აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი აცხადებს, რომ ირანს ბირთვული იარაღის ფლობის შემთხვევაში კვლავ მოუწევს ამერიკელ სამხედროებთან შეჯახება. ამის შესახებ ვენსმა „ფოქს ნიუსის“ ეთერში განაცხადა.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გავანადგურეთ ირანის ბირთვული პროგრამა, ჩვენ იმედი და მოლოდინი გვაქვს, რომ ისინი არ ცდილობენ ამ პროგრამის აღდგენას“, – თქვა ვენსმა.
მისი თქმით, ირანი ძალიან ახლოს იყო ბირთვულ იარაღთან, თუმცა ჟურნალისტის კითხვას, თუ სად მდებარეობს ირანის გამდიდრებული ურანი, ვენსმა თავი აარიდა. ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ურანის ადგილმდებარეობა არ არის მნიშვნელოვანი კითხვა.
„მიზანი იყო ურანის გამდიდრების და მათი უნარის აღმოფხვრა, ეს გამდიდრებული ურანი ბირთვულ იარაღად გადაეკეთებინათ. მე ნამდვილად ვფიქრობ, რომ ეს მნიშვნელოვანი პუნქტია“, – თქვა ვენსმა.