ავსტრალიაში, ქვინსლენდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ხვრინვა ადამიანის სიცოცხლისთვის გრძელვადიან პერსპექტივაში საშიშია. ინფორმაციას Daily Mail-ი ავრცელებს.
ტვინის განხრით მომუშავე სპეციალისტების თქმით, ხვრინვა ჭკუასუსტობისა და ალცჰაიმერის რისკს სამჯერ ზრდის.
გაირკვა, რომ ხვრინვის დროს ტვინს ჟანგბადი შემცირებული რაოდენობით მიეწოდება, რის შედეგადაც ტვინის უჯრედები კვდომას იწყებენ. სწორედ ეს იწვევს საბოლოოდ ზემოთჩამოთვლილ დაავადებებს.
შეგახსენებთ, რომ ერთ-ერთმა უმსხვილესმა ფარმაცევტულმა კომპანია Pfizer-მა ცენტრალური ნერვული სისტემის და მათ შორის ალცჰაიმერის დაავადებისათვის წამლების შექმნის პროგრამები შეწყვიტა. კომპანიაში ამბობენ, რომ იმ მიმართულებებზე იმუშავებენ, სადაც მათი ექსპერტიზის მონაცემები უკეთესია. ამგვარად Pfizer-მა იმ სხვა მსხვილი კომპანიების მაგალითს მიბაძა, რომლებმაც კლინიკური კვლევებით თავისი პრეპარატების ეფექტიანობის დამტკიცება ვერ შეძლეს და ამ დაავადების წინააღმდეგ წამლების ძიების პროექტები შეწყვიტეს. ალცჰაიმერის დაავადება იწვევს დემენციას – ადამიანი ნელ-ნელა კარგავს მეხსიერებას, კონცენტრაციის და სივრცეში ორიენტირების, ასევე ნორმალური მეტყველების უნარს და მისი მდგომარეობა სულ უფრო უარესდება.