ხუთშაბათი, იანვარი 23, 2025

ჯეილო საქართველოდან – ნუცა ბუზალაძის ახალი სახელი ამერიკაში უკვე მილიონობით მოქალაქემ იცის

ჯეილო საქართველოდან – ქართველი მომღერლის ახალი სახელი ამერიკაში უკვე მილიონობით მოქალაქემ იცის. “რუსთავი2”-ის პროექტებიდან დაწყებული კარიერა ნუცა ბუზალაძემ პროექტ ამერიკულ ვარსკვლავში განაგრძო. ქართველმა შემსრულებელმა ჟიურიც და მსმენელიც კონკურსის პირველივე ტურში გააოცა.

ნუცა ბუზალაძეს სიმღერის შემდეგ, ფეხზე წამოუდგნენ მსოფლიო პოპ ვარსკვლავი კეტი პერი და ჟიურის სხვა არანაკლებ ცნობილი წევრები. გუშინდელი ტურის შემდეგ კი, ასობით მონაწილიდან ნუცა ბუზალაძე ტოპ 24-ში მოხვდა. წინ ლაივ შოუებია სადაც გამარჯვებულს ერთდროულად გამოავლენს მაყურებელი და ჟიური. ბუზალაძე “ამერიკული ვარსკვლავის” ვარსკვლავი უკვე გახდა, გაიმარჯვებს თუ არა ის ქვეყნის ყველაზე პრესტიჟულ კონკურსში ეს რამდენიმე კვირაში გაირკვევა.

ემოციური იყო ზარი, რომელიც ამერიკიდან საქართველოში პირდაპირი ჩართვით მთელმა მსოფლიომ ნახა. პროექტის სცენიდან, პირველი ემოცია ნუცა ბუზალაძემ დედას გაუზიარა.

ნუცა ერთადერთი უცხოელია ყველაზე პრესტიჟულ ამერიკულ პროექტში, სადაც მუსიკალურ ტალანტებს ირჩევენ. ქართველი მომღერლის პირველმა გამოჩენამ ვარსკვლავური ჟიურის წინაშე, დიდი ოვაციები გამოიწვია.

ჰოლივუდური ცხოვრება და გზა წარმატებისკენ, არც ამერიკაში აღმოჩნდა მარტივი. ”დუეტების ტურზე” ნუცა ბუზალაძეს პარტნიორთან დაძაბულობა ჰქონდა. ყველაფერი კი ღამის 3 საათზე, რეპეტიციის სურვილით დაიწყო. კონკურენტი მიხვდა, რომ ნუცა მას ვოკალური შესაძლებლობებით აჯობებდა, ამიტომ სიმღერის წინ, სცენაზე მან არასწორი და საკმაოდ უხერხული ტაქტიკა აირჩია.

სცენაზე ნამღერით და მონათხრობით ჟიურის სამივე წევრი კარგად მიხვდა, თუ ვინ იმსახურებდა გამარჯვებას. შემდეგ ტურში ნუცა ბუზალაძე გადავიდა, კარინამ კი პროექტი დატოვა.

ნუცა ბუზალაძის “ამერიკული ვარსკვლავის” ძირითად შემადგენლობაშია. ლაივ შოუებზე მაყურებელი და ჟიური საუკეთესოს გამოავლენენ. გახდება თუ არა 21-ე სეზონის გამარჯვებული ჯეილო საქართველოდან, ამას მსოფლიო მალე გაიგებს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

უკრაინელი ექსპერტი: ტრამპს პუტინზე გავლენის მოხდენის 3 ბერკეტი აქვს

დონალდ ტრამპს, რუსეთის ლიდერთან, ვლადიმერ პუტინთან უკრაინაში მშვიდობის დამყარების საკითხზე მოლაპარაკებების პროცესში, სამი რეალური ბერკეტი ექნება - სამხედრო, ეკონომიკური და გეოპოლიტიკური. ეს განცხადება კიევ-მოგილიანის აკადემიის ლექტორმა, ანალიტიკური ცენტრის, „უკრაინული პრიზმის“ ექსპერტმა, ალექსანდრე კრაევმა ლატვიის საზოგადოებრივ მაუწყებელთან (LSM+) ინტერვიუში გააკეთა. კრაევის თქმით, პუტინზე გავლენის ამ ბერკეტებს ეფექტურობის სხვადასხვა ხარისხი აქვთ, მაგრამ ყველა მათგანი კარგად მუშაობს. პირველი ბერკეტი სამხედრო ზეწოლას გულისხმობს: „ტრამპი ყოველთვის ამბობდა, რომ თუ რუსეთი მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ მიიღებს, ის უკრაინას გადასცემს ყველა იარაღს, რაც შეერთებულ შტატებს აქვს, გარდა ბირთვულისა. (...) ამიტომ, სრულიად ლოგიკური იქნება, თუ ტრამპი პუტინს ამ მხრიდანაც შეუტევს“. მეორე ასპექტი ეკონომიკურია. მასში იგულისხმება რუსეთზე ზეწოლის გაგრძელება, სანქციების რეჟიმის გაფართოება და პარალელურად - ჩინეთზე ზეწოლაც. უფრო მეტიც, ეს ბერკეტი ამოქმედებულია და უკვე მუშაობს. „ჩვენ ვხედავთ, რომ ჩინეთს აღარ სურს რუსეთის ე.წ „ჩრდილოვანი ტანკერების ფლოტის" დაქირავება და, პრინციპში, მოსკოვთან კონტრაქტების გაფორმების შემცირებას იწყებს. ამას პეკინი 2022 წლიდან აკეთებს. ასე რომ, ტრამპს ეკონომიკური ზეწოლის ინსტრუმენტები ნამდვილად გააჩნია და ისინი საკმაოდ სერიოზულია“, - განმარტა უკრაინელმა ანალიტიკოსმა. კრემლზე გავლენის მოხდენის მესამე ბერკეტი გეოპოლიტიკური ხასიათისაა და გულისხმობს აშშ-სა და ევროკავშირის მზარდ ზეწოლას ჩინეთზე, რათა ერთობლივად აიძულონ რუსეთი, რომ დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან. „ჩინეთთან სავაჭრო შეთანხმებებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით, აშშ პირველ ადგილზეა, ხოლო ევროკავშირი - მეორეზე, მაშინ, როდესაც რუსეთს ჩინეთის სავაჭრო ბრუნვაში მხოლოდ მე-18-20 ადგილი უკავია“, - აღნიშნა ანალიტიკოსმა. „(...) ეს ნიშნავს, რომ, ერთი მხრივ, არსებობს კონკურენცია, მაგრამ დასავლეთთან მეტ-ნაკლებად ადეკვატური თანამშრომლობა არსებობს. თუ ჩინეთს ეს არ სურს, თუ მას სურს რუსეთის დახმარება - შესანიშნავია. მეორეს მხრივ, მას აქვს იაფი ნავთობი და გაზი, მაგრამ ტრამპის, ევროკავშირის მიერ მაქსიმალური სანქციები, დასავლური ბაზრების დახურვა, იქ ვაჭრობისა და მუშაობის შეუძლებლობა და ფაქტობრივად თავად ჩინეთისგან რაიმე აქტიური მოქმედებისთვის მომზადების შეუძლებლობა“, - განაგრძო მან. „ეს ნიშნავს, რომ, ერთი მხრივ, არის კონკურენცია, მაგრამ, ამავე დროს, არსებობს დასავლეთთან მეტ-ნაკლებად ადეკვატური თანამშრომლობის ფუნდამენტი. მეორე მხრივ, რუსეთს აქვს იაფი ნავთობი და გაზი, მაგრამ კრემლს დაწესებული აქვს მაქსიმალური სანქციები აშშ-სა და ევროკავშირის მხრიდან, დასავლური ბაზრები მოსკოვისთვის დახურულია, იქ ვაჭრობა და მუშაობა კი - შეუძლებელი“, - ამბობს კრაევი... ამ ყველაფრის მიუხედავად, რუსული არმია დონეცკის ოლქში წინსვლას აგრძელებს და სულ უფრო მეტ უკრაინულ სოფელსა და ქალაქს აკონტროლებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ უკრაინაში ნატო-ს სამშვიდობო კონტინგენტის გაგზავნა უკონტროლო ესკალაციას გამოიწვევს

უკრაინაში ნატო-ს სამშვიდობოების განთავსების პერსპექტივას რუსეთი ეწინააღმდეგება. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ უკრაინაში ნატო-ს სამშვიდობო კონტინგენტის გაგზავნა უკონტროლო ესკალაციას გამოიწვევს. გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა 18 იანვარს ინტერვიუში განაცხადა, რომ გერმანიას, როგორც ნატო-ს უმსხვილეს პარტნიორს ევროპაში, თავისი როლი ექნება. „16 იანვარს ბრიტანულმა მედიამ დაწერა, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, სტარმერმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა, მაკრონმა იანვრის დასაწყისში დახურული მოლაპარაკებები გამართეს ორი ქვეყნის სამხედრო ნაწილების უკრაინაში გაგზავნის შესახებ. ხოლო 18 იანვარს გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, პისტორიუსმა არ გამორიცხა უკრაინაში გერმანელი ჯარისკაცების გაგზავნის შესაძლებლობა, რათა უზრუნველყოფილი იყოს „გარკვეული დემილიტარიზებული ზონის უსაფრთხოება, რომელიც ექვემდებარება ცეცხლის შეწყვეტას“. შეგახსენებთ, რომ უკრაინაში ნატო-ს ძალების ჩარევა კონფლიქტის უკონტროლო ესკალაციის საფრთხეს ქმნის და კატეგორიულად მიუღებელია რუსეთისთვის“, – აღნიშნა მარია ზახაროვამ.

ლოცვა, რომელსაც მისტიკური ძალა აქვს

"უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისა, შემიწყალე მე ცოდვილი", - ეს ლოცვა 2000 წლისაა. წმინდა მამების აზრით, ამ ლოცვას მისტიკური ძალა და მნიშვნელობა აქვს. მას წმინდა მოციქულები და წმინდა მამები ამბობდნენ. ჩვენც ხშირად უნდა ვიმეორებდეთ, რადგან იგი წმენდს, ზღუდავს და იცავს გულსა და გონებას ბოროტი გულისთქმებისა და აზრებისაგან. დაუცხრომლად და მთელი გულით წარმოთქმული იესოს ლოცვა, უკვე შინაგანი ლოცვაა, რომელიც ღვთაებრივი ნათლის გამობრწყინების წინაპირობად იქცევა. იესოს ლოცვას წარმოვთქვამთ როგორც ხმამაღლა, ისე - გულში. იგი შეგვიძლია ვიმეოროთ ნებისმიერ ვითარებაში - ვსხედვართ თუ ვწევართ, ვმგზავრობთ, თუ ვჭამთ, გვიჭირს თუ - გვილხინს... და ვამბობთ შეუზღუდავად.

დავით დოიაშვილი – „ახალი თეატრი“ გადის რეგიონებში, ნახავთ, რა შეუძლია თეატრს, სდიეთ ქართულ თეატრს, სდიეთ

„ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი“ რეგიონებში გადის, – ამის შესახებ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, რეჟისორმა დავით დოიაშვილმა თეატრის წინ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. დოიაშვილის თქმით, თეატრს ყველა შეუერთდება. „ადამიანებთან ერთად ქართული კულტურაც დაპატიმრებული ჰყავთ. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ რაღაცნაირად დიალოგი გამოგვენახა პროკურატურასთან. ჯერ ჩავწერეთ ვიდეოები, გავაჩერეთ სპექტაკლები, შევაგროვეთ ხელმოწერები, დაკავებულებს თავდებში დაუდგა მთელი თეატრი, მთელი ქართული კულტურა, მაგრამ პროკურატურამ ეს არ შეიმჩნია. „ახალი თეატრი“ გადის რეგიონებში. ყველგან მივალთ და ნახავთ, რა შეუძლია თეატრს. შემოგვიერთდება აბსოლუტურად ყველა, ჩვენი მეგობრები, ერთდროულად გავიშლებით რეგიონებში და სდიეთ ქართულ თეატრს, სდიეთ. ნუ წახვალ იქ, მოდი აქ”, – განაცხადა დავით დოიაშვილმა.

ხმაური და დაპირისპირება თსუ-ში – სტუდენტების ნაწილმა საგამოცდო ცენტრი დაიკავა და გამოცდების მიმდინარეობის ჩაშლა სცადა

ხმაური და დაპირისპირება იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრში. ცენტრი გუშინ ღამით, "მაისის სტუდენტურმა მოძრაობამ" დაიკავა და განაცხადა, რომ გამოცდების ჩატარების საშუალებას არავის მისცემს. მათ შესასვლელი სავარძლებითა და მაგიდებით გადაკეტეს. სტუდენტების ეს ჯგუფი აქციაზე დაკავებულების გათავისუფლებას, საერთო სტუდენტური საცხოვრებლის მშენებლობას და სტიპენდიის გაზრდას ითხოვს. მათ დღეს ტერიტორია უნივერსიტეტის დაცვამ და სტუდენტების იმ ნაწილმა დაატოვებინა, რომელთაც გამოცდები აქვთ. ადგილზე უკვე სიმშვიდეა, ცენტრში საგამოცდო პროცესი მიმდინარეობს. "გუშინ ღამით შემოვიდნენ, დაახლოებით, 9-10 საათისთვის, დივნები დაალაგეს კარებთან და განაცხადეს, რომ სანამ მათი მოთხოვნები არ იქნება შესრულებული, ისინი არ დაუშვებდნენ საგამოცდო პერიოდის გაგრძელებას. ერთი მოთხოვნა იყო აქციაზე დაკავებული სტუდენტების გათავისუფლება, ხოლო მეორე მოთხოვნა იყო სტიპენდიების გაზრდა, სტუდენტებისთვის საცხოვრებელი პირობების შექმნა და ა.შ. როგორ უნდა შესრულდეს ბიბლიოთეკის დაკავებით მიზანი, რომ პატიმრები გაათავისუფლონ - ეს ჩემთვის წარმოუდგენელია. ჩვენ აღვიდგინეთ, შემოვედით, დავწერეთ გამოცდები და გამოცდები მიმდინარეობს ჩვეულებრივ რეჟიმში," - აცხადებს სტუდენტი დიმიტრი შოშიშვილი.

ბოლო სიახლეები