ოთხშაბათი, ივლისი 8, 2026

ჰაკერებმა 530 მილიონი დოლარის კრიპტოვალუტა მოიპარეს

იაპონური ნკრიპტოსავალუტო ბირჟის Coincheck-ის პრეზიდენტმა კოიტირო ვადამ აღიარა, რომ ჰაკერებმა 530 მილიონი დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტა NEM-ი მოიპარეს. ამის შესახებ Euronews-ი წერს.

მოპარული თანხა კლიენტებს ეკუთვნოდათ, რომელსაც დანაკარგი ახლა ბირჟამ უნდა აუნაზღაუროს.

Coincheck-მა მომხდარის შესახებ პოლიციას შეატყობინა და კრიპტოვალუტებით ვაჭრობა შეაჩერა.

 

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მარიამ ქვრივიშვილი: „მწვანე ენერგიის დერეფანი“ არის ინვესტიცია არა მხოლოდ დღევანდელ ენერგოსისტემებში, არამედ მომავალი თაობების მედეგობასა და კეთილდღეობაში“

„საქართველოსთვის „მწვანე ენერგიის დერეფანი“ არ არის მხოლოდ ინფრასტრუქტურული ინიციატივა, არამედ გრძელვადიანი ინვესტიციაა რეგიონული თანამშრომლობის, ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და მდგრადი ეკონომიკური განვითარების მიმართულებით“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა „მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“ შეთანხმების ფარგლებში მიმდინარე რიგით მე-12 მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას.როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, „მწვანე ენერგიის დერეფანი“ წარმოადგენს სტრატეგიულ ინიციატივას, რომელიც გააძლიერებს რეგიონულ ენერგეტიკულ კავშირებს, ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგიის რესურსების ინტეგრაციას და წვლილს შეიტანს რეგიონის საერთო მიზნის მიღწევაში, რომელიც სუფთა ენერგიაზე გადასვლას ითვალისწინებს.„ენერგეტიკის მომავალი სულ უფრო მეტად იქნება დამოკიდებული ჩვენს უნარზე, ავაშენოთ ახალი, საიმედო კავშირები რეგიონებს შორის. მსგავსი ინიციატივები უფრო უსაფრთხო, ურთიერთდაკავშირებულ და მდგრად ენერგეტიკულ მომავალს უყრის საფუძველს. სუფთა ელექტროენერგიისთვის ახალი მარშრუტების შექმნით, ჩვენ ვაძლიერებთ ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, ხელს ვუწყობთ ბაზრის ინტეგრაციას. შესაბამისად, „მწვანე ენერგიის დერეფანი“ არის ინვესტიცია არა მხოლოდ დღევანდელ ენერგოსისტემებში, არამედ მომავალი თაობების მედეგობასა და კეთილდღეობაში“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.სიტყვით გამოსვლისას მარიამ ქვრივიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო მაღალ შეფასებას აძლევს ოთხ ქვეყანას შორის დამყარებულ მჭიდრო თანამშრომლობას. მინისტრმა ასევე მადლობა გადაუხადა საერთაშორისო ფინანსურ პარტნიორებს კონსტრუქციული ჩართულობისთვის.“საქართველოს ამბიციაა, წვლილი შეიტანოს ამ ინიციატივაში არა მხოლოდ თავისი სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობით, არამედ საკუთარი განახლებადი ენერგიის რესურსების მზარდი განვითარებით“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.ბაქოში მიმდინარე მინისტერიალზე შეთანხმების მონაწილე ქვეყნების - აზერბაიჯანის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობათა წარმომადგენლები „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევის საკითხებს, ასევე პროექტის სამომავლო ნაბიჯების განსასაზღვრად დეტალურ სამოქმედო გეგმას განიხილავენ.მინისტერიალში მონაწილეობენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები: ინგა ფხალაძე და გენადი არველაძე, ასევე „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დირექტორთა საბჭოს წევრი ზვიად გაჩეჩილაძე.

ვაშინგტონი და თეირანი ერთმანეთს ზავის დარღვევაში ადანაშაულებენ

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ირანმა ჰორმუზის სრუტეში განახლებული სამხედრო დარტყმების შემდეგ სამშვიდობო შეთანხმების დარღვევაში ერთმანეთი ოფიციალურად დაადანაშაულეს. აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განმარტებით, ორშაბათიდან მოყოლებული, თეირანმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი უხეშად არაერთხელ დაარღვია და სამოქალაქო ხომალდებს ცეცხლი გაუხსნა. მათი თქმით, სწორედ ამ ნაბიჯმა განაპირობა გუშინ გვიან ღამით განხორციელებული დარტყმები. თავის მხრივ, ირანულმა მხარემ ტანკერებზე იერიშში პირდაპირი მონაწილეობა უარყო, თუმცა აღნიშნა, რომ მათი ნებართვის გარეშე ისინი ირანის ტერიტორიულ წყლებში არცერთ ხომალდს არ გაატარებენ. ირანის საგარეო უწყებამ მკაცრად დაგმო ტრამპის მიერ ნავთობით ვაჭრობაზე ხელახლა დაწესებული სანქციებიც. ოფიციალურ თეირანში განმარტავენ, რომ ამ გადაწყვეტილებით ივნისში გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის მე-10 მუხლი დაირღვა.

„თბილისის განვითარების ფონდი“ ქორწინების სახლის ისტორიული შენობის განახლებას იწყებს

„თბილისის განვითარების ფონდი“ ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე ქორწინების სახლის რეაბილიტაციას იწყებს, - განაცხადა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ.მისი თქმით, ჩატარებულია შესაბამისი კვლევები და ობიექტს მინიჭებული აქვს ავარიულობის III კატეგორია.„ჩატარებული კონსტრუქციული კვლევების თანახმად, მე-20 საუკუნის 80-იან წლებში რესტავრირებული შენობის მზიდი კონსტრუქციები არადამაკმაყოფილებელ მდგომარეობაშია. ობიექტს მინიჭებული აქვს ავარიულობის III კატეგორია, რის გამოც მისი ნაწილობრივი დაშლისა და უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების დაცვით, იდენტური სახით აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება მივიღეთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, პროექტი მიზნად ისახავს ქალაქის უნიკალური ურბანული იერსახის შენარჩუნებას.„შენობის ექსტერიერი სრულად შეინარჩუნებს ისტორიულ სახეს. პროექტის მიზანია დედაქალაქის ისტორიულ ნაწილში უსაფრთხოების სტანდარტების ამაღლება და ქალაქის უნიკალური ურბანული იერსახის შენარჩუნება. ძალიან მიხარია, რომ კიდევ ერთი ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობა-ნაგებობა იქნება განახლებული“, - განაცხადა თბილისის მერმა.მისივე ინფორმაციით, სამუშაოების დასრულების ვადად განსაზღვრულია დავალების მიცემიდან 14 თვე.

პეტერ მადიარი – როგორც არაერთხელ მითქვამს, უნგრეთი უკრაინას არც იარაღს მიაწვდის და არც ჯარებს გაგზავნის

მინდა, უნგრეთის მთავრობის სახელით ძალიან მკაფიოდ განვაცხადო, რომ უკრაინა არის მსხვერპლი, რუსეთი კი – სასტიკი აგრესორი, უკრაინას აქვს უფლება, დაიცვას თავისი ტერიტორიული მთლიანობა, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა ჟურნალისტებს ანკარაში განუცხადა, სადაც ნატო-ს სამიტი იმართება.მისი თქმით, უნგრეთი გააგრძელებს უკრაინის ჰუმანიტარულ დახმარებას, თუმცა სამხედრო მხარდაჭერას არ გაუწევს.„როგორც არაერთხელ მითქვამს, უნგრეთი უკრაინას არც იარაღს მიაწვდის და არც ჯარებს გაგზავნის“, – განაცხადა მადიარმა.უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ნატო-ს სამიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოკლე საუბრის შესაძლებლობა ჰქონდა, სადაც მხარეები მომავალში ორმხრივ შეხვედრაზე შეთანხმდნენ.ამასთან, მადიარმა აღნიშნა, რომ უნგრელებს სჯერათ ნატო-ს ძალისა და ერთიანობის.„ჩვენი საერთო ინტერესია ერთიანი ნატო-ს არსებობა და ჩვენ მზად ვართ, უნგრეთი კვლავ სანდო მოკავშირედ დავაბრუნოთ. უნგრეთის მთავრობამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება თავდაცვის ხარჯების ეტაპობრივ ზრდასთან დაკავშირებით და ქვეყანა 2035 წლისთვის თავდაცვაზე მშპ-ის 5%-ის დახარჯვის მიზანს მიაღწევს“, – განაცხადა მადიარმა.

მიხეილ ყაველაშვილი ჟენევაში ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს, ნგოზი ოკონჯო-ივეალას შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ჟენევაში ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (WTO) გენერალურ დირექტორს, ნგოზი ოკონჯო-ივეალას შეხვდა.შეხვედრაზე საქართველოსა და ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციას შორის არსებული თანამშრომლობა და საერთაშორისო ვაჭრობის სფეროში მიმდინარე პროცესები განიხილეს.საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ყურადღება დაეთმო საქართველოს მიერ WTO-ის ფარგლებში აღებული ვალდებულებების განხორციელებას, ეკონომიკური რეფორმების პროცესსა და მულტილატერალური სავაჭრო სისტემის განვითარების მნიშვნელობას.მხარეებმა ხაზი გაუსვეს, რომ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში საქართველოს 26-წლიანმა წევრობამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქვეყნის ეკონომიკურ მოდერნიზებაში, სავაჭრო პოლიტიკის საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებასა და ინვესტიციებისთვის პროგნოზირებადი გარემოს ჩამოყალიბებაში.შეხვედრისას ასევე ისაუბრეს საქართველოს სატრანზიტო პოტენციალსა და შუა დერეფნის მზარდ მნიშვნელობაზე. აღინიშნა, რომ ვაჭრობის ხელშეწყობის მიმართულებით განხორციელებული რეფორმები და ინფრასტრუქტურული განვითარება კიდევ უფრო აძლიერებს საქართველოს როლს ევროპასა და აზიას შორის დაკავშირებადობაში.საქართველოს პრეზიდენტმა დაადასტურა ქვეყნის მზადყოფნა, მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლოს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციასთან და მხარი დაუჭიროს თავისუფალ, სამართლიან და წესებზე დაფუძნებული მრავალმხრივი საერთაშორისო სავაჭრო სისტემის განმტკიცებას.

ბოლო სიახლეები