ცეცხლის შეწყვეტა ხშირად სრულყოფილი არ არის, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა თეთრ სახლში პრესსკონფერენციაზე განაცხადა.
ჟურნალისტმა ვიცე-პრეზიდენტს ჰკითხეს ქურდისტანის რეგიონზე დრონების შეტევების შესახებ, რომლებიც აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეთანხმების მიუხედავად არ შეჩერებულა.
როგორც ვენსმა აღნიშნავს, მოქალაქეებზე ნებისმიერი შეტევა მიუღებელია.
„სამწუხაროდ, ცეცხლის შეწყვეტა ხშირად სრულყოფილი არ არის, მაგრამ ძალადობის მნიშვნელოვან შემცირებას ვხედავთ“, -აღნიშნა ვენსმა.
მან ასევე მაგალითად მოიყვანა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტა, სადაც შეთანხმების მიუხედავად საბრძოლო მოქმედებები გაგრძელდა.
როგორც ვენსმა აღნიშნა, აშშ-ის ორი ვარიანტი აქვს, სამშვიდობო მოლაპარაკებები ან ომი.
„პრეზიდენტმა გვთხოვა, გვითხრა, რომ ირანელებთან აგრესიულად ვაწარმოოთ მოლაპარაკებები. არსებობს ვარიანტი „ბე“, რომლის მიხედვითაც შეგვეძლო სამხედრო კამპანიის განახლება და ამერიკის მიზნების მიღწევა. ეს არ არის ის, რაც პრეზიდენტს სურს. მგონია, რომ ირანელებსაც არ სურთ“, -აღნიშნა ვენსმა.

