სამშაბათი, მარტი 17, 2026

ჯიმ ო’ბრაიენი: აშშ გმობს და არ აღიარებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ ფიქტიურ საპარლამენტო არჩევნებს, სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას

ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო’ბრაიენი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ეხმაურება.

როგორც ჯიმ ო’ბრაიენი სოციალურ ქსელში წერს, „შეერთებული შტატები გმობს და არ აღიარებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ ფიქტიურ საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც საქართველოს თანხმობის გარეშე ჩატარდა“.

„ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – წერს ჯიმ ო’ბრაიენი.

თარგმანი: პირველი არხი

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორი – პატრიარქის მდგომარეობა რჩება კვლავ მძიმე, საყურადღებო – კონსილიუმი შეჯერდა და თანხმდებიან, რომ ამ ეტაპზე მიმდინარე ყველა სამკურნალო ღონისძიება არის...

პაციენტის მდგომარეობა რჩება კვლავ მძიმე, საყურადღებო - კონსილიუმი შეჯერდა და თანხმდებიან, რომ ამ ეტაპზე მიმდინარე ყველა სამკურნალო ღონისძიება არის ადეკვატური,- ამის შესახებ კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორმა, სოფიო ასპანიძემ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს, ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განაცხადა.მისი განმარტებით, პატრიარქს ყოველ საათში უტარდება ანალიზები და „შედეგები საკმაოდ საყურადღებოა“.„პაციენტის მდგომარეობა რჩება კვლავ მძიმე, საყურადღებო. მიმდინარეობს მულტიდისციპლინური მართვა. თქვენ როგორც მოგეხსენებათ, ამავდროულად, შეიკრიბა კონსილიუმი, რომელმაც გააერთიანა ჩვენი ქვეყნის წამყვანი რეანიმატოლოგები, ფაქტობრივად, ყველა შეჯერდა და თანხმდებიან, რომ ამ ეტაპზე მიმდინარე ყველა სამკურნალო ღონისძიება არის ადეკვატური და ვფიქრობთ, რომ ერთობლივი ძალისხმევით მოვახდინოთ დაკვირვება ყველა პარამეტრის და მაქსიმალურად შეთანხმებულად ვიაროთ პატრიარქის ჯანმრთელობის მართვის საკითხებში. რა თქმა უნდა, პაციენტს უტარდება ყოველ საათობრივად ანალიზი, კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში მოთავსებულ პაციენტებს, ზოგადად, გაცილებით ინტენსიურად უტარდებათ ანალიზები. მაჩვენებლები კვლავ საკმაოდ საყურადღებოა“, - განაცხადა სოფიო ასპანიძემ.კითხვაზე იგეგმება თუ არა უცხოელი ექიმების ჩამოყვანა, კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა მიიღოს, თუმცა ისინი ყველანაირი თანამშრომლობისთვის მზად არიან.„ჩვენ ღია ვართ ყველანაირი თანამშრომლობისთვის და აბსოლუტურად ყველანაირი კოოპერაციისთვის“, - განაცხადა კლინიკის დირექტორმა.

შალვა პაპუაშვილი – მნიშვნელოვანია, ყველა ერთად ვიდგეთ, ჯანდაცვის სამინისტრო, თითოეული ექიმი ყველაფერს აკეთებენ, რომ პატრიარქის მდგომარეობა გაუმჯობესდეს

მნიშვნელოვანია, ყველამ ერთად ვილოცოთ ჩვენი პატრიარქისთვის, ვუსურვოთ მას სიმხნევე და გამოჯანმრთელება, – ამის შესახებამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომელიც კავკასიის მედიცინის ცენტრში იმყოფებოდა.მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო, თითოეული ექიმი ყველაფერს აკეთებენ, რომ პატრიარქის მდგომარეობა გაუმჯობესდეს.„მნიშვნელოვანია, ყველამ ერთად ვილოცოთ ჩვენი პატრიარქისთვის, ვუსურვოთ მას სიმხნევე და გამოჯანმრთელება. ახლა მნიშვნელოვანია, ყველა ერთად ვიდგეთ, ვილოცოთ მისთვის. იცით, რომ კონსილიუმია, განიხილავენ საკითხებს, რა როგორ უნდა გადაწყდეს. სახელმწიფო, ჯანდაცვის სამინისტრო, თითოეული ექიმი ყველაფერს აკეთებენ, რომ სამედიცინო ჩარევით შესაძლებელი გახდეს მისი ჯანმრთელობის გაუმჯობესება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ირაკლი კობახიძე – მინდა, პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს პატრიარქის ჯანმრთელობაზე მაქსიმალური ზრუნვისთვის, მადლობა ექიმებს და ჯანდაცვის მინისტრს

მინდა, პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს კავკასიის მედიცინის ცენტრთან განუცხადა, სადაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქია მოთავსებული.პრემიერ-მინისტრის თქმით, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რათა პატრიარქის ჯანმრთელობაზე გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა.„მე რომ გავაკეთო პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე განცხადება, ალბათ არასწორი იქნება. გამოვლენ კონსილიუმის, კლინიკის წარმომადგენლები და ისინი გააკეთებენ კომენტარს. ჩემგან არ იქნება სწორი. მინდა, პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო. მადლობას გადავუხდი ექიმებს. ყველა არის ბოლომდე ჩართული, მაქსიმუმს აკეთებენ, რათა სათანადოდ იზრუნონ პატრიარქის ჯანმრთელობაზე. მადლობა ასევე მინისტრს, რომელიც ბოლომდეა ყველაფერში ჩართული. სახელმწიფო რა თქმა უნდა ყველაფერს გააკეთებს, რათა გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე. ყველაფერზე კომენტარს გააკეთებენ ჯანდაცვის მინისტრი, კონსილიუმის და კლინიკის წარმომადგენლები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ გვიან ღამით გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, პატრიარქს კუჭიდან ძლიერი სისხლდენა ჰქონდა, რის გამოც მას შესაბამისი პროცედურები ჩაუტარდა და მოხდა სისხლდენის შეჩერება. როგორც კავკასიის მედიცინის ცენტრში აცხადებენ, ილია მეორე ამ ეტაპზე კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

უკრაინის პრემიერ-მინისტრი – ისტორიაში პირველად, უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანების პირობების სრული პაკეტი მიიღო

ბრიუსელში მყოფმა უკრაინის დელეგაციამ ევროკავშირისგან გაწევრიანების პირობები მოლაპარაკებების ბოლო სამ კლასტერზე მიიღო, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა იულია სვირიდენკომ განაცხადა.მისი თქმით, აღნიშნული სამი კლასტერია: „კონკურენტუნარიანობა და ინკლუზიური განვითარება“, „მწვანე დღის წესრიგი და მდგრადი განვითარება“ და „რესურსები, სოფლის მეურნეობა და ინტეგრაციის პოლიტიკა“.„ამიერიდან, ისტორიაში პირველად, უკრაინას აქვს პირობების სრული პაკეტი, რომელიც უნდა დაკმაყოფილდეს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის“, - აღნიშნა უკრაინის პრემიერმა.მისი თქმით, 2025 წლის ბოლოს უკრაინის ხელისუფლებამ მიიღო პირობები - საორიენტაციო მაჩვენებლები - სამი სხვა კლასტერისთვის: „ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის საფუძვლები“, „შიდა ბაზარი“ და „საგარეო ურთიერთობები“.„ჩვენ თავდაჯერებულად მივდივართ ევროპული ინტეგრაციის დაგეგმილ გზაზე. შემდეგი ნაბიჯებია ამ კლასტერების წარმატებით დახურვა და გაწევრიანების შეთანხმების ხელმოწერა, რაც იქნება საბოლოო ნაბიჯი უკრაინის ევროკავშირში სრულუფლებიანი წევრობისკენ“, - აღნიშნა სვირიდენკომ.მისი თქმით, მთავრობა გააგრძელებს გაწევრიანების პირობების შესრულებას, მათ შორის რეფორმების განხორციელებით.

კახა კალაძე პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობას გაეცნო

თბილისის მერი კახა კალაძე „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ იმყოფებოდა, სადაც საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორეა მოთავსებული.თბილისის მერიის ინფორმაციით, კახა კალაძემ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძისგან პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა.დედაქალაქის მერი ასევე შეხვდა კლინიკაში შეკრებილ სასულიერო პირებსა და საპატრიარქოს წარმომადგენლებს და უწმინდესს მალე გამოჯანმრთელება უსურვა.ილია მეორე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო კლინიკაში გუშინ, გვიან ღამით გადაიყვანეს. მედიკოსების ინფორმაციით, კათოლიკოს-პატრიარქი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

ბოლო სიახლეები