ოთხშაბათი, იანვარი 22, 2025

ცოტნე ანანიძე: აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, რომ არსებობს მხოლოდ ორი სქესი – ეს ნიშნავს საწინააღმდეგო პროპაგანდის აკრძალვას, საქართველოში კი მიღებულ კანონს ლგბტქ პროპაგანდის აკრძალვაზე, ჰომოფობობა და ხელოვნურად გამოგონილი თემა უწოდეს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი “ქართული ოცნებიდან”, ცოტნე ანანიძე, ეხმიანება აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას მხოლოდ ორი სქესის არსებობის შესახებ.

ანანიძის განცხადებით, ტრამპის ეს გზავნილი ლგბტ პროპაგანდის აკრძალვას ნიშნავს, რასაც ოპოზიცია საქართველოში ხელოვნურად გამოგონილ თემას უწოდებდა და ჰომოფობიად მიიჩნევდა.

“აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, რომ არსებობს მხოლოდ ორი სქესი – ეს ნიშნავს საწინააღმდეგო პროპაგანდის აკრძალვას, რასაც ტაშს უკრავდნენ შორიდან სალომე ზურაბიშვილი და მამუკა ხაზარაძე. საქართველოში მიღებულ კანონს  ლგბტქ პროპაგანდის აკრძალვაზე, ჰომოფობობა  და ხელოვნურად გამოგონილი თემა უწოდეს, რაც წინააღმდეგობაში არ მოდის კონსტიტუციის მე-2 თავთან.” – წერს  ცოტნე ანანიძე სოციალურ ქსელში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

სალომე სამადაშვილი – პოლიტიკური პროცესი უნდა წარიმართოს პროტესტის პარალელურად – არ მიმაჩნია, რომ პროტესტს სათავეში ვინმე პოლიტიკოსი უნდა ჩაუდგეს

„ოპოზიციას ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს კომუნიკაცია. ჩვენ გვესმის, რომ საბოლოო ჯამში ეს ხელისუფლება დათმობაზე წავა, მხოლოდ 2 ფაქტორის არსებობის პირობებში ეს არის: გარე ზეწოლა და მეორე შიდა წინააღმდეგობა. ასეთ ავტოკრატიულ სისტემას, რომელიც ამდენ კომპონენტს აკონტროლებს ოპოზიცია ამ სისტემას ვერ მოერევა თუ არ იქნება ფართო საზოგადოებრივი წინააღმდეგობა“,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ვინ არის და რას საქმიანობს ულამაზესი ნანუკა სტამბოლიშვილის მეუღლე – „როცა უკან კლდესავით ადამიანი გიდგას, ყველაფერს აკეთებ, რაც საჭიროა…“

ნანუკა თავისი ცხოვრების მთავარ ადამიანებად ოჯახს ასახელებს. მისი თქმით, ყველაფერს რასაც აკეთებს, მის შვილს ეძღვნება. რაც შეეხება მეუღლეს, ამბობს, რომ მისმა მოულოდნელმა გადაწყვეტილებამ ის გააოგნა, მხარი დაუჭირა და არ მისცა საშუალება, უარი ეთქვა შემოთავაზებაზე. „როცა უკან კლდესავით ადამიანი გიდგას, ყველაფერს აკეთებ, რაც საჭიროა… თავისუფლად, იმედიანად“, – თქვა ნანუკამ გადაცემაში „ნოესთან“. საზოგადოებისთვის განსაკუთრებით საინტერესოა მისი პირადი ცხოვრება. ნანუკა ჰყვება სად, როგორ და როდის გაიცნო მეორე ნახევარი, ლაშა მგელაძე. „16 წლის ვიყავი ჩემი მეუღლე რომ გავიცანი. უნივერსიტეტის ანსამბლიდან გასტროლზე, კაბადოკიაში მივდიოდით. ჩემი მეუღლის მამა იყო უნივერსიტეტის რექტორი და გასტროლზე გამოგვაყოლა მისი შვილი. იქ გავიცანი ლაშა მგელაძე, არაჩვეულებრივი პიროვნება. ყველასგან განსხვავებული. 16 წლიდან 20 წლამდე ვიყავით შეყვარებულები და 20 წლის ასაკში მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავოჯახებულიყავით. ჩემი მეუღლე ეკონომისტია, მერიაში მუშაობს. ახლა ქონების მართვის განყოფილების უფროსია. ძალიან ჭკვიანი და ნიჭიერი ადამიანია, პატივცემული. იცით, როგორი ადამიანია? ყოველთვის მაოცებს მისი გადაწყვეტილებებით. ეს გადაწყვეტილებაც ჩემთვის მოულოდნელი იყო, არ ველოდებოდი, იმიტომ, რომ იმიტომ… მაინც. ჩამოდის ხოლმე ჩემთან, მენატრება, რა თქმა უნდა…“ – თქვა ნანუკა სტამბოლიშვილმა. ნახეთ მათი ფოტოები.

დონალდ ტრამპმა ჯო ბაიდენის მიერ დატოვებული წერილი გაასაჯაროვა

ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ დატოვებული წერილი გაასაჯაროვა. „ძვირფასო პრეზიდენტო ტრამპო, როცა მე ვტოვებ ამ წმინდა თანამდებობას, მინდა, გისურვოთ შენ და შენს ოჯახს ყველაფერი საუკეთესო მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში. ამერიკელი ხალხი და მსოფლიოს გარშემო მყოფი ხალხი ამ ოფისისგან ელოდება სიმტკიცეს ისტორიის გარდაუვალ ქარიშხლებში. მე ვლოცულობ, რომ მომავალი წლები იყოს დრო კეთილდღეობის, მშვიდობისა და მადლიერების ჩვენი ერისთვის. ღმერთმა დაგლოცოს და წარგიძღვეს ისე, როგორც დალოცა და წარუძღვა ჩვენს ძვირფას ქვეყანას დაარსების დღიდან“, – წერია ბაიდენის მიერ დატოვებულ წერილში. ტრამპის თქმით, წერილი შთამაგონებელი და კარგი იყო, ასევე ქვეყნის ახალმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ის აფასებს ბაიდენის ამ ჟესტს. მანამდე, წერილის შინაარსის შესახებ ჰკითხეს ჯო ბაიდენს, თუმცა მან აღნიშნა, რომ ეს ტრამპსა და მის შორის დარჩებოდა. ამერიკაში არსებობს ტრადიცია, რომლის მიხედვითაც წინამორბედი პრეზიდენტი ახალ პრეზიდენტს ოვალურ კაბინეტში წერილს უტოვებს. ეს ტრადიცია რონალდ რეიგანმა 1989 წელს დაამკვიდრა, როდესაც არჩევნებში დამარცხების შემდეგ ჯორჯ ბუშ უფროსს წერილი დაუტოვა.

ფოტო: რა არის ძვირფასი ნივთი, რომელიც ბაიდენმა თავიდან მოიშორა, ტრამპმა კი პრეზიდენტობის პირველივე დღეს ოვალურ კაბინეტში დააბრუნა

დონალდ ტრამპმა უკვე დაუბრუნა უინსტონ ჩერჩილის ბიუსტი ოვალურ კაბინეტს სიმბოლური „პატივისცემის ნიშნად“ მისი „კერპის“ მიმართ მას შემდეგ, რაც ჯო ბაიდენმა წინა ადმინისტრაციის დროს ქანდაკება კაბინეტიდან გაიტანა. 47-ე პრეზიდენტმა განაახლა თავისი ოფისი დეკორაციებით, მათ შორის ჯორჯ ვაშინგტონის პორტრეტით, ნენსი რეიგანის მიერ შექმნილი ხალიჩა და სამარცხვინო „დიეტური კოლას“ ღილაკი, რომელიც ამჯერად გადატანილია მაგიდის მეორე მხარეს. მან ასევე სწრაფად დააბრუნა ბრიტანეთის ლიდერის, უინსტონ ჩერჩილის ბიუსტი, რითაც ჩაანაცვლა მარტინ ლუთერ კინგის, როზა პარკსისა და სოციალისტური პროფკავშირების ლიდერის, სეზარ ჩავესის ბიუსტები. ლოგისტიკური უპირატესობის წყალობით, ოვალური კაბინეტი მხოლოდ რამდენიმე საათში გარდაიქმნა და ორშაბათს ხელისუფლების ისტორიულ გადაცემას დაემთხვა. ინგლისელი მოდერნისტი მოქანდაკის სერ ჯეიკობ ეპშტეინის ჩერჩილის ბიუსტი უინსტონ ჩერჩილის ომის მეგობარმა საჩუქრად გადასცა პრეზიდენტ ჯონსონს 1965 წელს. ნაიჯელ ფარაჟმა ინაუგურაციის წინ განაცხადა, რომ ტრამპი აუცილებლად დააბრუნებს ბიუსტს და მას უწოდა "ყველაზე პრობრიტანული პრეზიდენტი ეიზენჰაუერის შემდეგ". ამ კვირაში ტრამპმა ბიუსტი დაუბრუნა თავდაპირველ ადგილს ბუხრის მახლობლად, რაც ძლიერი ლიდერობისადმი მისი ერთგულების ნიშანია. თუმცა, ბაიდენის სხვა დანამატები, როგორიცაა ლეიბორისტული ლიდერის, სეზარ ჩავესის ბიუსტი და ფრანკლინ  რუზველტის პორტრეტი, ახლა ამოღებულია. ტრამპთან დაახლოებულმა წყარომ ნოემბერში, არჩევნების შემდეგ, განაცხადა, რომ „ერთ-ერთი პირველი, რასაც ტრამპი გააკეთებს, იქნება ჩერჩილის ქანდაკების დაბრუნება, როგორც „პატივისცემის ნიშანი“. „დონალდი ჩერჩილს თაყვანს სცემს და მას მსოფლიოს უდიდეს ლიდერად თვლის. ის აღადგენს მას საპატიო თანამდებობაზე", - განუცხადა Mail-ს წყარომ. მისი ბოლო ადმინისტრაციის დროს, ტრამპმა დაგმო მომიტინგეები, რომლებმაც ლონდონის პარლამენტის მოედანზე ჩერჩილის ქანდაკებაზე დაწერეს სიტყვა „რასისტი“ Black Lives Matter საპროტესტო აქციების დროს. წყარომ თქვა: „მას მიაჩნდა, რომ სამარცხვინო იყო, რომ ადამიანები თავს ესხმოდნენ ჩერჩილის იმიჯს, როცა ჩერჩილმა სამყარო იხსნა ჰიტლერის ტირანიისგან“.ჩერჩილის ბიუსტის ისტორია გრძელი და მიხვეულ-მოხვეულია. ბარაკ ობამას ყოფილი თანაშემწის და უფროსი მრჩევლის, დენ ფაიფერის თქმით, ბრიტანეთის ომის დროს ლიდერის ბიუსტი თეთრ სახლში 1960-იანი წლებიდან იყო. - წერს უცხოური მედია.

ემანუელ მაკრონი: ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ, ევროპამ, როგორც არასდროს, ისე უნდა შეასრულოს საკუთარი როლი ერთიანი, ძლიერი და სუვერენული ევროპის კონსოლიდაციაში

დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ ევროპამ როგორც არასდროს, უნდა შეასრულოს თავისი როლი ერთიანი, ძლიერი და სუვერენული ევროპის კონსოლიდაციაში, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პარიზში გერმანიის კანცლერთან, ოლაფ შოლცთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „აშშ-ში ახალი ადმინისტრაციის ინაუგურაციის შემდეგ, როგორც არასდროს, ევროპელებმა და მათ შორის ჩვენმა ორმა ქვეყანამ, უნდა შეასრულონ თავიანთი როლი ერთიანი, ძლიერი და სუვერენული ევროპის კონსოლიდაციაში. ევროპის, რომელიც დაკავშირებულია ტრანსატლანტიკური ურთიერთობებით, რომელიც ასევე აცნობიერებს საკუთარ ინტერესებს და იცის, როგორ დაიცვას თავისი ღირებულებებითა და ევროპული ინსტრუმენტებით“, – აღნიშნა მაკრონმა. საფრანგეთის ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია სხვადასხვა სექტორის, მათ შორის, ავტოწარმოების, მეტალურგიისა და სხვა სექტორების მხარდაჭერა აშშ-ის მიერ ტარიფების მოსალოდნელი დაწესების ფონზე. „საგანგებოდ მნიშვნელოვანია ზოგიერთი კრიტიკული სექტორის მხარდაჭერა – ავტოწარმოების, მეტალურგიის, ქიმიური მრეწველობის. უკიდურესად მნიშვნელოვანია ინვესტირება და ჩვენს საკვანძო სექტორებში დამოკიდებულების შემცირება, ეს ეხება ხელოვნურ ინტელექტს, კვანტურ, ბიოტექნოლოგიურ, ენერგეტიკულ, კოსმოსურ და რა თქმა უნდა, ევროპული თავდაცვის ინდუსტრიას. საგანგებოდ მნიშვნელოვანია, გამოვიყენოთ ყველა ევროპული ინსტრუმენტი, რათა უზრუნველვყოთ ჩვენი კომპანიები და ფერმერები სამართლიანი კონკურენციით მსოფლიოში, რომელიც სულ უფრო სასტიკი და შეუკავებელი ხდება“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა. ამასთან, მაკრონმა განაცხადა, რომ ევროპამ უნდა გაზარდოს თავდაცვის ხარჯები.  

ბოლო სიახლეები