გოგა ხაინდრავამ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე განაცხადა.მისი თქმით, მიდიოდა ესკალაცია, იმ ვითარების დაძაბვა, რაც, ობიექტურად, არანაირად არაფრით გამართლებული არ იყო, არანაირი საჭიროება არ იყო.„ცხინვალსა და გორს შორის საავტობუსო რეგულარული მიმოსვლა იყო. ერთ დღეს, მერაბიშვილის ბრძანებით, გააჩერეს ავტობუსი, ჩაიყვანეს გორის პოლიციაში და 40 ოსს სცემეს მხოლოდ იმიტომ, რომ ოსი ეროვნების იყვნენ. ამ დროს მე ვარ სახელმწიფო მინისტრი, პირველი, რაც გავაკეთე, სოზარ სუბარს დავურეკე, სახალხო დამცველი იყო იმ დროს. ვუთხარი, სოზარ, კატასტროფაა, იქ უნდა ჩავიდეთ-მეთქი. სოზარი იმ წუთში დამეთანხმა და ჩავედით, დავიარეთ ყველა ოჯახი. ერთ-ერთ ოჯახში რომ შევედით, გოგო გამოვიდა და ქართულად გვკითხა: „მამაჩემი რატომ სცემეს, ოსი რომ არის, იმიტომო?“ ამ დროს იმ უბანში, სადაც ვიყავით, შეიარაღებული პირები სახლების წინ ისხდნენ და ხედავდნენ, იცოდნენ, სოზარი ვინ არის, მე ვინ ვარ. არანაირი აგრესია. ისე შევედით, რომ ჩოჩიევი არ გვახლდა. ბუნებრივია, ამან რაღაცა როლი ითამაშა, აი, რატომ სცემეს ხალხს? ამაზე კულისებში რა საუბრები იყო, ცალკე თემაა. ეს მეტყველებს იმაზე, რომ მიზანმიმართულად სააკაშვილისგან, მერაბიშვილისგან, ადეიშვილისგან, ოქრუაშვილისგან ისეთი ფაქტების განხორციელება ხდებოდა, რომელიც ვნებდა ქართულ მხარეს და არა რუსულ ან ოსურ მხარეს. სადაც კი ჩავდიოდით, ყველგან ჩვენი საერთაშრისო მეგობრები, მხარდამჭერები ევროპიდან, ამერიკიდან გვეუბნებოდნენ, ამას რატომ აკეთებთო, არ შეიძლება, ეს შეწყდესო? ან რა მოაქვს ამას? მიდიოდა ესკალაცია, იმ ვითარების დაძაბვა, რაც, ობიექტურად, არანაირად არაფრით გამართლებული არ იყო, არანაირი საჭიროება არ იყო. ეს იმ ფონზე ხდებოდა, როდესაც, პარალელურად, ძალიან სერიოზული სამშვიდობო ურთიერთობა, პოლიტიკა, შეხვედრები მიმდინარეობდა საერთაშორისო“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

ბოლო სიახლეები