სამშაბათი, მაისი 5, 2026

ხაჭვანის ფილმი „დედე“ პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალზე მოხვდა

რეჟისორ მარიამ ხაჭვანის პირველი სრულმეტრაჟიანი ნამუშევარი „დედე“ ამჯერად პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალზე მოხვდა. ფილმი მთავარი კონკურსის Tinatin Award-ზეა წარდგენილი.

ფესტივალის ჟიურის წევრი არის ცნობილი რეჟისორი Ruben ÖSTLUND, რომელმაც გასულ წელს ოქროს პალმის რტო მოიპოვა ფილმით „კვადრატი“. ასევე, ცნობილია მისი წინა ფილმი „ფორსმაჟორი“.

ფესტივალი 15-22 აპრილს გაიმართება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ალი მოჯანი-კავკასიაში არიან ადამიანები -ქალებიც და კაცებიც – რომლებიც რეგიონულ საკითხებს სიღრმითა და სიფაქიზით განიხილავენ, ზოგჯერ იმაზე მეტადაც კი, ვიდრე ეს ევროპისა და ამერიკის...

ბოლო პერიოდში გაიმართა საინტერესო საუბარი ნინო ხაჩიძესა და მის სტუმარს, სანდრო ლომინაშვილს (სოციალურ ქსელებში ცნობილი როგორც არჩიბალდ მეკეში) შორის, რომელმაც ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა. ეს დიალოგი კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რომ კავკასიაში არიან ადამიანები — ქალებიც და კაცებიც — რომლებიც რეგიონულ საკითხებს სიღრმითა და სიფაქიზით განიხილავენ; ზოგჯერ იმაზე მეტადაც კი, ვიდრე ეს ევროპისა და ამერიკის ზოგიერთი მედიის სივრცეში შეიმჩნევა. ბუნებრივია, როგორც ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩს, შეიძლება მქონდეს განსხვავებული შეხედულებები გარკვეულ საკითხებზე; თუმცა ეს არასდროს ამცირებს იმ ძალისხმევის მნიშვნელობას, რომელიც მიმართულია თანამედროვე ირანის უკეთ გასაცნობად, სამართლიანი შეფასებისა და ახალგაზრდა თაობის კვლევითი სულის პატივისცემისკენ. ეს არის ცოცხალი და დინამიური საზოგადოების მთავარი სიმდიდრე. საქართველოს ახალი თაობა არის ცნობისმოყვარე და აზრის მაძიებელი. ეს მიუთითებს ჯანსაღ სოციალურ დინამიკაზე. სიტყვის თავისუფლება მაშინ იძენს ნამდვილ მნიშვნელობას, როდესაც მას თან ახლავს დიალოგი. სწორედ დიალოგია საზოგადოების ურთიერთგაგების საფუძველი. სანდრო ჩემთვის ამ ენერგიული და პასუხისმგებლიანი სულის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია. მას აქვს სოციალური პასუხისმგებლობის განცდა და აქტიურად ერთვება სხვადასხვა თემის განხილვაში. გარკვეული დროა, რაც მას ფეისბუქზე ვადევნებ თვალს და გულწრფელად ვამბობ, მისგან ვსწავლობ. ზოგჯერ, ახალგაზრდა თაობის სოციალური ქსელების გაცნობა უფრო ღირებულია, ვიდრე მრავალი საათის გატარება ტრადიციულ დიპლომატიურ მიღებებზე. ჩემთვის, როგორც ირანის ელჩისთვის თბილისში, ერთ-ერთი ყველაზე ღირებული გამოცდილებაა ხალხის უშუალო მოსმენა. ამ დღეებში, ხშირად მიკავშირდებიან სწორედ ასეთი ახალგაზრდები — გულწრფელები, კითხვებით სავსენი და მოტივირებულნი — და ვმართავთ როგორც ონლაინ, ისე პირად შეხვედრებს. ასეთ დროს მე უფრო მსმენელი ვარ: ვინიშნავ, ვაანალიზებ და ვცდილობ ვისწავლო. მჯერა, რომ მომავალში ნათლად გამოჩნდება, თუ რა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართულმა საზოგადოებამ ურთიერთგაგების განვითარებაში. დიპლომატი, პირველ რიგში, უნდა იყოს მსმენელი. ჩვენი მისია მხოლოდ პოზიციების გამოხატვა არ არის; ის გულისხმობს საერთო ინტერესების პოვნას და ხიდების აშენებას ხალხებს შორის. წარმატებული დიპლომატია იქცევა „იდეების კორიდორად“— ორმხრივ გზად ხალხებს შორის. საქართველო მრავალფეროვანი საზოგადოებაა, სადაც სხვადასხვა ხმა, განსხვავებული აზრი თანაარსებობს. ეს მრავალფეროვნება არა საფრთხე, არამედ შესაძლებლობაა. მე ამ ხმებს დიდად ვაფასებ და მათგან ბევრს ვსწავლობ. ჩვენი საელჩო თბილისში არ არის კედლით გამიჯნული სივრცე. ჩვენ ხალხთან ახლოს ვართ. მჯერა, რომ ნამდვილი დიპლომატია არ იქმნება მუქი შუშების მიღმა — ის იბადება პირდაპირ მზერაში, გულწრფელ დიალოგსა და ურთიერთნდობაში. რამდენიმე ხნის წინ, ღამით აეროპორტიდან ქალაქისკენ მოვდიოდი. გზაში ახალგაზრდა შევნიშნე, რომელსაც ცენტრში წასვლა სურდა და შევთავაზე, ჩემთან ერთად წამოსულიყო. გზად მისი ცხოვრების შესახებ ვისაუბრეთ. როდესაც გაიგო, რომ დიპლომატი ვიყავი, გაკვირვებულმა მკითხა: „ეს მანქანა მხოლოდ განსაკუთრებული ადამიანებისთვისაა?“ ვუპასუხე: „განა შენ განსაკუთრებული ადამიანი არ ხარ?“ გაეღიმა და მკითხა: „რატომ?“ ვუთხარი: „ყოველი ადამიანი თავისი გამოცდილებით, ხედვითა და ისტორიით განსაკუთრებულია. თუ ამ განსხვავებებს ერთმანეთს გავუზიარებთ, შევქმნით სამყაროს, სადაც განსხვავება ბარიერი კი არა, ურთიერთგაგების ხიდია.“ მე ასეთი სამყაროს მჯერა — სამყაროსი, სადაც დიალოგი ცვლის დისტანციას, ხოლო შეცნობა — წინასწარ განწყობებს-წერს ირანის ელჩი საქართველოში ალი მოჯანი.

სტუ-ის რექტორი ღვაწლმოსილი ინჟინრის ანა გიორგიშვილის გარდაცვალების გამო ოჯახსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს ღვაწლმოსილი ინჟინრისა და მკვლევარის, ღირსების ორდენისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ოქროს მედლის კავალერის ანა გიორგიშვილს გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ოჯახს, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტს, გარდაცვლილის მეგობრებსა და აღზრდილებს. სამძიმრის წერილს სტუ ავრცელებს.„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის ერთ-ერთი გამორჩეული თანამშრომლის, წამყვანი ინჟინრის ანა გიორგიშვილის გარდაცვალების გამო.ქალბატონ ანას ღირსეული ადგილი ეკავა საქართველოს საინჟინრო და სამეცნიერო წრეებში. იგი იყო გამორჩეული პროფესიონალი, რომლმაც მრავალწლიანი ნაყოფიერი საქმიანობით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული მეცნიერებისა და საინჟინრო დარგის განვითარებაში.ანა გიორგიშვილის გარდაცვალება დიდი დანაკლისია როგორც ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტისთვის, ისე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ქვეყნის საინჟინრო საზოგადოებისთვის“, - აღნიშნულია რექტორის სამძიმრის წერილში.

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რომის პაპი ლეო XIV „კათოლიკეებს საფრთხეს უქმნის“

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რომის პაპი ლეო XIV „კათოლიკეებს საფრთხეს უქმნის“.აშშ-ის პრეზიდენტმა კონსერვატორ კომენტატორთან, ჰიუ ჰიუიტთან ინტერვიუში თქვა, რომ კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელი თეირანს ეხმარება და მსოფლიოს ნაკლებად უსაფრთხოს ხდის.„პაპი ამჯობინებს იმ ფაქტზე საუბარს, რომ ირანს შეუძლია, ბირთვული იარაღი ჰქონდეს. მე არ ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგია. ვფიქრობ, ის საფრთხეს უქმნის ბევრ კათოლიკეს და ბევრ ადამიანს“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.„ესოშიეთიდ პრესის“ თანახმად, რომის პაპს არ უთქვამს, რომ ირანმა ბირთვული იარაღი უნდა მიიღოს, არამედ მოუწოდა მხარეებს მეტი სამშვიდობო მოლაპარაკებებისკენ და ზოგადად გააკრიტიკა ომი.პაპმა ასევე აღნიშნა, რომ ის ასახავს ბიბლიურ და საეკლესიო სწავლებებს და არ საუბრობს, როგორც ტრამპის პოლიტიკური კონკურენტი.

დონალდ ტრამპი – ირანთან ომი შესაძლოა, კიდევ ორი ან სამი კვირა გაგრძელდეს, დრო ჩვენთვის არსებითი არ არის

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანთან ომი შესაძლოა, კიდევ ორი ან სამი კვირა გაგრძელდეს.მისივე თქმით, აშშ-მა ომში „უკვე გაიმარჯვა“.„ომი ალბათ კიდევ ორი კვირა ან შესაძლოა, სამი კვირა გაგრძელდება. დრო ჩვენთვის არსებითი არ არის“, – აღნიშნა ტრამპმა „ეიბისი ნიუსთან“ სატელეფონო ინტერვიუში.ამასთან, ტრამპმა განაცხადა, რომ ირანს სულ 159 გემი ჰყავდა, ახლა კი არც ერთი არ ჰყავს. მისივე თქმით, თითოეული მათგანი ამჟამად ზღვის ფსკერზეა.აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ ამჟამად ჰორმუზის სრუტეს აკონტროლებს. ტრამპის თქმით, „ირანელ ხალხს საკმარისი იარაღი თუ ექნებოდა, ისინი რეჟიმს აუცილებლად უპასუხებდნენ“.

შალვა პაპუაშვილი – 9 მაისს აღინიშნება ფაშიზმზე გამარჯვების დღე, სიმბოლურია, რომ რამდენიმე დღით ადრე რასა იუკნევიჩიენე, რომელიც ფაშისტური განცხადებებით გამოირჩევა, არის რეზოლუციის ავტორი

ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ დღითი დღე თავს იმკვიდრებს, როგორც საბჭოთა კავშირის საკავშირო სახალხო დეპუტატთა ყრილობის მემკვიდრე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.მისივე თქმით, ევროდეპუტატ რასა იუკნევიჩიანეს ქმედება გასაკვირი არ არის, რადგან ევროპარლამენტის რიგებში ვხედავთ საბჭოთა მოქალაქეებს, საბჭოთა ნომენკლატურისა თუ ელიტის წარმომადგენლებს.„დღეს ისინი ევროპარლამენტში არიან მოკალათებული, ვგულისხმობ, ბალტიის ქვეყნებისა და აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთი ქვეყნის წარმომადგენლებს. როგორც მოსკოვის საკავშირო ყრილობა იღებდა მტრულ გადაწყვეტილებებს საქართველოსთან დაკავშირებით, ასევე ბრიუსელის საკავშირო პარლამენტი დღეს იღებს ამგვარ მტრულ გადაწყვეტილებებს. ამ რეზოლუციის ავტორი არის ქალბატონი იუკნევიჩიენე, რომელიც გამოირჩევა ფაშისტური განცხადებებით ქართველის ხალხის მიმართ. რამდენიმე დღეში ჩვენ გვექნება კიდევ ერთი აღნიშვნა ფაშიზმზე გამარჯვების დღისა და სიმბოლურია, რომ 9 მაისამდე რამდენიმე დღით ადრე ადამიანი, რომელიც გამოირჩევა ფაშისტური განცხადებებით ქართველი ხალხის მიმართ, არის ამ რეზოლუციის ავტორი. მას ეკუთვნის განცხადება, რომ „ქართული ოცნება“ არის ინფექცია. ეს არის ფაშისტური ნარატივი. მან ასევე განაცხადა, რომ საქართველოში დამნაშავეები არიან „ქართული ოცნების“ ამომრჩევლები, რითაც კოლექტიური პასუხისმგებლობა წარგვიდგინა, რაც სწორედ ფაშისტური მიდგომაა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა საქართველოს შესახებ ანგარიში მიიღო, რომელიც მომხსენებელ რასა იუკნევიჩიენეს მიერ იყო წარდგენილი.

ბოლო სიახლეები