პარასკევი, მარტი 27, 2026

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ საქართველო მალარიისგან თავისუფალ ქვეყნად გამოაცხადა

„გილოცავ, საქართველო. ამ მიღწევას უნდა ვუმადლოდეთ მდგრად ინვესტიციას, ჯანდაცვის მუშაკების, თავდადებულ და მიზანმიმართულ ძალისხმევას პრევენციისკენ, ადრეულ გამოვლენას და ეფექტურ გამკლავებას მალარიის ყველა შემთხვევასთან“ – საქართველოს, მალარიისაგან თავისუფალი ქვეყნის სტატუსის სერტიფიკატის მინიჭება ჯანმოს ევროპის რეგიონული ბიუროს დირექტორმა ჰანს კლუგემ მიულოცა.

აღნიშნული სერტიფიცირება იმ შემთხვევაში გაიცემა, თუ დადასტურდება, რომ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, მალარიის გადაცემის ჯაჭვი გაწყვეტილია, სულ მცირე, უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, მალარიისგან თავისუფალ ქვეყნად გამოცხადება საქართველოს ჯანდაცვის სისტემის მდგრადობის მორიგი აღიარებაა.  მისივე განცხადებით, ეს წარმატება ნიშნავს, რომ საქართველოს შესწევს უნარი, მნიშვნელოვან და სერიოზულ გამოწვევებს გაუმკლავდეს.

საქართველოს მალარიისგან თავისუფალ ქვეყნად გამოცხადებას, ასევე, გამოეხმაურა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი. სილვიუ დომენტეს თქმით, ეს იყო უზარმაზარი ინვესტიცია და დიდი შრომა, მალარიის გამოვლენის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მიმართულებით. ქვეყნის ადგილობრივი მალარიისგან თავისუფლად აღიარებისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სერტიფიცირების მისაღებად, საქართველომ, განაცხადი 2024 წლის აგვისტოში გააკეთა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ჟან-ნოელ ბარო – „დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნების მოწოდებაა თავდასხმების დაუყოვნებლივ შეწყვეტა მშვიდობიან მოსახლეობაზე, ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხო მოძრაობის უზრუნველყოფა

„დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნების განცხადებით, მინიმუმამდე უნდა შემცირდეს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის გავლენა მშვიდობიან მოსახლეობასა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე.განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ „კონფლიქტი პირდაპირ საფრთხეს უქმნის გლობალური მიწოდების ჯაჭვებს – ენერგეტიკას, სურსათს და სასუქს, რაც უშუალოდ აისახება მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებაზე“.„დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებით, „აუცილებელია ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციის სრული და უსაფრთხო თავისუფლების აღდგენა“.ამასთან, „დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ განცხადება გააკეთა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ და აღნიშნა, რომ „დიდი შვიდეულის“ მოწოდებაა თავდასხმების დაუყოვნებლივ შეწყვეტა სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და მშვიდობიან მოსახლეობაზე.მისივე თქმით, ამ თავდასხმებს არაფერი ამართლებს და მშვიდობიანი მოსახლეობა სათანადოდ უნდა იყოს დაცული.საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე გაიმეორა „დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნების მოწოდება ჰორმუზის სრუტეში „გემების თავისუფალი და უსაფრთხო მოძრაობის“ უზრუნველსაყოფად.ჟან-ნოელ ბარომ აღნიშნა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო თანახმაა, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს ჰორმუზის სრუტეში არსებული მდგომარეობა გააცნოს და ერთობლივად იმუშაონ შექმნილი კრიზისის გადასაჭრელად.

კარგი სიახლე მოგზაურობის მოყვარულებისთვის

2026 წლის ივნისიდან თბილისს კიდევ ერთი ევროპული დედაქალაქი – კოპენჰაგენი (დანიის სამეფო) დაუკავშირდება პირდაპირი ავიარეისებით. ახალ საჰაერო ხაზზე ფრენებს ცნობილი სკანდინავიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის, Norwegian-ის შვილობილი – Norwegian Air Sweden-ი შეასრულებს. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.სამინისტროს ცნობით, სამოქალაქო ავიაციის სააგეტნოში წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, თბილისსა და კოპენჰაგენს შორის პირდაპირი ფრენები 27  ივნისიდან კვირაში ორი სიხშირით – ყოველ ოთხშაბათსა და შაბათს, ხოლო 15 აგვისტოდან ყოველ ოთხშაბათსა და კვირას შესრულდება.საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა 23 მარტს მიანიჭა.ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, კოპენჰაგენი-თბილისი-კოპენჰაგენის მიმართულების დამატება გაზრდის საქართველოს დაკავშირებადობას სკანდინავიის ქვეყნებთან და ხელს შეუწყობს ჩრდილოეთ ევროპიდან ტურისტული ნაკადების მატებას ქვეყანაში. ამასთან, კოპენჰაგენის აეროპორტი წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს სატრანზიტო ჰაბს ევროპის რეგიონში, რაც ქართველ მგზავრებს დამატებით შესაძლებლობებას მისცემს, კოპენჰაგენის გავლით იმგზავრონ სხვა ევროპული თუ ამერიკული მიმართულებებით.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ენერგოეფექტურობის ცენტრმა თბური წინაღობის საზომი მოწყობილობა გადასცა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტს, შენობების თბოსაიზოლაციო თვისებების შეფასებისა და ენერგოაუდიტის სწავლების მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაცია “ენერგოეფექტურობის ცენტრმა საქართველომ” (EECG) თბური წინაღობის საზომი მოწყობილობა გადასცა.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, თბური წინაღობის საზომი მოწყობილობა, რომელიც ენერგეტიკის ფაკულტეტის ლაბორატორიულ კომპლექსში განთავსდება, ასევე გამოყენებულ იქნება პროექტის - „მდგრადი და მწვანე ბიზნესპრაქტიკების განვითარება საქართველოში“ - ფარგლებში სატრენინგო პროგრამის ეფექტიანი განხორციელების უზრუნველსაყოფად. აღნიშნულ პროექტს “ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო” “World Vision საქართველოსა” და საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან (GFA) პარტნიორობით და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.შეხვედრაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი თამარ წერეთელი, ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ქეთევან ქუთათელაძე, ენერგეტიკის ექსპერტი - ფაკულტეტის პროფესორი გია არაბიძე, “ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველოს” ხელმძღვანელი გიორგი აბულაშვილი, ფაკულტეტის პროფესორები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. მხარეებმა პროექტის - „მდგრადი და მწვანე ბიზნესპრაქტიკების განვითარება საქართველოში“ - განხორციელების პროცესში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მონაწილეობის შესაძლებლობებზე იმსჯელეს, რაც ბიზნესკომპანიის თანამშრომლების, პროფესიული სტუდენტების, პრაქტიკოსი ტრენერებისა და მომავალი სპეციალისტების გადამზადებისა და პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ახალი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებას, პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამების განხორციელებას ითვალისწინებს.ვიცე-რექტორის განცხადებით, 37800 ლარის ღირებულების თბური წინაღობის საზომი მოწყობილობა, რომელიც “ენერგოეფექტურობის ცენტრმა საქართველომ” სატრენინგო პროგრამის ეფექტიანად განხორციელების მიზნით შეისყიდა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს გადასცა, უახლოესი მომავლიდან გამოყენებულ იქნება სატრენინგო პროგრამისთვის, ასევე ენერგეტიკის ფაკულტეტზე მიმდინარე სამეცნიერო კვლევებისთვის.“თბური წინაღობის საზომი მოწყობილობის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის გადმოცემა მნიშვნელოვანია როგორც სასწავლო, ისე სამეცნიერო პროცესის გაძლიერების მიმართულებით. მისი საშუალებით ჩვენს სტუდენტებსა და მკვლევრებს ექნებათ შესაძლებლობა, რეალურ პირობებში შეისწავლონ შენობათა თბოსაიზოლაციო თვისებები და ენერგოაუდიტის თანამედროვე მეთოდები. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ისიც, რომ პროექტის ფარგლებში დაგეგმილია შენობების ენერგოაუდიტის განმახორციელებელი დამოუკიდებელი ექსპერტებისა და სპეციალისტების გადამზადება და მათი აღჭურვა როგორც მყარი თეორიული ცოდნით, ისე პრაქტიკული უნარებით. ამით მნიშვნელოვნად შევუწყობთ ხელს ენერგოეფექტურობის სტანდარტების ამაღლებას. მადლობას ვუხდით “ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველოს” მხარდაჭერისა და პარტნიორობისთვის. დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი თანამშრომლობა ხელს შეუწყობს მწვანე ბიზნესპრაქტიკის განვითარებას“, - განაცხადა თამარ წერეთელმა.როგორც სტუ-ის ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანმა აღნიშნა, სატრენინგო პროგრამა, რომელსაც ახლო მომავლიდან ჩაეყრება საფუძველი, ენერგოეფექტური პრაქტიკების დანერგვას შეუწყობს ხელს.“თბური წინაღობის საზომი მოწყობილობა თანამედროვე მაღალტექნოლოგიური ინსტრუმენტია, რომელიც გამოიყენება მასალებისა და სამშენებლო კონსტრუქციების თბური თვისებების განსასაზღვრად, ასევე შენობების ენერგოდანაკარგების ანალიზისა და თბოიზოლაციის შეფასებისთვის. მისი მუშაობის პრინციპი ეფუძნება თბური ნაკადის სენსორს: მოწყობილობა ერთ მხარეს აფიქსირებს კონსტრუქციაში გამავალ სითბოს ნაკადს, ხოლო მეორე მხარეს ზომავს ზედაპირების ტემპერატურებს, რის საფუძველზეც ხდება თბური წინაღობის ზუსტი გამოთვლა. მოწყობილობა აღჭურვილია თბური ნაკადის სენსორით, ტემპერატურის სენსორებით, მონაცემთა ლოგერითა და ანალიზის პროგრამით, რაც უზრუნველყოფს მონაცემების სრულყოფილ დამუშავებას. მისი გამოყენება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორც სამეცნიერო კვლევებში, ისე ენერგოეფექტურობის შეფასებასა და შენობების ენერგოაუდიტში, რაც მომავალში მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ენერგოეფექტური და გარემოსდაცვითად მდგრადი პრაქტიკების დანერგვას“, - აღნიშნა ქეთევან ქუთათელაძემ.“ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველოს” ხელმძღვანელის თქმით, ცენტრი აქტიურად მუშაობს ენერგოაუდიტის პროფესიული სტანდარტების განვითარებისა და კვალიფიციური სპეციალისტების მომზადების მიმართულებით, რა პროცესშიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს მნიშვნელოვან პარტნიორად განიხილავს.“ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ პროექტის ფარგლებში შევძლოთ აკადემიურ სივრცესთან მჭიდრო თანამშრომლობა და ისეთი პრაქტიკული რესურსების გამოყენება, რაც რეალურად გააძლიერებს ენერგოეფექტურობის მიმართულებით სწავლებისა და კვლევის ხარისხს. “ენერგოეფექტურობის ცენტრი” აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ საქართველოში განვითარდეს ენერგოაუდიტის პროფესიული სტანდარტები და გაიზარდოს კვალიფიციური სპეციალისტების რაოდენობა. ამ პროცესში მნიშვნელოვანია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან პარტნიორობა, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, ერთობლივად შევქმნათ გადამზადების პროგრამები“, - განაცხადა გიორგი აბულაშვილმა.

ისრაელ კაცი – გაფრთხილებების მიუხედავად, ირანის მხრიდან დარტყმები გაგრძელდა, ამიტომ, ისრაელის თავდაცვის ძალების დარტყმები ირანში გაიზრდება და გაფართოვდება

ისრაელის თავდაცვის მინისტრი, ისრაელ კაცი აცხადებს, რომ ირანის სარაკეტო დარტყმების საპასუხოდ ისრაელის დარტყმებიც „გაიზრდება და გაფართოვდება“ .„პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ და მე გავაფრთხილეთ ირანის ტერორისტული რეჟიმი, შეეწყვიტა სარაკეტო დარტყმები ისრაელის მშვიდობიან მოსახლეობაზე. გაფრთხილებების მიუხედავად, დარტყმები გაგრძელდა. ამიტომ ისრაელის თავდაცვის ძალების დარტყმები ირანში გაიზრდება და გაფართოვდება დამატებით სამიზნეებსა და რეგიონებზე, რომლებიც რეჟიმს ეხმარება ისრაელის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ იარაღის შექმნასა და გამოყენებაში“, – განაცხადა ისრაელ კაცმა ვიდეომიმართვაში.ისრაელის თავდაცვის მინისტრის თქმით, გაგრძელდება „ტერორისტული რეჟიმის ლიდერებისა და მეთაურების დევნა, მისი სტრატეგიული შესაძლებლობების განადგურება“.

,,ილია, ერთი წლის… უბრალო სახელი, მაგრამ დიდი ტრაგედიის სიმძიმე მას მთელი ოჯახი ომმა წაართვა და სრულიად მარტო დარჩა”-ამის შესახებ ირანის ელჩი წერს

,,ილია, ერთი წლის…უბრალო სახელი, მაგრამ დიდი ტრაგედიის სიმძიმე.მას მთელი ოჯახი ომმა წაართვა და სრულიად მარტო დარჩა — არა მხოლოდ როგორც ბავშვი, არამედ როგორც კაცობრიობის შებღალული სინდისის სიმბოლო.თუ სამყაროს ჯერ კიდევ აქვს გული, ის ილიასთვის უნდა ძგერდეს-ამის შესახებ ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი საქართველოში სეიედ ალი მოჯანი სოციალურ ქსელ  facebook- ზე წერს

ბოლო სიახლეები