ხუთშაბათი, ივნისი 25, 2026

წარმატებული თბილისელი სპორტსმენები დააჯილდოვეს

დღეს წარმატებული თბილისელი სპორტსმენები დააჯილდოვეს. გამარჯვებულები 5 ნომინაციაში გამოავლინეს. წლის პროექტად 7-7-ზე ფეხბურთი დასახელდა. წლის საუკეთესო პარასპორტსმენი ქალი, ანა ჯაფარიძე გახდა, რომელმაც ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი აიღო.

საუკეთესო პარასპორტსმენი მამაკაცი გიგა ოჩხიკიძეა. ბირთვის მკვრელმა ოლიმპიადა ოქროს მედლით და მსოფლიო რეკორდით დაასრულა.

წლის საუკეთესო ქალ სპორტსმენად ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი, საუკეთესო მამაკაც სპორტსმენად კი გიორგი მამარდაშვილი დასახელდა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ღალატი ერთნაირად მძიმეა, განურჩევლად იმისა, მამაკაცი ღალატობს თუ ქალი. ქრისტიანული სწავლება არ ამართლებს ერთ სქესს მეორის ხარჯზე.

ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძრის წინამძღვარი, მამა შალვა კეკელია პოდკასტში „წარმატების ისტორია“ ღალატის შესახებ საუბრობს.„ღალატი ღალატია, კაცი ღალატობს ქალს თუ ქალი კაცს - ორივე შემთხვევაში ღალატია. ერთ-ერთ ადამიანს ვესაუბრებოდი, მე ჩემს ცოლს ვუღალატე და მინდა, შემირიგდესო. მას ვკითხე, შენს ცოლს რომ ეღალატა, შენ შეურიგდებოდი მეთქი? რას ამბობ, ხომ არ გაგიჟდიო. მაშინ, შენ რატომ ითხოვ, შენი ცოლი შეგირიგდეს?! შენ თუ იმას ფიქრობ, ცოლმა გიღალატა და უფლება არ აქვს შგირიგდეს, შენ რომ უღალატე შენს ცოლს, რა უფლება გაქვს, რატომ ითხოვ შერიგებას?! ქრისტიანობაში მსგავსი რამე არ წერია. ადამიანები ზოგჯერ, რწმენას საკუთარ თავზე ირგებენ. მათთვის წმინდა წერილი არ არის ის წიგნი, რომლითაც ცხოვრობენ. ძალიან ბევრი მართლმადიდებელია, ეკლესიის წევრია, რომელსაც წმინდა წერილი წაკითხული არ აქვს. ჩვენ წმინდა წერილს სამწუხაროდ, არ ვიცნობთ, ამიტომ ვსაუბრობთ ამ თემებზე, ამ ყველაფერში გარკვეულები არა ვართ“, - ამბობს მოძღვარი.

მარკო რუბიო აცხადებს, რომ ვაშინგტონი ირანთან მოლაპარაკებების ფარგლებში ისეთს არაფერს გააკეთებს, რაც სპარსეთის ყურის რეგიონში აშშ-ის მოკავშირეების უსაფრთხოებას შეარყევს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, ვაშინგტონი ირანთან მოლაპარაკებების ფარგლებში ისეთს არაფერს გააკეთებს, რაც სპარსეთის ყურის რეგიონში აშშ-ის მოკავშირეების უსაფრთხოებას შეარყევს.მისივე თქმით, ის სპარსეთის ყურის ქვეყნებს – ქუვეითს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ბაჰრეინს სტუმრობს მადლობის გადასახდელად იმ „წარმოუდგენელი მხარდაჭერისთვის, რომელიც მათ ამ პროცესის განმავლობაში აშშ-ს გამოუცხადეს“.„ჩვენ გვინდა, დავიწყოთ მათთან საუბარი და ჩავრთოთ ისინი დისკუსიებში ყველა იმ გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც ამ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით მიიღება. ჩვენ არაფერს გავაკეთებთ ისეთს, რაც ძირს გამოუთხრის რეგიონში ჩვენი მოკავშირეების, ჩვენი მრავალწლიანი პარტნიორების უსაფრთხოებას,” – განაცხადა მარკო რუბიომ.გარდა ამისა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ სრუტეებით სარგებლობისთვის გადასახადის დაწესება არ მოხდება.„მსოფლიოში არცერთი ქვეყანა არ მეგულება, რომელიც მხარს უჭერს სრუტეებით სარგებლობისთვის გადასახადის ან მოსაკრებლის დაწესებას. ეს უბრალოდ არ მოხდება. პრეზიდენტმა ამის შესახებ მკაფიოდ განაცხადა”, – აღნიშნა რუბიომ.

ანა წითლიძე – ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს „ნაციონალურ მოძრაობაში“ სახელის და გვარების ცვლილებას, ვინ იქნება კანდიდატი, ან ვინ შეიძლება, გაიმარჯვოს, ანა წითლიძემ, ნანუკა ჟორჟოლიანმა...

ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ სახელის და გვარების ცვლილებას, ვინ იქნება კანდიდატი, ან ვინ შეიძლება, გაიმარჯვოს, ეს იქნება ანა წითლიძე, ნანუკა ჟორჟოლიანი, თინა ბოკუჩავა, თუ კიდევ ნებისმიერი სხვა, – ასე უპასუხა პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემის „დღის თემა“ წამყვანის შეკითხვას, შეიძლება თუ არა, მისი მოხსენიება პარტიის შესაძლო თავმჯდომარეობის კანდიდატად, რადგან ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში ეს ინფორმაცია არც უარყო და არც დაადასტურა.„ჩემთვის მნიშვნელოვანი არის ის, რაზეც ისაუბრა თავად მიხეილ სააკაშვილმაც, რომ პარტიაში განხორციელდეს სისტემური რეფორმები და პარტია გახდეს სახალხო“, – განაცხადა წითლიძემ.თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, არის თუ არა პარტია ახლა სახალხო, ანა წითლიძემ განაცხადა, რომ საკითხს ასე არ დასვამდა იმის გათვალისწინებით, რომ 14 წლის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობა“ არის ის პარტია, რომელმაც ყველაზე მეტი რეპრესია გაიარა.„2012 წლის პირველი დღიდან, როცა ივანიშვილი მოვიდა, თქვა, მთავარი სამიზნე არის ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა გავანადგურო. 40 000 პარტიის წევრი არის მარტო რეპრესირებული ჩვენი, რომელიც ან ციხეშია, ან სამსახურიდან არის გათავისუფლებული, ან დევნილობაშია. იმას არ ჩავთვლი, ცხვირ-პირს რომ გვამტვრევდნენ, ოფისებს გვირბევდნენ და ასე შემდეგ. მიხეილ სააკაშვილი ციხეშია, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ხაბეიშვილი ციხეშია, პარტიის ერთ-ერთი ლიდერი და თბილისის ორგანიზაციის ერთ-ერთი მთავარი ადამიანი, ირაკლი ნადირაძე ციხეშია და ჩვენი პარტიის ათეულობით წევრი არის ციხეში. ამ ფონზე, როგორ შეიძლება, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ვილაპარაკოთ იმაზე, რომ ყველაფერი გავაკეთეთ და ყველაფრის გაკეთება „ნაციონალურ მოძრაობამ“ შეძლო? არა, რა თქმა უნდა, „ნაციონალურ მოძრაობას“ თავისი სუბიექტური და ობიექტური გამოწვევები ჰქონდა ამ 14 წლის განმავლობაში. მათ შორის, ახლა გაუქმებაც გველის. გვაუქმებენ, თუ არ გვეუბნებენ, ესეც ვერ გავიგეთ, მაგრამ ეს პროცესიც მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში. თან, იმის გათვალისწინებით, რომ პარტია პარლამენტში არ არის წარმოდგენილი, რაც ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო დაფინანსება არა აქვს, მით უმეტეს, საკრებულოში არ არის წარმოდგენილი. ძალიან ბევრი პრობლემის და გამოწვევის წინაშე დადგა პარტია“, – განაცხადა წითლიძემ.როგორც წითლიძემ აღნიშნა, ის ისურვებდა, პარტია უფრო მეტად სახალხო იყოს.„თქვენ მე ეს კითხვა დამისვით, რომ ჯერ ვერ არის ისეთი სახალხო და მე გეტყვით, რომ ხო, მე ვისურვებდი, უფრო მეტად სახალხო ვიყო. მე აქ ჩემს თავსაც ვგულისხმობ, ცხადია და თითს არ ვიშვერ არავისკენ. იმიტომ, რომ ჩვენი პასუხისმგებლობაც არის ეს და ახლა, „ნაციონალური მოძრობა“ როგორ შეიძლება, რაღაცით კმაყოფილი იყოს, როდესაც პოლიტიკური პატიმრები ჰყავს ამ ქვეყანას, ხომ?”, – განაცხადა წითლიძემ.შეკითხვაზე, როგორ უნდა გავიგოთ მისი განცხადებები, რომ პარტიაში გადაწყვეტილებები მიიღებოდა ვიწრო წრეში, წითლიძემ თქვა, რომ მას ეს არ დაუმალავს.„მათ შორის, ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ამას თვლი და სწორედ ამიტომაც ვთქვი მე, რომ სახელი და გვარების ცვლილება კი არ არის ჩემთვის მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანი არის ის, რომ ეს რეფორმა გატარდეს. მე გამოვეხმაურე კი, მიხეილ სააკაშვილის ამ პოსტს, გადავაზიარე და ვთქვი კიდეც ზუსტად ეს, რომ ჩემთვის ფიგურალურად, სამ კაცში პირობითად მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტა არ იქნება მისაღები. არ ვთვლი, რომ პარტიის განვითარებისთვის არის რაღაც ხელშემწყობი და როგორ ვუყურებ ახლა ამ პროცესს. სხვათა შორის, იმ სამში შეიძლება, ჩემს თავსაც ვგულისხმობდი“, – განაცხადა წითლიძემ.შეკითხვაზე, განიხილავს თუ არა იმას, რომ პარტიის თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატი იყოს, ანი წითლიძემ უპასუხა, რომ გამორიცხული არაფერი არ არის.ანი წითლიძემ ასევე განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ალიანსში შესვლასთან დაკავშირებით საკითხი ნანუკას ექსკლუზივი არ არის“.„ჩვენ ვიყავით პარტიაში ადამიანები, ვისაც არ გვინდოდა და მე ეს საჯაროდ ვთქვი. პირველივე დღეს ვთქვი და მე წინააღმდეგ მივეცი საერთოდ მანდ შესვლას ხმა და ყველგან, ყოველთვის ვამბობდი, ყველა ეთერში, ყველა კომენტარში, რომ მანდ შესვლა „ნაციონალური მოძრაობის“, იყო შეცდომა”, – განაცხადა წითლიძემ.

ნიკოლოზ სამხარაძე – ალან ბერსე ყველაფერს აკეთებს, რომ საკითხი ცივილიზებული ფორმით გადაიჭრას, საპარლამენტო ასამბლეაში არ დავბრუნდებით, ვიდრე უპირობოდ არ იქნება აღიარებული ჩვენი დელეგაციის მანდატები

ალან ბერსე საკმაოდ რთულ მდგომარეობაში ჩააყენეს. მას არ სურს საქართველოს იზოლაცია. შესაბამისად, ყველაფერს აკეთებს, რათა საკითხი ცივილიზებული ფორმით გადაიჭრას, თუმცა ამ შემთხვევაში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია გვაქვს, – ამის შესახებ  საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.სამხარაძის თქმით, ეს პოზიცია ყველამ იცის.„როგორც საჯაროდ, ასევე დახურულ კარს მიღმა განგვიცხადებია. ზუსტად იმას ვეუბნებით მათ, რასაც თქვენ – ჩვენ არ დავბრუნდებით იქამდე, ვიდრე უპირობოდ არ იქნება აღიარებული საქართველოს დელეგაციის მანდატები. ამ მანდატების აღიარება სწორედ 2025 წლის იანვრის რეზოლუციის გაუქმებით უნდა მოხდეს“, – განაცხადა სამხარაძემ.ცნიბისთვის, ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალან ბერსემ განაცხადა: „საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს არყოფნამ არ გააუმჯობესა ვითარება, შეკითხვაა, როგორ შეგვიძლია ამის მოგვარება შესაძლო მაქსიმალური შედეგისთვის, იზოლაცია გადაწყვეტა არ არის“.

ისრაელ კაცი – აშშ-ის მოთხოვნის შემთხვევაშიც კი ისრაელი სამხრეთ ლიბანიდან ჯარს არ გაიყვანს

აშშ-ის მოთხოვნის შემთხვევაშიც კი ისრაელი სამხრეთ ლიბანიდან ჯარს არ გაიყვანს – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა.მისივე თქმით, სამხრეთ ლიბანის უსაფრთხოების ზონებში იყო გზისპირა ბომბები და თავდასხმები ისრაელის ჯარისკაცებზე.„200 000 (ლიბანელი) მცხოვრები არ დაბრუნდება (სახლებში, რომლებიც ევაკუირებულებმა დატოვეს), რადგან წარსულში უსაფრთხოების ზონებში, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობაც იმყოფებოდა, იყო გზისპირა ბომბები და თავდასხმები ისრაელის ჯარისკაცებზე. ჩვენ ამას არ დავუშვებთ, ჩვენ არ გავდივართ“, – აღნიშნა ისრაელის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.

ბოლო სიახლეები