საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, აჭარის მთავრობისა და აჭარის საზღვაო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ლიბიაში დაკავებული ქართველი მეზღვაურების ოჯახის წევრებთან ბათუმში შეხვედრა გამართეს. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
შეხვედრის ფარგლებში ოჯახის წვერებს პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდეს.
ლიბიაში, ტანზანიის დროშის ქვეშ მცურავი თურქული გემი 2017 წლის აგვისტოში დააკავეს.დაკავებული მეზღვაურებიდან სამი ქართველია. მათ პატიმრობა შეუფარდეს. ქართველ მეზღვაურებს საზღვრის უკანონო გადაკვეთასა და კონტრაბანდას ედავებიან.