ხუთშაბათი, ნოემბერი 19, 2026

ჭიათურის მაღაროში მუშა დაიღუპა

ჭიათურაში, შუქრუთის მაღაროში მუშა დაიღუპა. შემთხვევა დაახლოებით დილის 5 საათზე მოხდა.

მაღაროს ჩამონგრევის შედეგად გვირაბგამყვანის პოზიციაზე მომუშავე 45 წლამდე ზაზა აბრამიშვილი ნანგრევების ქვეშ მოჰყვა და გარდაიცვალა.

შემთხვევის ადგილზე ჯერ კიდევ მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია. როგორც მაღაროელები ამბობენ, მაღაროს ჭერიდან დიდი ზომის ლოდები ჩამოიშალა და ერთ-ერთი ლოდი სწორედ ზაზა აბრამიშვილს დაეცა.

მაღაროელების თქმით, უბანი, რომელშიც ბრიგადა სამუშაოებს აწარმოებდა, ავარიული იყო, თუმცა მაღაროს ადმინისტრაცია მუშებს მაინც ავალდებულებდა იქ მუშაობას.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად კორპუსის ნაწილის ჩამონგრევასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, - ამის შესახებ პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ "რუსთავი 2-ს" განუცხადა.მისივე თქმით, ადგილზე აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები."გამოძიება არის დაწყებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს უსაფრთხოების წესების დარღვევას. ადამიანების ბედის შესახებ ეტაპობრივად გახდება ჩვენთვის ცნობილი.პარალელურად, ტარდება საგამოძიებო მოქმედებები, სამაშველო სამსახურთან ერთად, ვინაიდან სხვაგვარად წარმოუდგენელია საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება.ადგილზეა საგამოძიებო ჯგუფი, პროკურატურა, შესაბამისად, აქტიურად მიმდინარეობს ყველა ინფორმაციის მოძიება, მათ შორის მიმდინარეობს გამოკითხვა", - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში „საზოგადოება ივერიისას“ საქმიანობის პრეზენტაცია გაიმართა – უნივერსიტეტსა და ორგანიზაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი საკუთარ მისიას განიხილავს როგორც უმაღლესი განათლებისა და სამეცნიერო კვლევების განხორციელების, ასევე ეროვნული ინტელექტუალური, კულტურული და საზოგადოებრივი ღირებულებების შენარჩუნებისა და განვითარების მნიშვნელოვან ინსტიტუციად. ჩვენი მიდგომა ეფუძნება რწმენას, რომ თანამედროვე უნივერსიტეტი უნდა იყოს სივრცე, სადაც ტექნოლოგიური პროგრესი ორგანულად ერწყმის ეროვნულ იდენტობას. განათლება მხოლოდ პროფესიული კომპეტენციების შეძენა არ არის, იგი გულისხმობს პიროვნების ჩამოყალიბებას, რომელსაც გაცნობიერებული აქვს საკუთარი ქვეყნის ისტორია, ფასეულობები და მომავლის წინაშე პასუხისმგებლობა. ამ თვალსაზრისით, ორგანიზაციის - „საზოგადოება ივერიისა“ - საქმიანობა და მის მიერ დეკლარირებული ღირებულებები მნიშვნელოვან თანხვედრაშია უნივერსიტეტის ხედვასთან. ორგანიზაციის მიერ ქართული ისტორიული, სულიერი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, სამეცნიერო შესწავლისა და საერთაშორისო მასშტაბით წარმოჩენის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობა სწორედ იმ ეროვნული პასუხისმგებლობის გამოხატულებაა, რომელსაც ჩვენც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ. მიმაჩნია, რომ უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო პოტენციალის დაკავშირება მსგავსი საზოგადოებრივი ინიციატივების განხორციელებასთან მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა როგორც მეცნიერების განვითარებისთვის, ისე ახალგაზრდა თაობაში ეროვნული ცნობიერებისა და კულტურული მემკვიდრეობის მიმართ პასუხისმგებლობის გაძლიერებისთვის. ჩვენი მიზანია, ამ თანამშრომლობით შევქმნათ ისეთი ერთობლივი საგანმანათლებლო, კვლევითი და კულტურული პროექტები, რომლებიც ცოდნას საზოგადოებრივ ღირებულებად აქცევს და ემსახურება საქართველოს ინტელექტუალურ, კულტურულ და ეროვნულ განვითარებას“, - ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ ორგანიზაციის „საზოგადოება ივერიისა“ წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, რექტორის აკადემიკოს დავით გურგენიძის მხარდაჭერით, ორგანიზაციის - „საზოგადოება ივერიისა“ - საქმიანობის, განხორციელებული პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გიორგი თავაძემ, უნივერსიტეტის აკადემიურ საზოგადოებას „საზოგადოება ივერიისას“ დაფუძნების ისტორია, საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტები და სამომავლო ინიციატივები გააცნო, ხოლო სტუ-ის რექტორმა ორგანიზაციის საქმიანობის ეროვნულ მნიშვნელობასა და ქართულ კულტურულ და ისტორიულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული ღირებულებების დაცვის აუცილებლობაზე ისაუბრა.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.მისივე ცნობით, ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, რომელმაც ორგანიზაციის საქმიანობის ეროვნულ მნიშვნელობაზე, ქართული ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის აუცილებლობასა და ამ პროცესში საგანმანათლებლო და სამეცნიერო საზოგადოების განსაკუთრებულ როლზე ისაუბრა.დავით გურგენიძის განცხადებით, საქმე, რომელსაც „საზოგადოება ივერიისა“ უძღვება, ეროვნული მნიშვნელობისაა, რადგან იგი ემსახურება არა მხოლოდ ცალკეული ისტორიული ძეგლებისა თუ კულტურული ფასეულობების დაცვას, არამედ ქართული ეროვნული თვითმყოფადობის, ისტორიული მეხსიერებისა და იმ ღირებულებების შენარჩუნებას, რომლებზეც საქართველოს კულტურული და სულიერი განვითარება საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა.რექტორის თქმით, სწორედ ამ ღირებულებებზეა დაფუძნებული საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საქმიანობაც. უნივერსიტეტი საკუთარ მისიას მხოლოდ მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებით არ განსაზღვრავს – მისი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა განათლებული, პასუხისმგებლიანი, ეროვნული ცნობიერების მქონე პიროვნებების აღზრდა, რომლებსაც გაცნობიერებული აქვთ საკუთარი ქვეყნის ისტორიის, კულტურისა და საზოგადოებრივი ფასეულობების მნიშვნელობა.შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო „საზოგადოება ივერიისას“ დაფუძნების ისტორიას. ორგანიზაციის საქმიანობის სათავე 2002 წელს დაიწყო, როდესაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ივერიის ღვთისმშობლის ხატის სამონასტრო კომპლექსის მშენებლობის ფონდი დააფუძნა. 2010 წელს, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, შეიქმნა ფონდი „ივერიისა“, რომლის საქმიანობაც მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მშენებლობისა და ამ ეროვნული მნიშვნელობის ინიციატივის გარშემო საზოგადოების გაერთიანებისკენ იყო მიმართული. მოგვიანებით ორგანიზაციის საქმიანობა გაფართოვდა და კულტურულ, საგანმანათლებლო და სამეცნიერო მიმართულებებიც მოიცვა.შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს. მიღწეული შეთანხმების შესაბამისად, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და „საზოგადოება ივერიისას“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება, რომელიც ერთობლივი საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევითი და კულტურული პროექტების განხორციელებას შეუწყობს ხელს. თანამშრომლობა შესაძლებლობას შექმნის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო პოტენციალი, პროფესორ-მასწავლებელთა გამოცდილება და სტუდენტური რესურსი ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ ეროვნულ პროექტებს დაუკავშირდეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ახალგაზრდების ჩართულობას, ქართული ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ცოდნის გაღრმავებას, სამეცნიერო კვლევების მხარდაჭერასა და ეროვნული ფასეულობების პოპულარიზაციას.

გუგა ქაშიბაძე – კლინიკაში შემოყვანილია 31 წლის მამაკაცი, სხეულის 87%-ის თერმული დამწვრობით, დაზიანებულია სასუნთქი გზებიც – პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული

ფონიჭალიდან, სადაც სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა, ჩვენს კლინიკაში დამწვრობით შემოსულია ახალგაზრდა მამაკაცი, 31 წლის. მას აღენიშნება სხეულის დაახლოებით 87 %-ის თერმული დამწვრობა. ამას ემატება სასუნთქი გზების დაზიანება, - ამის შესახებ დამწვრობის ცენტრის დირექტორმა, გუგა ქაშიბაძემ ქვემო ფონიჭალაში, კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულზე საუბრისას განაცხადა.მისივე თქმით, პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.„დაახლოებით ერთი საათის წინ შემოსულია ჩვენს კლინიკაში დამწვრობით, ახალგაზრდა მამაკაცი, 31 წლის. მას აღენიშნება სხეულის თერმული დამწვრობა დაახლოებით 87 %-ის, ამას ემატება სასუნთქი გზების დაზიანება, თერმულ ინჰალაციური ტრავმა და ბაროტრავმა, სავარაუდოდ, ეს დაზიანებები მან მიიღო გაზის აფეთქების შედეგად. მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში, სამწუხაროდ, ძალიან სერიოზული დიაგნოზია“, - აღნიშნავს გუგა ქაშიბაძე „ტვ პირველთან“.შეგახსენებთ, ფონიჭალაში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა. როგორც თვითმხილველები „ინტერპრესნიუსთან“ აცხადებენ, აფეთქების ხმა, დაახლოებით 9:00 საათზე გაიგეს. ადგილზე სამაშველო ჯგუფები მუშაობენ. არსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის, 7 ადამიანის, მათ შორის 3 მცირეწლოვანის ძებნა-შველის სამუშაოები მიმდინარეობს. რაც შეეხებათ დაშავებულებს, ბოლო ინფორმაციით კლინიკაში 4 ადამიანია გადაყვანილი.

სულხან თამაზაშვილი – არსებობს კორპუსის ნგრევის საფრთხე – აფეთქების მიზეზი და კერა იდენტიფიცირებულია

ნგრევის საფრთხე რეალურად არის, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა ჟურნალისტებთან ფონიჭალაში განაცხადა, სადაც აფეთქება მოხდა.მისივე თქმით, აფეთქების მიზეზი და კერა იდენტიფიცირებულია.„ნგრევის საფრთხე რეალურად არის. აფეთქების მიზეზი და კერა იდენტიფიცირებულია. ეს არის გაზის შედეგად მომხდარი, გამათბობლის მიზეზის გამო. მოქალაქე მეხუთე სართულზე ცდილობდა გამათბობლის ჩათვლას. როგორც ის ამბობს, ღამე ჩავრთეო, შემდეგ გამოვრთე, დილით ვცადე ჩართვა და აფეთქება მოხდაო. ეს შემიძლია გითხრათ“, - აღნიშნა მინისტრმა.შეგახსენებთ, ფონიჭალაში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა. როგორც თვითმხილველები „ინტერპრესნიუსთან“ აცხადებენ, აფეთქების ხმა, დაახლოებით 9:00 საათზე გაიგეს. ადგილზე სამაშველო ჯგუფები მუშაობენ. არსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის, 7 ადამიანის ძებნა-შველის სამუშაოები მიმდინარეობს. რაც შეეხებათ დაშავებულებს, ბოლო ინფორმაციით კლინიკაში 4 ადამიანია გადაყვანილი.

ჯანდაცვის მინისტრი ფონიჭალაში აფეთქებაზე – ამ დროისთვის, 4 ადამიანია ჰოსპიტალიზებული, მათგან ერთი მცირეწლოვანია – სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები აქვთ

ამ დროისთვის, ოთხი ადამიანია ჰოსპიტალიზებული, მათგან ერთ-ერთი მცირეწლოვანი გახლავთ - ჩვენი მხრიდან ყურადღება და დაკვირვებაა ყველასთან მიმართებაში, განსაკუთრებით ბავშვთან , - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ფონიჭალაში, კორპუსში მომხდარ აფეთქებაზე საუბრისას განაცხადა.მისივე თქმით, დაშავებულებს სხვადასხვა სახის სიმძიმის დაზიანებები აღენიშნებათ."ადგილზე იმყოფება სასწრაფო სამედიცინო დახმარების არაერთი ჯგუფი და პრაქტიკულად, ამ თვალსაზრისით შეფერხება არ იარსებებს. პრაქტიკულად, პირველივე წუთებიდანვე, როგორც კი მივიღეთ ინფორმაცია, ბუნებრივია, ადგილზე გაჩნდა ყველა საჭირო ბრიგადა. იდენტიფიცირებული არიან ადამიანები, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა და პრაქტიკულად ყველა მათგანი გადაყვანილია შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში. ყველასთვის არის ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება, დახმარება. ოთხი ადამიანია ამ დროისთვის ჰოსპიტალიზებული, მათგან ერთ-ერთი მცირეწლოვანი გახლავთ. ჩვენი მხრიდან ყურადღება და დაკვირვებაა ყველასთან მიმართებაში, განსაკუთრებით ბავშვთან მიმართებაში. სხვადასხვა სახის სიმძიმის დაზიანებებია. ყურადღების ქვეშ არის ყველა პაციენტი და იმის მიხედვით, როგორ განისაზღვრება თითოეულ მათგანთან მიმართებაში საჭიროება სამედიცინო დახმარების, ყველასთვის ეს იქნება ხელმისაწვდომი", - განაცხადა სარჯველაძემ.ცნობისთვის, თბილისში, ფონიჭალაში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა.

ბოლო სიახლეები