ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ (UWW) 2024 წლის მსოფლიო საუკეთესო მოჭიდავედ გენო პეტრიაშვილი დაასახელა.
2024 წელს პეტრიაშვილის მთავარი მიღწევა ოლიმპიური თამაშების ოქროს მედალია – ქართველმა სპორტსმენმა პარიზში ოთხი შეხვედრა მოიგო, ფინალში დაძაბულ ბრძოლაში ირანელი ამირ ჰოსეინ ზარე დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
ოლიმპიადის გარდა 30 წლის პეტრიაშვილი 2024 წელს ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა – კონტინენტის პირველობის ფინალში ის თურქ ტაჰა აკგულთან დამარცხდა და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.