ხუთშაბათი, მარტი 19, 2026

ხაბეიშვილი- ჩვენ ვწყვეტთ საპარლამენტო მუშაობას…დღეიდან, „ქართული ოცნების“ მაღალი თანამდებობის პირებს არ ექნებათ არანაირი მოსვენება…ხვალ ყველას ველოდებით დედაქალაქში და მთავარი საპროტესტო ცენტრი იქნება დედაქალაქი

ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, შეასრულოს პუტინის დავალება და პუტინთან მებრძოლ მთავარსარდალს გამოუტანა ფაქტობრივად სასიკვდილო განაჩენი. შესაბამისად, „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილება და ეს ძალიან კარგად უნდა დაიმახსოვრონ ბიძინა ივანიშვილმა და მისმა მარიონეტულმა რეჟიმმა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ აქტივობებს დღეიდან იწყებს.

„დღეიდან, „ქართული ოცნების“ მაღალი თანამდებობის პირებს არ ექნებათ არანაირი მოსვენება. ამ ბრიფინგის დასრულების შემდეგ პრემიერი ღარიბაშვილი ამას პირველი იგრძნობს. ხვალიდან „ნაციონალური მოძრაობა“ გადადის საგანგებო რეჟიმზე. ხვალ ყველას ველოდებით დედაქალაქში და მთავარი საპროტესტო ცენტრი იქნება დედაქალაქი. დაიგეგმება რეგიონებში აქტივობებიც. „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ აპირებს საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობის მიღებას. ჩვენ ვაპირებთ საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრებს, ელჩებთან კონკრეტული კომუნიკაცია უკვე დაწყებული გვაქვს, რომ გააძლიერონ წნეხი რუსულ ოცნებაზე სააკაშვილის სიცოცხლის შენარჩუნებისთვის. დღეს და ყოველდღე გვექნება აქტივობები“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

ხაბეიშვილის განცხადებით, ელჩებს გააცნობენ ინფორმაციას, რატომ წყვეტს „ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო აქტივობებს.

„ყველგან მოგაკითხავენ ის ადამიანები, ვისაც ჩაგრავთ და ვისაც უკლავთ ევროპულ მომავალს. ყველამ კარგად დაიმახსოვრეთ, დამთავრდა თქვენი მშვიდობიანი, უზრუნველი, გაქსუებული ცხოვრება. ყველგან შეგექმნებათ პრობლემა. „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ აპირებს აღარანაირ განხილვებში მონაწილეობას და რაღაც თამაშებში შეყოლას. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ და ვაკეთებთ, რომ ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს არ შეექმნას საფრთხე. როცა ვსაუბრობთ, რომ პარტნიორებს შევხვდებით, სწორედ ამიტომ შევხვდებით. ჩვენ ვწყვეტთ საპარლამენტო მუშაობას და მათ კარგად უნდა იცოდნენ, უბრალოდ იძულებულები ვართ, ასე მოვიქცეთ. ყოველდღიური პროტესტი და სახალხო მღელვარება იქნება პასუხი „ქართულ ოცნებაზე“, ბიძინა ივანიშვილზე“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

პედრო სანჩესი – ახლო აღმოსავლეთში ომი ესპანეთის მთავრობამ და მოსახლეობამ დაწყების მომენტიდან დაგმეს, ჩვენ მხარს არ ვუჭერთ და ვფიქრობთ, რომ ეს უკანონოა

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმნა ირანში მიმდინარე ომი დაგმო და ხაზი გაუსვა ევროპის მიერ ერთიანი ფრონტის შენარჩუნების აუცილებლობას. ამის შესახებ პედრო სანჩესმა ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.„ჩემი მხრიდან რა გზავნილიც იქნება ლიდერებთან არის ის, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ჩართულები დიპლომატიურ გამოსავალში. მე მჯერა, რომ ეს ომი ურთიერთდაკავშირებულია ბოლო წლების განმავლობაში მომხდარ დანარჩენ ომებთან“, – აღნიშნა სანჩესმა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომზე.რაც შეეხება ევროპის ჩართულობას, სანჩესმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ევროპამ უნდა გააგზავნოს მკაფიო გზავნილი, რომ მხარს უჭერს მულტილატერალიზმს და საერთაშორისო სამართალს.„ევროპა დაფუძნებულია მულტილატერალიზმსა და ერთობლივი გადაწყვეტილებების პრინციპებზე და არა ცალმხრივზე. საერთაშორისო სამართალზე, მშვიდობაზე, ერებსა და საზოგადოებას შორის მშვიდობიანი თანაარსებობის პატივისცემაზე. კიდევ ერთხელ, ეს არის ის, რაც ამ შემთხვევაში, ირანში ომთან დაკავშირებით კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. ომი, რომელიც ესპანეთის მთავრობამ და მთელმა ესპანეთის მოსახლეობამ დაგმო დაწყების მომენტიდან. ჩვენ მხარს არ ვუჭერთ და ვფიქრობთ, რომ ეს უკანონოა“, – თქვა სანჩესმა.

იზა ომაძე ილია II-ის შესახებ: “ღმერთმა არ ინება და ვერ შევხვდი პატრიარქს, რთულია შვილმოკლული დედის, მშობლის ნუგეში”

2021 წლის 15 სექტემბერს მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე პატრიარქის გარდაცვალებას ეხმაურება."ბოლო წლებში მთელი გულით მინდოდა პატრიარქთან შეხვედრა, მისი აზრი სულ მაინტერესებდა და და ვფიქრობდი, ჩემს რამდენიმე კითხვაზე მხოლოდ მას შეეძლო ამომწურავი პასუხი გაეცა. სამწუხაროდ, ღმერთმა არ ინება და ვერ შევხვდი პატრიარქს, რთულია შვილმოკლული დედის, მშობლის ნუგეში.მისი ქადაგებიდან რამდენიმე ფრაზას ჩავეჭიდე და სულ ვიხსენებდი, უსაშველო ტკივილისას…ურთულეს პერიოდში, არაერთი სისტემის ცვლილებისას მოუწია ცხოვრება პატრიარქს, მაგრამ მან თავისი სიბრძნით, ღვთის მადლით შეძლო ბევრი რამ.მას მერე, რაც ამ ქვეყანას მოევლინება ადამიანი, მის ცხოვრებაში რჩება კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღი, თარიღი ამ ქვეყნიდან გამგზავრებისა-გარდაცვალება, როდესაც საგზლად ამდენი ადამიანის ცრემლი, გულის ტკივილი მიგყვება - ესაა უმთავრესი."ადამიანმა თავისი ცხოვრებით ჯვარი უნდა შექმნას! ეს ჯვარი ასე გამოისახება - სწრაფვა ღვთისაკენ და სწრაფვა ადამიანისაკენ. ბედნიერია ის, ვინც არა მარტო ატარებს თავის ჯვარს, არამედ თავისი ცხოვრებით ქმნის კიდეც მას. ამგვარი ადამიანი თავადაც ცხონდება და გარშემო მყოფთაც აცხონებს" - ასე გვასწავლე. მადლობა, პატრიარქო. მართალთა თანა განისვენოს სულმან თქვენმან. ჩვენი ოჯახი ჩვენს წილ ცრემლს გატანს!ეს სტატუსი ქადაგებიდან საგულდაგულოდ მქონდა შენახული! 2021 წლის 17 ოქტომბერი! ჩემი ნიკო ერთი თვის შეერთებული იყო ზეციურ საქართველოს!ფასდაუდებელი ფორმულაა", - წერს იზა ომაძე და პატრიარქის შემდეგ სიტყვებს აქვეყნებს - "თუ გინდა გაიმარჯვო, ისწავლე მოთმინება; თუ გინდა სწორად იცხოვრო, გახსოვდეს სიკვდილი".

“ბევრი მოგონება და მადლიერება” – მარიამ როინიშვილის მოგონებები

"ბევრი მოგონება და მადლიერება" - წერს მარიამ როინიშვილი და პატრიარქთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.

აშშ-ის საელჩო საქართველოს მოქალაქეებისთვის აქვეყნებს ინფორმაციას, თუ რა უნდა გაითვალისწინონ სავიზო დეპოზიტის პროგრამასთან დაკავშირებით

აშშ-ის საელჩო საქართველოს მოქალაქეებისთვის აქვეყნებს ინფორმაციას, თუ რა უნდა გაითვალისწინონ სავიზო დეპოზიტის პროგრამასთან დაკავშირებით.„2026 წლის 2 აპრილიდან საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც აკმაყოფილებენ B1/B2 ვიზის მოთხოვნებს, დაეკისრებათ 15 000-მდე აშშ დოლარის ოდენობის დეპოზიტის გადახდა.გასაუბრების დროს საკონსულო ოფიცერი აცნობებს აპლიკანტს, აკმაყოფილებს თუ არა სავიზო მოთხოვნებს და მისცემს ინსტრუქციას, თუ როგორ უნდა გადაიხადოს ეს დეპოზიტი.განმცხადებლებმა არ უნდა გამოიყენონ მესამე მხარის ვებგვერდები დეპოზიტის გადასახდელად და არ უნდა გადაიხადონ დეპოზიტი მანამ, სანამ ამას საკონსულო ოფიცერი არ დაავალებთ.საქართველოს მოქალაქეებისთვის B1/B2 ვიზის გაცემა შეუძლებელი იქნება დეპოზიტის გადახდამდე. ეს მოთხოვნა მოქმედებს განაცხადის შეტანის ადგილის მიუხედავად.დამატებითი ინფორმაციისთვის, გაეცანით ხშირად დასმული შეკითხვების გვერდს: https://ge.usembassy.gov/ka/visas-ka/#deposit“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განმარტავს, რომ აშშ-ის გადაწყვეტილება, საქართველოს მოქალაქეებისთვის არასაემიგრაციო ვიზებისთვის საგარანტიო თანხის დაწესებაზე, უკავშირდება საქართველოს მოქალაქეების მხრიდან აშშ-ის სავიზო პოლიტიკის დარღვევების მაღალი მაჩვენებელს.

ავსტრიის კანცლერი – ევროპა არ დაუშვებს, შანტაჟის გზით ახლო აღმოსავლეთში აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციაში ჩართვა აიძულონ

ევროპა არ დაუშვებს, რომ შანტაჟის გზით ახლო აღმოსავლეთში აშშ-ისა და ისრაელის სამხედრო ოპერაციაში ჩართვა აიძულონ, – ამის შესახებ ავსტრიის კანცლერმა, კრისტიან შტოკერმა განაცხადა.„ევროპა, მათ შორის ავსტრიაც, არ დაუშვებს, რომ შანტაჟის მსხვერპლი გახდეს. ჰორმუზის სრუტეში ინტერვენცია ავსტრიისთვის არც განიხილება“, – განაცხადა კრისტიან შტოკერმა.კრისტიან შტოკერის თქმით, ჰორმუზის სრუტის ბლოკირების შემდეგ ენერგომომარაგებისა და ფასების სტაბილიზაცია აუცილებელია.

ბოლო სიახლეები