კვირა, მარტი 16, 2025

ჯორჯია მელონი – იტალია აპირებს, გააგრძელოს მუშაობა ევროპასa და აშშ-თან ერთად უსაფრთხოების ეფექტური გარანტიების განსაზღვრაზე, თუმცა უკრაინაში შესაძლო სამხედრო მისიაში მონაწილეობას არ გეგმავს

იტალიის მთავრობა განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ადასტურებს, რომ არ გეგმავს უკრაინაში სამხედრო მისიაში მონაწილეობას რუსეთთან პოტენციური სამშვიდობო შეთანხმების მხარდასაჭერად.

განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ „მსურველთა კოალიციის“ ვირტუალურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

იტალიის მთავრობა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მხოლოდ სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობას შეუძლია უზრუნველყოს უკრაინის მომავალი სუვერენიტეტი და უსაფრთხოება.

„პრემიერ-მინისტრმა მელონიმ დაადასტურა, რომ იტალია აპირებს, გააგრძელოს მუშაობა ევროპელ და დასავლელ პარტნიორებsa და აშშ-თან ერთად საიმედო და ეფექტური უსაფრთხოების გარანტიების განსაზღვრაზე, თუმცა დაადასტურა, რომ იტალიის მონაწილეობა შესაძლო სამხედრო მისიაში არ იგეგმება“, – ნათქვამია განცხადებაში.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა დღევანდელი ვირტუალური შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ „მსურველთა კოალიციის“ ძალისხმევა შედის ოპერაციულ ფაზაში, 20 მარტს ბრიტანეთში სამხედრო მაღალჩინოსნები შეიკრიბებიან და იმსჯელებენ, თუ როგორ შეიძლება გაძლიერდეს მომავალი სამშვიდობო შეთანხმება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

თეთრ სახლში „ამერიკის ხმის“ დაფინანსების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება განმარტეს

თეთრ სახლში „ამერიკის ხმის“ დაფინანსების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება განმარტეს. აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა „ამერიკის ხმის“ მიმართ პრეტენზიების ჩამონათვალი და ამგვარად განმარტა მედიასაშუალებისთვის დაფინანსების შეწყვეტის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება.თეთრი სახლის განცხადებაში, რომლის სათაურია „რადიკალური ამერიკის ხმა“, მოყვანილია ციტატები სხვადასხვა მედიასაშუალებიდან, რომლებშიც „ამერიკის ხმას“ ჟურნალისტური სტანდარტების დარღვევასა და პასუხისმგებლობისგან მუდმივ თავის არიდებაში ადანაშაულებენ.თეთრ სახლში განაცხადეს, რომ „ამერიკის ხმის“ რამდენიმე რეპორტიორი აქვეყნებდა ტრამპის საწინააღმდეგო კომენტარებს თავიანთ პროფესიულ ანგარიშებში სოციალურ ქსელ „იქსში“. ტრამპის ადმინისტრაცია განმარტავს, რომ ეს ხდებოდა იმ პირობებში, როდესაც „ამერიკის ხმის“ სოციალური მედიის პოლიტიკა ავალდებულებს ამ მედიასაშუალების თანამშრომლებს, სოციალურ ქსელებში იყვნენ მიუკერძოებლები.თეთრმა სახლმა ასევე მოიყვანა შემდეგი არგუმენტები: 2020 წელს „ამერიკის ხმა“ წერდა რუსეთის შესაძლო როლზე აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის შვილის, ჰანთერ ბაიდენის ლეპტოპის გარშემო აგორებულ სკანდალზე, რაც ტრამპის ადმინისტრაციამ აღიქვა, როგორც „სიმართლის დამალვის“ მცდელობა;„ამერიკის ხმის“ ხელმძღვანელობამ თანამშრომლებს სთხოვა, არ მოეხსენიებინათ „ჰამასი“ და მისი წევრები ტერორისტებად, „გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ხდება ოფიციალური განცხადებების ციტირება“;2019 წელს მაუწყებელმა გაუშვა სიუჟეტი ტრანსგენდერი მიგრანტების შესახებ, რომლებიც აშშ-ში თავშესაფარს ეძებენ.თეთრი სახლის განცხადებაში აღნიშნულია, რომ „პრეზიდენტ დონალდ ტრამპის აღმასრულებელი ბრძანება უზრუნველყოფს, რომ გადასახადების გადამხდელები აღარ დააფინანსებენ რადიკალურ პროპაგანდას“.ცნობისთვის, 15 მარტის საღამოს ცნობილი გახდა, რომ „ამერიკის ხმის“ თანამშრომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი „ადმინისტრაციულ“ შვებულებაში გაუშვეს, მათ შეუზღუდეს წვდომა ელფოსტაზე. ჟურნალისტებს არ აქვთ სამუშაოს შესრულების უფლება.მედიის ცნობით, ტრამპის ადმინისტრაციამ ასევე შეატყობინა RFE/RL-ის (რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება) ქსელს დაფინანსების გაუქმების შესახებ. „რადიო თავისუფლებაში“ ამ გადაწყვეტილებას უწოდეს „საჩუქარი ამერიკის მტრებისთვის“.

ლევან ხაბეიშვილი – სალომე ზურაბიშვილი რას საუბრობს, ჩემთვის აქტუალური და საინტერესო არ არის, კოორდინირებულად უნდა ვიმუშაოთ ქართველ ხალხთან

სალომე ზურაბიშვილი, არ ვიცი, რას საუბრობს, დიდი ინტერესიც არ მაქვს. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი ხალხის დამოკიდებულება ამ ხელისუფლების მიმართ, ძალას უნდა დაუპირისპირდეს ძალა, კოორდინირებულად უნდა ვიმუშაოთ ქართველ ხალხთან, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.მისი თქმით, კოორდინირება უნდა იყოს ქართველ ხალხთან, რაც რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას ეხება.„კოორდინაციას რაც შეეხება, ეს ჩემთვის ეს არ არის საინტერესო, ვისაც აინტერესებს, მან უსმინოს.ერთადერთი საკითხი შეიძლება იყოს პრობლემური დღეს, ეს არის კოორდინირება პოლიტიკოსებსა და ქართველ ხალხს შორის. ძალიან მნიშვნელოვანია, ეს კოორდინაცია არსებობდეს. კონკრეტული ადამიანები კონკრეტული სიტყვების მოგონებით, რომ მე ამას გავაკეთებ, 31-32 მარტს რაღაცას ვიზამ და შევქმნი, ეს არ არის ჩემთვის საინტერესო. ჩემთვის საინტერესოა ყოველდღიური ბრძოლა რეჟიმის წინააღმდეგ, მათ შორის ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს მოგვიწევს ფიზიკურად. თუ ფიქრობთ, რომ ფიზიკური ბრძოლა, წინააღმდეგობა, პირობითად ვამბობ, არ არის ვინმესთვის მისაღები, მაშინ ის არც უნდა იყოს ამ პროცესში, და რატომ? იმიტომ, რომ ხელისუფლება დღეს გვაკითხავს სახლში 5000 ლარიანი ჯარიმებით, მარბიელი რაზმებით, ცემა-ტყეპით, სროლით, მუქარით. ამიტომ უნდა გვესმოდეს, ძალას უნდა დავუპირისპიროთ ძალა და მხოლოდ ასე დავამარცხებთ ივანიშვილს. ეს ადამიანი ჩემთვის აქტუალური და საინტერესო არ არის. მე მისგან არასდროს არაფერი მომითხოვია. ის ვალდებული იყო, რუსული აგენტურის მიერ გასამართლებული პრეზიდენტი ციხეში არ ჩაეტოვებინა. მე, პირადად, და ჩემს პარტიას მოთხოვნა, რომ ეს უნდა გააკეთოს, არ გვქონია. ის იყო ვალდებული, რომ ეს გაეკეთებინა. არ გააკეთა? ეს მისი პოლიტიკური მომავლის და ღირებულებების საკითხია. ვწუხვარ მის გამო. მე არ მაინტერესებს ეს ადამიანი, სურვილი არ მაქვს, რომ შევაფასო. აღარ არის პრეზიდენტი, მიუხედავად იმისა, რომ არალეგიტიმური პრეზიდენტი გვყავს, ასევე სალომე ზურაბიშვილსაც რაღაც დროის მერე ვადა ხომ გასდიოდა, ეს ხომ ჩვეულებრივი ამბავია? შესაბამისად, დღეის მდგომარეობით ეს ადამიანი ჩემთვის არ არის საინტერესო“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

„ბრიუსელის იმპერიას არ სურს უკრაინის დახმარება, არამედ სურს მისი კოლონიზაცია“ – ვიქტორ ორბანი

"ბრიუსელის იმპერიას არ სურს უკრაინის დახმარება, არამედ მისი კოლონიზაცია," - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა."ევროპის მმართველებმა გადაწყვიტეს, რომ უკრაინამ უნდა გააგრძელოს ომი იმის მიუხედავად, თუ რა ჯდება ეს. სანაცვლოდ ისინი მიიღებენ სწრაფად გაწევრიანებას კავშირში, ჩვენი ფულით. ამაზე მხოლოდ ერთი პასუხი შეგვიძლია გვქონდეს: კავშირი, მაგრამ უკრაინის გარეშე," - აღნიშნა ორბანმა.

“სადაც კი ჩვენი ქვეყნისთვის პოზიტიური რამ კეთდება, იქ რადიკალები არიან ამ ყველაფრის წინააღმდეგ” – დავით მათიკაშვილი ნარკოპოლიტიკაზე

ანტინარკოტიკული რეფორმის ფარგლებში შემუშავებულ ახალ საკანონმდებლო ცვლილებებს ხვალ ჯანდაცვის კომიტეტი განიხილავს. ინიციატივა, რომლის მიზანიც ნარკოპოლიტიკის გამკაცრებაა, სანქციებს უზრდის რეალიზატორებს. მცირე ოდენობის ნარკოტიკული საშუალების გაყიდვის შემთხვევაში, გამსაღებელს 12-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.გასაღების ნაწილში გამკაცრება ეხება მარიხუანით მოვაჭრეებსაც. თუ მომხმარებლებს დაუდასტურდებათ ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების ფაქტი, მათ ადმინისტრაციულ ჯარიმასთან ერთად, 3 წლით მართვის მოწმობა ჩამოერთმევათ, 5 წლის განმავლობაში კი ვერ იმუშავებენ საჯარო სამსახურსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებში."ქართულ ოცნებაში"  ამბობენ, რომ მათი მიზანი ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა."ნარკოპოლიტიკის გამკაცრებას აქვს ერთადერთი ეს მიზანი, სხვა მიზანი ამას არ გააჩნია. ეს არის ჩვენი მომავალი თაობის როგორც დღევანდელობის, ასევე ჩვენი მომავლის დაცვის ერთ-ერთი ინსტრუმენტი იყოს სახელმწიფო, ადეკვატური და სწორი ასეთი მძიმე გამოწვევების წინააღმდეგ, რაც ბუნებრივია, რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგში არ შედის. მათთვის, ის, რაც ჩვენი ქვეყნისთვის არის პოზიტიური და საოზოგადოებისთვის არის კარგი, ეწინააღმდეგება რადიკალების დღის წესრიგს, ამიტომ ყოველთვის, არამარტო ნარკოპოლიტიკაზე, თქვენ შეგიძლიათ ისტორიულად გადაავლოთ თვალი ნებისმიერ საკანონმდებლო ცვლილებას, მათ შორის ისეთ ცვლილებებს, რომლებიც მაგალითად კანდიდატის სტატუსის მოპოვებაში დაეხმარა ჩვენს ქვეყანას. სადაც კი ჩვენი ქვეყნისთვის პოზიტიური რამ კეთდება, იქ რადიკალები არიან ამ ყველაფრის წინააღმდეგ", - აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე  დავით მათიკაშვილი.

ვინ მიიღებს მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში – “ქართულ ოცნებას” ოპოზიციის პოზიციის არ სჯერა

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები კიდევ ერთი საკითხია, სადაც ოპოზიციის პოზიცია ერთიანი არ არის. 4 ოქტომბრამდე 7 თვე რჩება, არჩევნებში მონაწილეობაზე მკაფიო უარი კი, ჯერ მხოლოდ "ნაციონალურმა მოძრაობამ" და "ფედერალისტებმა" თქვეს.მაშინ, როცა ოპოზიციის ერთი ნაწილი უარზეა, მეორე ნაწილი ჯერ ვერ ჩამოყალიბდა. ხელისუფლების ოპონენტები პოლიტიკურ კრიზისზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ვითარების განმუხტვის გზა ახალ საპარლამენტო არჩევნებზე გადის.მარცხის შიში და დაბალი პოლიტიკური რეიტინგი მმართველი გუნდისთვის ის მთავარი მიზეზებია, რომლის გამოც ოპოზიცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე უარს ამბობს. "ქართული ოცნების" ლიდერები დარწმუნებულები არიან, რომ მათ ოპონენტებს ნულოვანი შანსი აქვთ.4 ოქტომბრის არჩევნები "გირჩისთვის" ახალი შანსია, რომ პოლიტიკურ ველზე საკუთარი ადგილი ისევ დაიმკვიდროს, ამიტომ მზადება უკვე დაიწყეს. "გირჩში" იმედოვნებენ, რომ კოლეგა ოპოზიციონერების პრინციპული გადაწყვეტილება დროებითი არ იქნება.ოპოზიციის პოზიციის სიმტკიცეში ეჭვი ეპარება მმართველ გუნდს. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ მათი ოპონენტები დამოუკიდებლად ვერ მოქმედებენ და ამიტომ უარის თანხმობით შეცვლა სახელისუფლებო გუნდისთვის მოულოდნელი არ იქნება.ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერს გაიმართება. შეიცვლის თუ არა ოპოზიცია პოზიციას, ამის გასარკვევად 7 თვე რჩება.

ბოლო სიახლეები