კვირა, მაისი 18, 2025

წინ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი მატჩებია – ხვიჩა კვარაცხელია

ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-მა „ოსერი“ 3:1 დაამარცხა. სამიდან ორი გოლი ქართველმა გაიტანა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. გამოცემა „სოფასკორმა“ კვარაცხელიას ყველაზე მაღალი შეფასება დაუწერა – 10.„ამ თამაშისთვის კარგად მოვემზადეთ. ყველაფერი გამოვიდა. წინ მნიშვნელოვანი მატჩებია – საფრანგეთის თასისა და ჩემპიონთა თასის ფინალები“.

ჟურნალისტმა შენიშნა, რომ ხვიჩა ისე თამაშობს, თითქოს პსჟ-ის სტაჟიანი წევრი იყოს. კვარაცხელიამ უპასუხა:„ბედნიერი ვარ აქ ყოფნით. ვცდილობ, ადაპტაციის პროცესი საუკეთესოდ წარიმართოს. ყველა ძალიან მეხმარება, ესაა პასუხი თქვენს კითხვაზე. ველოდებით „ინტერთან“ მატჩს სრული კონცენტრაციით. ორი შეხვედრა დაგვრჩა და ვეცდებით, ისინიც მოვიგოთ“.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მიხეილ ყაველაშვილი ვატიკანში, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, რომის ახალი პაპის, ლეო XIV-ის ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრო [ფოტო]

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, რომის ახალი პაპის, ლეო XIV-ის ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრო.„კიდევ ერთხელ, გულითადად ვულოცავ მის უწმინდესობა ლეო XIV-ს რომის პაპად არჩევას; დარწმუნებული ვარ, ის ღირსეულად განახორციელებს ამ უაღრესად საპატიო და ამავდროულად, საპასუხისმგებლო მისიას.საქართველო ნამდვილად ამაყობს და აფასებს წმინდა საყდართან არსებულ ისტორიულ კავშირებს და მზად არის, განაგრძოს მშვიდობაზე, ურთიერთპატივისცემასა და საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული ურთიერთობები!“,- აღნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი.

2028 წლის ოლიმპიური თამაშების დროს ლოს-ანჯელესში საჰაერო ტაქსი იმოძრავებს

2028 წლის ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების დროს ლოს-ანჯელესში გულშემატკივრები არენებს შორის გადაადგილებას საჰაერო ტაქსის მეშვეობით შეძლებენ. BBC-ს ინფორმაციით, თამაშების ორგანიზატორებმა კომპანია Archer Aviation-თან პარტნიორობის შესახებ განაცხადეს, რომელიც ამ სერვისზე იმუშავებს.ორგანიზატორების ჩანაფიქრით, ფრენის დაჯავშნა მობილურ აპლიკაციაში იქნება შესაძლებელი, როგორც ჩვეულებრივი ტაქსის შეკვეთისას. თვითონ საფრენი აპარატი 4 ადამიანზე იქნება გათვლილი და ჰაერში ვერტიკალურად ავა, როგორც ვერტმფრენი. ფრენის სავარაუდო საფასური აპლიკაცია Uber-ის პრემიუმ-ტარიფთან იქნება შეთავსებული, სხვადასხვა ობიექტს შორის გადაადგილებას კი 10-20 წუთი დასჭირდება.Archer Aviation-ში იმედოვნებენ, რომ კომერციული გადაზიდვების დასაწყებად აშშ-ის სამოქალაქო ავიაციის ფედერალური სამმართველოს ლიცენზიას წელს მოახერხებს.

ისრაელის მიერ ღაზაში განხორციელებული იერიშის შედეგად, ბოლო 24 საათში, სულ მცირე, 100 ადამიანია დაღუპული

ისრაელის მიერ ღაზაში განახლებული მასშტაბური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში ბოლო 24 საათის განმავლობაში განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულია, სულ მცირე, 100 ადამიანი.ღაზის ჯანდაცვის უწყების ცნობით, გარდაცვლილთა უმეტესობა ქალები და მცირეწლოვანი ბავშვები არიან.საერთო ჯამში, ხუთშაბათს განახლებული ოპერაციის შემდეგ ღაზაში დაღუპულთა რაოდენობა 350-ს აჭარბებს.ამჟამად დოჰაში ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტაზე მოლაპარაკებების ახალი რაუნდი მიმდინარეობს.როგორც ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისში აცხადებენ, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის დოჰაში მიმდინარე არაპირდაპირი მოლაპარაკებები მოიცავს ომის დასრულების, ასევე ზავისა და მძევლების გათავისუფლების შეთანხმების შეთავაზების განხილვას. განცხადებაში ნათქვამია, რომ ომის დასრულება უნდა მოიცავდეს ღაზას სექტორის დემილიტარიზაციას, ასევე ჰამასის მებრძოლების ტერიტორიიდან გადასახლებას.

რომის პაპმა ლეო XIV-მ წმინდა პეტრეს მოედანზე საინაუგურაციო ცერემონიაზე შეკრებილებს მიმართა

რომის პაპმა ლეო XIV-მ წმინდა პეტრეს მოედანზე საინაუგურაციო ცერემონიაზე შეკრებილ მომლოცველებს მიმართა.პონტიფიკოსმა ხაზი გაუსვა, რომ ეკლესია უნდა დარჩეს მისი ტრადიციების ერთგული და რომ მასში არ არის რელიგიური პროპაგანდის ადგილი, ისევე როგორც გავლენისთვის თამაშების.მან გააკრიტიკა მსოფლიო ეკონომიკური სისტემა, რომელიც მისი თქმით, ექსპლუატაციას უწევს პლანეტის რესურსებს, ხოლო ღარიბი მოსახლეობის მარგინალიზაციას ეწევა.„ჩვენ ღმერთს მივანდეთ მემკვიდრის არჩევა, რომის ეპისკოპოსის, მწყემსის, რომელსაც შეუძლია, შეინარჩუნოს ქრისტიანული სარწმუნოების მდიდარი მემკვიდრეობა და ამავდროულად იხედებოდეს მომავალში, რათა დღევანდელი დღის გამოწვევებს გაუმკლავდეს. ყოველგვარი დამსახურების გარეშე ამირჩიეს და ახლა შიშითა და ძრწოლვით მოვედი თქვენთან, როგორც ძმა, რომელსაც სურს, გემსახუროთ თქვენ რწმენასა და სიხარულში. რომის ეკლესია ხელმძღვანელობს გულმოწყალებით და მისი ჭეშმარიტი ავტორიტეტი ქრისტეს გულმოწყალებაა. ის არასდროს ცდილობს სხვების ძალისმიერი გზით გადაბირებას, რელიგიური პროპაგანდით ან სხვა ძალისმიერი საშუალებებით. ეს მხოლოდ სიყვარულის საკითხია, როგორც ამას იესო აკეთებდა. თუკი კლდე ქრისტეა, პეტრემ უნდა მწყემსოს სამწყსო, ისე რომ არასდროს დაემორჩილოს ავტოკრატობისა და მასზე მინდობილებზე ბატონობის ცდუნებას. პირიქით, ის მოწოდებულია, ემსახუროს თავისი ძმებისა და დების რწმენას და მათთან ერთად იაროს ამ გზაზე.ჩვენ დროში,ვხედავთ ძალიან ბევრ უთანხმოებას, იარებს – სიძულვილით, ძალადობით, ცრურწმენით, განსხვავებულობის მიმართ შიშითა და ეკონომიკური პარადგიმებით გამოწვეულს, რომელიც ექსპლუატაციას უწევს დედამიწის რესურსებს და მარგინალიზებას უწევს ყველაზე უპოვრებს. ჩვენი მხრიდან, გვსურს ვიყოთ ერთიანობისა და ძმობის ხელმშემწყობი“,- აღნიშნა რომის პაპმა.

6 წლის გაბრიელ მიშელაძეს საზოგადოების თანადგომა სჭირდება

6 წლის გაბრიელ მიშელაძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება.მცირეწლოვნის ბებიის ცნობით, 2 436 ევრო ღირს ერთი ნემსი, თანხის ნაწილი შეაგროვეს, ახლა 1500 ლარია საჭირო, რომ ბავშვმა წამლის მიღება შეძლოს.როგორც გაირკვა, ბავშვს კისრის არეში მრავლობითი ხრტილოვანი გამონაზარდი აქვს, მას უკვე ჩაუტარდა 2 ოპერაცია და 10 თერაპიული კურსი.ბავშვის მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება, საჭიროა კიდევ ერთი ქირურგიული ჩარევა. ასევე ცნობილი გახდა, რომ გაბრიელს ესაჭიროება თერაპიის გაგრძელება და საჭიროა ძვირადღირებული მედიკამენტი, რისი საშუალებაც, ოჯახს აღარ აქვს, ამიტომ პატარას სიცოცხლის გადასარჩენად მათ საზოგადოებას დახმ,არება და თანადგომა სჭირდებათ.სურვილისა და შესაძლებლობის შემთხვევაში, თანხის ჩარიცხვას შემდეგ ანგარიშის ნომრებზე შეძლებთ:თიბისი ბანკი:#GE50TB7397345061100100საქართველოს ბანკი:#GE97BG0000000127397700ლი­ბერ­თი ბანკი:#GE08LB0711179063120000 კრედო ბანკი: #GE77CD0360000038942832paypal: https://www.paypal.me/171700ასევე - https://app.keepz.me?tiny=yeyk6rt4მიმღები:ეკატერინა ბოსტანჯიევა (ბებია) პ/ნ 10001012274 ე.ბ.

ბოლო სიახლეები