ორშაბათი, მაისი 4, 2026

“ჰაეროვანი, უნიჭიერესი” – ნანუკა სტამბოლიშვილის სიხარულის ცრემლები და მორიგი საოცარი გამოსვლა “ცეკვავენ ვარსკვლავებში”

“ჰაეროვანი, უნიჭიერესი” – ნანუკა სტამბოლიშვილის მორიგი ბრწყინვალე გამოსვლა “ცეკვავენ ვარსკვლავებში” და უმაღლესი ქულები ჟიურისგან

 

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მაია სანდუ – მოლდოვა კვლავ განიხილავს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხს თავის ევროკავშირელ პარტნიორებთან, ევროპა უნდა გაძლიერდეს

მოლდოვა კვლავ განიხილავს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხს თავის ევროკავშირელ პარტნიორებთან, ევროპა უნდა გაძლიერდეს, – ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ ერევანში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მერვე სამიტზე განაცხადა.„ჩვენ გვსურს, უკეთ დავიცვათ ჩვენი დემოკრატიები, გვსურს, გამოვხატოთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ და მოლდოვა კვლავ განიხილავს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხს თავის ევროკავშირელ პარტნიორებთან. ეს ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტია. ევროპა უნდა გაძლიერდეს. ევროპას სჯერა დემოკრატიის. ევროპა გვასწავლის ყველას, თუ როგორ დავაფასოთ დემოკრატია, როგორ დავუჭიროთ მხარი დემოკრატიულ ღირებულებებს, როგორ ავაშენოთ დემოკრატია და დარწმუნებული ვარ, რომ ევროპა გააგრძელებს გაძლიერებას და დარჩება მსოფლიოს ყველაზე დემოკრატიულ ნაწილად. ევროკავშირის წევრობა არის დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი. ამიტომ, ჩვენ გვჯერა, რომ მოლდოვა ახორციელებს რეფორმებს და გვჯერა, რომ თუ ჩვენ მივაღწევთ წარმატებას და ვიმუშავებთ მის მისაღწევად, გაწევრიანება მოხდება და ეს არის გზავნილი ყველა კანდიდატი ქვეყნისთვის“,- განაცხადა სანდუმ.

მარკ რუტე – აშშ-ის მხრიდან იყო იმედგაცრუება ევროპის რეაქციაზე ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებზე, თუმცა ევროპელმა ლიდერებმა ხმამაღლა და ნათლად გაიგეს აშშ-ის გზავნილი

ეს ევროპული პოლიტიკური საზოგადოებაა, რომლის წევრიც შეერთებული შტატები არ არის, მაგრამ ეჭვი არ მეპარება, რომ დღეს გლობალურ საკითხებზეც ვისაუბრებთ, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ერევანში განაცხადა, სადაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მერვე სამიტი მიმდინარეობს.„როგორც იცით, აშშ-ის მხრიდან გარკვეული იმედგაცრუება იყო, როდესაც საქმე ეხება ევროპის რეაქციას ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებზე და ისრაელისა და აშშ-ის ირანის წინააღმდეგ კამპანიაზე. თუმცა, ასევე ვიტყოდი, რომ ევროპელ ლიდერებთან ჩემი ყველა კონტექსტიდან გამომდინარე, რომ ევროპელმა ლიდერებმა მიიღეს გზავნილი. მათ ხმამაღლა და ნათლად გაიგეს აშშ-ის გზავნილი.ამასთან, ვხედავ, რომ სულ უფრო მეტი ევროპული ქვეყანა წინასწარ პოზიციონირებს აუცილებელ ლოჯისტიკურ და სხვა სახის მხარდაჭერას. მე ვიტყოდი, რომ დიახ, იყო გარკვეული იმედგაცრუება აშშ-ის მხრიდან, მაგრამ ევროპელებმა მოუსმინეს აშშ-ს და აშშ-ის პრეზიდენტის გზავნილს, როგორც ეს გასულ წელს ნატო-ს სამიტზე გააკეთეს“,- განაცხადა რუტემ.

„ეიბისი ნიუსის“, „ვაშინგტონ პოსტისა“ და „იფსოსის“ გამოკითხვის თანახმად, დონალდ ტრამპის პოლიტიკით უკმაყოფილება 62 პროცენტამდე გაიზარდა

„ეიბისი ნიუსის“, „ვაშინგტონ პოსტისა“ და „იფსოსის“ ახალი გამოკითხვის თანახმად, ამერიკელების ორი მესამედი მიიჩნევს, რომ აშშ არასწორი მიმართულებით მიდის.გამოკითხვის შედეგების მიხედვით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოლიტიკით უკმაყოფილება 62 პროცენტამდე გაიზარდა, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია. ამერიკელთა 37 პროცენტი თეთრი სახლის ლიდერის პოლიტიკას იზიარებს.ამასთან, „ეიბისი ნიუსის“, „ვაშინგტონ პოსტისა“ და „იფსოსის“ გამოკითხვის მიხედვით, რესპუბლიკური პარტიის ამომრჩევლებს შორის ტრამპის მიმართ მხარდაჭერა კვლავ მაღალია, თუმცა მას ამჯერად რესპუბლიკელ ამომრჩეველთა 45 პროცენტი სრულად უჭერს მხარს, მაშინ, როდესაც გასული წლის სექტემბერში ეს მაჩვენებელი 53 პროცენტი იყო.რაც შეეხება ირანთან შეთანხმების გაფორმებას, გამოკითხულთა 48 პროცენტი ამბობს, რომ აშშ-მა უნდა დადოს სამშვიდობო შეთანხმება ირანთან, მაშინაც კი, თუ ეს აშშ-სთვის უარეს შედეგებს გამოიწვევს, ხოლო 46 პროცენტი ამბობს, რომ აშშ-მა უნდა აიძულოს ირანი უკეთესი შეთანხმებისკენ, მაშინაც კი, თუ ეს ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების განახლებას ნიშნავს.გამოკითხვის თანახმად, 61 პროცენტი ამბობს, რომ აშშ-ის მხრიდან შეცდომა იყო ირანის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენება, ხოლო 65 პროცენტი აცხადებს, რომ არ არის დარწმუნებული, რომ ირანთან ომის დასრულების შესახებ შეთანხმება ხელს შეუშლის ირანს ბირთვული იარაღის შემუშავებაში.„ეიბისი ნიუსის“, „ვაშინგტონ პოსტისა“ და „იფსოსის“​ გამოკითხვაში მონაწილეობა 2 560 ზრდასრულმა ამერიკელმა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით მიიღო. მათთან ინტერვიუები ინგლისურ და ესპანურ ენებზე ჩატარდა.

მეუფე გრიგოლი – ძალიან მინდა, არჩევნები არ ჰგავდეს იმ ტიპის ჩვეულებრივ არჩევნებს, რაც ერში ტარდება – სამი საპატრიარქო კანდიდატია, ყველა ეკლესიის შვილია, როგორც არ...

საარჩევნო პერიოდია და ძალიან მინდა, ეს არჩევნები არ ჰგავდეს იმ ტიპის ჩვეულებრივ არჩევნებს, - ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა ქადაგებისას განაცხადა.როგორც მან აღნიშნა, როგორც არ უნდა დასრულდეს პატრიარქის არჩევის პროცესი, ყველამ ერთად უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება და არსებობა.„ვწყრებით ადამიანებზე, როცა უსამართლოდ გვექცევიან, ცილს გვწამებენ, დღესაც მსგავს რაღაცებს ვხედავთ ჩვენ უწმინდესი კამპანიის დროს, როცა უწმინდესი და უნეტარესი უნდა იქნას არჩეული, საქართველოს ეკლესიის მეთაური. მსგავსი რამ აქაც გვხვდება. რაშია საქმე? ვინ ვართ ჩვენ? საარჩევნო პერიოდია და ძალიან მინდა, ეს არჩევნები არ ჰგავდეს იმ ტიპის ჩვეულებრივ არჩევნებს, რაც ერში ტარდება ხოლმე. განსხვავებით ყოველივე ამისგან, დღეს 3 საპატრიარქო კანდიდატია, ისინი არ არიან სხვადასხვა პარტიების, სხვადასხვა რელიგიების, სხვადასხვა ინტერესის სფეროს წარმომადგენლები, ყველა ეკლესიის შვილია, ჩვენი მღვდელმთავრები და ჩვენი ერთობის განუყოფელი ნაწილი არიან. მოვისმინოთ, დავამკვიდრეთ და საბოლოოდ, როგორც არ უნდა დასრულდეს ეს პროცესი, გეტყვით, რომ ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება და არსებობა“,-აღნიშნა მეუფე გრიგოლმა.ცნობისთვის, წმინდა სინოდმა სამი საპატრიარქო კანდიდატი გამოარჩია. სინოდის გადაწყვეტილებით, პატრიარქობის კანდიდატები იქნებიან:საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტი იობი და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი.როგორც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს განაცხადა, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიომ მიიღო 20 ხმა, დანარჩენმა ორმა კანდიდატმა კი მიიღო 7-7 ხმა.ამასთან, მისივე განმარტებით, სხვა კანდიდატები იყვნენ მეუფე გრიგოლ კაცია, მეუფე დოსითეოსი და მეუფე მელქისედეკი.

ირაკლი კობახიძე ერევანში ოფიციალურ მიღებას დაესწრო, რომელიც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მერვე სამიტის მონაწილე ლიდერთა პატივსაცემად გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ერევანში ოფიციალურ მიღებას დაესწრო, რომელიც სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ვაჰაგნ ხაჩატურიანის, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანისა და პარლამენტის თავმჯდომარე ალენ სიმონიანის სახელით, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მერვე სამიტის მონაწილე ლიდერთა პატივსაცემად გაიმართა.ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხვალ სიტყვით გამოვა მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიაზე, რომლის მთავარი თემაა დაკავშირებადობის გაძლიერება და ეკონომიკური უსაფრთხოება.ირაკლი კობახიძე, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად, ასევე მონაწილეობას მიიღებს ნარკოტიკების წინააღმდეგ ევროპული კოალიციის (ECAD) მეორე შეხვედრაში.

ბოლო სიახლეები