ორშაბათი, ივნისი 23, 2025

,,წვიმა, ელჭექი, სეტყვა” – გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს. 23 ივნისის დღის მეორე ნახევრამდე აღმოსავლეთ საქართველოს აღმოსავლეთ რაიონებში მოსალოდნელია ძლიერი ხანმოკლე წვიმა, ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა, დროგამოშვებით დასავლეთის მიმართულების ქარის გაძლერება.

„მოსალოდნელმა ნალექებმა, შესაძლებელია, აღმოსავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე – წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დედოფლისწყაროში 4 ადამიანი დაჭრეს – რა დეტალები ხდება ცნობილი

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ოზაანში 30 წლამდე მამაკაცმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან 4 პირი დაჭრა, რომელთაგან 2 ამავე სოფლის მკვიდრია.ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით, იმ დროს მოხდა, როდესაც მამაკაცს ბებიის მიტოვებულ სახლში სუფრა ჰქონდა გაშლილი.მხარეებს შორის ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტი ურთიერთდაპირისპირებაში გადაიზარდა.დაჭრილებიდან ორი მამაკაცი მხარში მიყენებული დაზიანებებით დედოფლისწყაროს კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების ჩარევის შემდეგ კი სახლში გაწერეს.შედარებით რთულია კიდევ 2 მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა.ერთ მათგანს გამჭოლი ჭრილობა აქვს მიყენებული და წნორის არქიმედეს კლინიკაში მკურნალობს, მეორე კი, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, კატასტროფის ბრიგადამ თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანა.მომხდარ ფაქტზე გამოძიება 117-ე, სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო.

გია ვოლსკი – გახარია პასუხს ვერ სცემს, რატომ არ შეატყობინა უშიშროებას, საერთაშორისო ორგანიზაციებს, თუ ისეთი ვითარება იყო, რომ რუსეთს წინ წამოსვლა უნდოდა და ჩორჩანა...

როგორც გახარია ამბობს, კრიტიკული ვითარება შეიქმნა, რომლის თაობაზეც თავად არავის აცნობა, გადაწყვეტილება მიიღო და, პრევენციის ნაცვლად, ქვეყანამ კონტროლირებადი ტერიტორიის დიდი ნაწილი დაკარგა, რომელიც ისედაც მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა ოკუპაციის პირობებში, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.ვოლსკის თქმით,  განსაკუთრებით მოსახლეობა დაზარალდა.„პრაქტიკა და პოსტების გახსნის არაერთი მაგალითი არსებობს. მაგალითებს თუ მივყვებით, მივხვდებით, რომ იმისათვის, რომ ეს უბედურება არ მომხდარიყო, ზომები არ მიუღია იმ პერიოდის შს მინისტრს. პირიქით, ისე იმოქმედა, რომ გაცილებით მძიმე შედეგები მოიტანა. ვიღაცისთვის ეს შეცდომა იყო, ვიღაცას ჰგონია, რომ მან სიკეთე გააკეთა, მაგრამ თუ შედეგებით ვიმსჯელებთ, საკმაოდ მძიმე დარტყმა მიაყენეს ქვეყნის ინტერესებს, მაშინ როცა შეეძლო, ამის საპირისპიროდ ემოქმედა. პასუხს ვერ სცემს, თუ რატომ არ შეატყობინა უშიშროების სამსახურს, საერთაშორისო ორგანიზაციებს და რატომ არ ატეხა განგაში, თუ ისეთი ვითარება იყო, რასაც ის აღწერს, რომ რუსეთს წინ წამოსვლა უნდოდა და ჩორჩანა თუ არა, ამ წინსვლას რა შეაჩერებდა. თუმცა აბსოლუტურად საპირისპირო მივიღეთ“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ივანიშვილს დამხობის გარეშე ვერ დავამარცხებთ, უნდა მოხდეს ეროვნული, სახალხო მობილიზება, ბუნებრივი დედლაინი გვაქვს 4 ოქტომბერს, მანამდე თუ მოხდება, კიდევ უკეთესი – ლევან ხაბეიშვილი

ერთადერთი გამოსავალი შეიძლება იყოს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დამხობა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, ახლა მნიშვნელოვანია ერთობა, რომელიც უნდა გადაიზარდოს დიდ მობილიზებაში.ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ ძალას უნდა დაუპირისპირონ ძალა.„ბიძინა ივანიშვილს მუდმივად განვიხილავთ ხოლმე, რომ იქნება, ნორმალური ადამიანის მსგავსია და იქნებ, ამას არ გააკეთებს ახლა, ამდენს როგორ დაიჭერს, კაცო? არ დაიჭერს – იჭერს. ყველა დღე, ყველა საათი ველოდებით, ვის დაიჭერენ, ვის გამოუტანენ განაჩენს. ქალბატონებს აკავებენ, 19 წლის ბავშვებს ციხეში უშვებენ, პოლიტიკოსებს აკავებენ. ამ ყველაფრის შემდეგ აქედან ერთადერთი გამოსავალი შეიძლება იყოს, ეს არის ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დამხობა. მოვუწოდებ მთელ საქართველოს, პოლიტიკურ სპექტრს, ვინც გარეთ ვრჩებით ჯერჯერობით, ვისაც ციხეში უწევს ყოფნა, სხვა გზა უბრალოდ არ გვაქვს, გარდა ერთობისა და ეს ერთობა უნდა გადაიზარდოს შემდეგ დიდ მობილიზებაში. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, 4 ოქტომბერს ისინი აპირებენ სპექტაკლის, არჩევნების ჩატარებას, პარალელურად, პოლიტიკოსები ციხეში, სამოქალაქო აქტივისტები ციხეში, ახალგაზრდები ციხეში, ტყვეობაში უნდა იყვნენ. არ უნდა მივცეთ ამის შესაძლებლობა. 4 ოქტომბერი არის ბუნებრივი დედლაინი, როცა 100 ათასობით საქართველოს მოქალაქე უნდა გამოვიდეს ქუჩაში და ძალაუფლება დაიბრუნოს ხალხმა.ბიძინა ივანიშვილს დამხობის გარეშე, მისი ტაბლოთი ხელში, მისი სუს-ით, მისი შინაგან საქმეთა სამინისტროთი, ვერ მოვერევით. ის არ ჩაატარებს ამ ქვეყანაში არჩევნებს, მან უკვე გააუქმა არჩევნები ამ ქვეყანაში, გაუქმებულია პოლიტიკა, გაუქმებულია დემოკრატია. ეს ბანერები, პარტიები გაუქმებულია. ძვირფასებო, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ რომელ ბანერზე დადგება, ვინ რა განცხადებას გააკეთებს, ერთადერთი შესაძლებლობა გვაქვს, ბიძინა ივანიშვილს ეშინია ძალის. ის ხომ ძალით გვერევა, დასჭირდება გვიჭერს, დასჭირდება გვარბევს, დასჭირდება სასტიკად გვისწორდება. ამიტომ, ეს ადამიანი ერთადერთ შემთხვევაში დაიხევს უკან, თუ დავახევინებთ. და დახევა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ძალას დავუპირისპირებთ ძალას. ამიტომ ბიძინა ივანიშვილს დამხობის გარეშე ვერ დავამარცხებთ. კიდევ გავიმეორებ, რამდენჯერაც შესაძლებლობა მექნება. ეროვნული, სახალხო მობილიზება უნდა მოხდეს, ბუნებრივი დედლაინი გვაქვს 4 ოქტომბერს. მანამდე თუ მოხდება, კიდევ უკეთესი, თუმცა ეს ბუნებრივი დედლაინია, ივანიშვილის დამხობის გარეშე არაფერი არ გამოვა. სოლიდარობა ყველა ამ ადამიანს, ვისაც უკანონოდ ციხეში უშვებენ, მიუხედავად განსხვავებული პოზიციებისა. თქვენ ხომ იცით, რომ ბევრ რამეში გვქონდა განსხვავებული პოზიცია. ცხადია, სოლიდარული ვარ ამ ადამიანების. აბსოლუტურად უსაფუძვლოდ, უკანონოდ, ყოველგვარი მიზეზის გარეშე, უბრალოდ ბიძინას ასე ეხუშტურება, გადაწყვიტა და უნდა გაუშვას ეს ადამიანი ტყვეობაში“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ნიკოლოზ სამხარაძე – პოლიტიკოსობა შირმად არ უნდა იყოს გამოყენებული, რომ ვინმემ პასუხისმგებლობას თავი აარიდოს

თითქმის ყველა დასავლურ ქვეყანაში დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობა სისხლის სამართლებრივი წესით ისჯება, შესაბამისად, არანაირი კითხვა არ არსებობს, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.სამხარაძის თქმით, პარტიებს შორის პოლიტიკური ბრძოლა ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ქვეყანას კანონი, წესები და კონსტიტუცია აქვს.„რაც შეეხება მათ განცხადებას პოლიტიკურ ბრძოლაზე, დიდი ხანია, ისინი პოლიტიკურ ბრძოლაში არიან მეტ-ნაკლები წარმატებით. პარტიებს შორის პოლიტიკური ბრძოლა ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ქვეყანას კანონი, წესები და კონსტიტუცია აქვს. ეს საკანონმდებლო ჩარჩოს, ყველა ადამიანმა პოლიტიკოსი იქნება თუ არაპოლიტიკოსი, პატივი უნდა სცეს. ქვეყანაში სამართალი და კანონის უზენაესობა უნდა არსებობდეს. პოლიტიკოსობა შირმად არ უნდა იყოს გამოყენებული, რომ ვინმემ პასუხისმგებლობას თავი აარიდოს. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შევძლებთ, რომ ისეთი ქვეყანა ავაშენოთ, სადაც ნებისმიერი ადამიანის უფლება დაცული იქნება და ვიღაცას პრივილეგია არ ექნება, რომ კანონი დაარღვიოს მხოლოდ იმიტომ, რომ პოლიტიკოსია“, – განაცხადა სამხარაძემ.

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დააკავეს

პარტია „ლელოს“ ოფისში პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ და მათ პარტიის ლიდერები - მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დააკავეს.მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, სასამართლოს განაჩენის გამოცხადების შემდეგ, პარტიის ოფისში მივიდნენ და იქ ელოდებოდნენ შსს-ის თანამშრომლების გამოჩენას.პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობას საქმეზე, პოლიციამ 8 თვიანი პატიმრობა მიუსაჯა როგორც მამუკა ხაზარაძეს, ისე ბადრი ჯაფარიძეს.„ლელოს“ ოფისში იმყოფებიან როგორც „ლელოს“, ისე სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.

ბოლო სიახლეები