ხუთშაბათი, ოქტომბერი 30, 2025

ჯეი დი ვენსი – დონალდ ტრამპმა ახლო აღმოსავლეთში ისტორიულ მშვიდობას მიაღწია, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში რჩება, ეს არ ნიშნავს, რომ მცირე შეტაკებები არ იქნება

დონალდ ტრამპმა ახლო აღმოსავლეთში ისტორიულ მშვიდობას მიაღწია, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში რჩება, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა.

ვენსმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, შეიძლება თუ არა ისრაელის მიერ ღაზაზე იერიშის ბრძანება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დასრულებას ნიშნავდეს.

„ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში რჩება. ეს არ ნიშნავს, რომ მცირე შეტაკებები არ იქნება“, – აღნიშნა ვენსმა.

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ თავდაცვის ძალებს უბრძანა, „დაუყოვნებლივი და მძლავრი დარტყმები მიიტანონ ღაზის სექტორზე“, ისრაელმა ქალაქ ღაზაზე შეტევა განახორციელა. როგორც ისრაელის მედია წერს, აღნიშნული გადაწყვეტილება „ჰამასის“ მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის პირობების მორიგი დარღვევის გამო მიიღეს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი კობახიძე – გახარიას პარტიას უარი რომ ეთქვა მანდატებით სარგებლობაზე, აუცილებლად იქნებოდა საკონსტიტუციო სარჩელის ნაწილი, ბოლო მომენტში უარი თქვეს საბოტაჟზე, რითაც სამართლებრივად თავი გადაირჩინეს

გახარიას პარტიას უარი რომ ეთქვა საპარლამენტო მანდატებით სარგებლობაზე, აუცილებლად იქნებოდა საკონსტიტუციო სარჩელის ნაწილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.ირაკლი კობახიძის თქმით, პარლამენტში შესვლით გახარიას პარტიამ სამართლებრივად თავი გადაირჩინა საკონსტიტუციო სარჩელში მონაწილეობისგან.„მთავარი არის პარლამენტი, რადგან ადგილობრივი თვითმმართველობა თავისი არსით არის ადმინისტრაციული დონის ხელისუფლება და პოლიტიკური დონის ხელისუფლება არის პარლამენტი. ამიტომ, პოლიტიკური პროცესისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საპარლამენტო მანდატებით სარგებლობას. რაც შეეხება გახარიას, მათ რომ უარი ეთქვათ საპარლამენტო მანდატებით სარგებლობაზე ან თუნდაც ის მდგომარეობა რომ შეენარჩუნებინათ, რაც მანამდე იყო – როდესაც თან იყვნენ შემოსული და თან – არა, ამ შემთხვევაში, ეს პარტია აუცილებლად იქნებოდა ამ სარჩელის ნაწილი. რეალურად, პარლამენტში შემოსვლით მათ გადაირჩინეს თავი სამართლებრივად ამ სარჩელში მონაწილეობისგან. ეს იყო მათ მიერ გადადგმული ნაბიჯი. მათ მიმართ ბრალდების მთავარი საყრდენი იქნებოდა საბოტაჟი და ბოლო მომენტში მათ უარი თქვეს საბოტაჟზე. ამით გადაირჩინეს სამართლებრივად თავი ამ პროცედურაში მონაწილეობისგან“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ჯეი დი ვენსი აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომმა ისეთ ეტაპს მიაღწია, როდესაც ორივე მხარის ინტერესშია საომარი მოქმედებების შეწყვეტა

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომმა ისეთ ეტაპს მიაღწია, როდესაც ორივე მხარის ინტერესშია საომარი მოქმედებების შეწყვეტა, – ამის შესახებ ვენსმა Pod Force One-თან ინტერვიუში ისაუბრა.ვენსის თქმით, „კონფლიქტის მიმდინარეობის შესახებ მისი პროგნოზები არაერთხელ შეცვლილა“.„რუსების მიერ დაკავებული ტერიტორიის მოცულობა ძალიან მცირეა და ამ პროცესში ისინი ბევრ ადამიანს კარგავენ. ასევე უკრაინელებიც — მათ ბევრი პრობლემა აქვთ. ჩვენ ნამდვილად გვჯერა, რომ მივედით იმ წერტილამდე, სადაც რუსეთისა და უკრაინის ინტერესებშია საომარი მოქმედებების შეწყვეტა. პრეზიდენტს შეუძლია მხოლოდ კარი გახსნას მოლაპარაკებებისთვის, თუმცა ის ვერ აიძულებს ვერცერთ მხარეს, ამ კარში შევიდეს“, – აღნიშნა ჯეი დი ვენსმა.

ირაკლი კობახიძე – ქვეყანა კოლექტიური „ნაცმოძრაობისგან“ უნდა დავასვენოთ, ამას ემსახურება სარჩელი, რომ არ ყოფილიყო რადიკალიზმი, რევოლუციის მცდელობები, ეკონომიკაც მეტად წაიწევდა წინ

თუ გინდა რადიკალიზმი, თუ გინდა პოლარიზაციის გაღვივება, შენ უნდა მიგიჩინოს სამართლებრივმა სისტემამ შენი ადგილი, ზუსტად ამას ემსახურება საკონსტიტუციო სარჩელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რადიკალური პოლიტიკური ძალები საარჩევნო პროცესებში ვეღარ ჩაერთვებიან, ეს არის პრინციპული.„ნებისმიერ ქვეყანაში მთავარ შედეგად პარტიების აკრძალვა იძლევა ამ მოცემულობას, რომ არაკონსტიტუციური პარტიები ვეღარ იღებენ მონაწილეობას არჩევნებში. ეს არის კლასიკური ამოცანა ნებისმიერ ქვეყანაში პარტიის აკრძალვის. გახსოვთ, რომ ყოველ ჯერზე რადიკალიზმის, პოლარიზაციის გაღვივებისთვის მთავარ ინსტრუმენტად ეს პოლიტიკური პარტიები იყენებდნენ ხოლმე სწორედ არჩევნებს და ეს ინსტრუმენტიც გამოეცლებათ იმ პირობებში, როდესაც ისინი აღარ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას. არჩევნებში არ არის ამ პოლიტიკური პარტიების ადგილი. თუ გინდა რადიკალიზმი, თუ გინდა პოლარიზაციის გაღვივება, შენ უნდა მიგიჩინოს სამართლებრივმა სისტემამ შენი ადგილი. ზუსტად ამას ემსახურება ეს სარჩელი. არ შეიძლება, ასეთმა პარტიებმა არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა. არსებობს ასეთი კონცეფცია სამართლის თეორიაში, რომელსაც ძალიან ხშირად იყენებს მართლმსაჯულება, მათ შორის ჩვენი საკონსტიტუციო სასამართლო, სტრასბურგის სასამართლო, ამ კონცეფციას ეწოდება თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის კონცეფცია, ასეთი ხატოვანი გამონათქვამიც არის, რომ არავითარი თავისუფლება, თავისუფლების მტრებს – ასეთი კონცეფციით ხდება ხოლმე პარტიების აკრძალვა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.მისივე თქმით, დემოკრატიულმა სისტემამ თავი უნდა დაიცვას ისეთი პოლიტიკური ძალებისგან, რომლებიც დემოკრატიას უპირისპირდებიან.„ნონსენსია, შენ ისარგებლო დემოკრატიის კონკრეტული სიკეთეებით, თუ თავად უპირისპირდები დემოკრატიის იდეას. იცით, რომ ეს პოლიტიკური ძალები ძირშივე უპირისპირდებიან დემოკრატიის იდეას, ამიტომ ასეთმა ძალებმა დემოკრატიით არ უნდა ისარგებლონ. ეს არის თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის კონცეფციის არსი და ზუსტად ამას ეფუძნება ის სარჩელი, რომელიც მომზადებულია საკონსტიტუციო სასამართლოში წარსადგენად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.კობახიძის შეფასებით, რომ არ ყოფილიყო ეს რადიკალიზმი, რევოლუციის ხუთი მცდელობა, ეკონომიკაც უფრო მეტად წაიწევდა წინ და  მოსახლეობის სოციალური მდგომარეობაც კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესდებოდა.„ჩვენ რომ სერიოზული განზრახვა გვამოძრავებს, ეს გამოჩნდა სარჩელით, სარჩელის ტექსტით, რომელიც ოფიციალურად ხვალ წარედგინება საკონსტიტუციო სასამართლოს. შეიძლება სუბიექტურად, ჩვენ გარკვეულ უპირატესობას გვაძლევდეს ის ფაქტი, რომ ერთადერთი რეალური ოპონენტი არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, ეს რადიკალური პოლიტიკური ძალა, მაგრამ აქ საქმე არ ეხება „ქართული ოცნების“ სუბიექტურ ინტერესს. აქ, საქმე ეხება ქვეყნის სუბიექტურ და ობიექტურ ინტერესს. ჩვენ  ვინარჩუნებთ ხელისუფლებას, ვახერხებთ ვიზრუნოთ ქვეყნის განვითარებაზე, მაგრამ იმ პირობებში, როდესაც ქვეყანამ ვერ დაძლია რადიკალიზმი, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერს აფერხებს, მათ შორის, ეკონომიკურ ზრდას. კი ბატონო, გვაქვს მაღალი მაჩვენებლები, მაგრამ ეს მაჩვენებლებიც ბევრად უფრო მაღალი იქნებოდა, ჩვენთან რომ იყოს არა რადიკალიზმი, არამედ ჯანსაღი, დემოკრატიული კონკურენცია პოლიტიკურ პარტიებს შორის. 9.7% იყო საშუალო წლიური ზრდა ბოლო წლების განმავლობაში და 9.7%-ის მაგივრად შეიძლებოდა ყოფილიყო, მაგალითად 12.7%, რომ არ ყოფილიყო ამ წლების განმავლობაში რევოლუციის მოწყობის 5 მცდელობა. 5 მცდელობა იყო რევოლუციის მოწყობის და ჩვენ დოლარში ნომინალური ეკონომიკა გავაორმაგეთ და უფრო მეტად გავზარდეთ. წარმოიდგინეთ, რომ არ ყოფილიყო ეს რადიკალიზმი, რევოლუციის 5 მცდელობა, ეკონომიკაც უფრო მეტად წაიწევდა წინ. ეს ნიშნავს იმას, რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობაც კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესდებოდა, მაგრამ ეს რადიკალიზმი არ გვაძლევს მაქსიმალური შედეგების მიღწევის საშუალებას. ამიტომ, ქვეყანა უნდა დავასვენოთ ამ რადიკალური პოლიტიკური ძალისგან, რასაც ჰქვია კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ და ზუსტად ამას ემსახურება ის სარჩელი, რომელიც გვაქვს მომზადებული“, –  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძე – პარტიების აკრძალვა ჩვენი სუბიექტური ინტერესი არ არის, 13 წელია, ზედიზედ ათი არჩევნები მოვიგეთ, გვამოძრავებს ობიექტური ინტერესი, რომ უზრუნველვყოთ ჯანსაღი სისტემის ჩამოყალიბება

უკვე 13 წელია, ჩვენ ზედიზედ ათი არჩევნები მოვიგეთ იმ პოლიტიკურ ძალასთან, რომლის აკრძალვაზეც არის საუბარი; დღესდღეობით სუბიექტურად ჩვენთვის ეს არ არის პრობლემა, „ქართული ოცნება“ რჩება ხელისუფლებაში, იღებს ქართველი ხალხისგან მანდატს ყოველ ჯერზე, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, მთავარია, რომ ქვეყნის ინტერესები უნდა იყოს დაცული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.ირაკლი კობახიძის თქმით, ყოველ ჯერზე არჩევნებში გამარჯვება მმართველ გუნდს საბოლოო ჯამში არ აძლევს ქვეყანაში სრულფასოვანი პოლიტიკური დემოკრატიული სისტემის ჩამოყალიბების შესაძლებლობას და საკონსტიტუციო სარჩელის მომზადებისას სწორედ ეს პასუხისმგებლობა იყო მთავარი.„შეიძლება, ჩვენ ვიგებდეთ ყოველ ჯერზე არჩევნებს, ვინარჩუნებდეთ ჩვენს მანდატს, რომელსაც ხალხისგან ვიღებთ არჩევნებზე, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ეს ვერ გვაძლევს მთავარი ამოცანის შესრულების შესაძლებლობას – ეს არის ის, რომ ჩვენ უნდა ჩამოვაყალიბოთ ქვეყანაში ნამდვილი, სრულფასოვანი პოლიტიკური დემოკრატიული სისტემა. ეს პასუხისმგებლობა გვამოძრავებს სწორედ. არა სუბიექტური ინტერესი, რომ დავრჩეთ ხელისუფლებაში. ისედაც ვახერხებთ. გვიადვილებს კიდეც რაღაც კუთხით ამ პოლიტიკური ძალების არსებობა ხელისუფლებაში დარჩენას. როდესაც შენი ერთადერთი ოპონენტი არის სრულიად გაცვეთილი პოლიტიკური ძალა, რა თქმა უნდა, ეს შანსებს გიზრდის მმართველ პარტიას. ეს არ არის სუბიექტური ინტერესი. ჩვენ გვამოძრავებს ობიექტური ინტერესი, რომ საქართველოში უზრუნველვყოთ ჯანსაღი სისტემის ჩამოყალიბება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

არუნ ხათრი განმარტავს, რატომ უნდა მიიღოთ 3 ჭიქა ცხელი წყალი დღის განმავლობაში

ინდური ხალხური მედიცინის ექსპერტი არუნ ხათრი განმარტავს, რა სარგებლობა მოაქვს ორგანიზმისთვის დღეში 3 ჭიქა ცხელი წლის დალევას.„დღეში სამი ჭიქა ცხელი წყალი, ჩვენი ნერვული სისტემისთვის არის სასწაული. დილით პირველი ჭიქა წყალი, დამჯდარ მდგომარეობაში უნდა დალიო. შუა დღეს ერთ ჭიქა წყალი ჭამის შემდეგ და ღამე ძილის წინ. 15 დღეში დაინახავთ შედეგს“.ნახეთ ვიდეო ვრცლად ⇓ 

ბოლო სიახლეები