პარასკევი, იანვარი 24, 2025

ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენისა“ და „მანჩესტერ სიტის“ მატჩს თვალს ტრიბუნებიდან ადევნებდა

ხვიჩა კვარაცხელიას ახალმა გუნდმა, „პარი სენ-ჟერმენმა“ ჩემპიონთა ლიგის ძირითადი ეტაპზე „მანჩესტერ სიტის“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 4:2 დაამარცხა. მატჩს ხვიჩა თვალს მეუღლესთან ერთად ტრიბინებიდან ადევნებდა.

მთავარი ევროპული ტურნირის მე-7 ტურამდე ფრანგული კლუბს 7 ქულა ჰქონდა, „მანჩესტერ სიტის“ კი – 8 და პლეი ოფში გასასვლელად ორივეს მხოლოდ და მხოლოდ მოგება სჭირდებოდა. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ ინგლისელებმა მეორე ტაიმი შესანიშნავად დაიწყეს და ჯეკ გრილიშის (50) და ერლინგ ჰალანდის (53) გოლებით დაწინაურდნენ.

პარიზელებმა რთულ ვითარებაში თამაშის შემოტრიალება და წონასწორობის აღდგენა ძალიან სწრაფად, ზუსტად 8 წუთში შეძლეს. ბრედლი ბარკოლას შესანიშნავი გადაცემის შემდეგ ინგლისელების კარი ჯერ უსმან დემბელემ (56) აიღო, შემდეგ თავი თავად ბარკოლამ (61) გამოიჩინა. 78-ე წუთზე ფრანგები წინ ჟოაო ნევეშმა გაიყვანა, 90+4 წუთზე კი საბოლოო ანგარიში გონსალო რამოშმა დააფიქსირა.

ჩემპიონთა ლიგის ძირითად ეტაპზე გამართული 7 ტურის შემდეგ „პარი სენ-ჟერმენმა“ 10 ქულა დააგროვა და პლეი ოფში გამსვლელ 24-გუნდიან ჯგუფშია. დარჩენილია ერთი ტური.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი პარიზელების ევროგანაცხადში არ იყო, რადგან ძირითად ეტაპზე თამაშის უფლებას ფეხბურთელი მხოლოდ ამ ეტაპის დაწყებამდე შევსებული განაცხადის მიხედვით იღებდა. იმ დროისთვის კი ხვიჩა „ნაპოლიში“ თამაშობდა. შესაბამისად, ის ვერც 29 იანვარს „შტუტგარტთან“ გასვლაზე ითამაშებს. მაგრამ ხვიჩა იქნება 25 იანვარს დაგეგმილ საფრანგეთის ლიგა 1-ის მატჩში, რომელსაც პარიზელები „რეიმსთან“ საკუთარ მოედანზე ჩაატარებენ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

არ გვეყოლება კაცები, რომლებიც ქალების სპორტში მიიღებენ მონაწილეობას და არ იქნება სქესის შეცვლის ოპერაციები – ტრამპი

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მისი ადმინისტრაციის სამომავლო პოლიტიკასა და იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რომლებიც, ტრამპის აზრით, დღეს შეერთებულ შტატებში არსებობს. „ჩემი მმართველობის დაწყებიდან მაშინვე შევასრულე ხისტი ქმედებები რადიკალური პოლიტიკის შესაბრუნებლად, რომელმაც ქვეყანაში სერიოზული გამოწვევები შექმნა. ყურადღება გამახვილებული იყო სამ კრიტიკულ სფეროზე: იმიგრაციაზე, დანაშაულსა და ინფლაციაზე“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ყოველწლიურ სხდომაზე ვირტუალურად გამოსვლისას. ამასთან, ამერიკის პრეზიდენტმა ისაუბრა იმ აღმასრულებელი განკარგულებების შესახებ, რომლებსაც ხელი პრეზიდენტის თანამდებობის დაკავების პირველივე დღეს მოაწერა. „ამერიკის შეერთებულ შტატებს გააჩნია მსოფლიოში ნავთობისა და გაზის უმსხვილესი მარაგი. ჩვენ ვაპირებთ მის გამოყენებას“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა და დასძინა, რომ ეს შეამცირებს საქონლისა და მომსახურების ხარჯებს, ასევე შიდა წარმოებას გააუმჯობესებს. დონალდ ტრამპმა ისაუბრა აშშ-ის ახალ პოლიტიკაზე სოციალურ სფეროშიც. „აშშ-ის ოფიციალურ პოლიტიკად დავადგინე, რომ მხოლოდ ორი სქესი არსებობს – მამაკაცი და ქალი. ჩვენ არ გვეყოლება კაცები, რომლებიც ქალების სპორტში მიიღებენ მონაწილეობას და არ იქნება სქესის შეცვლის ოპერაციები“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

სიეტლის ფედერალურმა მოსამართლემ დროებით შეაჩერა დონალდ ტრამპის განკარგულება, რომლის მიხედვითაც, აშშ-ში დაბადებული ბავშვები მოქალაქეობას ავტომატურად ვეღარ მიიღებენ

სიეტლის ფედერალური სასამართლოს მოსამართლემ დროებით შეაჩერა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის აღმასრულებელი განკარგულება, რომლის მიხედვითაც, შეერთებულ შტატებში დაბადებული ბავშვები მოქალაქეობას ავტომატურად ვეღარ მიიღებენ. როგორც მედია წერს, მოსამართლემ აღნიშნული განკარგულება „აშკარად არაკონსტიტუციურად“ მიიჩნია და გააკრიტიკა იურისტები, რომლებმაც მხარი დაუჭირეს აღმასრულებელ ბრძანებას. როგორც მედია აღნიშნავს, აშშ-ის გარკვეული შტატები ამტკიცებენ, რომ განკარგულება არღვევს კონსტიტუციის მე-14 შესწორებას, რომელიც გარანტიას აძლევს აშშ-ის მიწაზე დაბადებულ ყველა ბავშვს, მიიღოს მოქალაქეობა. აღნიშნული ბრძანება თავდაპირველად 19 თებერვლს უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ის 14 დღით შეჩერდა.

გარდაიცვალა ცნობილი მწვრთნელი

საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაცია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. „გარდაიცვალა საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი მურთაზ მგელაძე. საქართველოს კრივის ფედერაციის სახელით მწუხარებას გამოვთქვამთ და თანავუგრძნობთ მის მის ოჯახს“, - წერია ინფორმაციაში.

„დაბერების საწინააღმდეგო არის ერთადერთი კრემი…“ – არუნ ხათრის რეკომენდაცია

ინდური ხალხური მედიცინის ექსპერტი არუნ ხათრი საზოგადოებას მორიგ მნიშვნელოვან ჩევას უზიარებს, რომელიც სახის კანს და მის მოვლას ეხება. არუნის თქმით, იმისთვის, რომ ნაოჭები არ გაჩნდეს, აუცილებელია, რომ მზისგან დამცავი და კანის კარგი დამატენიანებელი გამოვიყენოთ. ვრცლად ↓

ნიკა გაბელია: ვინც არ უნდა მოსულიყო აშშ-ის ხელისუფლებაში, ქართული ოპოზიციის პერსპექტივა არის ნული. ერთადერთი პოლიტიკური პერსპექტივა აქვთ, რომ პოლიტიკურ ხრამში გადაცვივდნენ

ვინც არ უნდა მოსულიყო აშშ-ის ხელისუფლებაში, ოპოზიციის პერსპექტივა არის ნული. ერთადერთი პოლიტიკური პერსპექტივა აქვთ, რომ პოლიტიკურ ხრამში გადაცვივდნენ, -განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ბლოგერმა ნიკა გაბელიამ. ის, რომ სულ სხვა სახელმწიფო პოლიტიკას შეერთებული შტატები, რა პერსპექტივას უჩენს საქართველოში ოპოზიციას. „ვინც არ უნდა მოსულიყო აშშ-ის ხელისუფლებაში, ოპოზიციის პერსპექტივა არის ნული. ერთადერთი პოლიტიკური პერსპექტივა აქვთ, რომ პოლიტიკურ ხრამში გადავარდნენ. ეკითხებიან, რამდენი სქესი არსებობსო და პასუხი არ აქვთ მაშინ, როდესაც ერთი, ან ორი კვირის წინ თავის აზრს იტყოდნენ. ეს არის მონური ფსიქოლოგია, რომ იმან რომ თქვა, მეც ასე ვიფიქრებო. მოდი, ის როგორც ფიქრობს, მეც ისე ვიფიქრებ. ეს გვღუპავს ჩვენ და ეს ღუპავს ქართულ ოპოზიციას“, - აღნიშნა გაბელიამ.

ბოლო სიახლეები