ორშაბათი, ივნისი 30, 2025

ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ ლიონელ მესის „ინტერ მაიამი“ დაამარცხა

ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის 1/8-ფინალში ლიონელ მესის „ინტერ მაიამი“ დამაჯერებლად დაამარცხა – 4:0.

ატლანტას „მერსედეს ბენც-არენაზე“ გამართულ შეხვედრაში პარიზელებმა ანგარიში სწრაფად გახსნეს. მე-6 წუთზე გათამაშებული შეტევა ჟოაო ნევეშმა თავური დარტყმით დააგვირგვინა. ფრანგები დიდ უპირატესობას ფლობდნენ, პირველ ტაიმში მეტოქეს ერთი მომენტის შემქნის საშუალებაც არ მისცეს, თავად კი ნევეშის დუბლით (39), ტომას ავილესის ავტოგოლით (44) და აშრაფ ჰაკიმის (45+3) ზუსტი დარტყმით შესვენებამდე 4:0 დაწინაურდნენ.

ხვიჩა კვარაცხელიამ პირველ ტაიმში რამდენჯერმე გაამწვავა თამაში. მე-4 წუთზე გაიბრწყინა, „ინტერ მაიამის“ სამ მცველს გაცდა და კარის წინ ბრედლი ბარკოლა მონახა, რომელმაც ამ რეალური შანსით ვერ ისარგებლა. ხვიჩა ძალიან მონდომებიული იყო, არაერთხელ გაამწვავა შეტევა, საჯარიმოს სიახლოვიდანაც დაარტყა და „მაიამის“ ისევ მეკარემ უშველა.

მეორე ნახევარში ფრანგებმა ტემპი დააგდეს, ამერიკელები კი სხვაობის შემცირებას ცდილობდნენ, მაგრამ შეტევაში ბევრი არაფერი გამოსდიოდათ.

საბოლოოდ პსჟ-მ 4:0 მოიგო და საკლუბო მსოფლიო ჩემპიონობისთვის ბრძოლას მეოთხედფინალში გააგრძელებს. მისი მეტოქე „ბაიერნისა“ და „ფლამენგოს“ წყვილში გამარჯვებული იქნება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ვიქტორ დოლიძე – ევროპელ პარლამენტარებს უთქვამთ არაფორმალურ შეხვედრებზე, რომ არ გვაინტერესებს, მერაბიშვილი დამნაშავეა თუ არა, ეს EPP-ის მონათესავე პარტიაა და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გარეთ იყოსო

არაფორმალურ შეხვედრებზე ევროპელ პარლამენტარებთან მქონია საუბარი, რომ, მაგალითად, არ გვაინტერესებს, მერაბიშვილი დამნაშავეა თუ არაო, ეს არის EPP-ის მონათესავე პარტია და ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ის გარეთ იყოსო, – ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა, ვიქტორ დოლიძემ საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამიძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.კომისიის სხდომაზე 2012-2025 წლებში ზოგიერთი პოლიტიკოსის მიერ საქართველოს საგარეო პოლიტიკური ინტერესებისთვის ზიანის მიყენების საკითხი განიხილება.„ეს არ დაწყებულა 2014, 2015 და არც 2016 წლებში. ჩვენ ჯერ კიდევ ახალი მისული ვიყავით, როდესაც მთელი ძალისხმევით ვცდილობდით, მაქსიმალური ინტეგრირება მოგვეხდინა, მაქსიმალური წარმატებები გვქონოდა ამ გზაზე, როგორც რეფორმების, ასევე პოლიტიკურ კონტექსტშიც. მაქსიმალურს ვითხოვდით, მიგვიღეთ, საქართველო მზად ვართ ამისთვის. იმ პერიოდში არ ვითხოვდით, ეს მიღება არაადეკვატური იქნებოდა ჩვენი მხრიდან, მაგრამ ჩვენ მზად ვართ, განვახორციელოთ ყველა რეფორმა, მზად ვართ, ამ გზაზე ვიყოთ ბოლომდე, ოღონდ პოლიტიკურად რაღაც ერთგვარი სიგნალი მაინც მიგვეღო ევროპელი პარტნიორებისგან, რომ ამის პერსპექტივა გვქონდა. ამ დროს, როდესაც შენ გეუბნებიან, რომ რუსული ხელისუფლება ხარ და ოლიგარქიული ხელისუფლება ხარო, ეს ძალიან გულდასაწყვეტია.მე პირადად, არაფორმალურ ვითარებაში მქონდა ძალიან ბვერი შეხვედრები და გასაუბრებები ევროპელ პარლამენტარებთანაც კი. არაფორმალურ ვითარებას ვგულისხმობ, ამიტომ თავს შევიკავებ მათი დასახელებისგან. მიკითხავს მათთვის მეგობრულად, თქვენ განგვიხილავთ ჩვენ, ჯერ არ დაგვიწყია და ჯერ არ შევსულვართ ისე ღრმად ჩვენს სამუშაო რეჟიმში, რა გინდათ, რა პრობლემები გაქვთ, ჩვენ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ და განვიხილოთ თითოეული პრობლემა, რაზე გველაპარაკებით, რატომ გაჩნდა ეჭვი, ეს არის მხოლოდ ჩვენი ოპოზიციის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ რაიმე ლეგიტიმური პრობლემა შეიძლება, გაგაჩნდეთ, რაზეც ჩვენ ვალდებული ვართ, პასუხი გაგცეთ. არის თუ არა მნიშვნელოვანი თქვენთვის, როდესაც გველაპარაკებით, მაგალითად, მერაბიშვილის ციხეში ჯდომაზე, იგი დამნაშავე არის თუ არა. მე ასეთი საუბარიც მქონია. საერთოდ არ მაინტერესებს, ის დამნაშავეა თუ არა, ეს არის პოლიტიკური მხარდაჭერა, ეს არის EPP-ის მონათესავე პარტია, ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ის იყოს გარეთო. აი, ამდაგვარი პოლიტიკური სახის მხარდაჭერებიც ჰქონდათ. მე გეუბნებით ჩემი პირადი პრაქტიკიდან გამომდინარე და არა ვიღაცის მონაყოლს“, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

თეა წულუკიანი – ჩვენ გვქონდა უკვე ბიომეტრიული პასპორტები, მოლდოვას ძველ პასპორტზე ე.წ. ჩიპი ჰქონდა „სკოჩით“ მიმაგრებული, მას უკმაყოფილებდნენ უვიზო რეჟიმის მოთხოვნას, ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ...

ჭიდაობას ჰგავდა ეს ყველაფერი, როდესაც ბრიუსელი დიდად არ იჩენდა სურვილს, საქართველოს მარტივად მიეღო უვიზო რეჟიმი, არ მოსწონდა ხელისუფლება და ამიტომ, თუ სხვა მიზეზის გამო, ეს საუბრისა და კვლევის თემაა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამიძიებო კომისიის თავმდჯომარე თეა წულუკიანმა კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2012-2025 წლებში ზოგიერთი პოლიტიკოსის მიერ საქართველოს საგარეო პოლიტიკური ინტერესებისთვის ზიანის მიყენების საკითხი განიხილება.როგორც წულუკიანმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო უკრაინასა და მოლდოვაზე წინ იყო, მოლდოვას ძველ პასპორტზე ე.წ. ჩიპი ჰქონდა „სკოჩით“ მიმაგრებული და უვიზო მიმოსვლის მოთხოვნას ბრიუსელი უკმაყოფილებდა, ხოლო საქართველოს უცხადებდნენ, რომ ჯერ არ იყო მზად.„საქართველო, უკრაინასა და განსაკუთრებით, მოლდოვაზე წინ იყო, მიუხედავად ამისა, მოლდოვას, რომელსაც “სკოჩით” ჰქონდა ე.წ. ჩიპები ძველ პასპორტებზე მიკრული, უვიზო მიმოსვლის მოთხოვნას ბრიუსელი უკმაყოფილებდა, ამ ფონზე კი, ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს უცხადებდნენ, რომ ჯერ ვიზალიბერალიზაციისთვის მზად არ იყო.„ერთ მაგალითს ვიტყვი. ჩვენ გვქონდა უკვე ბიომეტრიული პასპორტები, ახალი თაობის, არადა ბიომეტრიული პასპორტი არ არის მხოლოდ საბუთი, ამის უკან დგას მთელი სისტემა: მონაცემთა ბაზების, თანამედროვე ტექნოლოგიების და ა.შ. ვიყავით ორივე ქვეყანაზე და განსაკუთრებით, მოლდოვაზე წინ. მოლდოვას უკმაყოფილებდნენ უვიზო რეჟიმის მოთხოვნას, რომელსაც ძველ, არაბიომეტრიულ პასპორტზე მაშინ, ე.წ. ჩიპი ჰქონდა უკანა გვერდზე „სკოჩით“ მიმაგრებული და ჩვენ გვეუბნებოდნენ, ჯერ არ ხარ მზადო. ასეთი მომენტებიც იყო მოლაპარაკებების მაგიდასთან, სადაც ყველაფერი მაგიდაზე დევს და მერე მიდის დავა, ვაჭრობა თუ მოლაპარაკება. ეს არის 2015-2016 წლები“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ზაზა თავაძე: ფრონტის ხაზი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე გადის. იგივე პოზიცია აქვს „ლელოს“, ასევე სხვა პოლიტიკურ სუბიექტებსაც და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს რიცხვი კიდევ უფრო...

ჩვენ მაინც ვთვლით, რომ ფრონტის ხაზი ამ რეჟიმთან ბრძოლის, გადის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, - განაცხადა პარტია „გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ზაზა თავაძემ. მისი თქმით, ოპოზიციამ უბრძოლველად არცერთი ქალაქი არ უნდა დათმოს.„იგივე პოზიცია აქვს „ლელოს“ და სხვა პოლიტიკურ სუბიექტებსაც და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება. ჩვენი აზრით, უბრძოლველად არცერთი ქალაქი ქართულად ოცნებას არ უნდა დავუთმოთ“, - აცხადებს თავაძე.

შალვა პაპუაშვილი – რადიკალების გუშინდელი აქცია, რომლის სცენიდანაც უკვე საჯაროდ ხელისუფლების „დამხობის“ და „ყველას დასჯის“ პირობა დაიდო, ევროკავშირის დაფინანსებული იყო

ყურადღება მივაქციოთ იმ ფაქტს, რომ რადიკალების გუშინდელი აქცია, რომლის სცენიდანაც, უკვე საჯაროდ ხელისუფლების „დამხობის“ და „ყველას დასჯის“ პირობა დაიდო, ევროკავშირის დაფინანსებული იყო, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.„ყურადღება აუცილებლად უნდა მივაქციოთ იმ ფაქტს, რომ რადიკალების გუშინდელი აქცია, რომლის სცენიდანაც, უკვე საჯაროდ, “მებრძოლების” (!) მიერ ხელისუფლების “დამხობის” (!) და “ყველას დასჯის” (!) პირობა დაიდო, ევროკავშირის დაფინანსებული იყო.საგანგაშოა, რომ, ამგვარი ქცევით, ევროკავშირის საელჩო, ქართველების თვალში, ევროკავშირს და ექსტრემიზმს ერთმანეთთან საბოლოოდ აკავშირებს“,- წერს შალვა პაპუაშვილი.

გელა დაიაურის განცხადება ინციდენტის შემდეგ: „მთის კაცს სირცხვილად მიაჩნდა სიმთვრალე — ნუ მოდიხართ, თუ ვერ აფასებთ საღამოს მნიშვნელობას“

თბილისში ღონისძიება „მთის საჩუქარი ბარს“ გაიმართა, რომელიც პოეტ გელა დაიაურის ხელმძღვანელობით, უკვე მესამე წელია ტარდება.სოციალურ ქსელში გავრცელებული პოსტით გელა დაიაური სპონსორებს მადლობას უხდის და ინციდენტის შესახებ წერს, რომელსაც გუშინდელ საღამოზე ჰქონდა ადგილი.„ვერ მოვითმენ და ალბათ აუცილებელია ვთქვა რამდენიმე სიტყვა წუხანდელი საღამოს," მთის საჩუქარი ბარს", ინციდენტების შესახებ და მათ გასაგონად , ვინც ამ საღამოს კულისებს მიღმა ღრეობდა და ჩხუბობდა.იმედია, წაიკითხავენ ან გადასცემენ ახლობლები.ხევსურ კაცს სიმთვრალე რომ შესტყობოდა, სირცხვილი იყო, სირცხვილი იყო აცეტება და წარაუგონთ საუბარი... მოვდივართ ბარში და რას ვაჩვენებთ ბარელებს? ვღრეობთ გალეშვამდე და მერე ვჩხუბობთ.... სად ისწავლეთ, ვინ დაგარიგათ, რომ ასე უნდა მოიქცეთ.ამ ხმაურის და ინციდენტის გამო, შეიძლება, მომავალ წელს უარი გვითხრას მერიამ და ეს საღამო აღარასდროს ჩატარდეს...მაპატიოს, იმ ნორმალურმა ნაწილმა, ვინც მოდის, ბოლომდე გულისყურით უსმენს მონაწილეებს და მაქსიმალურად ყურადღებით არიან საღამოს განმავლობაში... მათ დიდი მადლობა...კიდევ ერთხელ ვიმეორებ,-მთის კაცი სიმთვრალეს არ დაიტყობდა, სირცხვილი იყო... მთის კაცი არ ცანცარებდა, უპატიურ სიტყვას არ იტყოდა და პირუტყვივით არ ღრიალებდა...თუ ჩატარდა ეს საღამო კიდევ, ასეთ ადამიანებს ვთხოვ, ნუ მოვლენ ამ საღამოზე... არ გიცნობთ , არ მიცნობთ!!!მაპატიეთ, მაგრამ რომ არ მეთქვა, გული გამისკდებოდა... წუხანდელს აქეთ ვერ დავწყნარდი...P.S სირცხვილია..“,- წერს გელა დაიაური.

ბოლო სიახლეები