ოთხშაბათი, თებერვალი 4, 2026

ძვირფასო ჟურნალისტებო… თავის მოკატუნებას, პეპლებს და იავნანას არავინ გთხოვთ, უბრალოდ, იქნებ ერთი ხელის მოსმით ნუ გვამცნობთ ევროპის ამოჟლეტვას და მისი მოსახლეობის შეუქცევად გადაშენებას

,,ძვირფასო ჟურნალისტებო, დიდი ხანია მივხვდით რომ ყველაფერს კადრულობთ რეიტინგისა და აპოკალიფსის მისაღწევად, მაგრამ იქნებ ერთი რამ მაინც გაითვალისწინოთ – თითქმის ყველას გვყავს ოჯახის წევრი ქვეყნის გარეთ და ისედაც ძალიან განვიცდით, რომ ერთად არ ვართ. თქვენი გამუქებული და ისტერიკაში გადასული გაშუქება უფრო მალე მოკლავს ბევრ მშობელს, ვიდრე კორონა. თავის მოკატუნებას, პეპლებს და იავნანას არავინ გთხოვთ, უბრალოდ, იქნებ ერთი ხელის მოსმით ნუ გვამცნობთ ევროპის ამოჟლეტვას და მისი მოსახლეობის შეუქცევად გადაშენებას”-სოციალურ ქსელში  წერს ფეისბუქის ერთ-ერთი მომხმარებელი .

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი – გავრცელებული ინფორმაცია, რომ საგამოძიებო ორგანოები სტუ-ის რემონტისათვის გამოყოფილი 60 მილიონის გაფლანგვის საქმეს იძიებს, არ შეესაბამება სინამდვილეს და უნივერსიტეტის საქმიანი რეპუტაციის...

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ეხმაურება ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ, ინფორმაციას, რომლის თანახმადაც „საგამოძიებო ორგანოები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რემონტისათვის გამოყოფილი 60 მილიონის გაფლანგვის საქმეს აქტიურად იძიებს. საბიუჯეტო თანხა, რაც „გეპეის“ სრულ რეაბილიტაციას უნდა მოხმარებოდა, კონკრეტული პირების ჯიბეებში დაილექა“.სტუ აღნიშნულ ინფორმაციას ცილისმწამებლურსა და ყალბს უწოდებს.მისივე ცნობით, ინტერნეტგამოცემა PUBLICIST.GE-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს, არ არის დადასტურებული არც ერთი ოფიციალური წყაროთი და წარმოადგენს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საქმიანი რეპუტაციის უხეშ შელახვას.„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ეხმაურება ინტერნეტსივრცეში, ერთ-ერთი პლატფორმის მეშვეობით გავრცელებულ ცრუ, დამაზიანებელ და უსაფუძვლო ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც თითქოს „საგამოძიებო ორგანოები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რემონტისთვის გამოყოფილი 60 მილიონი ლარის გაფლანგვის საქმეს იძიებენ, ხოლო საბიუჯეტო სახსრები კონკრეტული პირების ჯიბეებში დაილექა“.აღნიშნული ინფორმაცია არის მცდარი, უსაფუძვლო და რეალობასთან ყოველგვარ კავშირს მოკლებული და წარმოადგენს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის, რეპუტაციის მიზანმიმართულ შელახვას.ფაქტობრივი გარემოებები შემდეგია:საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ჩაერიცხა 2022 წელს 1 125 000 ლარი, ხოლო 2023 წელს 3 286 000 ლარი და არა 60 მილიონი ლარი, როგორც ეს დეზინფორმაციის შემცველ მასალაშია მითითებული. აღნიშნული თანხა სრულად, მიზნობრივად და კანონმდებლობის სრული დაცვით იქნა გამოყენებული. უნივერსიტეტს გააჩნია ყველა შესაბამისი ფინანსური, საბუღალტრო და ადმინისტრაციული დოკუმენტაცია, რომელიც წარდგენილია კანონით გათვალისწინებულ შესაბამის სახელმწიფო ორგანოებში.ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ: არც ერთ სახელმწიფო ან საგამოძიებო უწყებას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიმართ არ გამოუთქვამს პრეტენზია; შესაბამისი სამსახურების მიერ არ გადაგზავნილა რაიმე დოკუმენტაცია საქართველოს პროკურატურაში შესაძლო დანაშაულის ნიშნებით; არ მიმდინარეობს და არ დაწყებულა გამოძიება უნივერსიტეტის რემონტისთვის გამოყოფილი თანხების შესაძლო გაფლანგვის ფაქტზე. ცრუ ინფორმაციის გავრცელება არღვევს საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას, მათ შორის:საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 18-ე მუხლს, რომელიც იცავს პირის (მათ შორის იურიდიული პირის) ღირსებას, პატივსა და საქმიანი რეპუტაციას და ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ცილისწამებისა და არასწორი ინფორმაციის გავრცელების შემთხვევაში; საქართველოს კანონს „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“, კერძოდ: მე-9 მუხლს, რომელიც ავალდებულებს ინფორმაციის გამავრცელებელს ფაქტების გადამოწმებას, ინფორმაციის სიზუსტეს, მიუკერძოებლობას და კრძალავს მცდარი ინფორმაციის გავრცელებას; მე-13 მუხლს, რომელიც განსაზღვრავს პასუხისმგებლობას იმ შემთხვევაში, როდესაც ცრუ ინფორმაცია აზიანებს პირის რეპუტაციას.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აცხადებს, რომ მსგავსი შინაარსის ინფორმაციის გავრცელება შეიცავს ცილისწამების ნიშნებს და წარმოადგენს კანონით დასჯად ქმედებას.ამასთან, უნივერსიტეტი მოითხოვს, რომ ინფორმაციის გამავრცელებელმა პირმა და მედიასაშუალებამ წარმოადგინოს ყველა ის ოფიციალური დოკუმენტი, წყარო და მტკიცებულება, რომელზე დაყრდნობითაც გავრცელდა აღნიშნული ინფორმაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მოახდინოს ცრუ ინფორმაციის უარყოფა და საჯარო კორექცია.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას, საკუთარი საქმიანი რეპუტაციის დაცვის მიზნით, გამოიყენოს კანონით გათვალისწინებული ყველა სამართლებრივი მექანიზმი. უნივერსიტეტი მოუწოდებს მედიასაშუალებებსა და საზოგადოებას, იხელმძღვანელონ პასუხისმგებლობის, პროფესიული ეთიკისა და კანონის მოთხოვნებით და თავი შეიკავონ დაუდასტურებელი, დამაზიანებელი ინფორმაციის გავრცელებისგან“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ევროპული საბჭო უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფაზე შეთანხმდა

ევროპული საბჭო შეთანხმდა იმ სამართლებრივ ჩარჩოზე, რომელიც უზრუნველყოფს უკრაინისთვის 2026-2027 წლებში 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფის შესახებ საბჭოს გადაწყვეტილების განხორციელებას, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს განცხადებაშია აღნიშნული.განცხადებაში ნათქვამია, რომ საბჭო ახლა ევროპარლამენტთან სწრაფი შეთანხმების მიღწევას ისახავს მიზნად, რათა პირველი გადახდა მიმდინარე წლის მეორე კვარტლის დასაწყისში მოხდეს.საბჭოს ინფორმაციით, რუსეთის მხრიდან მიმდინარე აგრესიული ომის ფონზე უკრაინის მხარდასაჭერად გამოყოფილი სესხი კიევს გადაუდებელი ფინანსური საჭიროებების დაკმაყოფილებაში დაეხმარება. გავრცელებული ცნობით, სესხი უკრაინის საერთო ბიუჯეტისა და ქვეყნის თავდაცვის საჭიროებების მხარდაჭერას ისახავს მიზნად.კვიპროსის ფინანსთა მინისტრის, მაკის კერავნოსის თქმით, დღევანდელი შეთანხმება აჩვენებს, რომ ევროკავშირი აგრძელებს გადამწყვეტად მოქმედებას უკრაინისა და მისი ხალხის მხარდასაჭერად.„ახალი დაფინანსება ხელს შეუწყობს ქვეყნის მტკიცე მდგრადობის უზრუნველყოფას რუსული აგრესიის წინაშე. ამავდროულად, ჩვენ ვაგზავნით ძლიერ მესიჯს, რომ სახელმწიფოების სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა სრულად უნდა იყოს დაცული, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. ევროპარლამენტთან ერთად, მოუთმენლად ველოდები იმ სამართლებრივი ტექსტების დასრულებას, რომლებიც ამ სესხების გაცემის საშუალებას მოგვცემს“, – აცხადებს მაკის კერავნოსი.ამასთან, ევროპული საბჭო ადასტურებს, რომ სესხი კაპიტალის ბაზრებზე ევროკავშირის მიერ აღებული სესხებით დაფინანსდება და ევროკავშირის ბიუჯეტით იქნება უზრუნველყოფილი. სესხების დაბრუნება კი მას შემდეგ გახდება სავალდებულო, რაც რუსეთი უკრაინისთვის ომის რეპარაციებს გადაიხდის.საბჭოს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, დაფინანსება ევროპისა და უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიების გაძლიერებასაც შეუწყობს ხელს.შემოთავაზებული ჩარჩოს თანახმად, ევროკავშირი უკრაინას დაფინანსებას ორი გზით მიაწვდის: 30 მილიარდი ევრო მაკროეკონომიკური მხარდაჭერის სახით გამოიყოფა და განხორციელდება უკრაინის მექანიზმის მეშვეობით, რომელიც ევროკავშირის სპეციალური ინსტრუმენტია უკრაინისთვის სტაბილური და პროგნოზირებადი ფინანსური მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად, 60 მილიარდი ევრო კი გამოყენებული იქნება უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიული შესაძლებლობებში ინვესტიციების ჩადებისა და სამხედრო აღჭურვილობის შეძენის მხარდასაჭერად.ევროპული საბჭოს ინფორმაციით, სესხის ფარგლებში ხელმისაწვდომი ფინანსური და ეკონომიკური დახმარება უკრაინის ფინანსური საჭიროებების შესაბამისად გაიცემა, რაც თავად უკრაინის მიერ მომზადებული დაფინანსების სტრატეგიით განისაზღვრება. აღნიშნული სტრატეგია საბჭომ ევროკომისიის შეფასების შემდეგ უნდა დაამტკიცოს.გარდა ამისა ირკვევა, რომ თავდაცვის პროდუქტების შესყიდვა მხოლოდ ევროკავშირის, უკრაინის ან ევროპის ეკონომიკური ზონის და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის წევრი ქვეყნების კომპანიებისგან უნდა მოხდეს. უკრაინის სამხედრო საჭიროებები თუ მოითხოვს ისეთი თავდაცვის პროდუქტის სასწრაფო მიწოდებას, რომელიც არ არის ხელმისაწვდომი ევროკავშირში, უკრაინაში ან ევროპის ეკონომიკური ზონის და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის წევრ ქვეყნებში, ასეთ შემთხვევაში მიზნობრივი გამონაკლისების სისტემა ამოქმედდება.ასევე, ევროპული საბჭოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ევროკავშირის ელჩები უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხში მესამე ქვეყნების შესაძლო ჩართვაზეც შეთანხმდნენ.

ალი მოჯანი: ქალაქი, სადაც რწმენები კვეთენ ერთმანეთს, ორი გზა, ერთი იმედი-განსხვავებული მრწამსი, საერთო ხსნის იდეა

,,ქრისტიანულ ქალაქში არსებული მეჩეთის ორი საკურთხეველი შიიტებისა და სუნიტებისთვის. თბილისის ჯუმა მეჩეთში მრწამსი განსხვავებულია, მაგრამ არსი საერთოა: ხსნისა და სამართლიანობის იმედი ისლამური ტრადიციის მიხედვით, შუა შაბანი იგივეა რაც „მხსნელის მოლოდინი“ ანუ საერთო ენა რელიგიებს შორის. მეორედმოსვლა, მხსნელი-–ამის შესახებ საქართველოში ირანის ელჩი სეიედ ალი მოჯანი სოციალურ მედიაში წერს.

ირაკლი კობახიძე – არცერთი უნივერსიტეტი არ უნდა იყოს პოლიტიზებული, უნივერსიტეტების პოლიტიზება იყო წინა ხელისუფლების ხელწერა, ერთ ლარად ოჯახის წევრებს მიჰყიდეს უნივერსიტეტები

არცერთი უნივერსიტეტი არ უნდა იყოს პოლიტიზებული, ეს არის ჩვენი მიდგომა და ეს მიდგომა უნდა იყოს ბოლომდე გატარებული, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დუბაიში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.პრემიერის თქმით, უნივერსიტეტების პოლიტიზება იყო წინა ხელისუფლების ხელწერა,  როცა ყველა უნივერსიტეტი იყო პოლიტიზებული.„უნივერსიტეტების პოლიტიზება იყო ჩვენი წინამორბედების, წინა ხელისუფლების ხელწერა. უკლებლივ ყველა უნივერსიტეტი იყო პოლიტიზებული. ისინი შევიდნენ, მათ შორის, კერძო სექტორში, დააფუძნეს საკუთარი კერძო უნივერსიტეტები, მათ შორის, ერთ ლარად ოჯახის წევრებს მიჰყიდეს უნივერსიტეტები, რომლებიც შემდგომ გარდაიქმნა კერძო უნივერსიტეტებად. უნივერსიტეტების პოლიტიზება არის ჩვენი ოპონენტების ხელწერა. არცერთი უნივერსიტეტი არ უნდა იყოს პოლიტიზებული. ეს არის ჩვენი მიდგომა და ეს მიდგომა უნდა იყოს ბოლომდე გატარებული“, – განაცხადა პრემიერმა.

საფრანგეთში პროკურატურამ ილონ მასკის “X”-ის ოფისებში ჩხრეკა ჩაატარა

პარიზის პროკურატურამ SpaceX-ის დამფუძნებლის, ილონ მასკის პლატფორმა X-ის ოფისებში კიბერდანაშაულის გამოძიების ფარგლებში ჩხრეკა ჩაატარა, - იუწყება TheIndependent.პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება სატელეფონო საჩივრების საფუძველზე გაფართოვდა, რომლებიც საიტის ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტს, Grok-ს ეხება. გამოძიების ფარგლებში, გამომძიებლები შეისწავლიან მათ შორის, ბავშვთა პორნოგრაფიული შინაარსის გამოსახულებების შექმნის საკითხს და სხვა შესაძლო დანაშაულებს."ამ ეტაპზე, გამოძიების ჩატარება კონსტრუქციული მიდგომას წარმოადგენს, რომლის მიზანია საბოლოო ჯამში უზრუნველყოს, რომ X პლატფორმა მოქმედებდეს საფრანგეთის კანონმდებლობის შესაბამისად, თუ ის ქვეყნის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს“- აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში."The Independent“-ი კომენტარისთვის დაუკავშირდა X-ს. ივლისში ბრალდებების უარყოფის შემდეგ, კომპანიამ განაცხადა, რომ ფრანგი პროკურორები „პოლიტიკურად მოტივირებულ სისხლის სამართლის გამოძიებას" ახორციელებდნენ. კომპანიამ განაცხადა, რომ არსებობს "სერიოზული შეშფოთება გამოძიების მიუკერძოებლობასთან, სამართლიანობასთან და პოლიტიკურ მოტივაციასთან დაკავშირებით", რადგან ამ საქმეში ჩართული იყვნენ ექსპერტები, რომლებიც აკრიტიკებდნენ სოციალურ ქსელს, რომელიც ადრე ცნობილი იყო როგორც Twitter.X მიიჩნევს, რომ გამოძიება "საბოლოო ჯამში ზღუდავს სიტყვის თავისუფლებას" და სწორედ ამიტომ არ ეთანხმებიან საფრანგეთის ხელისუფლების მოთხოვნებს.

ბოლო სიახლეები