შაბათი, აგვისტო 16, 2025

ძლიერი ლოცვა, რომელიც მამა გაბრიელის ხატთან უნდა წარმოთქვათ

მამა გაბრიელი ბევრი ადამიანის მკურნალია. გთავაზობთ ლოცვას, რომელიც შეგიძლიათ ამ დიდი წმინდანის სახელზე წარმოთქვათ.

„ყოველთა სენთა საკურნებელად, შეცოდებულთა სულთა გამომხსნელად, ყოველი ბოროტების შემმუსვრელად და შემაკავებლად გამოჩნდი, ღმერთშემოსილო, ღირსო მამაო გაბრიელ, აღმსარებელო და სალოსო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.”

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

თეთრი სახლი დონალდ ტრამპის და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის ფოტოებს აქვეყნებს – „მშვიდობისკენ სწრაფვა ისტორიულ სამიტზე ტრამპთან და პუტინთან ერთად ალასკაში“

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია დონალდ ტრამპის და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის ფოტოებს აქვეყნებს.„მშვიდობისკენ სწრაფვა ისტორიულ სამიტზე პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ერთად ალასკაში“, – აღნიშნულია თეთრი სახლის ვებგვერდზე ფოტოებთან ერთად გამოქვეყნებულ განცხადებაში.ალასკის ქალაქ ანკორიჯში დონალდ ტრამპის და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა სამი სამზე ფორმატში მიმდინარეობს. ლიდერები თარჯიმნის მეშვეობით საუბრობენ.შეხვედრას ამერიკული მხრიდან ესწრებიან აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი. რუსეთის მხრიდან კი შეხვედრაში მონაწილეობენ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი იური უშაკოვი.აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებმა მოლაპარაკების დაწყებამდე განცხადებები არ გაუკეთებიათ.სამი სამზე ფორმატში შეხვედრის შემდეგ გაფართოებულ ფორმატში მოლაპარაკებებს ამერიკის მხრიდან დაესწრებიან სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი სკოტ ბესენტი, ვაჭრობის დეპარტამენტის მინისტრი ჰოვარდ ლუტნიკი, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დირექტორი ჯონ რეტკლიფი.რაც შეეხება რუსეთის დელეგაციას, ოფიციალური მოსკოვის ცნობით, მის შემადგენლობაში არიან პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი, საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, თავდაცვის მინისტრი ანდრეი ბელოუსოვი, ფინანსთა მინისტრი ანტონ სილუანოვი და უცხო ქვეყნებთან საინვესტიციო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კირილ დმიტრიევი.

აგვისტო ცხელი იქნება…ამინდის განახლებული პროგნოზი

ზაფხული ძალაში შევიდა და უკვე სეზონის ბოლო თვე დადგა.აგვისტო ცხელი გველოდება და თითქმის უნალექო. ყველაზე მაღალი ტემპერატურა 36 გრადუსი იქნება, ხოლო ყველაზე დაბალი – 26 გრადუსი.,,პრაიმტაიმი", გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების უფროს დოდო გვაზავას ესაუბრა.,,დასავლეთ საქართველოშია შედარებით გრილი ნოტიო ჰაერის მასების მოქმედება, ამიტომ აქ შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა. მაქსიმალური ტემპერატურაა, 37 გრადუსი.ცალკეულ რეგიონებში, ხანმოკლე ხასიათის წვიმა, დიდ ეფექტს არ გამოიწვევს, რომ აგრილდეს, რადგანაც, ამინდი განპირობებულია სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერია მასების.მკვეთრი ტემპერატურის კლება და აგრილება მოსალოდნელი არ არის...ზოგადად აგვისტო, როგორც ჩანს შუა თვემდე ცხელია.ზღვის კურორტებს რაც შეეხება, თვის პირველი კვირის განმავლობაში შესაძლებელია, ტემპერატურამ რამდენიმე გრადუსით დაიკლოს, თუმცა სიცხე ნარჩუნდება",-ამბობს ,,პრაიმტაიმთან" დოდო გვაზავა.

ირაკლი კობახიძე – სურამის შემოვლითი გზის გახსნა კიდევ ერთი ნაბიჯია ჩვენი სტრატეგიული მიზნისკენ, ვაქციოთ საქართველო შუა დერეფნის ცენტრალურ, უსწრაფეს და უსაფრთხო რგოლად

მინდა, მოგილოცოთ ჩვენი ქვეყნის მთავარი საგზაო არტერიის, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის უმნიშვნელოვანესი – სურამის შემოვლითი გზის გახსნა, რაც ნამდვილად უმნიშვნელოვანესი მოვლენაა ჩვენი ქვეყნისთვის, ეს პროექტი არის კიდევ ერთი ნაბიჯი ჩვენი სტრატეგიული მიზნისკენ, ვაქციოთ საქართველო ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი შუა დერეფნის ცენტრალურ, უსწრაფეს და უსაფრთხო რგოლად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სურამის შემოვლითი გზის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მასშტაბური საინჟინრო პროექტი – 6.4 კილომეტრი სიგრძის გზა, 11 ხიდითა და 5 გვირაბით, სრულად აკმაყოფილებს უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს.„გასულ წლებში ჩვენ გავხსენით რიკოთის ურთულესი მონაკვეთები და ბათუმის შემოვლითი გზა, დღეს კი, სურამის ამ მონაკვეთის გახსნით, თბილისიდან რიკოთის გვირაბამდე უკვე უწყვეტი ჩქაროსნული მაგისტრალი გვექნება. ჩვენი მოქალაქეებისა და სტუმრებისთვის ეს ნიშნავს შემცირებულ დროს, გაზრდილ უსაფრთხოებას და, რაც მთავარია, სურამისა და მიმდებარე დასახლებების განტვირთვას სატრანზიტო მოძრაობისგან. ეს პროექტი ბევრად მეტია, ვიდრე მხოლოდ ინფრასტრუქტურა. ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი ჩვენი სტრატეგიული მიზნისკენ – ვაქციოთ საქართველო ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი შუა დერეფნის ცენტრალურ, უსწრაფეს და უსაფრთხო რგოლად. ეს ნიშნავს შემცირებულ ლოგისტიკურ ხარჯებს, გაზრდილ ტვირთბრუნვას, ახალ სამუშაო ადგილებს და მზარდ ინვესტიციებს ჩვენი ქვეყნისთვის. პროექტის სარგებელი პირდაპირ აისახება ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაზე, კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ, რეგიონულ და გეოპოლიტიკურ პოზიციებს. ეს პერსპექტივა ყველაზე უკეთ ჩანს ციფრებში, რომელიც უკვე მიღწეულ შედეგებს და მათ მასშტაბებს ასახავს: ჩვენი ხელისუფლების პირობებში აშენდა 298 კილომეტრზე მეტი მაგისტრალური გზა. შეგახსენებთ, რომ 2012 წლამდე სულ 68 კილომეტრი ავტომაგისტრალი იყო აშენებული“, – განაცხადა პრემიერმა.ირაკლი კობახიძის თქმით, ეტაპობრივად დასრულდება ყველა მიმდინარე პროექტი და დაიწყება ბათუმი-სარფის, წითელი ხიდისა და სადახლოს მონაკვეთების მშენებლობა.„რა თქმა უნდა, ჩვენ აქ არ ვჩერდებით – ეტაპობრივად დავასრულებთ ყველა მიმდინარე პროექტს და დავიწყებთ ბათუმი-სარფის, წითელი ხიდისა და სადახლოს მონაკვეთების მშენებლობას; ამით ჩვენს მეზობლებთან ჩქაროსნული მაგისტრალებით კავშირი სრულად იქნება უზრუნველყოფილი“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.ირაკლი კობახიძემ მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა საქართველოს მრავალწლიან პარტნიორს – მსოფლიო ბანკს და ყველას, ვინც ჩართული იყო მასშტაბური პროექტის განხორციელებაში.ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ირაკლი კობახიძე – იმედი გვაქვს, რომ ტრამპისა და პუტინის მოლაპარაკებები მშვიდობის დამყარებით დასრულდება, მინდა, უკრაინას და მთლიანად ევროპის კონტინენტს ვუსურვო მშვიდობა

იმედი გვაქვს, რომ ეს მოლაპარაკებები, საბოლოო ჯამში, მშვიდობის დამყარებით დასრულდება. მე მინდა, უკრაინას და მთლიანად ევროპის კონტინენტს ვუსურვო მშვიდობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს სურამის შემოვლითი გზის გახსნის ღონისძიების დასრულების შემდეგ განუცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, მშვიდობის დარღვევამ ძალიან მძიმე შედეგები მოუტანა რეგიონს, განსაკუთრებით, ევროპის კონტინენტს.„ჩვენთვის მთავარია, დამყარდეს მშვიდობა ჩვენს რეგიონში. მშვიდობის დარღვევამ ძალიან მძიმე შედეგები მოუტანა ჩვენს რეგიონს, განსაკუთრებით, ევროპის კონტინენტს. ეს არის პოლიტიკური და ეკონომიკური პრობლემები. ჩვენთვის მთავარია, დამყარდეს მშვიდობა. უკრაინისთვის და უკრაინელი ხალხისთვის არის, პირველ რიგში, მნიშვნელოვანი მშვიდობის დამყარება. იმედი გვაქვს, რომ ეს მოლაპარაკებები, საბოლოო ჯამში, მშვიდობის დამყარებით დასრულდება. მე მინდა, უკრაინას და მთლიანად ევროპის კონტინენტს ვუსურვო მშვიდობა“, – განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი სტუ-ის ტყიბულის სამთო-ტექნოლოგიურ ინსტიტუტში მიმდინარე სამუშაო პროცესს გაეცნო

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი თამარ წერეთელი და სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ლიანა თარგამაძე, სასწავლო პროცესის დაწყების მზადებასთან დაკავშირებით, სტუ-ის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის ტყიბულის სამთო-ტექნოლოგიური ინსტიტუტში მიმდინარე სამუშაო პროცესს გაეცნენ. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.მისივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში თამარ წერეთელი ტყიბულის სამთო-ტექნოლოგიური ინსტიტუტის ხელმძღვანელს გრიგოლ ცნობილაძეს, თანამშრომლებსა და პედაგოგებს შეხვდა. ვიზიტის, რომლის მიზანს წარმოადგენდა ინსტიტუტში მიმდინარე სამუშაოების მონიტორინგი და სამომავლო განვითარებაზე ორიენტირებული ინიციატივების დაგეგმვა, ფარგლებში ვიცე-რექტორი გაეცნო ინსტიტუტში მიმდინარე სასწავლო, ტექნიკურ და ინფრასტრუქტურულ პროცესებს.სტუ-ის ვიცე-რექტორის თქმით, სამთო-ტექნოლოგიურ ინსტიტუტის ადმინისტრაციასა და პედაგოგებთან შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამთო-ტექნოლოგიური ლაბორატორიების მდგომარეობის, სასწავლო რესურსების განახლების და სტუდენტებისთვის პრაქტიკული გამოცდილების გაუმჯობესების შესაძლებლობების განხილვას. პროფესორ თამარ წერეთლის განცხადებით, უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია რეგიონული სასწავლო ერთეულების განვითარება და მათთვის მეტი რესურსის მოზიდვა. ამ კონტექსტში ტყიბულის სამთო-ტექნოლოგიური ინსტიტუტი ერთ-ერთ პრიორიტეტულ ობიექტად განიხილება.„დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონული სასწავლო ცენტრების როლი ინჟინერული და ტექნოლოგიური პროფილის სპეციალისტების მომზადებაში. ტყიბულის სამთო-ტექნოლოგიური ინსტიტუტი წარმოადგენს დარგის ერთ-ერთ საყრდენ რგოლს, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას აძლევს შესაძლებლობას, მიიღოს მაღალკვალიფიციური განათლება რეგიონის ფარგლებში. ჩვენი მიზანია, პროფესიული და აკადემიური პროგრამების გაძლიერებით, შევქმნათ ისეთი საგანმანათლებლო გარემო, რომელიც უპასუხებს როგორც ადგილობრივი, ისე ეროვნული ეკონომიკის მოთხოვნებს. ვფიქრობთ, რომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს პრაქტიკული კომპონენტის გაძლიერებას, ლაბორატორიული ინფრასტრუქტურის განახლებასა და მჭიდრო კავშირების განვითარებას ინდუსტრიასთან. სწორედ ეს გახდება ის საფუძველი, რაზეც შეიქმნება კონკურენტუნარიანი კადრები როგორც შიდა ბაზრისთვის, ისე საერთაშორისო სივრცისთვის“, - აცხადებს თამარ წერეთელი.სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ლიანა თარგამაძის განცხადებით, პროფესიული და აკადემიური კომპონენტების ინტეგრირებული განვითარება, როგორც უნივერსიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტული ამოცანა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფაკულტეტებისთვის, რომელთა საგნობრივი არეალი პირდაპირ უკავშირდება ინდუსტრიულ სექტორს.„პროფესიული განათლების განვითარებასა და ინტეგრაციას, ტექნიკური უმაღლესი განათლების სისტემაში, სტრატეგიული მნიშვნელობა ენიჭება. ტყიბულის სამთო-ტექნოლოგიური ინსტიტუტი ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვან პოტენციალს ფლობს როგორც ადგილობრივი ინდუსტრიის მოთხოვნებზე მორგებული კადრების მომზადების, ისე ინოვაციური საგანმანათლებლო პრაქტიკების დანერგვის მიმართულებით. ჩვენთვის პრიორიტეტულია, რომ სტუდენტებს ჰქონდეთ წვდომა თანამედროვე ტექნოლოგიებზე, გაიღრმაონ სპეციალიზებული ცოდნა და, რაც მთავარია, გამოიმუშაონ პრაქტიკული, ინდუსტრიაში მოთხოვნადი უნარები. რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის სამოქმედო გეგმა სწორედ ამ მიმართულებებზეა აგებული, შესაბამისად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მომავალი განვითარების სტრატეგიაა უნივერსიტეტის ფაკულტეტებისა და ინსტიტუტების ჰარმონიული თანამშრომლობა, რაც ხელს შეუწყობს საგანმანათლებლო სივრცის ერთიან და მძლავრ პლატფორმად ჩამოყალიბებას. ამ მიზნის მისაღწევად მზად ვართ, ჩვენს გამოცდილებასა და რესურსებს გავუზიაროთ ტყიბულის ინსტიტუტს და ხელი შევუწყოთ მის პროფესიულ წინსვლას“, - აცხადებს ლიანა თარგამაძე.ინფორმაციისთვის, სტუ-ის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის ტყიბულის სამთო-ტექნოლოგიური ინსტიტუტში ხორციელდება ექვსი მოდულური პროფესიული პროგრამა, მათ შორის: „სამთო ტექნიკოსი“, „სამთო ელექტრომექანიკოსი“, „მყარი წიაღისეულის გამდიდრების ტექნოლოგიის სპეციალისტი“, „მებათქაშე“, „მღებავი“, „საინფორმაციო ტექნოლოგიების მხარდაჭერა“.

ბოლო სიახლეები