კვირა, ნოემბერი 15, 2026

წლის პედიატრის რჩევები დედებს

ახლახანს ცნობილი პოედიატრი თემურ მიქელაძე წლის პედიატრად დაასხელეს. ვფიქრობთ, მშობლებისთვის საინტერესო იქნება მისგან მოწოდებული რჩევები.

რა პირობები სჭირდება ბავშვს, რომ ჯანმრთელი გაიზარდოს – ამ კითხვით მივმართეთ ცნობილ პედიატრს, რომელიც ქვეყანაში შექმნილ კატასტროფულ მდგომარეობაზე საუბრობს… იგი რჩევებს აძლევს დედებს, თუ როგორ აარიდონ ბავშვები იმ უამრავ მავნე ზემოქმედებას, რაც დღეს საქართველოში ასე მოხშირებულია.

ჩემთვის წოდება და ჯილდოები არაფერს ნიშნავს. უმთავრესია, ჩემი ყველა პაციენტი ჯანმრთელად იყოს. ჰქონდეთ სულიერი, ფიზიკური და სოციალური კეთილდღეობა! ჯილდოს და წოდებას მაშინ აქვს ფასი, როდესაც ხალხისგან მოდის. ამიტომაც, ახლაც, როცა ჯილდო მივიღე, მადლობა ჩემს პაციენტებს გადავუხადე. როგორც მითხრეს, გამოკითხვის შედეგად მოხდა გამორჩევა და სასიამოვნოა, როდესაც ადამიანებისგან ნდობას გრძნობ!

–  ბავშვების აღზრდის პროცესში მშობლებს სხვადასხვა მიდგომა აქვთ – ერთნი უფრო მკაცრად აკონტროლებენ დღის რეჟიმს, საკვებს, მუდამ ყურადღებით არიან, რომ ბავშვს ეცვას თბილად, ეხუროს ქუდი. ამ დროს მეორე ნაწილი უფრო თავისუფლად ზრდის შვილებს – აჭმევს იმას, რაც ბავშვს სურს და მეტისმეტადაც არ აკონტროლებს… თქვენ როგორი მიდგომის მომხრე ხართ? რომელი უფრო ამართლებს ბავშვის ჯანმრთელობის საკითხში? 

– რა თქმა უნდა, ზომიერების მომხრე ვარ! ყველა მშობელი მაქსიმალურად უნდა ეცადოს, ბავშვს სურვილები შეუსრულოს, მაგრამ ჩვენთან ბავშვის საკვები და სათამაშო, ხშირ შემთხვევაში, ნაკლებად საიმედოა. ზოგიერთი ბავშვის სათამაშო სხვადასხვა მომწავლელ ნივთიერებას შეიცავს და საკვებიც არაჯანსაღია. ამიტომ მშობელი იყოს ძალიან ფხიზლად, ბავშვს შეურჩიოს ჯანსაღი, ხარისხიანი, ვიტამინებით და მინერალებით გამდიდრებული საკვები… ერთ წლამდე ბავშვისთვის ყველაზე კარგი საკვები დედის რძეა, რომელიც შეუცვლელია.

დედა ყველანაირად უნდა ეცადოს ბავშვი ხშირად თავის რძით გამოკვებოს! აუცილებელია დედაც ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევდეს, არ იყოს მწეველი! დაახლოებით ორი წლის წინ გამოვეცით სახელმძღვანელო, რომელსაც ქვია – `ორსულთა, მეძუძურ ქალთა და ადრეული ასაკის ბავშვთა კვება~. სხვადასხვა ელოქტრონულ საიტებზეც განვათავსეთ ჩვენი მონაცემები, მაქსიმალურად სრულფასოვნად და სწორად როგორ უნდა იკვებებოდეს დედა… თუ დედას სამწუხაროდ რძე არ აქვს, ბავშვი ხელოვნურ კვებაზე გადაგვყავს.ბავშვის ხელოვნური საკვები საქართველოში უამრავი სახის გახლავთ და ყველა მათგანი ბალანსირებული, მაქსიმალურად მიახლოვებულია დედის რძესთან. თუმცა ისევ ვიმეორებ, რომ დედის რძე შეუცვლელი, ოქროს სტანდარტია ბავშვთა კვებაში! რაც შეეხება სათამაშოს, ჯობია ბავშვს ჰქონდეს ერთი ხარისხიანი სათამაშო, ვიდრე უამრავი მავნე ზემოქმედების სათამაშოები… ჩაცმის მხრივ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ სეზონი.

სასურველია ბავშვის სამოსი ბუნებრივი მასალისგან დამზადებული იყოს. არ არის აუცილებელი ბავშვის შეფუთვა თუ ქარიანი ამინდი არ არის. ქარიან ამინდშიც არ არის შეფუთვა საჭირო, მაქსიმალურად დაცული ყურები უნდა იყოს. ზედმეტმა ჩათბუნვამ შეიძლება ბავშვი გადაახუროს განსაკუთრებით ადრეულ ასაკში და სხვა სახის პრობლემები გამოიწვიოს.

– შეგიძლიათ მშობლებს მისცეთ ჯანმრთელი ბავშვის გაზრდის რამდენიმე ოქროს წესი? 

– პირველ რიგში ბავშვს მაქსიმალურად დიდხანს შევუნარჩუნოთ ბუნებრივი კვება! ცოტა მოზრდილი ბავშვები გამოვკვებოთ ჯანსაღი საკვებით და რაც შეიძლება ხშირად ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე! დღეს ბავშვის გასეირნება სუფთა ჰაერზე პრობლემა გახდა და ვისურვებდი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ხელი შეუწყონ სრულფასოვანი ჯანსაღი გარემოს შექმნას. ქალაქში უნდა შეიქმნას ბევრი რეკრეაციული ზონა! უცილებლად უნდა აიკრძალოს ამდენი უხარისხო მშენებლობა! ეს სამშენებლო მტვერი რომ არ ვისუნთქოთ თვითეულმა ჩვენთაგანმა. მშენებელსაც უნდა ჰქონდეს ელემენტარული შეგნება, მწვანე ნარგავი არ გაჩეხოს და ისედაც დაბინძურებულ ქალაქში, ყოველ ხუთ მეტრში ახალი შენობა არ ააშენოს… მომხრე ვარ მანქანების ტექნიკური დათვალიერების.

ფაქტიურად ყოველი მეორე მანქანა გაუმართავია… მტკივნეული გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ და ქალაქში ავკრძალოთ გაუმართავი მანქანით გადაადგილება, რადგან პირველ რიგში ჩვენი ბავშვები არიან ყველაზე დაუცველები. ჩვენი მომავალი უნდა დავიცვათ იმ მავნე ზემოქმედებისგან, რაც მოზრდილ ასაკში სერიოზულ დაავადებებს იწვევს. სამწუხაროდ, მოიმატა სიმსივნურმა დაავადებებმა და ეგრეთწოდებულმა ცივილიზაციის დაავადებებმა, როგორიცაა – გაცხიმოვნება, შაქრიანი დიაბეტი… ეს ყველაფერი განპირობებულია არასრულფასოვანი, არაბალანსირებული კვებით და იმ არაჯანსაღი გარემოს შედეგად, რომელშიც დღეს ვცხოვრობთ.

ყველამ ერთად უნდა ვიბრძოლოთ, თავიდან ავირიდოთ მავნე გამონაბოლქვი. ქალაქში ბევრი 20-25 წლის მანქანა დადის და იმდენად მოძველებულია, უკვე არანაირი დაცვის მექანიზმი აღარ აქვს. ამიტომაც უნდა იყოს ასეთ მანქანაზე დიდი გადასახადი და მკაცრი ჯარიმა. სხვანაირად, სამწუხაროდ, ჩვენ ვერ გამოვსწორდებით! ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში მიწევს კონფერენციებზე დასწრება და არსად მინახავს 15 და 20 წლის მანქანები. ჩვენც რომ მაღალი განვითარების დონეს მივაღწიოთ, მკაცრი ზომები უნდა გავატაროთ, თორემ ვიმეორებ რომ ბავშვები ყველაზე მეტად ზარალდებიან!

ბავშვისთვის დაუშვებელია ქუჩაში შეძენილი საკვები და ეგრეთწოდებული “ფასტფუდები”. ეს საკვები შეიცავს ნაჯერ ცხიმებს, ადვილად ასათვისებელ ნახშირწყლებს, რომლებიც სამწუხაროდ ზუსტად იმ ცივილიზაციის დაავადებათა გამომწვევია. არ ვიცით გარეთ რა საკვებს ვიძენთ და ამიტომაც ბავშვები კატეგორიულად უნდა მოვარიდოთ!

– ყველაზე ხშირად რა შეცდომებს აწყდებით მშობელთა მხრიდან თქვენ პრაქტიკაში? 

– ყველაზე ხშირი შეცდომები ისევ კვებას უკავშირდება… მშობელი დიდი რაოდენობით ტკბილეულს ურთავს დღის რაციონში ბავშვებს და ჰგონია, რომ სწორად იქცევა, რადგან ბავშვს ასე სურს. ეს დიდი შეცდომაა, რასაც შეიძლება სავალალო შედეგები მოყვეს… როდესაც ბავშვი ვთქვათ ნამცხვარს ითხოვს, შეგვიძლია სახლში მოვუმზადოთ და ზომიერად გამოვიყენოთ შაქარი და ცხიმი. შეგვიძლლია სხვა სახის ტკბილეულიც სახლში მოვუმზადოთ და ჯანსაღი შემადგენლობით. სახლში მომზადებული სხვადასხვა სახის ჩირიც ბავშვისთვის სასარგებლოა, ნაყიდი სამწუხაროდ ბევრი სასარგებლო თვისებებით არ გამოირჩევა.

mshoblebi.ge

 

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ემანუელ მაკრონი – უკრაინას, რომელსაც ევროპაში ყველაზე დიდი კონვენციონალური არმია ჰყავს, საკვანძო როლი უნდა ჰქონდეს ნატოსთან ერთად – ეს არის ადგილი, სადაც მას სრულად...

უკრაინას, რომელსაც ევროპაში ყველაზე დიდი კონვენციონალური არმია ჰყავს, საკვანძო როლი უნდა ჰქონდეს ნატოსთან ერთად - ეს არის ადგილი, სადაც მას სრულად ეკუთვნის ყოფნა. ამის შესახებ განცხადას საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში ავრცელებს. ,,ძვირფასო თანამოქალქეებო,ის, რაც უკრაინაშია სასწორზე, ყველას გვეხება. ყველა ჩვენთაგანის უსაფრთხოებაა სასწორზე. უკრაინისთვის საკუთარი თავის დაცვაში დახმარება საფრანგეთისა და ფრანგი ხალხის დაცვას ნიშნავს.თუ რუსეთი ევროპულ ქვეყანას თავის ნებას სისატიკით თავს ახვევს, მაშინ მთელი ევროპა სუსტდება.სწორედ ამიტომ უკრაინა დუბლინში ხუთშაბათშა და პარასკევს ჩვენი საუბრების კვლავ შუაგულში იყო, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მეცხრე სამიტზე და ევროპული საბჭოს არაფორმალურ შეხვედრაზე. იქ, ჩვენი ერთიანობა ვაჩვენეთ ორი პრიორიტეტის გარშემო, რომლიც გაზიარებაც მინდა აქ.პირველია, უკრაინის დახმარება ზამთრის განმავლობაში. უკრაინელები აგრძელებენ სიმამაცით წინააღმდეგობას, რაც აღტაცებას იწვევს.ამერიკელ წარმომადგენლებთან ბოლო საუბრებმა ნათელი გახადა: ვლადიმირ პუტინს მოლაპარაკებები არ სურს. მისი არმია წინ არ მიიწევს. ის უკანაც იხევს და მნიშვნელოვან დანაკარგებს განიცდის. მაგრამ ცხადია, რომ მას ფსონი აქვს გაკეთებული უკრაინის დაჩოქებაზე მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ დარტყმების გაზრდითა და ამ ზამთარში ქვეყნის სიბნელეში ჩაძირვის მცდელობებით. ჩვენი პასუხისმგებლობაა აღვკვეთოთ ეს ფსონი…ჩვენი მეორე პრიორიტეტია უკრაინასთან ერთად მუშაობა სამართლიანი და მყარი მშვიდობისთვის. ევროპამ თავისი სრული როლი უნდა შეასრულოს ამაში, ვინაიდან ჩვენი კონტიტენტის უსაფრთხოებაც დამოკიდებულია ამ მშვიდობაზე…ახლა უფრო შორს უნდა წავიდეთ და მკაფიოდ განვაცხადოთ, მათ შორის რუსებისთვის, თუ რა გვინდა ომის შემდგომ პერიოდში. ასევე უნდა დავაკონკრეტოთ რას მოველით შეერთებული შტატებისგან ევროპის გრძელვადიანი უსაფრთხოებისთვის.ნებისმიერ შემთხვევაში, მინდა ჩემი რწმენა გამოვხატო, რომ უკრაინას, რომელსაც ევროპაში ყველაზე დიდი კონვენციონალური არმია ჰყავს, საკვანძო როლი უნდა ჰქონდეს ნატოსთან ერთად - ეს არის ადგილი, სადაც მას სრულად ეკუთვნის ყოფნა,” - წერს მაკრონი.

საბა ლაზიშვილი იურაია ფეიბერთან გამარჯვების შემდეგ – მერაბმა მითხრა, რომ მომავალში UFC-ს ჩემპიონი გავხდები

ქართველმა მოჭიდავემ, საბა ლაზიშვილმა აბუ დაბიში გამართულ Real American Freestyle-ის (RAF) ტურნირზე UFC-ის ყოფილი ვარსკვლავი იურაია ფეიბერი 12:7 დაამარცხა.შეხვედრის შემდეგ 21 წლის ქართველმა სპორტსმენმა გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა, ბრძოლის მიმდინარეობაზე ისაუბრა და მერაბ დვალიშვილის სიტყვებიც გაიხსენა.„მადლობას ვუხდი ყველას, ვინც დღეს აქ მოვიდა და მხარი დამიჭირა. ბოლო დღეებში თქვენგან უდიდეს სიყვარულსა და მხარდაჭერას ვგრძნობ, რისთვისაც ძალიან მადლობელი ვარ. განსაკუთრებული მადლობა ჩემს მეგობრებს, რომლებიც საქართველოდან სპეციალურად ჩემს საგულშემატკივროდ ჩამოვიდნენ.მერაბმა მითხრა, რომ მომავალში UFC-ის ჩემპიონი გავხდები. როგორ მოვახერხე ბრძოლის შემოტრიალება? არანაირი განსაკუთრებული სტრატეგია არ მქონია. ასეთ ცუდ ფორმაში აქამდე არასდროს ვყოფილვარ, თუმცა მაინც მოვედი და კაცურად ვიბრძოლე. მზად ვარ, ნებისმიერ მეტოქეს შევხვდე“, – განაცხადა ლაზიშვილმა.შეგახსენებთ, რომ საბა ლაზიშვილი RAF-ის ტურნირზე თავდაპირველად არ უნდა გამოსულიყო. ქართველი სპორტსმენი იურაია ფეიბერს უმარ ნურმაგომედოვის ნაცვლად დაუპირისპირდა. შეხვედრაში ლაზიშვილი თავდაპირველად მარცხდებოდა, თუმცა მესამე რაუნდში უპირატესობა მოიპოვა და მეტოქეს სძლია.

ილია II-ის ქადაგება სიყვარულის შესახებ-სიყვარული არის ისეთი ძალა, რომელიც ადამიანს აკეთილშობილებს. სიყვარული არის საფუძველი ყველაფრისა

„სიყვარული არის ისეთი ძალა, რომელიც ადამიანს აკეთილშობილებს. სიყვარული არის საფუძველი ყველაფრისა.“"სიყვარული არის ნიჭი, წყალობა ღვთისა. ყოველდღე უნდა ვლოცულობდეთ, რომ უფალმა დაგვაჯილდოოს სიყვარულით, მოგვმადლოს ეს გრძნობა და არა – ვნება”.„სიყვარული არ არის მხოლოდ ემოცია, არამედ ღვთის წყალობაა, რომელიც უნდა გამოვითხოვოთ და ყოველდღე ვილოცოთ მასში გასაძლიერებლად”.„ჭეშმარიტი სიყვარული არის უანგარობა – საკუთარი თავისთვის კი არა, სხვებისთვის ცხოვრება”.„სიყვარული თუ არის ადამიანში, სიხარული იქნება, სიყვარულის გარეშე არაფერი გამოდის, იმიტომ რომ ღმერთი თვითონ არის სიყვარული. დაგლოცოთ ღმერთმა, გწყალობდეთ უფალი. ღმერთმა ძალა მოგცეთ და მშვიდობა მოგცეთ, ჩვენთან არს ღმერთი.“

საქართველოსა და უნგრეთის მატჩის დაწყებამდე გიორგი ნემსაძის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს

საქართველოსა და უნგრეთის საფეხბურთო ნაკრებებს შორის შეხვედრა დაიწყო. მატჩის დაწყებამდე საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტნის, გიორგი ნემსაძის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.ერთა ლიგის მეხუთე ტურის მატჩი მიხეილ მესხის სტადიონზე მიმდინარეობს.საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასეთია: გიორგი მამარდაშვილი, ოთარ კაკაბაძე, ლაშა დვალი, ლუკა ლოჩოშვილი, საბა გოგლიჩიძე, გიორგი ჩაკვეტაძე, ანზორ მექვაბიშვილი, გიორგი კვერნაძე, გიორგი წიტაიშვილი, ნიკა გაგნიძე, გიორგი მიქაუტაძე.შეხვედრას ტრავმის გამო გამოაკლდა კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია.

საბა ლაზიშვილმა RAF-ის ტურნირზე UFC-ის დიდების დარბაზის წევრი იურაია ფეიბერი დაამარცხა

ქართველმა მოჭიდავემ, საბა ლაზიშვილმა Real American Freestyle-ის (RAF) ეგიდით გამართულ ტურნირზე წარმატებით იასპარეზა. 21 წლის სპორტსმენმა აბუ დაბიში, „ეტიჰად არენაზე“ UFC-ის დიდების დარბაზის წევრი, ამერიკელი იურაია ფეიბერი 12:7 დაამარცხა.თავდაპირველად ფეიბერის მეტოქე უმარ ნურმაგომედოვი უნდა ყოფილიყო, თუმცა აბუ დაბიში მომხდარი ინციდენტის შემდეგ ორგანიზაციამ ის ტურნირიდან ჩახსნა და მის ნაცვლად ქართველი სპორტსმენი შეიყვანა.11 ნოემბერს აბუ დაბის ერთ-ერთ სასტუმროში მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილს უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანმხლები პირები თავს დაესხნენ. ინციდენტის შემდეგ ორივე ქართველი დააკავეს, თუმცა 13 ნოემბერს გაათავისუფლეს.აღსანიშნავია, რომ ლაზიშვილისთვის ეს RAF-ის ეგიდით გამართული სადებიუტო შეხვედრა იყო.

ბოლო სიახლეები