სამშაბათი, იანვარი 13, 2026

ჯო ბაიდენი-საზარელ სცენარს, რომელსაც უკრაინაში ვხედავთ, ერთი ავტორი ჰყავს, იგი სამხედრო დამნაშავეა

„საზარელ სცენარს, რომელსაც უკრაინაში ვხედავთ, ერთი ავტორი ჰყავს, იგი სამხედრო დამნაშავეა“, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პოლონეთში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ბაიდენმა სამხედროებთან შეხვედრის შემდგომ გამართულ ბრიფინგზე ჰუმანიტარულ კრიზისზე ისაუბრა.

ბაიდენის თქმით, მსოფლიომ ერთიანად უნდა დაიცვას დემოკრატია და ამ თემაზე მუშაობა უნდა გაძლიერდეს.

„მთავარი, რაც უნდა გავაკეთოთ, ესაა ერთიანი ძალებით დემოკრატიის დაცვა, რადგან ჩვენ ვხედავთ საზარელ სცენარს უკრაინაში, რომელსაც ერთი ავტორი ჰყავს. ჩემი გულწრფელი აზრით, ესაა ერთი კაცი, – სამხედრო დამნაშავე, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. მისთვის სიურპრიზი იყო ჩვენი ერთიანობა, ისტორიაში უპრეცედენტო ჩვენი ერთობლივი ეკონომიკური სანქციების წნეხი.

ყოველი ჩვენგანი ყოფილა ამ წლების განმავლობაში ლტოლვილთა ბანაკებში.

ესაა ომის საზარელი შედეგი. მინახავს აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში ომით დაზარალებული ბავშვები, რომლებიც დედებს შესცქერიან შეშინებული თვალებით. ამ თვალებში ტკივილი იკითხება, მხოლოდ ტკივილი და სხვა არაფერი. პოლონეთშიც ახლა ჰუმანიტარულ კრიზისს ვხედავთ, რაც ომის შედეგია. ვხედავთ საზღვარზე უკრაინელ ხალხს, რომელთაც მინდა, გულწრფელად ვუთხრა, რომ გვესმის მათი ხმა, ტკივილი. 

ასობით მშვიდობიანი მოქალაქე ეწირება ამ ომს. უკრაინის განადგურებული ქალაქები ფილმის მძიმე კადრებს ჰგავს და არა რეალობას. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ამ ადამიანების დახმარება მძიმე ჰუმანიტარული კრიზისის პერიოდში, უნდა მივაწოდოთ საკვები და საჭირო მედიკამენტები რაც შეიძლება დიდი რაოდენობით, უნდა ვიმუშაოთ ინტენსიურად უკრაინის მთავრობასთან ერთად“, – განაცხადა ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ასევე, ისაუბრა უკრაინელი ხალხის სიმამაცეზე და აღნიშნა, რომ უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობა უპრეცედენტო მოვლენების მიმდინარეობისას, უპრეცედენტო სიძლიერეს ავლენს.

„ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა უკრაინელი ხალხის სიმამაცემ, უკრაინელი ხალხის წინააღმდეგობამ, როცა უყურებ, რომ 30 წლის ახალგაზრდა ქალი შიშველი ხელებით წინ ეღობება ტანკს“, – დასძინა მან.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვეს

ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებული პოლიტიკოსი, „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში რჩება.აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, მზია გარშაულიშვილმა მიიღო.ელისაშვილის საქმეზე საგამოძიებო ვადა გახანგრძლივდა, რის გამოც, დღევანდელ სხდომაზე პოლიტიკოსის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გადაისინჯა და ძალაში დარჩა.პროცესზე ბრალდების მხარე ალეკო ელისაშვილის კვლავ პატიმრობაში დარჩენას ითხოვდა. პროკურორ მარიამ ბერძენიშვილის განმარტებით, საქმეზე ახალი გარემოება არ გამოკვეთილა, რაც მის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საფუძველი გახდებოდა

მიხეილ სააკაშვილი – საქართველოს სჭირდება საკუთარი ტრამპი

საქართველოს სჭირდება საკუთარი ტრამპი და ისე ჩვენც კარგად შევძლებთ ბანკების მფლობელთა კრიმინალური სინდიკატის მოშთობას, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.როგორც სააკაშვილი წერს, „ის არა მხოლოდ მოსკოვის და ივანიშვილის ტყვეა, არამედ რუხაძის, ჩხარტიშვილების, გილაურებისა და სინდიკატის ყველა სხვა სუბიექტის“.„დონალდ ტრამპმა ამერიკის ბანკებს საკრედიტო ბარათებზე მოგება შეუზღუდა 10%-ის ზედა ზღვრით. საქართველოს კი მართავს ყაჩაღი ბანკირი, რომელიც სულ უფრო იმატებს ბანკებს, ხალხის ხარჯზე ზემოგებებს. საქართველოს სჭირდება საკუთარი ტრამპი და ისე ჩვენც კარგად შევძლებთ ბანკების მფლობელთა კრიმინალური სინდიკატის მოშთობას და სწორედ ამიტომ ეშინიათ ამ კრიმინალებს ასე ძლიერ ჩემი. ასე რომ, მე არა მხოლოდ მოსკოვის და ივანიშვილის ტყვე ვარ, არამედ ასევე რუხაძის, ჩხარტიშვილების, გილაურების და სინდიკატის ყველა სხვა სუბიექტის“, – წერს სააკაშვილი.

პედიატრი, ინგა მამუჩიშვილი მშობლებს მიმართავს

ედიატრი, ინგა მამუჩიშვილი მშობლებს მიმართავს:,,ძვირფასო მშობლებო,ნევროლოგების კომპეტენციაა ეს საკითხი,მაგრამ ჩვენც ხშირად ვხვდებით ამ ჩივილებს და რეფერალს ვახდენთ ნევროლოგთან საჭიროებისამებრ!!!ნევროტიულობა ბავშვებში არ არის დაავადება. ეს არის ნერვული სისტემის ფუნქციური, დროებითი რეაქცია სტრესზე, გადაღლაზე, ემოციურ დატვირთვაზე ან გარემოს ცვლილებაზე. ბავშვის ნერვული სისტემა ჯერ კიდევ ყალიბდება და როცა „ზედმეტი დაგროვდება“, ის ამას ქცევითა და ემოციებით გვაჩვენებს.❓როგორ ვლინდება ნევროტიულობა?ყველაზე ხშირად ვხვდებით:❗️ადვილად გაღიზიანებას❗️ემოციურ ლაბილობას (უცებ ტირილი, წყენა)❗️შფოთვას, შიშებს❗️ძილის გაძნელებას❗️მუცლის ან თავის ტკივილის ❗️ჩივილებს მიზეზის გარეშე❗️ჩვევით მოძრაობებს (ფრჩხილების კვნეტა, ტიკები)❗️❗️❗️ბავშვის ინტელექტი და განვითარება ნორმის ფარგლებშია❓❓❓ხშირი კითხვები მშობლებისგან ❓ ეს ნევროლოგიური დაავადებაა?👉 არა. უმეტეს შემთხვევაში ეს არის დროებითი ფუნქციური მდგომარეობა, რომელიც სწორი მიდგომით რეგულირდება❓ წამალი აუცილებელია?👉 ყოველთვის არა...მკურნალობა იწყება რეჟიმით, ძილის მოწესრიგებით,ეკრანთან ურთიერთობის შემცირებით და მშვიდი გარემოს შექმნით. წამალი მხოლოდ საჭიროებისას ინიშნება ნევროლოგის შეფასების შემდეგ❓ მაგნიუმი და B6 მართლა ეხმარება?👉 სწორ შემთხვევებში — კი. ისინი ამცირებენ ნერვული სისტემის ჰიპერრეაქტიულობას და ეხმარებიან ძილსა და ემოციურ სტაბილურობას❓ მცენარეული საშუალებები უსაფრთხოა?👉 თუ ასაკისთვის სწორად არის შერჩეული — შეიძლება.მაგრამ „მცენარეული“ არ ნიშნავს თვითნებურად მისაცემას❓ რამდენ ხანში ველოდოთ გაუმჯობესებას?👉 ხშირად პირველი ცვლილებები ჩანს 1–2 კვირაში, სრული დასტაბილურება — რამდენიმე კვირაში.❓ როდის არის საჭირო სპეციალისტთან მიმართვა?👉 თუ სიმპტომები ძლიერდება, არ უმჯობესდება რეჟიმის მოწესრიგების შემდეგ რამდენიმე კვირაში ან კიდევ უფრო ირღვევა ბავშვის ყოველდღიური ქცევა...ბავშვები ძალიან მგრძნობიარენი არიან ჩვენი ემოციების მიმართ.ხშირად მშვიდი მშობელი ყველაზე ძლიერი დახმარებაა.✅ნევროტიულობა უმეტესად გადის — სწორი მიდგომით, მოთმინებით და სიყვარულით ",-წერს ინგა მამუჩიშვილი.

ვიკა ფილფანი – დრო მოჭამეს იმ პარტიებმა, რომლებმაც ჯერ 4 ოქტომბერი მოაწყვეს, შემდეგ სხვებს შეახოცეს ხელები, ახლა რაღაცას ფაფხურობენ და სხვას ლანძღავენ

საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, „ნაცმოძრაობის“ ფორმალური მმართველი ვინ იქნება, რადგან ვიცით, რომ ყველა გადაწყვეტილებას იღებს მიხეილ სააკაშვილი, რომელიც მითითებებს იღებს ბიძინა ივანიშვილისგან, – ამის შესახებ პარტიის, „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ვიკა ფილფანმა განაცხადა.„კიდევ არსებობს „ნაცმოძრაობა?“ მეგონა, ბიძინამ უკვე აკრძალა. მგონი, ამ პარტიისგან არაფერი დარჩა, გარდა ბიძინას ხელის კაცისა, მიხეილ სააკაშვილისა, რომელიც საათში ერთხელ წერს პოსტებს ციხიდან.  პროპაგანდას თუ რამე დახმარება სჭირდება, მაშინვე მიხეილ სააკაშვილისგან იდება პოსტი პოსტზე და შემდეგ ამაზე იგება მთელი პროპაგანდა. საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, ამ პარტიის ფორმალური მმართველი ვინ იქნება, რადგან ვიცით, რომ ყველა გადაწყვეტილებას იღებს მიხეილ სააკაშვილი, რომელიც მითითებებს იღებს ბიძინა ივანიშვილისგან. ბოლო წლების განმავლობაში იმდენი სარგებელი „ქართული ოცნებისთვის“ არავის მოუტანია, რამდენიც მოუტანა მიხეილ სააკაშვილმა. კითხვაზეც გაგვცენ პასუხი: ჯერ ოთხი წელი სასტუმროში ჰყავდათ, ახლა გადაიყვანეს, ახლა საათში ერთხელ ინტერნეტთან აქვს წვდომა, რანაირად? სხვა პატიმრებს არ აქვთ არაფერი სათქმელი? რა თქმა უნდა, აქვთ, უბრალოდ მიხეილ სააკაშვილი პრივილეგირებული ჰყავს ბიძინა ივანიშვილს, რადგან მას აწყობს. ასე რომ, ახლა ორი სახელი გადანაცვლდება თუ გადმონაცვლდება, გარეთ რა ხდება „ნაციონალურ მოძრაობაში“, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მაინც ყველა იმ მითითებას შეასრულებს, რასაც მიხეილ სააკაშვილი მისცემს, სააკაშვილი კი იმ მითითებას მისცემს მათ, რასაც ბიძინა ივანიშვილი მისცემს“, – განაცხადა ფილფანმა.ფილფანის თქმით, მხარს უჭერს ახალი პარტიების გააქტიურებას და ახალი პარტიების შექმნასაც, სადაც იქნებიან კეთილსინდისიერი ადამიანები, განვითარებული ახალგაზრდები, რომლებიც ძალიან კარგად ხვდებიან, რა არის დემოკრატია.როგორც ფილფანმა აღნიშნა, „დრო მოჭამეს იმ პარტიებმა, რომლებმაც ჯერ 4 ოქტომბერი მოაწყეს, შემდეგ სხვებს შეახოცეს ხელები, ახლა რაღაცას ფაფხურობენ და სხვას ლანძღავენ“.„გავმიჯნოთ ჩვენი პარტია და ჯგუფი „4 ოქტომბრელები“. 4 ოქტომბრის მერე საერთაშორისო მხარდაჭერა ოპოზიციის მიმართ შემცირდა, ამაში გასაკვირი არაფერია, რადგან არავის უნდა ისეთი ხალხის მხარდაჭერა, რომელიც ქვეყანას ისეთ ზიანს აყენებს, როგორი ზიანიც ამ ადამიანებმა 4 ოქტომბერს მოუტანეს თავიანთი დაუფიქრებლობით, ზოგიერთმა შეგნებულადაც კი. შესაბამისად, მათ ადგილას საერთოდ გავაქტიურდებოდი კი არა, ყოველდღიურად ყველაფერს გავაკეთებდი, რომ ის დაჭერილი ხალხი გარეთ გამოსულიყო და მერე დავიხურავდი ქუდს, წავიდოდი სახლში და აღარასდროს გავეკარებოდი პოლიტიკას, ისეთი რამ დამართეს ქვეყანას თავიანთი სიშლეგით. 7 იანვრის მერე კი ველოდებოდით რაღაც ახალ გეგმებს, მაგრამ ჯერ, ეტყობა, გადაიწია ამ გეგმების გამოქვეყნებამ, ველოდებით.რაც შეეხება ჩვენს გეგმებს, ჩვენ ვართ წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში, სადაც გამოვიყენებთ ყველანაირ ბერკეტს და ტრიბუნას, რომ ქართველი ხალხის და ამ ქვეყნის ინტერესი დავიცვათ“, – განაცხადა ფილფანმა.

ავიაკატასტროფას ცნობილი მომღერალი და მისი გუნდის წევრები ემსხვერპლნენ

კოლუმბიაში, პაიპას აეროპორტიდან აფრენიდან მალევე, მცირე ზომის თვითმფრინავი ჩამოვარდა, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი ყველა პირი დაიღუპა.dailymail-ის ინფორმაციით, 6 დაღუპულს შორის 34 წლის კოლუმბიელი ცნობილი მომღერალი, იესონ ხიმენესია, რომელიც თვის ჯგუფთან ერთად კონცერტის ჩასატარებლად მიფრინავდა.მედიის ცნობით, თვითმფრინავმა სიმაღლის აკრეფა ვერ შეძლო და ჩამოვარდა. დაღუპულია ორივე პილოტი და 4 მგზავრი."სამწუხაროდ, მას შემდეგ, რაც საგანგებო სიტუაციების სამსახურები და ეროვნული პოლიცია ავიაკატასტროფის ადგილზე მივიდნენ, დადასტურდა თვითმფრინავში მყოფი ექვსივე ადამიანის დაღუპვა", - განაცხადეს კოლუმბიის სამოქალაქო ავიაციის სამსახურში.

ბოლო სიახლეები