სამშაბათი, ივლისი 1, 2025

“ხელისუფლება ცდილობს პოლიტიკური ოპოზიცია შეათრიოს ამ არჩევნებში, თან ისე, რომ არანაირი ფასი არ გადაიხადოს, უბრალოდ, დანებებულს, ჩახდილს მიაღებინოს მონაწილეობა” – გიგი უგულავა

“ჩვენ ახლა კარგად ვხედავთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები რაღაც ტროას ცხენად გადაიქცა. კერძოდ, ის, რომ ხელისუფლება ცდილობს, პოლიტიკური ოპოზიცია შეათრიოს ამ არჩევნებში, თან შეათრიოს ისე, რომ ამაში არანაირი ფასი არ გადაიხადოს, უბრალოდ, დანებებულ (ვიხმარ ამ სლენგს, ვინაიდან დღეს ასე გამოიყურება) ჩახდილ [ოპოზიციას] მიაღებინოს მონაწილეობა. ეს ბუნებრივი სურვილია – მათ უნდათ, რომ ნაკლებ ფასად მეტი მოგება ნახონ,” – ამის შესახებ ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, გიგი უგულავამ განაცხადა.

უგულავა მიიჩნევს, რომ “ადგილობრივი არჩევნების საზოგადოებრივი ბოიკოტის კომიტეტი” უნდა შეიქმნას.

“ამ ვითარებაში, როდესაც ამდენი პატიმარია, როდესაც ბოლო 1.5 წელში მიღებული კანონმდებლობა არათუ არჩევნების, არამედ სუნთქვის შესაძლებლობას აღარ აძლევს არც მედიას, არც სამოქალაქო საზოგადოებას, პარტიებს კრძალავენ და ა.შ. იმ პირობებში, როდესაც კრატერის პირას დგანან პოლიტიკური ლიდერები და მათ ციხეებში უშვებენ, გეგონება, გავარვარებულ ლავაში ხტებიან და დანარჩენებზე ყულფია მიჭერილი და ერთ, ორ თვეში… რაღაც რიტუალურ დაჭერას დაემსგავსა, ასეთ ვითარებაში უბრალოდ წარმოუდგენელია მონაწილეობის მიღება. ეს გააჟღერა სალომე ზურაბიშვილმა, მაგრამ ამის გაჟღერება არ კმარა.

დღეს ვხედავთ, რომ ვიღაც შერბის ამ არჩევნებში, ვიღაც ყოყმანობს, ვიღაც არ აპირებს და ა.შ. დავანებოთ საერთოდ ამ პარტიებს თავი, – ორი დღეა, ჩვენ ვუყურებთ საზოგადოების თვითორგანიზების საუკეთესო მაგალითებს. დაახლოებით, 50 ღონისძიება იყო ერთმანეთისგან დამოუკიდებლად დაგეგმილი, რომელიც ერთმანეთში არც ირეოდა, მაგრამ ერთმანეთს ავსებდა. მთელი 6 თვეა, საზოგადოება აჩვენებს საუკეთესო თვისებებს ამ ბრძოლისა და თვითორგანიზებისთვის. როდესაც ვხედავთ, რომ ხელისუფლებისთვის მომდევნო 4 თვე მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ფულსაც იქ ხარჯავს, ენერგიასაც იქ ხარჯავს – ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ მივიდეთ და იქ ვუტიროთ ყოფა. ახლა უნდა დაფუძნდეს ადგილობრივი არჩევნების საზოგადოებრივი ბოიკოტის კომიტეტი, რომელიც დღეიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით ორგანიზებას დაუწყებს: პიარი, კლიპები, სიარული და ა.შ,” – განაცხადა გიგი უგულავამ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

“ყველა კარგი ფეხბურთელი ჰყავთ, მაგრამ მათი 7 ნომერი…” – მაკალისტერი პსჟზე

არგენტინის ნაკრებისა და "ლივერპულის" ნახევარმცველმა, ალექსის მაკალისტერმა, რომელიც 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა, "პარი სენ-ჟერმენის" მიმართ განსაკუთრებული სიმპათიები გამოხატა. მაკალისტერმა ფრანგულ გრანდს „მსოფლიოს საუკეთესო გუნდი“ უწოდა და ხაზი გაუსვა კლუბის თამაშის სტილს, დისციპლინას და შემადგენლობას.მაკალისტერმა გამორჩეულად აღნიშნა "ნაპოლის" ყოფილი მოთამაშე, 7-ნომრიანი შემტევი — ხვიჩა კვარაცხელია. არგენტინელის თქმით, ეს ფეხბურთელი ნამდვილი ვარსკვლავია და დიდ შთაბეჭდილებას ტოვებს თავისი თამაშით.„მათ თამაშს რომ უყურებ, გრძნობ, როგორ სწრაფად და ორგანიზებულად მოქმედებენ. ყველა ფეხბურთელი მოძრაობაშია, ბურთთან საოცრად თავდაჯერებულები არიან. ნამდვილად ტოპ-დონის გუნდია“, — განაცხადა მაკალისტერმა YouTube-შოუში La Casa del Kun, რომელსაც ყოფილი ფეხბურთელი სერხიო აგუერო უძღვება.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო თეატრ-სტუდია „მოდინახემ“ მეოთხმოცე სეზონი დახურა

უკვე 80-ჯერ დაიხურა თეატრ-სტუდია „მოდინახეს“ სეზონი. 80 წარმატებული წელი და 100-ზე მეტი ქართველი და უცხოელი ავტორის ნაწარმოებების გაცოცხლებული გმირები. „მოდინახე“ ახალგაზრდებს 80 წელია აძლევს საშუალებას გაითავისონ კლასიკური ქართული ლიტერატურა, მოირგონ თეატრალური სახეები და წარსდგნენ ერთგული მაყურებლის წინაშე. მსგავსი პროექტები მხოლოდ თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაციას არ ემსახურება, ესაა მეგობრობის და შემოქმედებითი თვითგამოხატვის საშუალება, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სტუდენტისთვის, კულტურა კი სწორედ იქ იწყება, სადაც ახალგაზრდები ენთუზიაზმით სწავლობენ და ქმნიან ღირებულს“, - ამის შესახებ სტუ-ის სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ლევან ფიფიამ „მოდინახეს“ მეოთხმოცე სეზონის დახურვის ღონისძიებაზე განაცხადა.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პოლიტექნიკური ინსტიტუტის დრამატული დასის პირველი საღამო 1945 წლის 5 ნოემბერს გაიმართა.„დრამატული დასის დამაარსებელი გახლდათ არქიტექტურული ფაკულტეტის სტუდენტი, შემდეგში ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე და საქართველოს სამხატვრო ფონდის დირექტორი, დორიან კიტია. სხვადასხვა წლებში აქ მოღვაწეობდნენ საქართველოს სახალხო არტისტი ნოდარ ჩხეიძე, დიდი რეჟისორი მიხეილ თუმანიშვილი, ირაკლი ქოქრაშვილი, მსახიობი ავთანდილ კახნიაშვილი, ავთანდილ გელოვანი, მარლენ კიტია, კოტე მახარაძე, გოგი ქავთარაძე, ავთანდილ ევნაძე ტელერეჟისორი ტარიელ კურცხალია, საქართველოს დამსახურებული არტისტები ბორის წიფურია, აბესალომ ლორია და მურმან ჯინორია. 1945 - 2025 წლების განმავლობაში თეატრის სცენაზე დადგმულია 100 მეტი ქართველი და უცხოელი ავტორების ნაწარმოები”,- ნათქვამია ინფორმაციაში.მათი ცნობით, სახალხო თეატრ-სტუდიამ წლევანდელი წელი ნოდარ დუმბაძის „თეთრი ბაირაღებით“ დახურა. როგორც ლევან ფიფია აცხადებს, სპექტაკლი „მოდინახეს“ სცენაზე პირველად 45 წლის წინ დაიდგა, ინსცენირება და რეჟისურა სამხატვრო ხელმძღვანელს ნუგზარ ბუცხრიკიძეს ეკუთვნის.„მოდინახემ“ წარმატებით დაასრულა 2024/2025 წლის თეატრალური სეზონი და დასკვნით წარმოდგენად მაყურებელს ნოდარ დუმბაძის უკვდავი რომანის მიხედვით დადგმული სპექტაკლი „თეთრი ბაირაღები“, რომელმაც დიდი მწერლის ჰუმანისტური იდეებითა და სიღრმისეული ემოციებით კიდევ ერთხელ შეგვახსენა ხელოვნების ძალა და ადამიანობის მნიშვნელობა.კულტურა სტუდენტური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, ის ხელს პიროვნულ ზრდას, კრიტიკული და კრეატიული აზროვნების განვითარებას, ემოციური ინტელექტისა და სოციალური პასუხისმგებლობის გაღრმავებას უწყობს. ჩვენთვის, როგორც ტექნიკური პროფილის უმაღლესი საგანმანათლებლო სკოლისთვის, პრიორიტეტულია არა მხოლოდ პროფესიონალი არქიტექტორების, მშენებლების, ტექნოლოგებისა და ჰუმანიტარული მიმართულების მეცნიერების მომზადება, არამედ მათი ინტელექტუალურ ღირებულებებსა და ჰუმანისტურ პრინციპებზე დაფუძნებულ მოქალაქეებად ჩამოყალიბება. სწორედ ამ მიზანს ემსახურება თეატრ-სტუდია „მოდინახე“, რომელიც ახალგაზრდა ადამიანებს შემოქმედებითი გამოცდილების ირგვლივ აერთიანებს, აძლევს მათ თვითგამოხატვისა და პროფესიულ-საზოგადოებრივი უნარების გაძლიერების შესაძლებლობას. სწორედ ამიტომაა რომ რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მხარდაჭერით ვითარდება კულტურული სივრცეები. უნივერსიტეტი მხარს ვჭერს ყველა სტუდენტურ ინიციატივას, რომელიც ხელს უწყობს ხელოვნების სიყვარულის, ეროვნული მემკვიდრეობის გაცნობასა და სულიერი ღირებულებების განმტკიცებას.მივულოცავთ თეატრ-სტუდია „მოდინახეს“ სეზონის წარმატებით დასრულებას და დიდი მადლობა თითოეულ სტუდენტს, პედაგოგს და ორგანიზატორს, რომელმაც თავისი წვლილი შეიტანა ამ მნიშვნელოვანი კულტურული პროცესის შექმნაში“, - განაცხადა ლევან ფიფიამ.სტუ-ის ინფომციით, 2024/2025 წლის თეატრალურ სეზონში თეატრ-სტუდიამ ორ საერთაშორისო ფესტივალში, თურქეთსა და საქართველოში, მიიღო მონაწილეობა და გაიმარჯვა, ხოლო 90-ზე მეტ სპექტაკლს 27 000-ზე მეტი მაყურებელი დაესწრო. სეზონის დახურვის ღონისძიებაზე სტუ-ის სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მოყვარულ მსახიობებს მადლობის სიგელები გადასცა.

ტრაგედიის დეტალები – ქარხანაში აფეთქების შედეგად, დაღუპულთა რიცხვი 34-მდე გაიზარდა

ინდოეთის სამხრეთ შტატ თელანგანაში, ფარმაცევტულ ქარხანაში გაჩენილმა მასშტაბურმა ხანძარმა, სულ მცირე, 34 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.აფეთქება ორშაბათს, Sigachi Industries-ის ქარხანაში სამუშაო საათებში მოხდა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი მძიმედ დაშავდა."ნანგრევებიდან 31 ცხედარი ამოიყვანეს, ხოლო სამი საავადმყოფოში მკურნალობის დროს გარდაიცვალა“, - განაცხადა რაიონის პოლიციის უფროსმა პარიტოს პანკაჯმა.პოლიციამ, დაზარალებულის შვილის საჩივრის საფუძველზე, ქარხნის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ საქმე აღძრა.

შალვა პაპუაშვილი – ორი დღე იშიმშილა ელენე ხოშტარიამ, ასევე, გვაქვს მეორე პარადოქსი, რომ ოპოზიციამ ოპოზიციას გამოუცხადა შიმშილობა, ამ მხრივ ალბათ მოვხვდებით მსოფლიო ჰედლაინებში

ბოლო საპარლამენტო არჩევნებში ალბათ 30-მდე პარტია მონაწილეობდა. გუშინ თქვეს, რვა პარტია ვართ, ვინც არ მივიღებთ მონაწილეობასო. კარგია, რომ კოალიცია კიდევ ერთხელ დაშალეს. რვა თუ არ მიიღებს, ოცი მიიღებს, მათი სურვილი და გადაწყვეტილებაა, მიიღებენ თუ არა მონაწილეობას, ქართველი ხალხი ოქტომბერში გამოვა არჩევნებზე და ექნება შესაბამისი არჩევანი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.რაც შეეხება „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას შიმშილობას, პაპუაშვილის თქმით, მან, რეალურად, შიმშილობა გამოუცხადა ოპოზიციას.„ქვეყანასაც არაფერი შეეტყო, რომ ელენე ხოშტარიამ იშიმშილა და ოპოზიციასაც არაფერი შეეტყო. სადაც იყვნენ სამი დღის წინ, იქ არიან დღესაც. ასე რომ, ერთადერთი, რაც შეიცვალა, არის, რომ გვაქვს ახალი მსოფლიო რეკორდი შიმშილობის დღეების მიხედვით, ორი დღე იშიმშილა ადამიანმა. ასევე, გვაქვს მეორე პარადოქსი, რომ ოპოზიციამ ოპოზიციას გამოუცხადა შიმშილობა, ამ მხრივ ალბათ მოვხვდებით მსოფლიო ჰედლაინებში. არაეთიკური არის შიმშილობის გამოცხადება და საკუთარი სიცოცხლის შანტაჟით სხვების იძულება. ამის ახსნას ვცდილობდი გერმანიის ელჩისთვის, რომ არაეთიკურია, როდესაც ადამიანი აშანტაჟებს სხვას საკუთარი სიცოცხლით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

გიორგი კახიანი – ხელისუფლებას სთხოვს, თანხები გამოუყოს იმისათვის, რომ ხელისუფლებამ თავისი თავი დაამხოს, ალბათ, ცოტა ხანში ასეთ რამეს მოითხოვენ, ბურჭულაძის განცხადებები ღიმილის მომგვრელია

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გიორგი კახიანის შეფასებით, პაატა ბურჭულაძე ღიმილის მომგვრელ და არასერიოზულ განცხადებებს აკეთებს.გიორგი კახიანი საქართველოს პირველ არხთან საუბარში პაატა ბურჭულაძის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მან დედაქალაქის მერს, კახი კალაძეს „დინამოს“ დაქირავების მიზნით თანხების გამოყოფა მოსთხოვა.კახიანის თქმით, მას პაატა ბურჭულაძის განცხადებები აღარ უკვირს, რადგან აქამდეც არაერთი არაადეკვატური განცხადება გააკეთა.„რომელი ერთი გავიხსენო, აღარ ვიცი. მაგალითად, როცა თქვა, რომ არჩევნები მობილური ტელეფონებით უნდა ჩატარდესო. ახლა მორიგი აბსურდი მოვისმინეთ. ასეთი განცხადებები მიუთითებს არაკომპეტენტურობაზე, არაადეკვატურობაზე და პოლიტიკური გამოცდილების არქონაზე. ფაქტობრივად, ხელისუფლებას სთხოვს, თანხები გამოუყოს იმისათვის, რომ ხელისუფლებამ თავისი თავი დაამხოს. ალბათ ცოტა ხანში ასეთ რამეს მოითხოვენ. მისი განცხადებები ღიმილის მომგვრელია და სერიოზულად არ აღიქმება“, – განაცხადა კახიანმა.

ბოლო სიახლეები