საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი წილკანში ჩავიდა. მთავრობის მეთაურმა არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მიუამძიმრა. მასთან ერთად წილკანში მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებიც იმყოფებოდნენ. წილკანშია თბილისის მერი კახი კალაძეც.
წილკანში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქიც ჩავიდა. ილია მეორემ არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა.
არჩილ ტატუნაშვილს ხვალ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ. თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილი 24 მარტს ქანდას სასაფლაოზე უნდა დაეკრძალათ.
არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, ოკუპირებული ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა.
ტატუნაშვილის ცხედარი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 20 მარტს გადმოასვენეს.