პარასკევი, ივნისი 12, 2026

ხელისუფლება ლიბიაში დაკავებული მეზღვაურების ოჯახის წევრებს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, აჭარის მთავრობისა და აჭარის საზღვაო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ლიბიაში დაკავებული ქართველი მეზღვაურების ოჯახის წევრებთან ბათუმში შეხვედრა გამართეს. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

შეხვედრის ფარგლებში ოჯახის წვერებს პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდეს.

ლიბიაში, ტანზანიის დროშის ქვეშ მცურავი თურქული გემი 2017 წლის აგვისტოში დააკავეს.დაკავებული მეზღვაურებიდან სამი ქართველია. მათ პატიმრობა შეუფარდეს. ქართველ მეზღვაურებს საზღვრის უკანონო გადაკვეთასა და კონტრაბანდას ედავებიან.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გურამ მაჭარაშვილი – ე.წ. ალიანსი თავიდანვე დაშლისთვის იყო განწირული, ოპოზიციაში დაპირისპირება გაიზრდება, ძალაუფლების მისაღწევად ერთმანეთის დაჭამენ

ე.წ. ალიანსი დაშლისთვის თავიდანვე იყო განწირული, რადგან ცხრავე პარტიამ თქვა, გაერთიანების მიუხედავად, ცალ-ცალკე გზები გვაქვსო, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.მისივე თქმით, ოპოზიციაში დაპირისპირება გაიზრდება.„ნათელი იყო, რომ ერთმანეთს დაერეოდნენ. აქამდე თუ მივიდოდნენ, არ მეგონა. დღეს რას ვხედავთ? – „ნაცმოძრაობის“ ბუნებას. ნიკა მელიას იმპიჩმენტი მოუწყვეს; ლევან ხაბეიშვილმა მუხლმოყრით დაიფიცა, მიშას გამოვიხსნიო და ციხეში თავად შევიდა; თინა ბოკუჩავამ თქვა, პარტიას საერთაშორისო ასპარეზზე გავიყვანო და ალიანსიდან აგდებენ. როგორც ჩანს, სააკაშვილმა გადაწყვიტა, ეს ადამიანი ხაჭაპურებს და ლობიანებს მაინც აცხობს და ნანულა ჟორჟოლიანს თავმჯდომარედ ავირჩევო. ეს ადამიანი რასთან არის დაკავშირებული, კარგად გვახსოვს. ნანუკა ჟორჟოლიანი „ნაცმოძრაობას“ პოლიტიკურ საიქიოში გააცილებს, რადგან, იმედია, საკონსტიტუციო სასამართლო მათი აკრძალვის თაობაზე სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს.ოპოზიციაში დაპირისპირება გაიზრდება, რადგან ძალაუფლების მისაღწევად ერთმანეთის დაჭამენ, ოღონდ მიზანს მიაღწიონ. ჩერგოლეიშვილმა თქვა, თქვენ რომ გგონიათ, „ნაცმოძრაობა“ ალიანსშია, არ არისო. ახლა მიშას მომხრეები გამოვარდნენ და „ალიანსში“ მთავარი „ნაცმოძრაობაა“, მიშამ პარტიაში რევოლუცია უნდა მოახდინოსო. ყველაზე სწორად ანი წითლიძემ თქვა, რომ „ალიანსში“ ყველაზე დიდი წარმომავლობა „ნაციონალური მოძრაობის“ არის, ვითომ დაიშალნენ, მაგრამ რეალურად ერთიანი „ნაციონალური მოძრაობაა““, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

კომერციულ გემებზე თავდასხმის შედეგად დაღუპული ინდოეთის სამი მოქალაქის გამო, ინდოეთის საგარეო უწყებაში აშშ-ის საქმეთა დროებითი რწმუნებული დაიბარეს

ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აშშ-ის საქმეთა დროებითი რწმუნებული, ჯეისონ მიკსი დაიბარეს. ამის მიზეზი კომერციული გემების დაბომბვაა, რასაც ინდოეთის სამი მოქალაქე ემსხვერპლა.ამერიკელ დიპლომატთან შეხვედრის დროს ინდურმა მხარემ პროტესტი გამოხატა.ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინიტროში განაცხადეს, რომ ასეთი თავდასხმები უნდა დასრულდეს და ჰორმუზის სრუტეში შეუფერხებელი და უსაფრთხო ნავიგაცია უნდა იყოს უზრუნველყოფილი.ინდოეთის საგარეო უწყებაში აშშ-ის საქმეთა დროებითი რწმუნებული უკვე მეორედ დაიბარეს. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც გვინეა-ბისაუს დროშის ქვეშ მცურავ ნავთობტანკერს, სადაც 20 ინდოელი მეზღვაური იმყოფებოდა, ომანის ზღვაში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალები დაესხნენ თავს. აშშ-ის პოზიციის თანახმად, გემმა ირანის წინააღდეგ აშშ-ის მიერ დაწესებული ბლოკადა დაარღვია.სამი კომერციული გემი, მათ შორის პალაუს დროშის ქვეშ მცურავი გემები, აშშ-ის საზღვაო ძალებმა ერთი კვირის განმავლობაში გაანეიტრალეს, რასაც სამი ინდოელი ემსხვერპლა.

გაბრიელს საზოგადოების დახმარება სჭირდება

პატარა გაბრიელი მალე გერმანიაში გაემგზავრება, სადაც ერთ-ერთ კლინიკაში გაივლის სამკურნალო პროცესს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში გაბრიელის დედა, თაკო ბარბაქაძე წერს:„წინასწარ თქმას ვერიდებოდით თუმცა რადგან უკვე 2 დღეა დარჩენილი თქვენც გაგიზიარებთ.. 13-ში გერმანიაში მივდივართ. ორ კლინიკასთან გავგზავნეთ და ორივეს პასუხი ის იყო რომ მიიღებდნენ თუმცა ბავშვი უნდა ენახათ და ასე პასუხს ვერ გაგვცემდნენ.. ბერლინში მივდივართ ყველაზე ძლიერ საუნივერსიტეტო კლინიკაში.. არ ვიცი წინ რა გველოდება თუმცა ის ვიცი რომ ბავშვი უკეთესად იქნება.. ახლა გაბი სრულიად სტაბილურია არანაირი ინფექცია არ აქვს ასე რომ დრო ახლა არის რომ მომავალში არ ვინანო.. ბილეთები ნაყიდი გვაქვს..თქვენ ჩემს ბავშვს მეორე სიცოცხლე უკვე აჩუქეთ და არ ვიცი თქვენ რომ არა ზუსტად ვიცი რომ ახლა ჩემი ბავშვის ლამაზ მოციმციმე თვალებს ვეღარ შევხედავდი.. როგორც კუ ვიმკურნალებთ უკან დავბრუნდებით და როგორც აქამდე გიზიარებდით ისევ ისე გაგიზიარებთ ყოველდღიურობას მიყვარხართ!!! მაქამდე კიდევ ერთხელ გთხოვთ რომ მერე იქ ნერვიულობა არ მომიწიოს ვიცი რომ ბავშვს მაინც დავიტოვებ და უმკურნალებენ მაგრამ მაინც ძალიან დიდი შიში მაქვს. კიდევ ერთხელ დავუდგეთ გვერდით გაბის და ისეთ სასახელო ბიჭს გავზრდი მთელი საქართველო და გერმანიაც რომ იტყვის რომ ყველაფერი გამოვიდა და ჩვენ ეს შევძელითო.პირადი ნომერი: 25101051767მიმღები: დედა თამარ ბარბაქაძე“, - წერს თაკო ბარბაქაძე.

შალვა პაპუაშვილი – მეუფე თეოდორეს და ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ღვაწლით საქართველო იბრუნებს აწყურის ღვთისმშობლის ტაძარს და აწყურის დიდებულ ციხეს იმ სახით, როგორითაც ისინი ქვეყანას...

აწყური საუკუნეების განმავლობაში სამხრეთ საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სულიერების ცენტრი იყო. სწორედ აქედან იწყება საქართველოს 2000-წლოვანი ავტოკეფალური ეკლესიის ისტორია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, მეუფე თეოდორეს და ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ღვაწლით საქართველო იბრუნებს აწყურის ღვთისმშობლის ტაძარს და აწყურის დიდებულ ციხეს იმ სახით, როგორითაც ისინი ჩვენს ქვეყანას საუკუნეები მოჰყვებოდნენ.„ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის მიტროპოლიტ თეოდორესთან ერთან დავათვალიერეთ აწყურის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენის მიმდინარე პროცესი. აწყური საუკუნეების განმავლობაში სამხრეთ საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სულიერების ცენტრი იყო. სწორედ აქედან იწყება საქართველოს 2000-წლოვანი ავტოკეფალური ეკლესიის ისტორია. აქ მისცა დასაბამი წმინდა ანდრია პირველწოდებულმა ქართულ ეკლესიას, რომელიც ორი ათასწლეულია ჩვენი იდენტობის საფუძველია. აქ ინახებოდა აწყურის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი, რომელიც ქართველი ხალხის განსაკუთრებული თაყვანისცემის საგანს წარმოადგენდა და დღეს ხელოვნების მუზეუმშია დაცული.მეუფე თეოდორეს და ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ღვაწლით საქართველო იბრუნებს აწყურის ღვთისმშობლის ტაძარს და აწყურის დიდებულ ციხეს იმ სახით, როგორითაც ისინი ჩვენს ქვეყანას საუკუნეები მოჰყვებოდნენ“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

ირაკლი კობახიძე – ყირგიზეთის პრეზიდენტთან ვისაუბრეთ სატრანსპორტო-ლოგისტიკური მიმართულებით თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე, აღვნიშნეთ „შუა დერეფნის“ განვითარების მნიშვნელობა

მოხარულები ვართ, რომ ვიზიტის პარალელურად ბიშკეკში გაიმართა საქართველო-ყირგიზეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის მეორე სხდომა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ სადირ ჟაპაროვთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.პრემიერის შეფასებით, ეს იყო ძალიან დროული სხდომა, რადგან ორივე მხარეს მიეცა შესაძლებლობა დეტალურად განეხილა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთქმედების გაზრდის შესაძლებლობები.„გარდა ამისა, ჩვენ განვიხილეთ საქართველო-ყირგიზეთის პარტნიორობა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი ნაყოფიერი თანამშრომლობა ამ მიმართულებით მომავალშიც გაგრძელდება. აქვე, მსურს ვისარგებლო შემთხვევით და მივულოცო ბატონ პრეზიდენტს და სრულიად ყირგიზეთს ისტორიული გამარჯვება, რომელიც მან გაერო-ს უშიშროების საბჭოში მოიპოვა და რომლის საფუძველზეც ყირგიზეთი 2027-2028 წლების პერიოდში დაიკავებს გაერო-ს უშიშროების საბჭოს არამუდმივი წევრის პოზიციას.შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო სატრანსპორტო და ლოგისტიკური მიმართულებით თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებს. აღვნიშნეთ „შუა დერეფნის“ განვითარების მნიშვნელობა და ძალისხმევის გაძლიერების მიზანშეწონილობა მისი განვითარების ხელშეწყობისა და დამატებითი ტვირთების მოზიდვის მიმართულებით.ჩვენ დიდი ინტერესით ვადევნებთ თვალს ჩინეთ-ყირგიზეთ-უზბეკეთის სარკინიგზო პროექტის განხორციელებას და მოხარული ვართ, რომ ეს პროექტი სწრაფი ტემპით ხორციელდება. ეს პროექტიც დამატებით შეუწყობს ხელს ცენტრალურ აზიასა და ჩვენს რეგიონს შორის დაკავშირებადობის გაძლიერებას. საქართველოს თავის მხრივ მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს სატრანზიტო ფუნქციის განვითარებაში. მთლიანობაში, ეს პროცესები, ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეგიონებს შორის და კონკრეტულად ჩვენს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომ განვითარებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.როგორც კობახიძემ აღნიშნა, საუბარი შეეხო ტურიზმის სფეროში თანამშრომლობას.„ასევე, ჩვენ ვისაუბრეთ ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებისა და ორმხრივი ტურისტული ნაკადების ზრდის მნიშვნელობაზე. ამას აქვს დატვირთვა,როგორც ეკონომიკური თვალსაზრისით, ასევე ჩვენს ხალხებს შორის ურთიერთობების შემდგომი განვითარების კუთხით. აღინიშნა, რომ საქართველოსა და ყირგიზეთს შორის პირდაპირი ფრენების დანიშვნა დამატებით ხელს შეუწყობდა ჩვენს ქვეყნებს შორის ტურისტული მიმართულებით თანამშრომლობის განვითარებას.ჩვენ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია საქართველოსა და ყირგიზეთს შორის უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტების განხორციელება და მუდმივი დიალოგის შენარჩუნება. აღნიშნულთან დაკავშირებით ბატონი პრეზიდენტი მოვიწვიე ვიზიტით საქართველოში მისთვის მოსახერხებელ პერიოდში. დიდი იმედი გვაქვს, რომ პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში მალე განხორციელდება. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ურთიერთობები, ჩვენი ქვეყნების, ხალხებისა და საერთო ინტერესების საკეთილდღეოდ, მომავალში კიდევ უფრო სწრაფი ტემპით განვითარდება.დასასრულს, ჩემი და დელეგაციის წევრების სახელით, მსურს მადლობა გადაგიხადოთ გულთბილი მასპინძლობისთვის და მიღებისთვის და განვითარების შთამბეჭდავი ტემპების გათვალისწინებით, დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო მეტად გაღრმავდება. მადლობა და მინდა, წარმატებები გისურვოთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ბოლო სიახლეები