პარასკევი, ივლისი 3, 2026

წინასაარჩევნო კამპანიის დროს დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობისთვის ირანის მოქალაქეს და კიდევ ორ პირს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ბრალი წაუყენა

წინასაარჩევნო კამპანიის დროს არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობისთვის ირანის მოქალაქეს და კიდევ ორ ადამიანს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ბრალი წაუყენა.

 ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, შეთქმულების გეგმა მოიცავდა ტრამპის მკვლელობას საპრეზიდენტო არჩევნებამდე.

იუსტიციის დეპარტამენტმა 51 წლის ირანის მოქალაქის, ფარჰად შაკერის წინააღმდეგ ბრალდება გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ მას დავალებული ჰქონდა ტრამპის მოკვლის გეგმის შემუშავება. აშშ-ის მთავრობა აცხადებს, რომ შაკერი არ არის დაკავებული და ვარაუდობენ, რომ ის ირანშია.

ნიუ იორკის სამხრეთ ოლქის პროკურორმა, დემიან უილიამსმა განაცხადა, რომ ირანის მთავრობამ უბრძანა ამ ადამიანებს, სამიზნეში ამოეღოთ აშშ-ის მოქალაქეები, მათ შორის არჩეული პრეზიდენტი ტრამპი, აშშ-ის მიწაზე და მის ფარგლებს გარეთ. ირანელ ფარჰად შაკერისთან ერთად ბრალდებულები არიან ნიუ იორკში მცხოვრები აშშ-ის მოქალაქეები, კარლაილ რივერა და ჯონათან ლოდჰოლტი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ალი მოჯანი საქართველოს პრეზიდენტის ჟესტზე: „მწუხარების ჟამს ხალხთა მეხსიერებაში პოლიტიკაზე მეტად პატივისცემა აღიბეჭდება“

ალი მოჯანი საქართველოს პრეზიდენტის ჟესტზე: „მწუხარების ჟამს ხალხთა მეხსიერებაში პოლიტიკაზე მეტად პატივისცემა აღიბეჭდება“,,მწუხარების ჟამს ხალხთა მეხსიერებაში პოლიტიკაზე მეტად პატივისცემა აღიბეჭდება სამუდამოდ. საქართველოს პრეზიდენტი დაესწრო ირანის უზენაესი სულიერი ლიდერის დაკრძალვის ცერემონიას. ეს ნაბიჯი დიპლომატიურ ჟესტზე მეტად გახლდათ პატივის მიგება მრავალათასწლოვანი ისტორიისა და ცივილიზაციის მქონე ერისადმი. ირანელი ხალხი ასევე ყოველთვის ღრმა პატივისცემით ეკიდებოდა ქართველი ხალხის ისტორიას, კულტურასა და ეროვნულ იდენტობას. ირანსა და საქართველოს — ორ უძველეს ქვეყანას კავკასიის ორ მხარეს — საუკუნეების განმავლობაში ერთმანეთთან აკავშირებდათ საერთო მოგონებები, კულტურული და ხალხთაშორისი ურთიერთობები და საერთო ბედისწერა. ამ ურთიერთობების მნიშვნელობა მხოლოდ ლხინის დროს არ ვლინდება; მათი ნამდვილი ღირებულება სწორედ გლოვისა და თანაგრძნობის დღეებში ჩანს. ურთიერთპატივისცემა არის ხიდი, რომელიც ნებისმიერ განსხვავებაზე უფრო მტკიცე და ხანგრძლივია. ორი ქვეყნის ურთიერთობების მომავალიც სწორედ ამ ფასდაუდებელ საფუძველზე აშენდება — საფუძველზე, რომელსაც ჰქვია „ხალხთა ღირსების პატივისცემა“. დაე, ირანელ და ქართველ ხალხებს შორის მეგობრობა, ისევე როგორც ამ ორი ერის მრავალსაუკუნოვანი ისტორია, მტკიცე და მარადიული დარჩეს''-წერს ირანის ელჩი ალი მოჯანი სოციალურ ქსელში.

ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ გერმანია ოთხი წლის განმავლობაში თავდაცვის ბიუჯეტს აორმაგებს – „ამას ვაკეთებთ, როგორც ევროკავშირის უდიდესი წევრი სახელმწიფო, რომელსაც ევროპაში პასუხისმგებლობა გვაკისრია“

გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის განცხადებით, გერმანია ოთხი წლის განმავლობაში თავდაცვის ბიუჯეტს აორმაგებს.მისივე თქმით, ეს არის უდიდესი ძალისხმევა, რაც კი ოდესმე გაწეულა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად.„ამას ვაკეთებთ, როგორც ევროკავშირის უდიდესი წევრი სახელმწიფო, რომელსაც ევროპაში პასუხისმგებლობა გვაკისრია“, – განაცხადა მერცმა.მანამდე ტრამპმა თავის სოციალურ მედიაპლატფორმაზე დაწერა, რომ შეერთებული შტატებისთვის აბსურდულია ნატო-ს წევრ ქვეყნებთან ცალმხრივი ურთიერთობის გაგრძელება. ტრამპმა სოციალურ წსელში ასევე დაწერა, რომ გერმანიის ხარჯები „2014-2025 წლებში გაცილებით დაბალი იყო, ვიდრე აშშ-ის ან ნატო-ს სხვა მოკავშირეების“.ცნობისთვის, მომავალ კვირას თურქეთის დედაქალაქ ანკარაში ნატო-ს ლიდერების, მათ შორის ტრამპის შეხვედრაა დაგეგმილი.

ალექსეი ნავალნის სიკვდილში მონაწილეობის ბრალდებით, ევროკავშირმა ექვს პირს სანქციები დაუწესა

ევროკავშირმა რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის სიკვდილში მონაწილე ექვს პირს სანქციები დაუწესა.ევროპული საბჭოს განცხადებით, სანქცირებულ პირთა შორის უმეტესობა მეცნიერები და მკვლევარები არიან, რომლებიც ნავალნის სიკვდილის გამომწვევი ტოქსინის შექმნაში მონაწილეობდნენ.მათივე ცნობით, ეს ადამიანები მონაწილეობდნენ ქიმიური იარაღის, კერძოდ, ეპიბატიდინის შექმნაში, რომელიც ოპოზიციონერის სიკვდილის შემდეგ აღებულ ნიმუშებში აღმოაჩინეს.„ევროკავშირი კვლავ სრულად ერთგულია ქიმიური იარაღის გავრცელებისა და გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლაში და ქიმიური იარაღის შემუშავების, წარმოების, შენახვისა და გამოყენების აკრძალვისა და მისი განადგურების შესახებ კონვენციით გათვალისწინებული დებულებების მხარდაჭერის მიმართ“, – ნათქვამია განცხადებაში.ცნობისთვის, ალექსეი ნავალნი 47 წლის ასაკში, 2024 წლის 16 თებერვალს სასჯელაღსრულების კოლონიაში გარდაიცვალა. ევროპის ხუთმა ქვეყანაში განაცხადეს, რომ ალექსეი ნავალნი ციხეში ე.წ. ეკვადორული ბაყაყის შხამით მოწამლეს. დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, შვედეთი და ნიდერლანდები დარწმუნებული არიან, რომ ნავალნი კოლონიაში სასიკვდილო ნივთიერებით მოწამლეს. მათი დასკვნები ეფუძნება ნავალნის ნეშტიდან აღებული ნიმუშების ანალიზს, რომელმაც, მათივე თქმით, დაადასტურა იმ ტოქსინის არსებობა, რომელიც სამხრეთ ამერიკაში შხამიან ისრის ბაყაყებში გვხვდება და რუსეთში ბუნებრივ პირობებში გავრცელებული არ არის. ალექსეი ნავალნის შხამით მოწამვლის შესახებ ბრალდებას კრემლი უარყოფს.

მიხეილ სააკაშვილი – „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი მთავარი თუ არამთავარი მიღწევა არის უმაგრესი ახალგაზრდობის მოზიდვა, მათ არ ამძიმებთ ხელისუფლებაში ყოფნის წარსული ტვირთი, ასეთებია სანიკიძე, ფავლენიშვილი, ფარულავა,...

„ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი მთავარი თუ არა მთავარი მიღწევა არის ბოლო წლებში უმაგრესი ახალგაზრდობის მოზიდვა. ეს ნამდვილად მებრძოლი ხალხია, ახალი აზროვნებით, სულ სხვა მიზანმიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.როგორც სააკაშვილი წერს, ასეთებია ლევან სანიკიძე, ირაკლი ფავლენიშვილი, ლაშა ფარულავა და იგორ ნარმანია.„მათ არ ამძიმებთ ხელისუფლებაში ყოფნის წარსული ტვირთი და ისინი ბრძოლაში ჩაერთნენ წმინდა წყლის იდეისთვის. ასეთებია ლევან სანიკიძე, ირაკლი ფავლენიშვილი, ლაშა ფარულავა, რა თქმა უნდა, იგორ ნარმანია. ასევე გვყავს უმაგრესი ახალგაზრდები რეგიონებში. შეუძლებელია, იმ ძალამ და იდეამ, რომელსაც ასეთი ხალხი უჭერს მხარს, არ გაიმარჯვოს“, – წერს სააკაშვილი.

მიხეილ ყაველაშვილი – ირანის პრეზიდენტთან შეხვედრისას აღვნიშნე, რომ საქართველო მხარს უჭერს ყველანაირ ძალისხმევას, რომელიც რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და დეესკალაციის მიღწევას ემსახურება

პრეზიდენტ ფეზეშქიანს მადლობა გადავუხადე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში წერს.როგორც ყაველაშვილმა აღნიშნა, საქართველო მხარს უჭერს ყველანაირ ძალისხმევას, რომელიც რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და დეესკალაციის მიღწევას ემსახურება.„თეირანში ვიზიტის ფარგლებში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიას რეგიონისა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად დავესწარი.ვიზიტის ფარგლებში ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტს, მასუდ ფეზეშქიანს შევხვდი. კიდევ ერთხელ გამოვხატე სამძიმარი ირანში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების გამო და პატივი მივაგე დაღუპულთა ხსოვნას.შეხვედრისას აღვნიშნე, რომ საქართველო მხარს უჭერს ყველანაირ ძალისხმევას, რომელიც რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და დეესკალაციის მიღწევას ემსახურება.ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები პატივისცემასა და ეროვნული ინტერესების გათვალისწინებას ეფუძნება. პრეზიდენტ ფეზეშქიანს მადლობა გადავუხადე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.დარწმუნებული ვარ, კეთილმეზობლობაზე დაფუძნებული თანამშრომლობა მომავალშიც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნების ურთიერთობების განვითარებასა და ჩვენი რეგიონის სტაბილურ და მშვიდობიან მომავალს“, – წერს ყაველაშვილი სოციალურ ქსელში.

ბოლო სიახლეები