რუსთავში, რესტორან “ხინკლის სახლში” 21 წლის ბიჭი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაშავდა.
“ინფო რუსთავის” ინფორმაციით, ახალგაზრდამ სამზარეულოში მუშაობის დროს ზედა კიდურზე მძიმე დაზიანება მიიღო.
ბიჭი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა “კლინიკა რუსთავში” გადაიყვანა.
“პაციენტს აღენიშნება საკმაოდ მძიმე საწარმოო ტრავმა, უნდა ჩაუტარდეს რეკონსტრუქცია, მტევნის აღდგენის ოპერაცია”, – აცხადებს “კლინიკა რუსთავის” გადაუდებელი დახმარების განყოფილების ექიმი ლალი ღირსიაშვილი.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის ეკიპაჟები.