ორშაბათი, თებერვალი 9, 2026

წლის პედიატრის რჩევები დედებს

ახლახანს ცნობილი პოედიატრი თემურ მიქელაძე წლის პედიატრად დაასხელეს. ვფიქრობთ, მშობლებისთვის საინტერესო იქნება მისგან მოწოდებული რჩევები.

რა პირობები სჭირდება ბავშვს, რომ ჯანმრთელი გაიზარდოს – ამ კითხვით მივმართეთ ცნობილ პედიატრს, რომელიც ქვეყანაში შექმნილ კატასტროფულ მდგომარეობაზე საუბრობს… იგი რჩევებს აძლევს დედებს, თუ როგორ აარიდონ ბავშვები იმ უამრავ მავნე ზემოქმედებას, რაც დღეს საქართველოში ასე მოხშირებულია.

ჩემთვის წოდება და ჯილდოები არაფერს ნიშნავს. უმთავრესია, ჩემი ყველა პაციენტი ჯანმრთელად იყოს. ჰქონდეთ სულიერი, ფიზიკური და სოციალური კეთილდღეობა! ჯილდოს და წოდებას მაშინ აქვს ფასი, როდესაც ხალხისგან მოდის. ამიტომაც, ახლაც, როცა ჯილდო მივიღე, მადლობა ჩემს პაციენტებს გადავუხადე. როგორც მითხრეს, გამოკითხვის შედეგად მოხდა გამორჩევა და სასიამოვნოა, როდესაც ადამიანებისგან ნდობას გრძნობ!

–  ბავშვების აღზრდის პროცესში მშობლებს სხვადასხვა მიდგომა აქვთ – ერთნი უფრო მკაცრად აკონტროლებენ დღის რეჟიმს, საკვებს, მუდამ ყურადღებით არიან, რომ ბავშვს ეცვას თბილად, ეხუროს ქუდი. ამ დროს მეორე ნაწილი უფრო თავისუფლად ზრდის შვილებს – აჭმევს იმას, რაც ბავშვს სურს და მეტისმეტადაც არ აკონტროლებს… თქვენ როგორი მიდგომის მომხრე ხართ? რომელი უფრო ამართლებს ბავშვის ჯანმრთელობის საკითხში? 

– რა თქმა უნდა, ზომიერების მომხრე ვარ! ყველა მშობელი მაქსიმალურად უნდა ეცადოს, ბავშვს სურვილები შეუსრულოს, მაგრამ ჩვენთან ბავშვის საკვები და სათამაშო, ხშირ შემთხვევაში, ნაკლებად საიმედოა. ზოგიერთი ბავშვის სათამაშო სხვადასხვა მომწავლელ ნივთიერებას შეიცავს და საკვებიც არაჯანსაღია. ამიტომ მშობელი იყოს ძალიან ფხიზლად, ბავშვს შეურჩიოს ჯანსაღი, ხარისხიანი, ვიტამინებით და მინერალებით გამდიდრებული საკვები… ერთ წლამდე ბავშვისთვის ყველაზე კარგი საკვები დედის რძეა, რომელიც შეუცვლელია.

დედა ყველანაირად უნდა ეცადოს ბავშვი ხშირად თავის რძით გამოკვებოს! აუცილებელია დედაც ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევდეს, არ იყოს მწეველი! დაახლოებით ორი წლის წინ გამოვეცით სახელმძღვანელო, რომელსაც ქვია – `ორსულთა, მეძუძურ ქალთა და ადრეული ასაკის ბავშვთა კვება~. სხვადასხვა ელოქტრონულ საიტებზეც განვათავსეთ ჩვენი მონაცემები, მაქსიმალურად სრულფასოვნად და სწორად როგორ უნდა იკვებებოდეს დედა… თუ დედას სამწუხაროდ რძე არ აქვს, ბავშვი ხელოვნურ კვებაზე გადაგვყავს.ბავშვის ხელოვნური საკვები საქართველოში უამრავი სახის გახლავთ და ყველა მათგანი ბალანსირებული, მაქსიმალურად მიახლოვებულია დედის რძესთან. თუმცა ისევ ვიმეორებ, რომ დედის რძე შეუცვლელი, ოქროს სტანდარტია ბავშვთა კვებაში! რაც შეეხება სათამაშოს, ჯობია ბავშვს ჰქონდეს ერთი ხარისხიანი სათამაშო, ვიდრე უამრავი მავნე ზემოქმედების სათამაშოები… ჩაცმის მხრივ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ სეზონი.

სასურველია ბავშვის სამოსი ბუნებრივი მასალისგან დამზადებული იყოს. არ არის აუცილებელი ბავშვის შეფუთვა თუ ქარიანი ამინდი არ არის. ქარიან ამინდშიც არ არის შეფუთვა საჭირო, მაქსიმალურად დაცული ყურები უნდა იყოს. ზედმეტმა ჩათბუნვამ შეიძლება ბავშვი გადაახუროს განსაკუთრებით ადრეულ ასაკში და სხვა სახის პრობლემები გამოიწვიოს.

– შეგიძლიათ მშობლებს მისცეთ ჯანმრთელი ბავშვის გაზრდის რამდენიმე ოქროს წესი? 

– პირველ რიგში ბავშვს მაქსიმალურად დიდხანს შევუნარჩუნოთ ბუნებრივი კვება! ცოტა მოზრდილი ბავშვები გამოვკვებოთ ჯანსაღი საკვებით და რაც შეიძლება ხშირად ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე! დღეს ბავშვის გასეირნება სუფთა ჰაერზე პრობლემა გახდა და ვისურვებდი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ხელი შეუწყონ სრულფასოვანი ჯანსაღი გარემოს შექმნას. ქალაქში უნდა შეიქმნას ბევრი რეკრეაციული ზონა! უცილებლად უნდა აიკრძალოს ამდენი უხარისხო მშენებლობა! ეს სამშენებლო მტვერი რომ არ ვისუნთქოთ თვითეულმა ჩვენთაგანმა. მშენებელსაც უნდა ჰქონდეს ელემენტარული შეგნება, მწვანე ნარგავი არ გაჩეხოს და ისედაც დაბინძურებულ ქალაქში, ყოველ ხუთ მეტრში ახალი შენობა არ ააშენოს… მომხრე ვარ მანქანების ტექნიკური დათვალიერების.

ფაქტიურად ყოველი მეორე მანქანა გაუმართავია… მტკივნეული გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ და ქალაქში ავკრძალოთ გაუმართავი მანქანით გადაადგილება, რადგან პირველ რიგში ჩვენი ბავშვები არიან ყველაზე დაუცველები. ჩვენი მომავალი უნდა დავიცვათ იმ მავნე ზემოქმედებისგან, რაც მოზრდილ ასაკში სერიოზულ დაავადებებს იწვევს. სამწუხაროდ, მოიმატა სიმსივნურმა დაავადებებმა და ეგრეთწოდებულმა ცივილიზაციის დაავადებებმა, როგორიცაა – გაცხიმოვნება, შაქრიანი დიაბეტი… ეს ყველაფერი განპირობებულია არასრულფასოვანი, არაბალანსირებული კვებით და იმ არაჯანსაღი გარემოს შედეგად, რომელშიც დღეს ვცხოვრობთ.

ყველამ ერთად უნდა ვიბრძოლოთ, თავიდან ავირიდოთ მავნე გამონაბოლქვი. ქალაქში ბევრი 20-25 წლის მანქანა დადის და იმდენად მოძველებულია, უკვე არანაირი დაცვის მექანიზმი აღარ აქვს. ამიტომაც უნდა იყოს ასეთ მანქანაზე დიდი გადასახადი და მკაცრი ჯარიმა. სხვანაირად, სამწუხაროდ, ჩვენ ვერ გამოვსწორდებით! ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში მიწევს კონფერენციებზე დასწრება და არსად მინახავს 15 და 20 წლის მანქანები. ჩვენც რომ მაღალი განვითარების დონეს მივაღწიოთ, მკაცრი ზომები უნდა გავატაროთ, თორემ ვიმეორებ რომ ბავშვები ყველაზე მეტად ზარალდებიან!

ბავშვისთვის დაუშვებელია ქუჩაში შეძენილი საკვები და ეგრეთწოდებული “ფასტფუდები”. ეს საკვები შეიცავს ნაჯერ ცხიმებს, ადვილად ასათვისებელ ნახშირწყლებს, რომლებიც სამწუხაროდ ზუსტად იმ ცივილიზაციის დაავადებათა გამომწვევია. არ ვიცით გარეთ რა საკვებს ვიძენთ და ამიტომაც ბავშვები კატეგორიულად უნდა მოვარიდოთ!

– ყველაზე ხშირად რა შეცდომებს აწყდებით მშობელთა მხრიდან თქვენ პრაქტიკაში? 

– ყველაზე ხშირი შეცდომები ისევ კვებას უკავშირდება… მშობელი დიდი რაოდენობით ტკბილეულს ურთავს დღის რაციონში ბავშვებს და ჰგონია, რომ სწორად იქცევა, რადგან ბავშვს ასე სურს. ეს დიდი შეცდომაა, რასაც შეიძლება სავალალო შედეგები მოყვეს… როდესაც ბავშვი ვთქვათ ნამცხვარს ითხოვს, შეგვიძლია სახლში მოვუმზადოთ და ზომიერად გამოვიყენოთ შაქარი და ცხიმი. შეგვიძლლია სხვა სახის ტკბილეულიც სახლში მოვუმზადოთ და ჯანსაღი შემადგენლობით. სახლში მომზადებული სხვადასხვა სახის ჩირიც ბავშვისთვის სასარგებლოა, ნაყიდი სამწუხაროდ ბევრი სასარგებლო თვისებებით არ გამოირჩევა.

mshoblebi.ge

 

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

სალომე ზურაბიშვილი – დღეს ვერავინ გაბედა თსუ-სთან მოსვლა, სად არიან? უნდა ვიყოთ მზად, რაც დასაცავია, დავიცვათ – თუ არა თავისუფალი უნივერსიტეტი, არც თავისუფლება შეიძლება...

თუ არა თავისუფალი უნივერსიტეტი, არც თავისუფლება შეიძლება, რომ სუფევდეს. მჯერა, ყველანი ამას დავიცავთ და ეს იქნება ყველაზე მძიმე შეცდომა, რასაც "ოცნება" დაუშვებს, ამის მერე აღარ იოცნებებს, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.მისი თქმით, ხელისუფლებამ ისიც ვერ გაბედა, რომ დღეს უნივერსიტეტთან მისულიყო."მე არ გახლავართ ამ უნივერსიტეტის ყოფილი სტუდენტი, არც ლექტორი, მაგრამ ჩემს თავს, როგორც საქართველოს თითოეული მოქალაქე ამ უნივერსიტეტის სადარაჯოზე მყოფ ადამიანად ვთვლი. თუ არა ეს უნივერსიტეტი, თუ არა თავისუფალი განათლება, მაშინ საქართველო არ იქნება. ჩვენი მომავალი არ არის, რომ დაიხუროს აქ თავისუფალი კერა, რომ ჩაახშონ თავისუფალი აზროვნება. ეს არ მოხდება! არ მოხდება იმიტომ, რომ დღეს ვერავინ გაბედა აქ მოსვლა. სად არიან? ხომ შეეძლოთ დღეს მოსულიყვნენ და აეხსნათ თქვენთვის. დიალოგიო, დებატიო. აეხსნათ თქვენთვის, ვითომ რა რეფორმა უნდათ, მაგრამ არა, ვერ ბედავენ გამოსვლას, ჩაკეტილი კედლების უკან არიან. ეს არის თქვენი, ჩვენი ძალა, რომ თავისუფლების ძალა გვაქვს, რომ უნივერსიტეტს ვერავინ გააჩუმებს, ჩვენ ამის ყველას უნდა გვჯეროდეს და ყველანი უნდა ვიყოთ მზად იმისთვის, რომ რაც დასაცავია, ის უნდა დავიცვათ. დღეს იმაზე საუბარი 1918 წელს თუ 1921 წელს რა შეძლო ამ უნივერსიტეტმა, ეს ერთია, მაგრამ ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ რას შეძლებს ეს უნივერსიტეტი. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ რუსეთის მუდმივი ოცნება სწორედ ის იყო, რომ საქართველო არ ყოფილიყო განათლებული, რომ საქართველოს მოქალაქე ყოფილიყო უფრო დაჩაგრული, უფრო მონა, ვიდრე რუსეთის, მაგრამ ეს არ მოხდება. ეს არის ის, რაც უდევთ თავში ამ რუსული რეჟიმის წარმომადგენლებს, მაგრამ ეს არ მოხდება იმიტომ, რომ თუ არა განათლება, მაშინ მართლაც მონების დრო მოდის. მე მგონია, რომ ჩვენ არ ვართ მზად მონობის დროისთვის, ჩვენ ვართ მზად იმისთვის, რომ დავიცვათ თავისუფლება, სახელმწიფო, დამოუკიდებლობა და ხვალინდელი დღე. მე მჯერა ჩვენი სტუდენტების და არა მხოლოდ, ეს არის მთელი საზოგადოების საქმე, მშობლების, ლექტორების, სტუდენტების და მთლიანად საზოგადოების. თუ არა თავისუფალი უნივერსიტეტი, არც თავისუფლება შეიძლება სუფევდეს. მჯერა, რომ ჩვენ ყველანი ამას დავიცავთ და ეს იქნება ყველაზე მძიმე შეცდომა, რასაც "ოცნება" დაუშვებს. ამის მერე აღარ იოცნებებს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლის დროს.

მიხეილ ყაველაშვილი – აშშ-ის წინა ადმინისტრაციის დროს ხორციელდებოდა ნეგატიური პროცესი, ალბათ დიდი დრო დასჭირდება, რომ ეს გაიწმინდოს, ისე აღდგეს ურთიერთობები, როგორც ჩვენს ორ ქვეყანას...

აღვნიშნეთ ჩვენი ურთიერთობის მნიშვნელობა, რომ ჩვენ ღია ვართ, გულწრფელები ვართ, რასაც მანამდე ვიძახდით, ახლაც იმავეს ვიმეორებთ. ჩვენი ქვეყანა ამითაც ვართ გამორჩეული, რომ არ ვართ სხვისი პოზიციების და სხვისი მოლოდინის რეჟიმში, ვინ რას იზამს და ამის მიხედვით ვიყოთ მოტივირებული. ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი, ჩვენი გამოწვევები, ჩვენი ეროვნული ინტერესი, ჩვენი სხვადასხვა პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური საკითხები, რაზეც ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ. ამას აფასებენ სწორედაც, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, მარკო რუბიოსთან საუბრის შესახებ გადაცემა „იმედის კვირაში“ განაცხადა.მისივე თქმით, აშშ-ის წინა ადმინისტრაცია საქართველოში პოლიტიკური ამინდის შეცვლას ცდილობდა.„ყველასთვის გასაგები რომ იყოს, ეს ურთიერთობები სწორედ ამ დიდი ნეგატივის გამო იყო აბსოლუტურად შეცვლილი და დაზიანებული. რა თქმა უნდა, ამას დრო სჭირდება მათი მხრიდან, თორემ ჩვენ ძალიან კარგად გვაქვს გააზრებული, ჩვენ არ შეგვიცვლია პოზიცია, რაც გვქონდა დამოკიდებულება და ვგრძნობდით კიდეც, რომ ეს არ არის ის ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც შენი კეთილის მსურველია. ვსაუბრობ წინა ადმინისტრაციაზე, რომელიც ასე უხეშად ერეოდა ჩვენს შიდა საქმეებში, ასე უხეშად ცდილობდა აქ პოლიტიკური ამინდის შეცვლას. ის ორგანიზაციები, რომლებიც ახალმა ადმინისტრაციამ გააუქმა – USAID და NED, რომლებიც პირდაპირ ავნებდნენ, სოროსის ფონდი, რომლისთვისაც პირდაპირ ბრძოლა აქვს გამოცხადებული აშშ-ს პრეზიდენტს. ეს ის ორგანიზაციებია, რომლებიც პირდაპირ მტრობდნენ ჩვენს ხელისუფლებას და ქვეყანას. ამაში ხომ თანხვედრაა, ამას ხომ ვერავინ მოიგონებს. ესენი გადაკეთდნენ ახლა, ეს რადიკალური ფრთა, როგორც აუქნევენ დროშას და ხელს, ისე მოქმედებენ – მაშინ ტრამპი იყო მათი მოწინააღმდეგე და თურმე რუსეთის კაცი, დღეს ტრამპი არის მათი მაშველი და ა.შ. ჩვენ ხომ ასე არ ვცხოვრობთ, ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი“, – აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, იმ ნეგატივის გაანალიზებას და გაწმენდას, რომელიც აშშ-ის წინა ადმინისტრაციამ დატოვა, დრო სჭირდება, რათა სუფთა ფურცლიდან დაიწყოს ურთიერთობები.„მთავარია, გაიაზროს ჩვენმა საზოგადოებამ, რომ ჩვენ ჩვენი დღის წესრიგით ვცხოვრობთ, უბრალოდ, როცა ნორმალურ ურთიერთობაზეა საუბარი, ჩვენ არ ვიყავით ამ საპასუხო რეჟიმში, რაღაცა გვითხრეს და რატომ არ ვაკეთებთ და ა.შ. და ჩვენ უნდა გაგვეცა პასუხი, ეს პირიქით იყო, მათ დიდი ნეგატივი დახვდათ, წმენდენ ახლა მთელ ამ ნეგატივს, რომ ჩვენი ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან დაიწყოს. ამ თვალსაზრისით, ჩემთვის ეს პასუხია, რომ მთელ ნეგატიურ პროცესს, რომელიც ჩვენ წინააღმდეგ ხორციელდებოდა წინა ადმინისტრაციის დროს, თუ გადავავლებთ თვალს, საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება ალბათ დეტალებში ჩასვლას, რომ ეს ყველაფერი გაიწმინდოს და ჩვენი ურთიერთობები, როგორც შეეფერება ორ ქვეყანას, ისე აღდგეს, დაიწყოს ნორმალური ურთიერთობები. დანარჩენი ამის შემდეგია, ვთქვათ, სად შეიძლება თანხვედრა, სად შეიძლება ორივე ქვეყნის ეროვნული ინტერესის გათვალისწინება და ა.შ. ამ პროცესში ჩვენ საკმაოდ ღია, საკმაოდ მყარად ვართ“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

პიტერ სიიარტო – საქართველო ან უნგრეთი კი არაა იზოლირებული, იზოლირებულია ევროკავშირი, საქართველოს მთავრობას თავს ესხმიან, რადგან არის პატრიოტული, მემარჯვენე, სუვერენისტული, ეს არ მოსწონს ბრიუსელს

შესაძლო სამშვიდობო სამიტის ადგილი არის არა ბრიუსელი, არამედ ბუდაპეშტი. საქართველო ან უნგრეთი კი არაა იზოლირებული, არამედ იზოლირებულია თავად ევროკავშირი, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში განაცხადა.მისივე თქმით, უნგრეთ-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან უნგრეთი და საქართველო ერთსა და იმავე ფასეულობებს წარმოადგენენ, არასდროს სურდათ ერთმანეთის შიდა საკითხებში ჩარევა.„მე ამ პოსტზე ვარ 11 წელზე მეტია და ყოველთვის თავს მესხმოდნენ არგუმენტით, რომ ჩვენ იზოლირებული ვართ. საქმე ისაა, რომ ევროკავშირმა, ბრიუსელმა მოახდინა საკუთარი თავის იზოლაცია და არა ჩვენი. ისინი ამბობენ, რომ ჩვენ ვართ იზოლირებული, მაგრამ ეს ასე არ არის. რატომ? იმიტომ, რომ შესაძლო სამშვიდობო სამიტის ადგილი არის არა ბრიუსელი, არამედ ბუდაპეშტი. ასე რომ, ევროკავშირმა მოახდინა საკუთარი თავის იზოლაცია გლობალური წესრიგის ყველაზე დიდი და ძლიერი მოთამაშეებისგან. მათ მოახდინეს საკუთარი თავის იზოლაცია შეერთებული შტატებისგან. ვგულისხმობ, ლიბერალი პოლიტიკოსები ევროპაში ბოლო ცხრა წლის განმავლობაში ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, როგორ ელანძღათ პრეზიდენტი ტრამპი უფრო სასტიკი და ბინძური ფორმით. ეს ხდებოდა მხოლოდ ლიბერალური მედიის დასაკმაყოფილებლად და ამას არა მხოლოდ ჩვენ ვამჩნევდით, არამედ პრეზიდენტ ტრამპსაც ახსოვს. მეორე – ევროპამ მოახდინა საკუთარი თავის იზოლაცია რუსეთისგან სანქციებით, თავისი რუსოფობიური პოლიტიკით, რუსულ-უკრაინული ომის რუსეთ-ევროპის ომად განხილვით, რაც სიგიჟეა. ევროპამ მოახდინა საკუთარი თავის იზოლაცია ჩინეთისგან, ჩინეთის სისტემურ რისკად და სისტემურ მეტოქედ მიჩნევით, რაც, ბოდიში ამ სიტყვისთვის, მაგრამ სისულელეა, რადგან ჩინეთს აქვს თავისი სისტემა, ჩვენ გვაქვს ჩვენი სისტემა და რატომ უნდა ვიმეტოქეოთ, სისტემების გამო? ეს მათზე და ჩვენზეა დამოკიდებული და, მოდით, ვნახოთ, როგორ შეგვიძლია, ვითანამშრომლოთ. მაგრამ სისტემების მეტოქეობა, ეს არის ტიპური ბრიუსელის, ტელევიზია რომ არ იყოს, ვიტყოდი ნაგავი და მეოთხე – ევროკავშირმა მოახდინა საკუთარი თავის იზოლაცია მომავლის კონტინენტისგან, როგორიცაა აზია, აფრიკა. რატომ? იმიტომ, რომ ბრიუსელი ყოველთვის აყენებს ლგბტ საკითხს, როგორც წინაპირობას ნებისმიერი სახის სავაჭრო ან ეკონომიკური თანამშრომლობისთვის, ამას ერთმანეთთან საერთო არაფერი აქვს.საქმე ისაა, რომ საქართველო ან უნგრეთი კი არაა იზოლირებული, არამედ იზოლირებულია თავად ევროკავშირი. ნამდვილად მიმაჩნია უნგრეთ-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვნად, რადგან ჩვენ ერთსა და იმავე ფასეულობებს წარმოვადგენთ. ჩვენ არასდროს გვსურდა ერთმანეთის შიდა საკითხებში ჩარევა. ჩვენ ყოველთვის პატივს ვცემდით შედეგებს, ყოველთვის პატივს ვცემდით ჩვენი ერების გადაწყვეტილებებს. და ჩვენ ავაშენეთ მყარი თანამშრომლობა, რომელიც ეფუძნება ურთიერთპატივისცემას. ჩემს კომპეტენციას აღემატება იმის თქმა, რომ საქართველოში ესა თუ ის უნდა გააკეთოთ. მე ამით რომ დავკავებულიყავი, ეს ნიშნავს, არ ვკავდები უნგრეთით, მაშინ, როდესაც ხელფასს ვიღებ უნგრეთის საკითხების მოგვარებისთვის და არა საქართველოსი. ფაქტია, აზროვნების ეს წესი ახლა სრულიად უცხოა ევროპაში – ყველა ძალიან ჭკვიანია სხვის საქმეში. შეხედეთ, რა მოხდა საქართველოსა და მოლდოვის არჩევნების შემდეგ. ვგულისხმობ ადგილობრივ არჩევნებს. მომდევნო საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე, როდესაც თქვენ გქონდათ ადგილობრივი არჩევნები, ყველა აქებდა მოლდოვას ასეთი ჭკვიანური გადაწყვეტილების მიღებისთვის და ყველა ლანძღავდა საქართველოს „ქართული ოცნების“ გამარჯვების გამო. და ევროპელი საგარეო საქმეთა მინისტრები ერთმანეთს ულოცავდნენ მოლდოვის შედეგს, რაც არის ნათელი მტკიცებულება, რომ ისინი ამ არჩევნებში ჩაერივნენ“, – განაცხადა პიტერ სიიარტომ.ამასთან, პიტერ სიიარტო ამბობს, რომ „ისინი, ვინც არიან კონსერვატორები, პატრიოტები, სუვერენისტები, ვინც ეწინააღმდეგებიან ბრიუსელის მეინსტრიმს, განიცდიან ჯოჯოხეთურ პოლიტიკურ თავდასხმას“.„უბრალოდ, შეხედეთ თქვენს  მთავრობას. ვგულისხმობ საქართველოს მთავრობას – მასზე ბრიუსელის მხრიდან თავდასხმა არ ხდება რეალური საკითხების გამო. თქვენს მთავრობას თავს ესხმიან, რადგან ის არის კონსერვატიული, პატრიოტული, მემარჯვენე და სუვერენისტული. ბრიუსელს ეს არ მოსწონს. ამასთან, ისინი წარმატებულები არიან. და იცით, როდესაც ანტიმეინსტრიმული მთავრობა წარმატებულია, ბრიუსელს ეს არ მოსწონს. ეს არის მიზეზი, რის გამოც ჩვენც გვეხებიან“, – აღნიშნა პიტერ სიიარტომ.

აბას არაღჩი – ბირთვულ საკითხთან დაკავშირებით, ამერიკასთან მოლაპარაკების გარდა, სხვა გზა არ არსებობს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ ბირთვულ საკითხთან დაკავშირებით, ამერიკასთან „მოლაპარაკების გარდა, სხვა გზა არ არსებობს“.„არავის აქვს უფლება, თქვას, რა უნდა გვქონდეს და რა არ უნდა გვქონდეს. ეს დომინირების უარყოფის პრინციპს ეფუძნება. მე მაქვს გამდიდრების უფლება. კანონის თანახმად, ჩემზეა დამოკიდებული, გამოვიყენებ თუ არა ამ უფლებას. თქვენ თუ შეშფოთებული ხართ, ჩვენ მზად ვართ, ვუპასუხოთ შეშფოთებას, თუ არის კითხვები, ჩვენ ვპასუხობთ ამ კითხვებს, თუ არ არის ნდობა, ჩვენ შევქმნით ნდობას, მაგრამ არავის აქვს უფლება, გვითხრას – არ უნდა გქონდეთ ეს, რადგან მე ასე მინდა“, – განაცხადა არაღჩიმ.ცნობისთვის, 6 თებერვალს ირანელმა და ამერიკელმა წარმომადგენლებმა ომანის დედაქალაქ მასკატში მოლაპარაკებები გამართეს ბირთვული პროგრამის საკითხზე. მოლაპარაკებები არაპირდაპირი სახის იყო და ის ომანის შუამავლობით წარიმართა. შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი შესაძლოა, მომავალი კვირის დასაწყისში გაიმართოს.

მიხეილ ყაველაშვილი – მარკო რუბიომ აღნიშნა, რომ უდიდესი ნეგატივის მატარებელი იყო წინა ადმინისტრაცია ჩვენთან მიმართებით, თავად ხვდებიან, რომ ეს იყო არარეალური და არიან პროცესში,...

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან შეხვედრის შესახებ ისაუბრა.ყაველაშვილის თქმით, მათთან ძალიან თბილი, გულწრფელი კომუნიკაცია შედგა, რომელიც მოიცავდა საქმიან საუბარსაც.„პირველ დღეს იყო საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის საზეიმო ვახშამი, სადაც ქვეყნის ლიდერებთან ერთად იყვნენ ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტები წარმოდგენილი. საკმაოდ დიდი მასშტაბის ღონისძიება იყო, სადაც გვქონდა შესაძლებლობა ერთმანეთთან გასაუბრების. ამ ფორმატში სასიამოვნო იყო, რომ მომესალმა მარკო რუბიო, ჯეი დი ვენსი, პატარა, თბილი, გულწრფელი და პოზიტიური საუბარი შედგა. ძალიან თბილად მოიხსენია ჩვენი ქვეყანა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა. გაკვირვებული ვიყავი, თუ რამდენად ჰქონდა ინფორმაცია, რომ ვართ ქრისტიანული ქვეყანა, ტრადიციების მიმდევარი, პატრიარქიც კი ახსენა.  შემდეგ ამას მოაყოლა, რომ ლოცვის დღე, 17 მაისი დააფუძნეს სულ ახლახან. რომ ვუთხარით, 10 წლის წინ, ზუსტად 17 მაისი პატრიარქის ინიციატივით  ოჯახური სიწმინდის დღედ არის საქართველოში გამოცხადებული, ძალიან გაუხარდა და ესიამოვნა.ასეთი გულწრფელი, თბილი ურთიერთობა იყო, შეიმჩნეოდა კიდეც, მგონი საზოგადოებამ ნახა სურათები. როცა საუბრობ ოჯახურ ღირებულებებზე, ტრადიციებზე, მით უმეტეს, ქრისტიანულ ღირებულებებზე, ძალიან თამამები ვართ ქართველები, რადგან ამხელა ქრისტიანული ისტორიის მქონე ერი ვართ. ისიც განვუცხადეთ,  რომ 1 700 წელს აღვნიშნავთ წელს და საკმაოდ დიდი ღონისძიებები უნდა ჩატარდეს საქართველოში ამასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ძალიან სასიამოვნოდ ისმენდა. შედგა მცირე საქმიანი საუბარიც, მისი მხრიდან გაჟღერებული იყო, რომ დიახ, ისინი ფლობენ ინფორმაციას და აუცილებლად მოხდება უფრო მჭიდრო ურთიერთობების განახლება. რა თქმა უნდა, ბევრი პროცესი მიმდინარეობს მსოფლიოში. განაცხადა, რომ ისინი ინფორმირებული არიან, კიდევ მეტ ინფორმაციას იღებენ და აუცილებლად, ამ კონტექსტში, რომ ასეთი თბილი საუბარი შედგა, ეცდებიან, განაახლონ ჩვენთან ურთიერთობა“ , – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში.მიხეილ ყაველაშვილის განმარტებით, კიდევ ერთ შეხვედრაზე მარკო რუბიომ აღნიშნა, რომ უდიდესი ნეგატივის მატარებელი იყო წინა ადმინისტრაცია საქართველოსთან მიმართებით.„ეს იყო პირველი დღე და ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ასევე მეორე დღეს, როცა უკვე მხოლოდ ქვეყნის ლიდერები ვიყავით წარმოდგენილი იტალიის პრეზიდენტის საზეიმო მიღებაზე, იტალიის პრეზიდენტის სასახლეში. იქ უფრო მეტი სივრცე და დროც იყო. მე ვიმყოფებოდი საგარეო საქმეთა მინისტრთან და ჩემს მეუღლესთან ერთად. მეორე დღეს გვქონდა შესაძლებლობა, ისევ გვქონოდა გასაუბრების საშუალება. ჯეი დი ვენსი მოგვესალმა, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ცოტა მეტ ხანს შეჩერდა ჩვენთან, საუბარი უფრო მეტად სიღრმისეული, უფრო საქმიანი გამოდგა. მან აღნიშნა – მინდა, ჩვენმა საზოგადოებამ იცოდეს – რომ საკმაოდ დიდი ნეგატივი დახვდათ წინა ადმინისტრაციისგან საქართველოსთან მიმართებაში. არც მინდა, ის სიტყვა გამოვიყენო, პირდაპირ შეიძლება, არ ითარგმნება ინგლისურიდან, უფრო სიმყრალესთან. აღნიშნა, რომ უდიდესი ნეგატივის მატარებელი იყო ის წინა ადმინისტრაცია ჩვენთან მიმართებით. თავად ხვდებიან, რომ ეს იყო არარეალური და არაშესაბამისი ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით. აღნიშნა, რომ წინა ორშაბათს სწორედ ამ თემის განხილვას ჰქონდა ადგილი, მათ ძალიან კარგად გააანალიზეს ეს პროცესი, პროცესში არიან, რომ გაწმინდონ ეს ნეგატივი ჩვენს ურთიერთობებში და ისინი უახლოეს მომავალში აუცილებლად მოემზადებიან სათანადოდ, რათა ჩვენი ურთიერთობები შედგეს“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.მიხეილ ყაველაშვილის თქმით, მარკო რუბიოც საკმაოდ გაცნობიერებული იყო იმ საკითხში, რაზეც ჯეი დი ვენსთან ისაუბრა – საერთო ღირებულებებზე და იმასთან დაკავშირებით, რომ ტრამპი ზუსტად ამ ღირებულებებით პოზიციონირებდა, ვიდრე გაიმარჯვებდა და შემდგომაც.„ჩვენი დამოკიდებულება ღიაა, ჩვენ საზოგადოებას ვესაუბრებით, ამ ეტაპისთვის ყველამ იცის ჩვენი გზავნილი, რომ გვინდა ნორმალური, ჯანსაღი ურთიერთობების წარმოება, როგორც გვაქვს ჩვენს პარტნიორებთან. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს აშშ-ს, რადგან არის საკმაოდ ძლიერი ქვეყანა, დომინირებს მსოფლიოში. ის, რომ ჩვენ სტრატეგიული პარტნიორობა გვქონდა და სწორედ იმ წინა ადმინისტრაციის მიზანმიმართული ქმედებებისა და ძალებისა, რომლებიც დღესაც ცდილობენ, ბევრი პროცესი დააზიანონ, ალბათ უწევთ მათ ამ ძალებთან ბრძოლა, ამ კონტექსტში იყო განხილული. პირდაპირ თქვა, რომ წინა ორშაბათს გვქონდა ზუსტად ამ თემასთან დაკავშირებით განხილვები და იმდენად დიდი ნეგატივი იყო, რომ დრო სჭირდებათ, ამ ყველაფერს ჩაუღრმავდნენ, ყველაფერი გააანალიზონ და სათანადო, როგორც მათ ქვეყანას ეკადრება, ისეთი ურთიერთობები დაამყარონ საქართველოსთან. განაცხადა კიდევაც, რომ ტექნიკურ ჯგუფსაც მოამზადებენ, რათა გაანალიზებულ რეჟიმში, ჩვენი ურთიერთობების სუფთა ფურცლიდან დაწყება იყოს შესაძლებელი“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ბოლო სიახლეები