კვირა, ივლისი 27, 2025

ძალიან რთულია, ეს ყველაფერი სიტყვებით გამოხატო, უბედნიერესი ადამიანი ვარ, მსოფლიო ჩემპიონი ჩემი საყვარელი ხალხის წინაშე გავხდი – სანდრო ბაზაძე

მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვების შემდეგ, ქართველმა მოფარიკავემ, სანდრო ბაზაძემ ჟურნალისტებისთვის კომენტარი გააკეთა.

“ძალიან რთულია, ეს ყველაფერი სიტყვებით გამოხატო, უბედნიერესი ადამიანი ვარ, მსოფლიო ჩემპიონი ჩემი საყვარელი ხალხის წინაშე გავხდი. ყველა ქართველ სპორტსმენს ვუსურვებ ასეთ წარმატებას და ბავშვებს ვეტყვი, იშრომონ ბევრი. ამ წარმატების უკან ძალიან დიდი შრომაა, ამის გარეშე ვერაფერს მივაღწევდი.

კარიერის მანძილზე ბევრი დაბრკოლება შემხვდა, მაგრამ არასდროს დავნებებულვარ. ასაკი არის მხოლოდ ციფრები. ვულოცავ ჩემს თავს და საქართველოს ამ გამარჯვებას. ეს მხოლოდ ჩემი გამარჯვება არ არის, ეს მთლიანად საქართველოს გამარჯვებაა”, – განაცხადა სანდრო ბაზაძემ.

თბილისში ფარიკაობის მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. ბაზაძემ ფინალში ფრანგი ჟან-ფილიპ პატრისი ანგარიშით 15:9 დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონობა კარიერაში პირველად იზეიმა. ის პირველი ქართველი ხმლით მოფარიკავეა, რომელმაც ინდივიდუალურ ასპარეზობაში მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა.

საქართველო ფარიკაობის მსოფლიოს ჩემპიონატს ისტორიაში პირველად მასპინძლობს. მასში მონაწილეობას 120 ქვეყნის 1205 სპორტსმენი იღებს.

მსოფლიოს ჩემპიონატი თბილისში ისტორიაში პირველად, საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, სეტყვა…“ – მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

27 ივლისს საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე ზოგან გაწვიმდება, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა. 28 ივლისს კი ცხელი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.ქ. თბილისში 27-28 ივლისს ცხელი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +35, +37 გრადუსი დაფიქსირდება.სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 27-28 ივლისს კი უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება.დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი)  27-28 ივლისს კი ცხელი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +35, +38 გრადუსი დაფიქსირდება.დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 27-28 ივლისს კი ცხელი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +33, +38 გრადუსი დაფიქსირდება.დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო):27-28 ივლისს კი ცხელი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +30, +35 გრადუსი დაფიქსირდება.ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 27 ივლისს ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა. 28 ივლისს კი ცხელი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +34, +38 გრადუსი დაფიქსირდება.კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 27 ივლისს ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა. 28 ივლისს კი ცხელი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +34, +38 გრადუსი დაფიქსირდება.აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 27 ივლისს ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა. 28 ივლისს კი ცხელი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +32, +36 გრადუსი დაფიქსირდება.აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 27 ივლისს ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა. 28 ივლისს კი უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +29 გრადუსი დაფიქსირდება.ამინდის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: meteo.gov.ge

დედამიწას ახალი მაგნიტური ქარიშხალი უახლოვდება – რას უნდა ველოდოთ?

27 ივლისს, დედამიწაზე მოსალოდნელია G1 კლასის მაგნიტური ქარიშხალი.Meteoagent-ის პროგნოზით, 26 ივლისის განმავლობაში მაგნიტური აქტივობის K-ინდექსი იქნება მხოლოდ 2 ან 3, რაც ნიშნავს, რომ მაგნიტოსფერო მშვიდი დარჩება. თუმცა, 27 რიცხვიდან ვითარება შეიძლება შეიცვალოს.შეგახსენებთ, რომ ადრე Geomagnetism-მა გამოაცხადა, რომ 23 ივლისს მზის დისკოს ცენტრიდან მოხდა ამოფრქვევა. ვარაუდობენ, რომ სწორედ ამ მოვლენამ შეიძლება მოახდინოს გავლენა დედამიწაზე 27 ივლისის განმავლობაში, თუმცა ზუსტი დრო ჯერ არ არის ცნობილი.

შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო – ვგმობთ საქართველოს მიერ ევროკავშირისა და მისი ელჩის წინააღმდეგ გავრცელებულ დეზინფორმაციას

ჩვენ ვგმობთ საქართველოს მიერ ევროკავშირისა და მისი ელჩის წინააღმდეგ გავრცელებულ დეზინფორმაციას, – ამის შესახებ აღნიშნულია შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში.ამასთან, შვედეთის საგარეო უწყებას გაზიარებული აქვს ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერის განცხადება.ცნობისთვის, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერის გუშინ გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ევროკავშირი მკაცრად გმობს პერსონალურ თავდასხმებს ევროკავშირის ელჩის წინააღმდეგ, რომელიც სასიცოცხლო როლს ასრულებს საქართველოსთან ურთიერთობების განმტკიცებაში“. 

ევროპის ახალგაზრდულ პარათამაშებზე პარატაეკვანდოისტმა ნატა ოჩგავამ ოქროს მედალი მოიპოვა

თურქეთის ქალაქ სტამბოლში ევროპის ახალგაზრდული პარათამაშები მიმდინარეობს. ქართველმა პარატაეკვონდოისტმა ნატა ოჩიგავამ (-57 კგ) ფინალში თურქი მოწინააღმდეგე დაამარცხა და საქართველოს ახალგაზრდულ პარალიმპიურ ნაკრებს მეორე ოქროს მედალი მოუტანა.საქართველოს ნაკრებისთვის მიმდინარე ტურნირზე ეს მეოთხე მედალია. მანამდე ტურნირზე ჩემპიონობა ქართველმა პარატაეკვონდოისტებმა ანა ჯაფარიძემ იზეიმა, სანდრო მარგველაშვილი პარატაეკვანდოში ვიცე-ჩემპიონი გახდა, ზაკო მუშკუდიანი კი პარაცურვაში ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.საქართველოს ნაკრები პარასპორტის სამ სახეობაში ცხრა პარაათლეტით არის წარმოდგენილი. ევროპის ახალგაზრდული პარათამაშები 28 ივლისამდე გაგრძელდება.ქართველი პარასპორტსმენები ტურნირზე ისტორიაში პირველად საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.ინფორმაციას პორტის სამინისტრო ავრცელებს.

თვალჭრელიძის ქუჩაზე, ადმინისტრაციული წესით დაკავებული კიდევ ორი პირი, რომლებიც, არსებული ინფორმაციით, სოციალურად დაუცველები არიან, სასამართლომ 2 000 – 2 000-ლარით დააჯარიმა – 4 დაკავებულის...

თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე შენობიდან გამოსახლებული და ადმინისტრაციული წესით დაკავებული ორი პირი, რომლებიც არსებული ინფორმაციით, სოციალურად დაუცველები არიან, სასამართლომ 2 000 – 2 000-ლარით დააჯარიმა.თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად ცეკვავამ აღნიშნული პირები ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმა დააკისრა.ცოტა ხნით ადრე, მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ამავე საქმეზე დაკავებული მამა და ორი შვილი სხდომათა დარბაზიდან სიტყვიერი შენიშვნის საფუძველზე გაათავისუფლა.ადმინისტრაციული წესით დაკავებული 4 პირის სასამართლო პროცესი კი გადაიდო.ცნობისთვის, 24 ივლისს, თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე შენობიდან რამდენიმე ათეული ოჯახი გაასახლეს. აღნიშნულ პროცესს პოლიციასთან დაპირისპირება და ხმაური მოჰყვა, რა დროსაც, სამართალდამცავებმა ადმინისტრაციული წესით 17 პირი დააკავეს. მათ პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავებიან.ნაწილი მათგანის სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს.

ბოლო სიახლეები