ორშაბათი, მაისი 19, 2025

ჯო ბაიდენის ოფისში აცხადებენ, რომ ბაიდენს პროსტატის კიბო დაუდგინდა

აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს პროსტატის კიბო დაუდგინდა. როგორც მედია წერს, ამის შესახებ ბაიდენის პირადი ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც ცნობილია, ბაიდენს ავთვისებიანი სიმსივნე აქვს, ხოლო მეტასტაზები ძვლებზეა გავრცელებული.

„მიუხედავად იმისა, რომ ეს წარმოადგენს დაავადების უფრო აგრესიულ ფორმას, ჩანს, რომ კიბო ჰორმონ მგრძნობიარეა, რაც საშუალებას იძლევა ეფექტური მკურნალობისთვის“, – აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, ჯო ბაიდენი აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი იყო. მან 2020 წლის არჩევნებში დონალდ ტრამპი დაამარცხა. ბაიდენი მეორე ვადით იყრიდა კენჭს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, თუმცა დემოკრატები მას მოუწოდებდნენ, კანდიდატურა მოეხსნა. მოგვიანებით, ის საპრეზიდენტო კამპანიას გამოეთიშა და მხარი მაშინდელ ვიცე-პრეზიდენტს, კამალ ჰარისს დაუჭირა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გიორგი ბურჯანაძე 2011 წლის 26 მაისზე: კინოთეატრ “რუსთაველში” ხალხი ჰყავდათ ჩაყრილი რიგებს შორის და დარბოდნენ ამ ხალხზე. “ნინოს რა?!” და ვინც არ იტყოდა, ურტყამდნენ.

„2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაზე“ მსახიობ გია ბურჯანაძეს მოუსმინეს.გია ბურჯანაძემ 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის შემდეგ, მისი დიღმის სამმართველოში, ხოლო შემდეგ ციხეში გადაყვანის ეპიზოდი გაიხსენა.„დიღმის სამმართველოში რომ შეგვიყვანეს, დიდი ფოიეა და დერეფანში ხუთ-ხუთად, ექვს-ექვსად ჰყავდათ დაყენებული დაპატიმრებული ხალხი და დაიწყეს გაყვანა სართულების მიხედვით. მეც ამიყვანეს და რომ გამომიყვანეს ლიფტიდან, კედლები, დერეფნები სულ სისხლით იყო შეღებილი და ადგილები იყო, სადაც რაღაც გროვები იყო. რომ გამატარეს ამ გროვასთან, ვხედავ, რომ სისხლიანი ტანსაცმელი, სისხლიანი ბინტები, პირსახოცები გორა გორად იყო. კედლები იყო რატომღაც სულ სისხლით. ოთახებში გამოდიოდა საშინელი ხმები, რას უშვებოდნენ იქ ხალხს, არ ვიცი. რამდენიმე ვინც გამოიყვანეს, გაუბედურებული, კი არ გამოდიოდა ეს ხალხი, იღლიებში ეკავათ და ასე მოჰყავდათ გათიშული ხალხი, სულ სისხლებში.უკვე კამერაში ვარ და მარტო ვიყავი. მოვიდნენ, თქვენიანები არიანო, ვითომ სხვა ჯიშის ხალხი ვართ, ისე მითხრეს, თქვენიანები გვყავსო, ოთხი კაცი, მარტო ხარ და შენთან შემოვიყვანთო. ოთხი ახალგაზრდა ბიჭი არ შემოიყვანეს, შემოიტანეს და დადეს. სისხლში მოსვრილი, შემოხეული ყველაფერი. მეც ახლა ამათ ყველას ვუწმენდ სისხლს, ერთს ვუყურებ, მეცნობი, ვინ ხარ-მეთქი, ნიკო ვარ, გია ბიძიაო, ჩემი მეზობელი. ვერ ვიცანი, ისეთი ნაცემი იყო. შემდეგ გაიყვანეს ეს ბიჭები სადღაც, იქაც სულ ისმოდა წივილი, კივილი, რაღაც. ამ სტრესებმა გამოიწვიეს ალბათ ჩემი ნერვიული დაავადებები“, – განაცხადა გია ბურჯანაძემ.გია ბურჯანაძის თქმით, სულიკო ასათიანის და ნიკუშა კვინტრაძის გარდა, 26 მაისის აქციას სხვა მსხვერპლიც ჰყავს, ის ადამიანები, რომლებიც 26 მაისის მოვლენებიდან მალევე, ცემისგან მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალნენ.„რაც მინდოდა მსხვერპლთან დაკავშირებით მეთქვა, რატომღაც ისე დამკვიდრდა, რომ მარტო ნიკუშა კვინტრაძე და სულიკო ასათიანი დაიღუპნენ იმ ღამეს. მინდა, გითხრათ, რომ 26 მაისის დარბევას უფრო მეტი ადამიანი შეეწირა. ჩემი ახლობლები, რამდენიმე ადამიანი ცოტა ხანში გარდაიცვალა, ისე სცემდნენ. ლექსო ფორჩხიძე იყო ერთ-ერთი, უთხრა, მუცელში არ დამარტყათ, ბიჭებო, ღვიძლი მაქვს დაზიანებულიო. იმდენი ურტყეს მუცელში, რომ რამდენიმე თვეში გარდაიცვალა. ასევე, ავთო მეტრეველი. იმდენი ურტყეს, რომ თვე-ნახევარში გარდაიცვალა. მსხვერპლი იყვნენ ესენი. ერთი კაცის სახელს და გვარს არ ვიტყვი, რადგან ოჯახს არ სიამოვნებს ეს, იმან თავი ჩამოიხრჩო ერთ კვირაში. ესენი მსხვერპლი არიან. ეს რაც მე ვიცი, რადგან ჩემი ნაცნობები იყვნენ და კიდევ რამდენი იყო ასეთი შემთხვევა. აღლუმი რომ ჩაატარეს, სულიკო და ნიკუშა იქ ჰყავდათ ჯიხურის თავზე. გათენდა უკვე და ეტყობა, ვეღარ მოასწრეს გატანა, დაიწყეს თვითონ პროსპექტის რეცხვა, რადგან სულ სისხლიანი იყო. ეტყობა, რომ გათენდა, ვეღარ მოასწრეს და იფიქრეს, დამთავრდება აღლუმი და მერე გავიტანთო, მე ასე მგონია, თორემ დაავიწყდათ, ცხედრები იყვნენ, როგორ დაავიწყდათ“, – განაცხადა გია ბურჯანაძემ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა რენის უნივერსიტეტის ვიცე- პრეზიდენტთან შეხვედრაზე სამომავლო კოლაბორაციის შესაძლებლობებზე იმსჯელა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა რენის უნივერსიტეტის ვიცე- პრეზიდენტთან შეხვედრაზე სამომავლო კოლაბორაციის შესაძლებლობებზე იმსჯელა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე რენის უნივერსიტეტის (საფრანგეთი) ვიცე-პრეზიდენტს საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით, სებასტიან ლე პიკარს შეხვდა და ორ უნივერსიტეტს შორის სამეცნიერო-საგანმანათლებლო სფეროში სამომავლო კოლაბორაციის შესაძლებლობებზე იმსჯელა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. სტუ-ის ცნობით, საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ ერთ-ერთი წამყვანი ფრანგული უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტთან რექტორის შეხვედრას ესწრებოდნენ სტუ-ის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი, პროფესორი ზურაბ გუდავაძე, ვიცე-რექტორები - თამარ წერეთელი და თამარ ლომინაძე, სტუ-ის საერტაშორისო ურთიერთობების ოფისის ხელმძღვანელი თეა მურვანიძე, რექტორის მრჩეველი კონსტანტინე ბასილაშვილი და ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის წარმომადგენელი ნატო ჭუჭულაშვილი. შეხვედრაზე მხარეებმა სამეცნიერო-საგანმანათლებლო სფეროში მრავალმხრივი თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს. როგორც რექტორმა დავით გურგენიძემ განაცხადა, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს საფრანგეთის უნივერსიტეტებთან მრავალწლიანი ნაყოფიერი პარტნიორობა აკავშირებს, რაც სტუდენტთა და სამეცნიერო-აკადემიური პერსონალის გაცვლით პროგრამებს, ერთობლივ კვლევებსა და სამეცნიერო კონფერენციების ფორმატს ითვალისწინებს. რექტორის თქმით, პარტნიორობა ასევე ყოველწლიურად ფართოვდება უნივერსიტეტ რენ 1-თან, მონპელიე სუპაგროსთან, რომლებთან ერთადაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების ფარგლებში, კოორდინაციას უწევს სასურსათო ტექნოლოგიების საბაკალავრო და მეღვინეობა-მევენახეობის სამაგისტრო ორდიპლომიანი პროგრამების განხორციელებას. დავით გურგენიძემ ისაუბრა რამდენიმეწლიანი ნაყოფიერი პარტნიორობის შესახებ ფრანგულ-ქართულ უნივერსიტეტთან, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და საქართველოში საფრანგეთის საელჩოს მრავალმხრივი მხარდაჭერით დაარსდა. გარდა ამისა, რექტორმა რენის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო სამეცნიერო პროექტებსა და გლობალურ ექსპერიმენტებში მონაწილეობისა და ევროპის, ამერიკის, აზიის წამყვან უნივერსიტეტებთან და სამეცნიერო ცენტრებთან პარტნიორობის შედეგები გააცნო. „საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს მჭიდრო სამეცნიერო-საგანმანათლებლო კოლაბორაცია აქვს მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან და ორგანიზაციებთან. ჩვენი მეცნიერთა ჯგუფები, ახალგაზრდა მკვლევრები, სტუდენტები და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები აქტიურად არიან ჩართულნი გლობალურ სამეცნიერო ექსპერიმენტებში ისეთ უდიდეს საერთაშორისო კვლევით ორგანიზაციებთან, როგორიცაა: შევეიცარიაში CERN-ი, იაპონიაში KEK-ი და J-Parc-ი, აშშ-ში FERMILAB- ი და სხვ. მუდმივად იხვეწება უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა. თითქმის ყველა ფაკულტეტზე მოქმედებს თანამედროვე, უახლესი აპარატურით აღჭურვილი სასწავლო-სამეცნიერო და საექსპერტო ლაბორატორიები, სადაც ჩვენი სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად, კვლევებს ატარებენ. მათ შორისაა ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ლაბორატორიული კომპლექსი, რომელიც უნიკალურია სამხრეთ კავკასიის რეგიონში. აქ ერთდროულად 700-ზე მეტი ლაბორატორიული, სამეცნიერო და საექსპერტო კვლევის ჩატარებაა შესაძლებელი, მათ შორის, CERN- თან ერთად. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მზადყოფნას გამოთქვამს, გააღრმავოს კოლაბორაცია რენის უნივერსიტეტთან, შეიმუშაოს ერთობლივი კვლევითი პროექტები, დაგეგმოსსამეცნიერო კონფერენციები და გააქტიუროს გაცვლითი პროგრამები, როგორც ჩვენი წარმატებული სტუდენტებისთვის, ასევე სამეცნიერო-აკადემიური პერსონალისთვის“, - აღნიშნა დავით გურგენიძემ. რენის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა სებასტიან ლე პიკარმა აკადემიკოს დავით გურგენიძესა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, რენის უნივერსიტეტის პრეზიდენტის სახელით, თანამშრომლობაზე მზაობისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან კოლაბორაცია ორმხრივი წარმატების საწინდარი იქნება. „რენის უნივერსიტეტი დაინტერესებულია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან სასწავლო- სამეცნიერო პროცესების გაღრმავებით, ერთობლივი კვლევებისა და პროექტების განხორციელებით, ასევე, სტუდენტთა, მკვლევართა და აკადემიური პერსონალის მობილობის გააქტიურებით, რაც ორ უნივერსიტეტს შესაძლებლობას მისცემს საფუძველი ჩაუყაროს მყარ პარტნიორულ კოლაბორაციას“, - განაცხადა სებასტიან ლე პიკარმა.

სოზარ სუბარი: ადამიანმა, რომელიც 2011 წლის 26 მაისს იქ იდგა, მომწერა, რომ კიდევ ერთი ადამიანი, ნოდარ ცხადაძე ზესტაფონიდან, ქაშვეთის ტერიტორიაზე ჩაქოლეს იმ ღამეს და...

საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მდივანმა, სოზარ სუბარმა, 2011 წლის 26 მაისის საქმეზე საუბრისას აღნიშნა, რომ მისი ინფორმაციით, დარბევის ღამეს ქაშვეთის ტერიტორიაზე კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა.სუბარის თქმით, ნოდარ ცხადაძე, რომელიც ზესტაფონიდან იყო, დარბევისას გარდაიცვალა და ამ ფაქტს მოწმეებიც ჰყავს, შესაბამისად, ის მიიჩნევს, რომ 2011 წლის 26 მაისთან დაკავშირებით კიდევ ბევრი ფაქტია შესასწავლი და გამოსაძიებელი."ბევრი რამ ჯერ კიდევ შესასწავლი, გასარკვევი და გამოსაძიებელია 26 მაისთან დაკავშირებით. ახლა მომწერა ერთმა ჩვენმა მეგობარმა, ადამიანმა, რომელიც იქ იდგა 26 მაისს და ადამიანმა, რომელიც მათ შორის. 9 აპრილის აქციაზეც იყო ერთ-ერთი ლიდერი,რომ კიდევ ერთი ადამიანი - ნოდარ ცხადაძე ზესტაფონიდან, ჩაქოლეს 26 მაისს, ქაშვეთის ტერიტორიაზე. იმ ღამეს ისიც გარდაიცვალა და ამის მოწმეებიც გვყავს, რომლებიც ამას დაადასტურებენო - როგორც ჩანს, კიდევ ბევრი რამ გვაქვს შესასწავლი. ხშირად ვიმეორებთ, რომ ასეთი ალყაში მოქცევის მიზანი იყო ხალხის დაშინება, რომ ვერავის ვეღარ გაებედა სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ქუჩაში გამოსვლა." - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ნონა გაფრინდაშვილი – 26 მაისს ვიდექით წყნარად, სანთლებით, არ მიგვიცია დაშლის საბაბი, ახლა ისეთ რაღაცებს ლაპარაკობენ, ძალადობისკენ მოწოდებებიც არის, ამას პატიობენ და ჩვენ მსგავსი...

სხვა სიტყვა ვერ მომიფიქრებია, ეს იყო სპეციალურად ჩატარებული სისხლიანი სპეცოპერაცია. იქ ადამიანები იდგნენ წყნარად, სანთლები გვეჭირა ხელში. ერთხელაც არ მიგვიცია საბაბი, რომ დაშლის მოტივი ჰქონოდათ, – ამის შესახებ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაზე“ მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილმა 2011 წლის 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.ნონა გაფრინდაშვილის თქმით, მაშინ ხალხი აცნობიერებდა, რომ ქვეყანაში იყო საშინელი ვითარება, ხდებოდა უბედურებები და რაღაც უნდა გაკეთებულიყო ამის დასასრულებლად, თუმცა ყველაფერი უნდა მომხდარიყო მშვიდობიანად.ნონა გაფრინდაშვილი ამბობს, რომ 26 მაისის აქციის დაშლისას, ხალხმა სცადა გაქცევა, მაგრამ გასაქცევი არ ჰქონდათ.იმ დღეს, 26 მაისს ჩვენ გვინდოდა, ჩაგვეტარებინა აქცია, გველაპარაკა, ვინაიდან თორმეტ საათზე უკვე დამოუკიდებლობის დღე დაიწყებოდა, იმ შემთხვევაში, თუ ხალხი იქნებოდა, კონცერტი ჩაგვეტარებინა. „უცნობი“ იყო მოსული, რომ კონცერტი ჩაეტარებინა. თორმეტს რომ ათი წუთი აკლდა, ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელი ამოვიდა სცენაზე და გვითხრა, დავშლილიყავით. ჩვენ ვუთხარით, რომ ხელში გვეჭირა სანთლები, მეტი ჩვენ არაფერი გვქონდა. ჩვენი მხრიდან არცერთხელ ყოფილა არც შეჭრა სადმე, ან რაღაც – ხელში არასდროს არაფერი გვქონდა, ერთი შეურაცხყოფაც კი არასდროს მიგვიყენებია, რომ ტრიალებდნენ ხოლმე ირგვლივ ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები. გვითხრეს, დავშლილიყავით. ჩვენ ვუთხარით, რომ არ ვაპირებთ ღამის გათენებას, გვინდა, თორმეტ საათზე კონცერტი ჩავატაროთ, აღვნიშნოთ, რადგან მთავრობა აპირებდა მეორე დღეს, თუ არ ვცდები, ხუთ საათზე იქ აღლუმის ჩატარებას. ჩვენ გვინდოდა, თორმეტ საათზე ჩაგვეტარებინა და დავშლილიყავით, მაგრამ კონცერტის დაწყება არ გვაცადეს. ჩვენ ხალხს ვუთხარით, რომ ვაპირებთ კონცერტის ჩატარებას, ვინაიდან ასეთი სიტუაციაა, ვისაც გინდათ, დარჩით, ვისაც გინდათ, წადით. არავის ფეხი არ მოუცვლია, ათასამდე ადამიანი იყო. ჩვენი სცენა იყო პარლამენტის მოპირდაპირე მხარეს. ხალხი იდგა შუაში, შევსებული იყო. ამიტომ ვთვლით, რომ დაახლოებით ათასი ადამიანი იყო იქ. თორმეტ საათზე უკვე წამოიწია კორდონებმა, სამი კორდონი იყო, რომ მოგვიახლოვდნენ, ისეთი რაოდენობის გაზი გაუშვეს და იმდენი ტყვია დაგვახალეს ყველას, ისროლეს სცენისკენაც, ხალხს პირდაპირ. თანაც ამინდი გაფუჭებული იყო, წვიმა იყო, უკვე აციებული იყო, ამ სიტუაციაში ისეთი სისწრაფით დაგვესიენ, ხალხმა სცადა გაქცევა, მაგრამ გასაქცევი არ ჰქონდა.სხვა სიტყვა ვერ მომიფიქრებია,  ეს იყო სპეციალურად ჩატარებული სისხლიანი სპეცოპერაცია. იქ ადამიანები იდგნენ  წყნარად, სანთლები გვეჭირა ხელში და შემდეგ კადრი ვნახე, „უცნობი“, რომელიც მოსული იყო კონცერტის ჩასატარებლად, დასისხლიანებული როგორ გამოდის შსს-დან. ბედზეა გადარჩენილი. ერთხელაც არ მიგვიცია საბაბი, რომ დაშლის მოტივი ჰქონოდათ. შენ თუ წყნარად ლაპარაკობ, დემოკრატია გაძლევს ამის უფლებას. ახლა ისეთ რაღაცებს ლაპარაკობენ საერთოდ, მოწოდებებიც არის ძალადობისკენ, ყველაფერი, ზოგიერთ ქვეყანაში ეს ისჯება. ამას პატიობდნენ და ჩვენ მსგავსი რაღაცაც არ გაგვიკეთებია. უბრალოდ ვაცნობიერებდით, რომ არის საშინელი სიტუაცია და ამას რაღაცით უნდა ეშველოს და ამას სჭირდებოდა ახალი ადამიანების გამოჩენა, რაღაც უნდა გაკეთებულიყო, მაგრამ მშვიდობიანად უნდა მომხდარიყო. ჩვენ უბრალოდ ვყვებოდით, რაც ხდებოდა, რა უბედურებებიც ხდებოდა. მარტო ახალგაზრდა რამდენი ჩაცხრილეს სასამართლოს გარეშე, ეს ფაქტია, როგორ ართმევდნენ ბიზნესს ღამის საათებში. ჩვენ არაფერი გვეჭირა ხელში, მივდიოდით სუფთად. ამ დროს ასეულობით ადამიანს სხვადასხვა დროით აპატიმრებდნენ. ხვდებოდნენ ქუჩაში, ჩასვამდნენ მანქანაში, გააქანებდნენ, რათა შიში არ გამქრალიყო ადამიანებში. “, – განაცხადა ნონა გაფრინდაშვილმა.

ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ ევროპა ამჟამად არ განიხილავს უკრაინაში ჯარების განლაგებას, რადგან მთავარი პრიორიტეტი რჩება რუსეთისგან ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ ევროპა ამჟამად არ განიხილავს უკრაინაში ჯარების განლაგებას, რადგან მთავარი პრიორიტეტი რჩება რუსეთისგან ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა. ამის შესახებ მერცმა ალბანეთში გამართულ სამიტზე ევროკავშირის ლიდერებთან და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.მერცმა განაცხადა, რომ სამშვიდობო დარეგულირების ნებისმიერი გეგმა უნდა მოიცავდეს მოლაპარაკებების მკაფიო ფორმატს და უკრაინისთვის პოტენციურ უსაფრთხოების გარანტიებს.„შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს ის, რომ ნათელი გახდეს სამშვიდობო მოლაპარაკებების ფორმატი, ასევე რომელი უსაფრთხოების გარანტიები შეიძლება, გახდეს შესაძლებელი უკრაინისთვის“, – განაცხადა მერცმა.მან ხაზი გაუსვა, რომ ევროპული ჯარების განლაგების საკითხი ამ ეტაპზე ნაადრევია.„ამ მომენტში არ არსებობს მიზეზი ამ თემაზე სალაპარაკოდ, ჩვენ შორს ვართ ამისგან. ჩვენ გვსურს, რომ იარაღმა შეწყვიტოს მოქმედება, მკვლელობები დასრულდეს… ეს არის ის საკითხები, რომლებზეც ახლა ვართ კონცენტრირებული, და არა სხვა“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

ბოლო სიახლეები