სამშაბათი, იანვარი 27, 2026

ხათუნა თოთლაძე – მნიშვნელოვანი უსაფრთხოების გამოწვევების მიუხედავად, ბოლო წლების რეფორმების შედეგად საქართველომ არაერთ სფეროში რეგიონული ლიდერის პოზიცია დაიკავა

მნიშვნელოვანი უსაფრთხოების გამოწვევების მიუხედავად, ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმების შედეგად საქართველომ არაერთ სფეროში რეგიონული ლიდერის პოზიცია დაიკავა. ჩვენ შევძელით კანონის უზენაესობის განმტკიცება და ადამიანის უფლებების დაცვის უმაღლესი სტანდარტების ჩამოყალიბება, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ განაცხადა ჟენევაში, სადაც გაერო-ს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის ფარგლებში საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს ეროვნული ანგარიშის (2021-2025 წლები) განხილვა მიმდინარეობს.

მისივე თქმით, ეს ასახულია შესაბამის საერთაშორისო რეიტინგებში.

„მაგალითად, 2025 წლის World Justice Project-ის კანონის უზენაესობის ინდექსის მიხედვით, საერთო ქულის საფუძველზე საქართველო მსოფლიოში 143 ქვეყანას შორის 52-ე ადგილს იკავებს. მსურს, ასევე შევეხო ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და ამ მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებს. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოს საშუალო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი დაახლოებით 9.3 პროცენტს შეადგენს, რაც ევროპის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ეს ეკონომიკური წარმატება განხორციელებული ეკონომიკური რეფორმების შედეგია, ისევე როგორც რეგიონში კორუფციის ყველაზე დაბალი დონის არსებობის. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანია სიღარიბის დონის შემცირება, ეკონომიკურ ზრდასთან ერთად. 2024 წელს სიღარიბის მაჩვენებელი 9.4 პროცენტს შეადგენდა, ხოლო 2028 წლისთვის მიზნად გვაქვს დასახული მისი შემცირება ოთხ პროცენტზე ქვემოთ. ამასთან, საქართველო პირველ ადგილზეა საერთაშორისო რეიტინგებში ბიუჯეტის გამჭვირვალობის კუთხით, რასაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ჯანსაღი ფისკალური პოლიტიკის შენარჩუნებაში. ანგარიშგების პერიოდში საქართველოს მთავრობამ განაგრძო ნაყოფიერი თანამშრომლობა გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისართან და მის ოფისთან, ასევე გაერო-ს ხელშეკრულებით შექმნილ ორგანოებთან და ადამიანის უფლებათა საბჭოსთან, მათ შორის საბჭოს სესიებში აქტიური მონაწილეობით და ადამიანის უფლებების, ჰუმანიტარული რეზოლუციების მხარდაჭერითა და თანასპონსორობით. საქართველო რეგულარულად წარადგენს ეროვნულ ანგარიშებს გაერო-ს ხელშეკრულებით შექმნილ ორგანოებში და განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს UPR-ისა და ადამიანის უფლებათა სხვა მექანიზმების ფარგლებში მიღებული რეკომენდაციების შესრულებას. აღნიშნული რეკომენდაციები ინტეგრირებულია მთავრობის ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმებში მათი ეფექტიანი განხორციელების უზრუნველსაყოფად. ასევე, გაერო-ს ყველა სპეციალური პროცედურის მიმართ გაცემული „ღია მოწვევის“ საფუძველზე, საქართველომ განაგრძო მანდატის მფლობელთა ვიზიტების მიღება. ადამიანის უფლებების დაცვისა და ხელშეწყობისადმი ჩვენი ერთგულების პარალელურად, საქართველო ორჯერ უკვე იყო ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრი და მანდატის დასრულების შემდეგაც აქტიურად რჩება ჩართული მის საქმიანობაში“, – განაცხადა ხათუნა თოთლაძემ.

ამასთან, ხათუნა თოთლაძემ ადამიანის უფლებების დაცვისა და ხელშეწყობის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზეც ისაუბრა.

„მსურს, გამოვიყენო შესაძლებლობა და მოკლედ გაგიზიაროთ საქართველოს მიერ ანგარიშგების პერიოდში ადამიანის უფლებების დაცვისა და ხელშეწყობის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები. ადამიანის უფლებათა დაცვის ღონისძიებები ასახულია ეროვნულ პოლიტიკურ დოკუმენტებში, მათ შორის 2022-2030 წლების ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სტრატეგიასა და 2024-2026 წლების შესაბამის სამოქმედო გეგმაში. აღნიშნული სტრატეგია ქმნის ერთიან ჩარჩოს ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების გაძლიერებისთვის. საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია მოწყვლადი ჯგუფების დაცვა. ამ მიმართულებით გატარებულია არაერთი ღონისძიება ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღმოსაფხვრელად, მათ შორის უფასო იურიდიული დახმარების უზრუნველყოფა გადახდისუუნარო მსხვერპლთათვის, მხარდამჭერი სერვისები – თავშესაფრები და კრიზისული ცენტრები, ასევე ფსიქოლოგიური და სოციალური დახმარება. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ბავშვის უფლებების დაცვა. გადადგმულია ნაბიჯები ბავშვთა სექსუალური ძალადობისგან დაცვის, ფსიქოლოგიური რეაბილიტაციისა და ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების სოციალური ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. ასევე დასრულებულია მსხვილი ბავშვთა ინსტიტუციების დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი. ჩვენი პრიორიტეტების კიდევ ერთი მიმართულებაა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და დამოუკიდებლობის დაცვა. ამ კუთხით მნიშვნელოვანია 2021 წელს ძალაში შესული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კანონი, რომელიც შემუშავდა შესაბამისი ორგანიზაციების, აქტივისტებისა და თავად შშმ პირთა აქტიური მონაწილეობით. ამასთან, 2021 წელს საქართველოს პარლამენტმა მოახდინა გაერო-ს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება. გარდა ამისა, საქართველოს მთავრობა აგრძელებს მიზნობრივ ღონისძიებებს ქალთა ეკონომიკური და სოციალური გაძლიერების მიმართულებით“, – აღნიშნა ხათუნა თოთლაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

კეროლაინ ლევიტი – დონალდ ტრამპი უკრაინაში სამშვიდობო პროცესთან დაკავშირებით არ ნებდება, შაბათ-კვირას გამართული შეხვედრა ისტორიული იყო, პრეზიდენტის გუნდმა ერთ მაგიდასთან მოიყვანა ომის ორივე მხარე

თეთრი სახლის პრესსპიკერი კეროლაინ ლევიტი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპი უკრაინაში სამშვიდობო პროცესთან დაკავშირებით არ ნებდება და აქტიურად არის ჩართული მოლაპარაკებებში.„პრეზიდენტი სამშვიდობო პროცესთან დაკავშირებით არ ნებდება. მას ახლახან შეხვდა პრეზიდენტი ზელენსკი, როცა დავოსში, შვეიცარიაში ვიყავით“, – განაცხადა ლევიტმა.თეთრი სახლის პრესსპიკერის თქმით, ამ ეტაპზე რუსეთის ან უკრაინის ლიდერებთან დაგეგმილი სატელეფონო საუბრების შესახებ ინფორმაცია არ აქვს, თუმცა ლევიტმა აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჩართულია პროცესში.„პრეზიდენტი კვლავ აქტიურად არის ჩართული და, რა თქმა უნდა, მას ამ მოლაპარაკებების შესახებ აცნობებენ მისი მრჩევლები, კერძოდ, ჯარედ კუშნერი და სპეციალური წარმომადგენელი უიტკოფი. მათ გასულ შაბათ-კვირას მრავალმხრივი შეხვედრა ჰქონდათ, რომელიც სათანადოდ არ გაშუქებულა, მაგრამ ეს ისტორიული ხასიათის იყო, სადაც პრეზიდენტის გუნდმა ერთ მაგიდასთან მოიყვანა ამ ომის ორივე მხარე, რათა პროცესი უფრო ახლოს მივიდეს მშვიდობასთან“, – აღნიშნა თეთრი სახლის პრესსპიკერმა.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პეტრა ბაირი გახდა

პეტრა ბაირი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გახდა, - ინფორმაციას ევროპის საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.საპარლამენტო ასამბლეის წევრებმა პეტრა ბაირი (ავსტრია, SOC - სოციალისტების, დემოკრატებისა და მწვანეების ჯგუფი) ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პრეზიდენტის თანამდებობაზე აბსოლუტური უმრავლესობით, 164 ხმით აირჩიეს.პეტრა ბაირი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 36-ე პრეზიდენტი გახდა და ის აღნიშნულ თანამდებობას ერთი წლის ვადით დაიკავებს, რომლის გახანგრძლივებაც კიდევ ერთი ვადით არის შესაძლებელი.პეტრა ბაირმა აღნიშნულ თანამდებობაზე თეოდოროს რუსოპულოსი შეცვალა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოში უკრაინის ახალი ელჩის დანიშვნის განკარგულებას ხელი მოაწერა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოში უკრაინის ახალი ელჩის დანიშვნის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა.განკარგულება, რომელიც 26 იანვარს გამოიცა, უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.დოკუმენტის თანახმად, მიხაილო ბროდოვიჩი საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დაინიშნა.

ქოჩორაშვილის თაობაზე “სპორტინგი” შეთავაზებას ელოდება

"სპორტინგის" ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი შესაძლოა, 6-თვიანი იჯარით "ლევანტეში" დაბრუნდეს, ამის შესახებ ინფორმაციას ავტორიტეტული პორტუგალიური გამოცემა Record-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, "ღამურებს" "სპორტინგისთვის" ჯერჯერობით ოფიციალური შეთავაზება არ გაუკეთებიათ, გარიგების განსახორციელებლად კი 1 კვირა აქვთ. 26 წლის ფეხბურთელს მიმდინარე სეზონში პორტუგალიურ გუნდში დიდი სათამაშო დრო არ ეძლევა, მოსალოდნელი ტრანსფერის გამო ქართველი ფეხბურთელი "სპორტინგის" ბოლო მატჩის განაცხადში არ ყოფილა. გიორგი ქოჩორაშვილმა "ლევანტეს" მაისურით 57 მატჩი ჩაატარა და 9 გოლი გაიტანა. გუნდს 2019 წელს შეუერთდა და თავდაპირველად სარეზერვო გუნდში ასპარეზობდა. იმავე წელს შედგა მისი დებიუტი ლა ლიგაში "ატლეტიკის" წინააღმდეგ.

აშშ-ის საელჩო – საქართველო ერთ-ერთია იმ რვა პარტნიორი ქვეყნიდან, რომელიც იქნა არჩეული პრესტიჟულ წვრთნებში, Phoenix Express 2026-ში მონაწილეობის მისაღებად

საქართველომ საერთაშორისო საზღვაო სწავლებაში, Phoenix Express 2026-ში მიიღო მონაწილეობა.ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს ინფორმაციას.„საქართველო ერთ-ერთია იმ რვა პარტნიორი ქვეყნიდან, რომელიც იქნა არჩეული პრესტიჟულ წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად“, – წერს აშშ-ის საელჩო.ამასთან, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, საერთაშორისო საზღვაო სწავლება ტუნისის რესპუბლიკის ქალაქ ტუნისში ოთხი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები სწავლების პერიოდში სასწავლო მართვის ცენტრში ახორციელებდნენ მათზე დაკისრებული ამოცანების შესრულებას. 

ბოლო სიახლეები