ორშაბათი, დეკემბერი 15, 2025

ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტთა ათეულშია – ამ სიაში ქართველები ბოლოს 42 წლის წინ დაასახელეს

ხვიჩა კვარაცხელიამ შესანიშნავი სეზონის შემდეგ უდიდესი აღიარება დაიმსახურა. საქართველოს ნაკრების და იტალიის ჩემპიონის, „ნაპოლის“ ქართველი ლეგიონერი „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტთა ათეულში შევიდა – ინფორმაციას გამოკითხვის ორგანიზატორი გამოცემა France Football ავრცელებს.

„ოქროს ბურთი“ (ფრანგ. Ballon d’Or) ჯილდოა, რომელიც დააწესა ფრანგულმა საფეხბურთო ჟურნალმა France Football-მა და ყოველწლიურად გადაეცემა ევროპის საუკეთესო ფეხბურთელს. ხშირად ამ დაჯილდოებას ევროპის წლის საუკეთესო ფეხბურთელის დაჯილდოებასაც უწოდებენ. იდეა ეკუთვნოდა ჟურნალის რედაქტორს, გაბრიელ ანოს, რომელმაც თავის კოლეგებს სთხოვა დაესახელებინათ 1956 წლის საუკეთესო ფეხბურთელი. ჯილდო სერ სტენლი მეთიუზს გადაეცა. ამის შემდეგ დაჯილდოებამ ყოველწლიური სახე მიიღო და არსებობის განმავლობაში ყველაზე პოპულარულ ინდივიდუალურ საფეხბურთო ჯილდოდ მიიჩნევა.

კვარაცხელიას პრეტენდენტობასთან დაკავშირებით, გამოცემა Pianetazzurro-მ საინტერესო წერილი გამოაქვეყნა.

„ოქროს ბურთი“ – „ნაპოლის“ ქართველი გარემარბი კვარაცხელია პრეტენდენტთა ათეულშია

ქართველი ტალანტი „ნაპოლიდან“, რომელიც მხოლოდ 21 წლისაა, იტალიის ჩემპიონატის ნამდვილი სიურპრიზი გახდა. ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელიც ნეაპოლელებმა შარშან შენიშნეს და მხოლოდ ათ მილიონ ევროდ იყიდეს, ახლად დამთავრებული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.

მან ახლა ნახევარი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ France Football-მა „ოქროს ბურთის“ ნომინანტთა ათეულში შეიყვანა. ნეაპოლელთა ფეხბურთელი გადაიქცა „ნაპოლის“ გულშემატკივრებისა და ფეხბურთის ყველა მოყვარულის კერპად და გახდა ორიენტირი მრავალი ძალიან ახალგაზრდა ადამიანისათვის, ვისაც სპორტის ეს სახეობა უყვარს.

ცხადია, პრესტიჟული ჯილდოების მიღების შანსები ძალიან მცირეა, რადგან ამისთვის იბრძვიან მესი, ჰალანდი, ვინისიუსი და მბაპე. თუმცა, France Football-ის საუკეთესო ათეულში მოხვედრაც უკვე დიდი წარმატებაა, როგორც მისთვის, ასევე „ნაპოლისთვის“ და მისი გულშემატკივრებისთვის“, – წერს გამოცემა.

აღსანიშნავია, რომ France Football-მა „ოქროს ბურთის“ ნომინანტთა ათეულში ქართველი ფეხბურთელები მხოლოდ ერთხელ – 1981 წელს დაასახელა. ათეულში მოხვდნენ თბილისის „დინამოს“ ლეგენდარული თავდამსხმელი და კაპიტანი რამაზ შენგელია და ალექსანდრე ჩივაძე, მე-11 პოზიციაზე კი დასახელდა გუნდის ლეგენდარული ათიანი, დავით ყიფიანი. მას შემდეგ 42 წელი გავიდა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ასარჩევად მეორე ტური გაიმართება

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ასარჩევად მეორე ტური გაიმართება. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ირაკლი ჩომახაშვილმა 1 109 ხმა მიიღო, ირაკლი ყანდაშვილმა კი – 1 283 ხმა.პირველ ტურში კენჭისყრის შედეგად ასოციაციის თავმჯდომარედ არჩეულად ითვლება ერთი საუკეთესო შედეგის მქონე ის კანდიდატი, რომელიც ხმების უბრალო უმრავლესობას (50%+1) მიიღებს.მეორე ტურში კი არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს სხვა კანდიდატზე მეტ ხმას.არჩევნებში სულ 2 751 ადვოკატმა მიიღო მონაწილეობა. 2025 წლის არჩევნებში ასოციაციის თავმჯდომარეობის მსურველი ექვსი კანდიდატი იყო – ნიკოლოზ კვანტრიშვილი, გიორგი მარიამიძე, მუხრან ღურწკაია, ირაკლი ყანდაშვილი, ირაკლი ჩომახაშვილი, მანუჩარ ჭუმბურიძე.ამასთან, დღევანდელ კრებაზე აირჩიეს აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიისა და სარევიზიო კომისიის წევრები.„უპირველესად, ყველა კანდიდატს ვულოცავ არსებულ შედეგს. მოხარული ვარ, რომ დავიკავე პირველი ადგილი, თუმცა ყველაზე მეტად მოხარული ვარ, რომ ჩემი მხარდამჭერი გუნდი უმრავლესობით არის წარმოდგენილი აღმასრულებელ საბჭოში. მინდა, კიდევ ერთხელ ყველა ადვოკატს, ვინც კი გავიდა, მივულოცო და პროფესიის სასარგებლოდ, ერთობლივი მუშაობა ვუსურვო. ეს არის ერთი დიდი საერთო ოჯახი. რაც შეეხება მეორე ტურს, როგორც ადვოკატთა ასოციაციას შეეფერება, ისე ჩატარდება. დაველოდოთ საბოლოო გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ირაკლი ყანდაშვილმა.ირაკლი ჩომახაშვილმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მას მხარი დაუჭირა.„იმ პირობებში, როდესაც უამრავი დისკრედიტაცია და ტყუილი ვრცელდებოდა ჩემზე, მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა ადვოკატს, ჩემს ყველა კოლეგას, ვინც მხარი დამიჭირა და არჩევნებში მონაწილეობა მიიღო. ჩვენ კოალიციურად უფრო მეტი ხმა ავიღეთ, ვიდრე ირაკლი ყანდაშვილმა. ირაკლი ყანდაშვილი მისწრებს 174 ხმით, თუმცა დაინიშნა მეორე ტური. მეორე ტური არის წინ და მეორე ტურში ყველანი ერთად გავიმარჯვებთ“, – აღნიშნა ირაკლი ჩომახაშვილმა.კანონმდებლობის შესაბამისად, მეორე ტური 14 დღის ვადაში უნდა ჩატარდეს.

ტყიბულში ხრესილის ბრძოლის 268 წლისთავი აღინიშნა

ხრესილის ომის 268-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერთან, დავით კუბლაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.ღონისძიებების ფარგლებში გელათის მონასტერში დავით აღმაშენებლის, სოლომონ I-ის, სოლომონ II-ის საფლავები, ასევე სოფელი ხრესილში, ხრესილის ბრძოლის მემორიალი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს.

ასაკის მატებასთან ერთად ადამიანები უფრო ადრე იღვიძებენ – მეცნიერებმა ეს მოვლენა ახსნეს

ხშირად გაიგონებთ ფრაზას, რომ ხანდაზმული ადამიანები მზის ამოსვლამდე იღვიძებენ. თუმცა, როგორც აღნიშნულია huffpost.com-ის სტატიაში, ეს დიდწილად სიმართლეა. აღმოჩნდა, რომ სხეულის უნარი ბუნებრივად დაიძინოს და გაიღვიძოს მზის რიტმის შესაბამისად, გენეტიკისა და დაბერების ბუნებრივი პროცესის ნაწილია.ძილის ცვლილებების მთავარი ფაქტორი ასაკთან დაკავშირებული ფიზიოლოგიური ცვლილებებია. მიჩიგანის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორმა სინდი ლუსტიგმა და არიზონის სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტის ძილისა და ცირკადული მეცნიერებების ცენტრის დირექტორმა, დოქტორმა საირამ პართჰასარათიმ, ამ პროცესის ძირითადი მიზეზები განმარტეს.ასაკის მატებასთან ერთად ტვინი ნაკლებად მგრძნობიარე ხდება. ტვინი ვეღარ აღიქვამს ისე ეფექტურად ისეთ სიგნალებს, როგორიცაა მზის ჩასვლა და ამოსვლა, მზის შუქი, კვება, სოციალური ნიშნები და ფიზიკური აქტივობა, რომლებიც გვანიშნებს, დღის რომელ მონაკვეთში ვართ. ამ სიგნალებს „დროის მიმღემებს“ უწოდებენ, რადგან ისინი ტვინს ეხმარება გააცნობიეროს თავისი ადგილი 24-საათიან ციკლურ რიტმში.ამიტომ ახალგაზრდები უკვე საღამოს გრძნობენ, რომ რამდენიმე საათში დაძინება დასჭირდებათ. უფრო ასაკოვან ადამიანებს ეს უნარი ხშირად ეკარგებათ. დროის სიგნალების ასე აღქმის უუნარობა ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც ხანდაზმული ადამიანები უფრო ადრე იღლებიან, ვიდრე მათი შვილები ან შვილიშვილები. შედეგად კი ისინი იღვიძებენ უფრო ადრე და ხშირად სრულად დასვენებულებიც არიან, ვიდრე დანარჩენი სამყარო.კიდევ ერთი მიზეზი — სინათლეასაკის მატებასთან ერთად მხედველობაში ცვლილებები ხდება, რაც ამცირებს იმ სინათლის ინტენსივობას, რომელსაც ტვინი იღებს. ეს კი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ცირკადული „საათის“ სწორი რიტმის შენარჩუნებაში.პართჰასარათიმ განმარტა, რომ ეს განსაკუთრებით ეხება კატარაქტის მქონე ადამიანებს - თვალის ფართოდ გავრცელებულ დაავადებას. კატარაქტა იწვევს მხედველობის დაბინდვას, ორმაგ ხედვას და ზოგად მხედველობით პრობლემებს, რაც კიდევ უფრო ართულებს ტვინის მიერ სინათლის სიგნალების სწორად აღქმას.

ირაკლი მაქაცარია და ლიზა ჩიჩუა მესამე შვილს ელოდებიან – კადრები სქესის გაგების ცერემონიიდან

ტელეწამყვანი ირაკლი მაქაცარია და მისი მეუღლე, ლიზა ჩიჩუა, მესამე შვილს, გოგონას ელოდებიან.სქესის გაგების ცერემონიიდან კადრებს ლიზა სოციალურ ქსელში აქვეყნებს.წყვილმა 2022 წელს იქორწინა, მათ ორი შვილი, გიორგი და ნინა ჰყავთ.

თოვლის გამო მოძრაობა აიკრძალა! – ინფორმაცია მძღოლებისთვის

თოვის გამო, გუდაური (ფოსტა) -კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.ამის შესახებ ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.„თოვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 მონაკვეთზე (გუდაური(ფოსტა)-კობი), დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ბოლო სიახლეები